კინოლოგი ზვიად ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პიტბულის ჯიშის ძაღლი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს და აუცილებელია ის გამოცდილი პიროვნების ხელში მოხვდეს, ვისაც ეცოდინება, როგორ მოუაროს მსგავსი ჯიშის ცხოველს.
მისი თქმით, სხვა შემთხვევაში ცუდ შედეგს მივიღებთ.
"აუცილებელია მისი ხასიათის, ტემპერამენტის, გენეტიკის - ყველაფრის გათვალისწინება, რადგან შემდეგ ასეთი სავალალო შედეგები არ მივიღოთ. აუცილებელია, რომ პიტბული მოხვდეს გამოცდილი ადამიანის ხელში. აუცილებელია, ბევრი დროის დათმობა, ვარჯიში, წვრთნა. სხვა შემთხვევაში ვიღებთ ხოლმე ძალიან ცუდ შედეგს. რეალურად რომ ვთქვათ, პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ჩიხლაძემ "ქრონიკასთან" საუბარში.
"ავიღოთ მაგალითები მეზობელი ქვეყნებიდან. ჩავრთოთ ისინი ასმ პროცესში, შევეკითხოთ, როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს თემა, რომ ყველას არ მიეცეს უფლება რომ ამ ჯიშის ძაღლები გაამრავლოს. შედეგზე მერე გავალთ, რადგან არ გამრავლდებიან ასე მარტივად, არ იქნება ხელმისაწვდომი ასე მარტივად, ის აღარ ეღირება 100-200 ლარი" - ამბობენ ცხოველთა უფლებების დამცველები.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, საქართველოში პიტბულის მიერ ადამიანის დაკბენის არაერთი შემთხვევა მოხდა.
მათ შორის არის რამდენიმე დღის წინ მომხდარი უმძიმესი ფაქტი, როდესაც პიტბულმა მცირეწლოვანი დაგლიჯა. ბავშვს ოპერაცია ციციშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, თუმცა ამ მდრომდე მისი მდგომარეობა უმძიმესია.