სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ეწიათ "ვარდების რევოლუციის" სიმბოლოებს - ვინ არის ყოფილი დეპუტატი, რომელთანაც ცნობილი ვარდი ინახებოდა და სად არის შევარდნაძის ჭიქა - "მივხვდი, რომ ყველაფერი გათამაშებული იყო"
რა ბედი ეწიათ "ვარდების რევოლუციის" სიმბოლოებს - ვინ არის ყოფილი დეპუტატი, რომელთანაც ცნობილი ვარდი ინახებოდა და სად არის შევარდნაძის ჭიქა - "მივხვდი, რომ ყველაფერი გათამაშებული იყო"

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან" 20 წელი გა­ვი­და. ამ დღეს ოპო­ზი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში წი­თე­ლი ვარ­დით შე­იჭ­რა და ტრი­ბუ­ნას­თან მყოფ პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძეს გა­დად­გო­მა მოს­თხო­ვა. მერე კი ტრი­ბუ­ნას­თან თა­ვად მი­იჭ­რა და შე­ვარ­დნა­ძის ჩაიც და­ლია. იმ დღის შემ­დეგ წი­თე­ლი ვარ­დი და ჩაის ჭიქა რე­ვო­ლუ­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

AMBEBI.GE-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ინ­ტერ­ვიუ ყო­ფილ დე­პუ­ტატ­თან კობა ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც იმ წი­თელ ვარდს წლე­ბია ჩარ­ჩო­ში ინა­ხავს:

ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, კობა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, წლე­ბია, "დი­ა­ბე­ტი­ან ბავ­შვთა დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის" და­მა­არ­სე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტია. ბა­ტო­ნი კობა თა­ვის სა­მუ­შაო ოთახ­ში ორ უნი­კა­ლურ ნივთს ინა­ხავს: ვარდს, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას, რო­მელ­საც 2004 წლის 14 იან­ვარს პარ­ლა­მენ­ტმა კენ­ჭი უყა­რა...

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩვენ­თვის მო­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში:

"22 ნო­ემ­ბერს, დი­ლას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მო­მი­ტინ­გე­ებს შე­ვუ­ერ­თდი. მერე ხალ­ხი სამ სა­ა­თამ­დე და­ი­შა­ლა... მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტი­ლი და ჩა­ხერ­გი­ლი იყო, რა­ტომ­ღაც სამი სა­ა­თის­თვის ჩა­კე­ტი­ლი ქუ­ჩე­ბი გა­ეხ­სნათ, იქი­დან ყვე­ლა მან­ქა­ნა გა­ეყ­ვა­ნათ და ტე­რი­ტო­რია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყო.გზის გახ­სნა ცხა­დია, ვი­ღა­ცის ბრძა­ნე­ბით მოხ­და. მხო­ლოდ კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის (მა­შინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრი) პა­ტა­რა ჯგუ­ფი იყო ჩი­ტა­ძე­ზე. ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, - რა­ტომ უნდა გა­გა­ტა­როთ? გა­ა­ტა­რეთ, უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­დის, დიდი ტალ­ღაა-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი და ხმა აღა­რა­ვის გა­უ­ცია. მახ­სოვს, ერ­თა­დერ­თი უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი იყო, სა­ხე­ლო­ში ხელი მტა­ცა, - რას შვრე­ბი­თო?! ვუ­თხა­რი: წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, ია­რა­ღი გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს ხალ­ხის ნე­ბაა და თავი და­ა­ნე­ბეთ, ხელს ნუ უშ­ლით-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში მიშა სა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და. სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში რომ შეც­ვივ­დნენ, პირ­ვე­ლად უკან გა­მო­უშ­ვეს და იმ დროს კარ­თან აღ­მოვ­ჩნდი, მიშა რომ გა­მო­ვარ­და, კარი კი­ნა­ღამ სა­ხე­ში მომ­ხვდა.

რომ და­მი­ნა­ხა, ვარ­დი ხელ­ში მო­მა­წო­და, რო­მე­ლიც მის­თვის მა­ნამ­დე დათო მუმ­ლა­ძეს მი­უ­ცია. მი­თხრა, - ხალ­ხი სად არის? აქ არი­ან-მეთ­ქი და უეც­რად ორი­ვე კარი გა­ი­ღო და ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ბაზ­ში შე­იჭრ­ნენ. ატყდა ამ­ბა­ვი, მა­გი­დებ­ზე აც­ვივ­დნენ, დე­პუ­ტატ ვი­ტა­ლი ხა­ზა­რა­ძის სკამს ეძებ­დნენ, რომ და­ეწ­ვათ... მი­შამ შე­ვარ­დნა­ძის ჩაი და­ლია და შემ­დეგ რაც მოხ­და, კარ­გად იცით... სა­ნამ შე­ვარ­დნა­ძე გა­დად­გე­ბო­და, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის დაც­ვა მე­ვა­ლე­ბო­და, მერე 23-ში, გამ­თე­ნი­ი­სას ჩემ­თან ჟვა­ნია მო­ვი­და და მი­თხრა: კობა ჯან, წადი სახ­ლში, არა­და, ვინ­ჩეს­ტე­რი მე­კა­ვა ხელ­ში (ცნო­ბი­ლია, რომ ყო­ველ­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ია­რა­ღით დავ­დი­ო­დი), სულ­ხან პა­პაშ­ვი­ლი (შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის უფ­რო­სი) მო­დი­სო. მო­ვი­და ხა­ბურ­ზა­ნი­აც, უშიშ­რო­ე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი. გა­ვოც­დი, რომ მე­გო­ნა, შე­ვარ­დნა­ძეს საფ­ლავ­ში ჩაჰ­ყვე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა­ნი იქ არ და­ვი­ნა­ხე? მივ­ხვდი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­თა­მა­შე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი იყო და კი­დევ ერთხელ აღ­მოვ­ჩნდი იდი­ო­ტის როლ­ში. იმის მერე კი პო­ლი­ტი­კას გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­რი­დე­ბი..." - ამ­ბობ­და ბა­ტო­ნი კობა.

რაც შე­ე­ხე­ბა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ცნო­ბილ ჭი­ქას, ის გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძეს­თან აღ­მოჩ­ნდა. ამ­ბობს, რომ ცნო­ბი­ლი ჭიქა ქორ­წილ­ში სა­ჩუ­ქა­რად მი­ი­ღო და მას მერე ამ ნივთს მის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

გი­ორ­გის ზუს­ტად იმ დღეს, 2003 წლის 23 ნო­ემ­ბერს ქორ­წი­ლი ჰქონ­და და მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც მა­შინ პარ­ლა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამის აღ­სა­ნიშ­ნად, ქორ­წილ­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო - ჭიქა აჩუ­ქა.

"სა­ერ­თოდ, სიმ­ბო­ლო­ებს დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ომ სწო­რედ მა­შინ შე­ი­ტყო, როცა შე­ვარ­დნა­ძე პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­იქ­ცა, ტრი­ბუ­ნას­თან კი ოპო­ზი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი მი­ვი­და და მისი ჭი­ქი­დან ჩაი და­ლია... რო­გორც ვიცი, ყო­ფილ დე­პუ­ტატ­თან, კობა ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან ის წი­თე­ლი ვარ­დი ინა­ხე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში შე­ვი­და... მე კი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მაქვს ჭიქა. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, მა­ლე­ვე იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, შე­ვარ­დნა­ძის ჭიქა ერთი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და­მეთ­მო, მაგ­რამ, ვერ გა­ვი­მე­ტე... სხვა­თა შო­რის, კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­ვე­დი და შე­ვარ­დნა­ძეს ვუ­თხა­რი იმის შე­სა­ხებ, რომ მისი ჭიქა მე მქონ­და. გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა, - შე­საძ­ლოა, ერთ დღეს ის ძა­ლი­ან ძვი­რად გა­ყი­დოო.

მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, როცა მსგავ­სი სიმ­ბო­ლო­ე­ბი ვი­ღა­ცის­თვის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო გამ­ხდა­რა. იყო ფაქ­ტე­ბი, როცა მსოფ­ლიო ჰე­გე­მო­ნი­ის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი ლი­დე­რე­ბი სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლოს ეძებ­დნენ და სწამ­დათ, ხელ­ში ჩა­იგ­დებ­დნენ, მი­ზან­საც მი­აღ­წევ­დნენ. რა თქმა უნდა, ვერ­ცხლის სად­გა­მი­ა­ნი ჩაის ჭიქა ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ათ­ვლის წერ­ტი­ლია და ამ­დე­ნად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც" - ამ­ბობ­და გი­ორ­გი წლე­ბის წინ AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
10

მაგრად შეინახეთ ეგ ჭიქა და ვარდი არსად დაკარგოთ. ერთი ლენინი გაცოცხლდება და მეორე სააკაშვილი მობრუნდება.....

დიმა
46

რა საჭირო იყო ვარდების რევოლუცია, თუ გადატრიალება. ქვეყანაში კრიმინალი საკაიფოდ ჰყვაოდა. ბიუჯეტში მეათედიც არ შედიოდა, პენსიები წლები გაყინული იყო(14 ლარი). დენი და გაზი სანატრელი. უნდა გაგრძელებულიყო ძველებურად, ასე სჯობდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

რა ბედი ეწიათ "ვარდების რევოლუციის" სიმბოლოებს - ვინ არის ყოფილი დეპუტატი, რომელთანაც ცნობილი ვარდი ინახებოდა და სად არის შევარდნაძის ჭიქა - "მივხვდი, რომ ყველაფერი გათამაშებული იყო"

რა ბედი ეწიათ "ვარდების რევოლუციის" სიმბოლოებს - ვინ არის ყოფილი დეპუტატი, რომელთანაც ცნობილი ვარდი ინახებოდა და სად არის შევარდნაძის ჭიქა - "მივხვდი, რომ ყველაფერი გათამაშებული იყო"

"ვარდების რევოლუციიდან" 20 წელი გავიდა. ამ დღეს ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წითელი ვარდით შეიჭრა და ტრიბუნასთან მყოფ პრეზიდენტ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვა. მერე კი ტრიბუნასთან თავად მიიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია. იმ დღის შემდეგ წითელი ვარდი და ჩაის ჭიქა რევოლუციის სიმბოლოდ იქცა.

AMBEBI.GE-ს არქივში ინახება ინტერვიუ ყოფილ დეპუტატთან კობა ამირხანაშვილთან, რომელიც იმ წითელ ვარდს წლებია ჩარჩოში ინახავს:

ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, კობა ამირხანაშვილი, წლებია, "დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის" დამაარსებელი და პრეზიდენტია. ბატონი კობა თავის სამუშაო ოთახში ორ უნიკალურ ნივთს ინახავს: ვარდს, რომლითაც საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა და საქართველოს დროშას, რომელსაც 2004 წლის 14 იანვარს პარლამენტმა კენჭი უყარა...

რამდენიმე წლის წინ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში იხსენებდა, როგორ აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში:

"22 ნოემბერს, დილას თავისუფლების მოედანზე მომიტინგეებს შევუერთდი. მერე ხალხი სამ საათამდე დაიშალა... მანამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი და ჩახერგილი იყო, რატომღაც სამი საათისთვის ჩაკეტილი ქუჩები გაეხსნათ, იქიდან ყველა მანქანა გაეყვანათ და ტერიტორია გათავისუფლებული იყო.გზის გახსნა ცხადია, ვიღაცის ბრძანებით მოხდა. მხოლოდ კობა ნარჩემაშვილის (მაშინდელი შს მინისტრი) პატარა ჯგუფი იყო ჩიტაძეზე. ნარჩემაშვილი ამბობდა, - რატომ უნდა გაგატაროთ? გაატარეთ, უამრავი ხალხი მოდის, დიდი ტალღაა-მეთქი, - ვუთხარი და ხმა აღარავის გაუცია. მახსოვს, ერთადერთი უშიშროების პოლკოვნიკი იყო, სახელოში ხელი მტაცა, - რას შვრებითო?! ვუთხარი: წინააღმდეგობის გაწევა, იარაღი გამოყენება არ შეიძლება, ეს ხალხის ნებაა და თავი დაანებეთ, ხელს ნუ უშლით-მეთქი. ამასობაში მიშა საკაშვილი პარლამენტში შევიდა. სხდომათა დარბაზში რომ შეცვივდნენ, პირველად უკან გამოუშვეს და იმ დროს კართან აღმოვჩნდი, მიშა რომ გამოვარდა, კარი კინაღამ სახეში მომხვდა.

რომ დამინახა, ვარდი ხელში მომაწოდა, რომელიც მისთვის მანამდე დათო მუმლაძეს მიუცია. მითხრა, - ხალხი სად არის? აქ არიან-მეთქი და უეცრად ორივე კარი გაიღო და ადამიანები დარბაზში შეიჭრნენ. ატყდა ამბავი, მაგიდებზე აცვივდნენ, დეპუტატ ვიტალი ხაზარაძის სკამს ეძებდნენ, რომ დაეწვათ... მიშამ შევარდნაძის ჩაი დალია და შემდეგ რაც მოხდა, კარგად იცით... სანამ შევარდნაძე გადადგებოდა, პარლამენტის შენობის დაცვა მევალებოდა, მერე 23-ში, გამთენიისას ჩემთან ჟვანია მოვიდა და მითხრა: კობა ჯან, წადი სახლში, არადა, ვინჩესტერი მეკავა ხელში (ცნობილია, რომ ყოველთვის შეიარაღებული ვიყავი, იარაღით დავდიოდი), სულხან პაპაშვილი (შევარდნაძის დაცვის უფროსი) მოდისო. მოვიდა ხაბურზანიაც, უშიშროების ყოფილი მინისტრი. გავოცდი, რომ მეგონა, შევარდნაძეს საფლავში ჩაჰყვებოდნენ, ყველანი იქ არ დავინახე? მივხვდი, რომ ეს ყველაფერი გათამაშებული ამბავი იყო და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი იდიოტის როლში. იმის მერე კი პოლიტიკას განსაკუთრებით ვერიდები..." - ამბობდა ბატონი კობა.

რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძის ცნობილ ჭიქას, ის გიორგი კაპანაძესთან აღმოჩნდა. ამბობს, რომ ცნობილი ჭიქა ქორწილში საჩუქარად მიიღო და მას მერე ამ ნივთს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გიორგის ზუსტად იმ დღეს, 2003 წლის 23 ნოემბერს ქორწილი ჰქონდა და მეგობარმა, რომელიც მაშინ პარლამენტში იმყოფებოდა, ამის აღსანიშნად, ქორწილში რევოლუციის მთავარი სიმბოლო - ჭიქა აჩუქა.

"საერთოდ, სიმბოლოებს დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. "ვარდების რევოლუციის" შესახებ მსოფლიომ სწორედ მაშინ შეიტყო, როცა შევარდნაძე პარლამენტიდან გაიქცა, ტრიბუნასთან კი ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მივიდა და მისი ჭიქიდან ჩაი დალია... როგორც ვიცი, ყოფილ დეპუტატთან, კობა ამირხანაშვილთან ის წითელი ვარდი ინახება, რომლითაც სააკაშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა... მე კი, როგორც უკვე გითხარით, მაქვს ჭიქა. რევოლუციის შემდეგ, მალევე იყო შემოთავაზება, შევარდნაძის ჭიქა ერთი ცნობილი ადამიანისთვის დამეთმო, მაგრამ, ვერ გავიმეტე... სხვათა შორის, კრწანისის რეზიდენციაში მივედი და შევარდნაძეს ვუთხარი იმის შესახებ, რომ მისი ჭიქა მე მქონდა. გაიცინა და მითხრა, - შესაძლოა, ერთ დღეს ის ძალიან ძვირად გაყიდოო.

მსოფლიო ისტორიაში ბევრი მაგალითი არსებობს, როცა მსგავსი სიმბოლოები ვიღაცისთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა. იყო ფაქტები, როცა მსოფლიო ჰეგემონიის იდეით შეპყრობილი ლიდერები სხვადასხვა სიმბოლოს ეძებდნენ და სწამდათ, ხელში ჩაიგდებდნენ, მიზანსაც მიაღწევდნენ. რა თქმა უნდა, ვერცხლის სადგამიანი ჩაის ჭიქა ჩემთვის უბრალოდ, "ვარდების რევოლუციის" ათვლის წერტილია და ამდენად, მნიშვნელოვანიც" - ამბობდა გიორგი წლების წინ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნახეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"