მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს არჩილ თალაკვაძე პიტბულის მიერ ბავშვის დაგლეჯვის ფაქტზე - "დასარეგულირებელია რიგი საკითხები..."
რას წერს არჩილ თალაკვაძე პიტბულის მიერ ბავშვის დაგლეჯვის ფაქტზე - "დასარეგულირებელია რიგი საკითხები..."

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ორი დღის წინ პიტ­ბუ­ლის მიერ ბავ­შვის და­გლეჯ­ვის ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ ძაღ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რიგი სა­კი­თხე­ვი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია.

"ორი დღის წინ, კი­დევ ერთი სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვა მოხ­და - პიტ­ბულ­მა ბავ­შვს მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. იმე­დი მაქვს ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის. ვგულ­შე­მატ­კივ­რობ პა­ტა­რას და მის ოჯახს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან იყო მონ­დო­მე­ბა და მი­ზა­ნი, რომ ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ ჰუ­მა­ნუ­რი პო­ლი­ტი­კა გა­ტარ­დეს, მო­წეს­რიგ­დეს მათი აღ­რი­ცხვის, ბი­ნად­რო­ბის და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის სა­კი­თხი, თუმ­ცა გვჭირ­დე­ბა ახა­ლი, ქმე­დი­თი და უფრო მას­შტა­ბუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი - ეფექ­ტი­ა­ნი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ევ­რო­პუ­ლი სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლის და­ნერგვა ყველ­გან, მთელ ქვე­ყა­ნა­ში.

ვი­ნა­ი­დან, სოფ­ლად თუ ქა­ლა­ქებ­ში მრავ­ლად არის უპატ­რო­ნო ძაღ­ლე­ბი - და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია მო­შე­ნე­ბის და გამ­რავ­ლე­ბის, სხვა­დას­ხვა ჯი­შის ფლო­ბას­თან და ძაღ­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი.ამ მიზ­ნით, გარ­და­უ­ვა­ლი და სა­ჭი­როა ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტის და ქმე­დი­თი სტრუქ­ტურ(ებ)ის (სა­ა­გენ­ტოს ან სამ­სა­ხუ­რის) ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­ტე­ტი პარ­ლა­მენ­ტში, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს რე­ფორ­მა­ზე, რომ შე­მუ­შავ­დეს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი" - წერს თა­ლაკ­ვა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პიტ­ბუ­ლის მიერ ადა­მი­ა­ნის დაკ­ბე­ნის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

მათ შო­რის არის რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი, რო­დე­საც პიტ­ბულ­მა მცი­რე­წლო­ვა­ნი დაგ­ლი­ჯა. ბავ­შვს ოპე­რა­ცია ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ამ მდრომ­დე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დალი
2

ნეტა მართლა დროზე მიხედოს მთავრობამ ცხოველების მიერ დაბინძურებულ ქალაქს. რანდენჯერ მინახავს მოსეირნე ძაღლით ადამიანები,რომ აბინძურებრნ ქუჩებს და სკვერებს, მაგრამ არცერთ მათგანს არ მოუვლია იმ სიბინძურისთვის. მთელ ქალაქში არის ზაღლების მიერ ანტისანიტარია. ადრე ქუჩები ირეცხებოდა მაინც,ახლა?აგრეთვე მისახელია ის დანომრილი ცხოველებიც. რა მოდაშია ძაღლების მოშენება? 

ჯუნეწერი
2

ეს ერთ-ერთი ამერიკელი სასულიერო პირის ნათქვამია ჩემი არა. სადაც ადამიანებს არაფრის წამთ ქუჩაში მეტი ადამიანი სეირნობს ძაღლებთან ერთად ვიდრე ბავშვებთან ერთად. ეს მან რიგი ამერიკული ქალაქების მაგალითზე თქვა. სიტუაცია არ გეცნობათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას წერს არჩილ თალაკვაძე პიტბულის მიერ ბავშვის დაგლეჯვის ფაქტზე - "დასარეგულირებელია რიგი საკითხები..."

რას წერს არჩილ თალაკვაძე პიტბულის მიერ ბავშვის დაგლეჯვის ფაქტზე - "დასარეგულირებელია რიგი საკითხები..."

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ორი დღის წინ პიტბულის მიერ ბავშვის დაგლეჯვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ძაღლებთან დაკავშირებით რიგი საკითხევი მოსაგვარებელია.

"ორი დღის წინ, კიდევ ერთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა - პიტბულმა ბავშვს მიაყენა დაზიანებები. იმედი მაქვს ექიმების პროფესიონალიზმის. ვგულშემატკივრობ პატარას და მის ოჯახს. ყველაფერი კარგად იქნება!

ამ წლების განმავლობაში, როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო აქტივისტების და სპეციალისტების მხრიდან იყო მონდომება და მიზანი, რომ ცხოველების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, მოწესრიგდეს მათი აღრიცხვის, ბინადრობის და დაავადებათა კონტროლის საკითხი, თუმცა გვჭირდება ახალი, ქმედითი და უფრო მასშტაბური ნაბიჯები - ეფექტიანი რეგულაციები და ევროპული საუკეთესო მოდელის დანერგვა ყველგან, მთელ ქვეყანაში.

ვინაიდან, სოფლად თუ ქალაქებში მრავლად არის უპატრონო ძაღლები - დასარეგულირებელია მოშენების და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასთან და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები.ამ მიზნით, გარდაუვალი და საჭიროა ერთიანი სტანდარტის და ქმედითი სტრუქტურ(ებ)ის (სააგენტოს ან სამსახურის) ჩამოყალიბება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.შესაბამისი კომიტეტი პარლამენტში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რომ შემუშავდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი" - წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, საქართველოში პიტბულის მიერ ადამიანის დაკბენის არაერთი შემთხვევა მოხდა.

მათ შორის არის რამდენიმე დღის წინ მომხდარი უმძიმესი ფაქტი, როდესაც პიტბულმა მცირეწლოვანი დაგლიჯა. ბავშვს ოპერაცია ციციშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, თუმცა ამ მდრომდე მისი მდგომარეობა უმძიმესია.

ნახეთ ასევე: