პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატარი, თუ ყატარი? - პროფესიონალების განმარტება და ვიდეო, სადაც მოისმენთ, როგორია ამ სიტყვის ჟღერადობა არაბულად
კატარი, თუ ყატარი? - პროფესიონალების განმარტება და ვიდეო, სადაც მოისმენთ, როგორია ამ სიტყვის ჟღერადობა არაბულად

2022 წლის მსოფ­ლი­ოს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტი 20 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი სა­ფიქ­რა­ლი გა­უ­ჩი­ნა - რო­მე­ლია სწო­რი ფორ­მა: კა­ტა­რი, თუ ყა­ტა­რი?

  • ამ თე­მამ დიდი მსჯე­ლო­ბა, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ში ცხა­რე კა­მა­თიც გა­მო­იწ­ვია. აზრი ორა­დაა გა­ყო­ფი­ლი - ერ­თნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სწო­რი ფორ­მაა კა­ტა­რი, მე­ო­რე­ნი - კა­ტა­რი.

თე­მას თუ იუ­მო­რით შევ­ხე­დავთ, ვი­ტყვი, რომ ორ ასო-ბგე­რას - კ-სა და ყ-ს - შო­რის დიდი "და­პი­რის­პი­რე­ბაა“. შე­სა­ბა­მი­სად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბიც აჭ­რელ­და.

ზო­გა­დად, რა­ტომ ხდე­ბა ასე­თი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი დი­დად არა­სამ­სჯე­ლო თე­მე­ბი, რა­ტომ იც­ლი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რა­ტომ უთ­მო­ბენ ამ­დენ დროს, ენერ­გი­ას და ნერ­ვებს, რაც ზოგ­ჯერ კო­მი­კურ სა­ხე­საც იძენს, ალ­ბათ, უფრო სხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ხილ­ვის და შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნია, თუმ­ცა ჩვენ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე კი­თხვით მივ­მარ­თეთ სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენტს - რო­მე­ლია სწო­რი ფორ­მა - "ყა­ტა­რი" თუ "კა­ტა­რი", ანუ "ყ" თუ "კ."

  • სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი კი ასე­თია:

"სა­ხელ­მწი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია არა­ბუ­ლი ენის ბგე­რი­თი სის­ტე­მის ქარ­თუ­ლად ტრანსკრიფ­ცია-ტრანსლი­ტე­რა­ცი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წე­სე­ბი, რო­მელ­შიც არა­ბუ­ლი ენის თი­თო­ე­უ­ლი ბგე­რის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლია ქარ­თულ ენა­ში ფო­ნე­ტი­კუ­რი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი.

არა­ბუ­ლი ბგე­რა – ق (კაფ) ფო­ნე­ტი­კუ­რად ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­გორც უვუ­ლა­რუ­ლი, ყრუ, ხშუ­ლი. მას ქარ­თულ­ში ზუს­ტი შე­სა­ტყვი­სი არა აქვს. ფო­ნე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, იგი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა ქარ­თულ უკა­ნა სა­სის­მი­ერ, გლო­ტა­ლი­ზე­ბულ ყრუ, ხშულ თან­ხმო­ვან კ-სთან. არა­ბუ­ლი ენის ბგე­რა ق ქარ­თულ­ში უნდა გად­მო­ვი­დეს, რო­გორც კ. ამი­ტომ, სწო­რია კა­ტა­რი და არა – ყა­ტა­რი. ამა­ვე წე­სით არის ქარ­თულ­ში შე­მო­სუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ხე­ლი კა­ი­რო. კა­ტა­რი 1971 წელს შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფოა და სხვა სა­ხით იგი ქარ­თულ ენა­ში ვერ დამ­კვიდ­რდე­ბო­და.

ამა­ვე წე­სით ქარ­თულ­ში შე­მო­სუ­ლია ნა­სეს­ხე­ბი სი­ტყვე­ბი: რუკა, ბუკი, კეფა, შა­კი­კი, ლუკ­მა, ტა­ბა­კი და სხვა. თუ არა­ბუ­ლი სი­ტყვა ქარ­თულ­ში სპარ­სუ­ლი ენის გავ­ლით არის შე­მო­სუ­ლი, მა­შინ კაფს შე­იძ­ლე­ბა შე­ე­სა­ტყვი­სე­ბო­დეს ყ. მა­გა­ლი­თად, ალყა, ყად­რი, ყავა, ყავ­ლი, ყა­ი­და, ყა­ლი­ბი. ბევ­რი სპარ­სუ­ლი ენის გავ­ლით შე­მო­სუ­ლი სი­ტყვა ახლა არ­ქა­იზ­მად მი­იჩ­ნე­ვა, მა­გა­ლი­თად, ყა­ლა­მი და კა­ლა­მი. დღეს სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ფორ­მაა კა­ლა­მი, რომ­ლის პირ­ვე­ლი თან­ხმო­ვა­ნი სწო­რედ არა­ბულ ق კაფს შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა."

  • სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კა­ტა­რის სწო­რად წარ­მოთ­ქმა გან­ხილ­ვის თემა მხო­ლოდ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არის. ეს სა­კი­თხი მსჯე­ლო­ბი­სა და კვლე­ვის სა­გა­ნი გახ­და და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის, აშშ-ში.

სა­კითხს CNN-მა ვრცე­ლი სტა­ტია მი­უ­ძღვნა. სტა­ტი­ა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, თუ რო­გორ წარ­მოთ­ქვა­მენ ამ სი­ტყვას ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც არა­ბუ­ლი მშობ­ლი­უ­რი ენაა. სტა­ტი­ას თან დარ­თუ­ლი აქვს ვი­დეო, სა­დაც ხა­ლი­ფა ალ ჰა­რუ­ნი წარ­მოგ­ვიდ­გენს, თუ რო­გო­რია ამ სი­ტყვის ჟღე­რა­დო­ბა რე­ა­ლუ­რად, ანუ რო­გორ ჟღერს ის არა­ბუ­ლად:

  • ნა­ხეთ ვი­დეო:
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

არაბულში იწერება როგორც კატარი (ق -კ), გამოითქმის ყატარი. ყოველთვის კატარს ამბობდნენ და ისევე დატოვონ, რა საჭიროა ახალი ინტერპრეტაციები.

***
1

მგონი დაახლოებით იგივეა ყაზახეთს - კაზახეთი დავუძახოთ და ყირიმს - კრიმი, ან ყვიბისს და ყვარელს, შესაბამიდად კვიბისი და კვარელი, ხო კიდევ ბაკაკი რომ წკალში კიკინებს არც ეგ დაგვავიწყდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

კატარი, თუ ყატარი? - პროფესიონალების განმარტება და ვიდეო, სადაც მოისმენთ, როგორია ამ სიტყვის ჟღერადობა არაბულად

კატარი, თუ ყატარი? - პროფესიონალების განმარტება და ვიდეო, სადაც მოისმენთ, როგორია ამ სიტყვის ჟღერადობა არაბულად

2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყო და საზოგადოებას ახალი საფიქრალი გაუჩინა - რომელია სწორი ფორმა: კატარი, თუ ყატარი?

  • ამ თემამ დიდი მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა და ადამიანების გარკვეულ ჯგუფებში ცხარე კამათიც გამოიწვია. აზრი ორადაა გაყოფილი - ერთნი ამტკიცებენ, რომ სწორი ფორმაა კატარი, მეორენი - კატარი.

თემას თუ იუმორით შევხედავთ, ვიტყვი, რომ ორ ასო-ბგერას - კ-სა და ყ-ს - შორის დიდი "დაპირისპირებაა“. შესაბამისად, სოციალური ქსელებიც აჭრელდა.

ზოგადად, რატომ ხდება ასეთი განხილვის საგანი დიდად არასამსჯელო თემები, რატომ იცლიან ადამიანები, რატომ უთმობენ ამდენ დროს, ენერგიას და ნერვებს, რაც ზოგჯერ კომიკურ სახესაც იძენს, ალბათ, უფრო სხვა დარგის სპეციალისტების განხილვის და შეფასების საგანია, თუმცა ჩვენ კონკრეტულ საკითხზე კითხვით მივმართეთ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს - რომელია სწორი ფორმა - "ყატარი" თუ "კატარი", ანუ "ყ" თუ "კ."

  • სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალური პასუხი კი ასეთია:

"სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, რომელშიც არაბული ენის თითოეული ბგერისთვის განსაზღვრულია ქართულ ენაში ფონეტიკური ეკვივალენტი.

არაბული ბგერა – ق (კაფ) ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული. მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არა აქვს. ფონეტიკური თვალსაზრისით, იგი ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან კ-სთან. არაბული ენის ბგერა ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. ამიტომ, სწორია კატარი და არა – ყატარი. ამავე წესით არის ქართულში შემოსული გეოგრაფიული სახელი კაირო. კატარი 1971 წელს შექმნილი სახელმწიფოა და სხვა სახით იგი ქართულ ენაში ვერ დამკვიდრდებოდა.

ამავე წესით ქართულში შემოსულია ნასესხები სიტყვები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა. თუ არაბული სიტყვა ქართულში სპარსული ენის გავლით არის შემოსული, მაშინ კაფს შეიძლება შეესატყვისებოდეს ყ. მაგალითად, ალყა, ყადრი, ყავა, ყავლი, ყაიდა, ყალიბი. ბევრი სპარსული ენის გავლით შემოსული სიტყვა ახლა არქაიზმად მიიჩნევა, მაგალითად, ყალამი და კალამი. დღეს სალიტერატურო ფორმაა კალამი, რომლის პირველი თანხმოვანი სწორედ არაბულ ق კაფს შეესატყვისება."

  • საინტერესოა, რომ კატარის სწორად წარმოთქმა განხილვის თემა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში არ არის. ეს საკითხი მსჯელობისა და კვლევის საგანი გახდა დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის, აშშ-ში.

საკითხს CNN-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში განმარტებულია, თუ როგორ წარმოთქვამენ ამ სიტყვას ადამიანები, რომლებისთვისაც არაბული მშობლიური ენაა. სტატიას თან დართული აქვს ვიდეო, სადაც ხალიფა ალ ჰარუნი წარმოგვიდგენს, თუ როგორია ამ სიტყვის ჟღერადობა რეალურად, ანუ როგორ ჟღერს ის არაბულად:

  • ნახეთ ვიდეო: