პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასწაულის შემოქმედი: საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა - ვინ არის ერვე რენარი და როგორ მოაგებინა გუნდს ვარსკვლავებით სავსე არგენტინასთან
სასწაულის შემოქმედი: საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა - ვინ არის ერვე რენარი და როგორ მოაგებინა გუნდს ვარსკვლავებით სავსე არგენტინასთან

2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე დღეს არ­გენ­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც ტურ­ნი­რის ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად ით­ვლე­ბა, სა­უ­დის არა­ბეთ­თან 1:2 და­მარ­ცხდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ლი­ო­ნელ მე­სის გო­ლით და­წი­ნა­ურ­დნენ, მე­ო­რე ტა­იმ­ში 5 წუთ­ში ორი გოლი გა­უშ­ვეს და დარ­ჩე­ნილ დრო­ში წო­ნას­წო­რო­ბის აღ­დგე­ნა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს.

მატ­ჩის ერთ-ერთი გმი­რი სა­უ­დის არა­ბე­თის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ერვე რე­ნა­რია, 54 წლის ფრან­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­მაც ევ­რო­პა­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია, თუმ­ცა ევ­რო­პი­დან წას­ვლი შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა. სა­ერ­თო­დაც, რე­ნარს სპე­ცი­ფი­კუ­რი კა­რი­ე­რა აქვს. მან არა მხო­ლოდ და­ბა­ლი დო­ნის ფრან­გულ ლი­გებ­ში მო­ას­წრო მუ­შა­ო­ბა, არა­მედ, ჩი­ნეთ­სა და ვი­ეტ­ნამ­შიც წვრთნი­და ფეხ­ბურ­თე­ლებს.

  • მწვრთნე­ლის რან­გში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ფრან­გულ "დრა­გი­ნი­ან­ში“ გა­დად­გა, სა­დაც არ­ცთუ ისე შე­სა­შუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად, მწვრთნე­ლი მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე იყო - პა­რა­ლე­ლუ­რად დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია და­არ­სა, რო­მე­ლიც სამ­რეწ­ვე­ლო სი­სუფ­თა­ვე­ზე ორი­ენ­ტირ­დე­ბო­და.

მწვრთნე­ლო­ბას ხა­ლი­ჩის წმენ­დას, ფან­ჯრე­ბის რე­ცხვა­სა და ნაგ­ვის გა­ტა­ნას უთავ­სებ­და, მაგ­რამ ნელ-ნელა ბიზ­ნე­სიც გა­ი­ზარ­და. "არ მრცხვე­ნია იმის, რა­საც ვა­კე­თებ­დი. ეს ბევ­რად რთუ­ლი საქ­მე იყო, ვიდ­რე ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა. 4-5 სა­ა­თი მე­ძი­ნა ხოლ­მე, ასე­თი ცხოვ­რე­ბის რით­მი 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და", - გა­იხ­სე­ნა რე­ნარ­მა.

მალე მისი სამ­წვრთნე­ლო კა­რი­ე­რაც და­იძ­რა. სა­უ­დის არა­ბე­თი მის­თვის მე-6 ნაკ­რე­ბია და ნაკ­რე­ბებ­ში, კლუ­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. რე­ნა­რი ერ­თა­დერ­თი მწვრთნე­ლია, რო­მელ­მაც აფ­რი­კის ჩემ­პი­ო­ნა­ტი სხვა­დას­ხვა ნაკ­რე­ბე­ბით (2012 - ზამ­ბია, 2015 -კოტ-დ’იუ­ვა­რი) მო­ი­გო. ეს ფრანგ სპე­ცი­ა­ლისტს დიდ სტი­მულს აძ­ლევს. "ეს რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. როცა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მათ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გე­ნენ, ისი­ნი ყო­ველ­თვის ვნე­ბი­თა და გუ­ლით თა­მა­შო­ბენ. აი, რა­ტომ მიყ­ვარს ნაკ­რე­ბებ­თან მუ­შა­ო­ბა“, - ამ­ბობს სა­უ­დის არა­ბე­თის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი.

ზამ­ბი­ე­ლებს არც რე­ნა­რამ­დე და არც მის შემ­დეგ კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბა არ მო­უ­გი­ათ. 2012-ში ზამ­ბი­ის ნაკ­რე­ბის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მე-19 წლის­თა­ვი იყო. 1993 წელს ზამ­ბი­ე­ლე­ბი გა­ბონ­ში ჩა­მო­ვარ­დნენ და ფაქ­ტობ­რი­ვად ოქ­როს თა­ო­ბა სრუ­ლად და­კარ­გეს. 19 წლის შემ­დეგ, რე­ნა­რის თავ­კა­ცო­ბით, აფ­რი­კის ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­ბონ­ში მო­ი­გეს..

მა­შინ ფი­ნალ­ში ზამ­ბი­ამ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კოტ-დ’იუ­ვა­რი შე­ა­ჩე­რა. 2 წლის შემ­დეგ კი რე­ნარ­მა უკვე კოტ-დ’იუ­ვა­რე­ლებს მო­ა­გე­ბი­ნა ტი­ტუ­ლი.

ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, რე­ნა­რი კარგ ფი­ზი­კურ ფორ­მა­შია. ის სპორტდარ­ბაზ­ში ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად ვარ­ჯი­შობს. "ნორ­ვი­ჩის“ ექსმე­კა­რე ჯონ რად­დი იხ­სე­ნებს: "ჩვენს მწვრთნელს ყო­ველ­თვის ჰქონ­და მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი. ის არამ­ხო­ლოდ გვთხოვ­და ვარ­ჯიშს, არა­მედ თა­ვი­სი მა­გა­ლი­თით გვაჩ­ვე­ნებ­და, რო­გორ უნდა გვე­ვარ­ჯი­შა."

ჯერ კი­დევ 2004 წელს, ფრან­გმა კვე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. "ერვე 2004-ში იმას აკე­თებ­და, რა­საც მწვრთნე­ლე­ბი ბოლო 5-6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თე­ბენ. ფიზ­მომ­ზა­დე­ბი­სა და კვე­ბის კუ­თხით ის სხვა დო­ნე­ზე იყო. საჭ­მელ­ში არა­ვი­თა­რი სო­უ­სი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ეს ფეხ­ბურ­თე­ლებ­ში ცხი­მის პრო­ცენტს ამ­ცი­რებ­და" - ამ­ბობს ჯერ­მე­ინ ის­ტე­რი, "კემ­ბრი­ჯის“ ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი.

რე­ნა­რი დიდ დროს უთ­მობს გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას. "შენ შე­საძ­ლოა, მსოფ­ლი­ო­ში 11 სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი გყავ­დეს, მაგ­რამ მათ არ სურ­დეთ ერ­თად თა­მა­ში, ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ, არა­ფე­რი გა­მო­ვა. გუნ­დუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა - სა­უ­კე­თე­სო და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლია. სა­უ­დის არა­ბე­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი კარ­გად აა­ნა­ლი­ზებს სი­ტუ­ა­ცი­ას. მათ იცი­ან, რომ ჩვენ არ ვართ ისე­თი ძლი­ე­რი გუნ­დი, რო­გორც არ­გენ­ტი­ნა, მექ­სი­კა, ან პო­ლო­ნე­თია. ისი­ნი ჩვენ­ზე უკე­თე­სე­ბი არი­ან. მაგ­რამ ფეხ­ბურთში ეს არა­ფერს ნიშ­ნავს - ფსი­ქო­ლო­გი­აა მთა­ვა­რი. გუნ­დუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა, შენი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბის­თვის ბრძო­ლა მთე­ლი გუ­ლით",- ამ­ბობს მწვრთნე­ლი.

სა­უ­დის არა­ბე­თის ნაკ­რე­ბი შემ­დეგ შეხ­ვედ­რას პო­ლო­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, 26 ნო­ემ­ბერს გა­მარ­თავს. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი­დან გას­ვლის უზარ­მა­ზარ შანსს მო­ი­პო­ვებს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
izi
10

მე მარტივად შევხედავდი - ბურთი მრგვალია ხან მოიგებ ხან წააგებ: ვარსკვლავები მხოლოდ მოკრიალებულ ცაზეა; მეტოქეს არ დააფასებ დაგცინებს იღბალი და ა.შ. 

მადლობა კატარელებს ამ სასწაულისთვის.

ნაფთობის ფული
4

ყოჩაღ შეიხები, ფულს მუთაკაში კი არ ინახავენ.))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

სასწაულის შემოქმედი: საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა - ვინ არის ერვე რენარი და როგორ მოაგებინა გუნდს ვარსკვლავებით სავსე არგენტინასთან

სასწაულის შემოქმედი: საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა - ვინ არის ერვე რენარი და როგორ მოაგებინა გუნდს ვარსკვლავებით სავსე არგენტინასთან

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს არგენტინის ეროვნული ნაკრები, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელები თავდაპირველად ლიონელ მესის გოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში 5 წუთში ორი გოლი გაუშვეს და დარჩენილ დროში წონასწორობის აღდგენა ვეღარ მოახერხეს.

მატჩის ერთ-ერთი გმირი საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი ერვე რენარია, 54 წლის ფრანგი სპეციალისტი, რომელმაც ევროპაში წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა ევროპიდან წასვლი შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. საერთოდაც, რენარს სპეციფიკური კარიერა აქვს. მან არა მხოლოდ დაბალი დონის ფრანგულ ლიგებში მოასწრო მუშაობა, არამედ, ჩინეთსა და ვიეტნამშიც წვრთნიდა ფეხბურთელებს.

  • მწვრთნელის რანგში პირველი ნაბიჯები ფრანგულ "დრაგინიანში“ გადადგა, სადაც არცთუ ისე შესაშური ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. თუმცა თავდაპირველად, მწვრთნელი მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე იყო - პარალელურად დამლაგებლად მუშაობდა, მოგვიანებით კი საკუთარი კომპანია დაარსა, რომელიც სამრეწველო სისუფთავეზე ორიენტირდებოდა.

მწვრთნელობას ხალიჩის წმენდას, ფანჯრების რეცხვასა და ნაგვის გატანას უთავსებდა, მაგრამ ნელ-ნელა ბიზნესიც გაიზარდა. "არ მრცხვენია იმის, რასაც ვაკეთებდი. ეს ბევრად რთული საქმე იყო, ვიდრე ფეხბურთელობა. 4-5 საათი მეძინა ხოლმე, ასეთი ცხოვრების რითმი 8 წლის განმავლობაში მქონდა", - გაიხსენა რენარმა.

მალე მისი სამწვრთნელო კარიერაც დაიძრა. საუდის არაბეთი მისთვის მე-6 ნაკრებია და ნაკრებებში, კლუბებისგან განსხვავებით, დიდ წარმატებას მიაღწია. რენარი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც აფრიკის ჩემპიონატი სხვადასხვა ნაკრებებით (2012 - ზამბია, 2015 -კოტ-დ’იუვარი) მოიგო. ეს ფრანგ სპეციალისტს დიდ სტიმულს აძლევს. "ეს რაღაც განსაკუთრებულია. როცა ფეხბურთელები მათ ქვეყანას წარმოადგენენ, ისინი ყოველთვის ვნებითა და გულით თამაშობენ. აი, რატომ მიყვარს ნაკრებებთან მუშაობა“, - ამბობს საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი.

ზამბიელებს არც რენარამდე და არც მის შემდეგ კონტინენტის პირველობა არ მოუგიათ. 2012-ში ზამბიის ნაკრების ავიაკატასტროფის მე-19 წლისთავი იყო. 1993 წელს ზამბიელები გაბონში ჩამოვარდნენ და ფაქტობრივად ოქროს თაობა სრულად დაკარგეს. 19 წლის შემდეგ, რენარის თავკაცობით, აფრიკის ჩემპიონატი გაბონში მოიგეს..

მაშინ ფინალში ზამბიამ საკმაოდ ძლიერი კოტ-დ’იუვარი შეაჩერა. 2 წლის შემდეგ კი რენარმა უკვე კოტ-დ’იუვარელებს მოაგებინა ტიტული.

ყველაფერთან ერთად, რენარი კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ის სპორტდარბაზში ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს. "ნორვიჩის“ ექსმეკარე ჯონ რადდი იხსენებს: "ჩვენს მწვრთნელს ყოველთვის ჰქონდა მუშაობის სურვილი. ის არამხოლოდ გვთხოვდა ვარჯიშს, არამედ თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, როგორ უნდა გვევარჯიშა."

ჯერ კიდევ 2004 წელს, ფრანგმა კვებაზე გაამახვილა ყურადღება. "ერვე 2004-ში იმას აკეთებდა, რასაც მწვრთნელები ბოლო 5-6 წლის განმავლობაში აკეთებენ. ფიზმომზადებისა და კვების კუთხით ის სხვა დონეზე იყო. საჭმელში არავითარი სოუსი არ უნდა ყოფილიყო, ეს ფეხბურთელებში ცხიმის პროცენტს ამცირებდა" - ამბობს ჯერმეინ ისტერი, "კემბრიჯის“ ყოფილი ფეხბურთელი.

რენარი დიდ დროს უთმობს გუნდურ მუშაობას. "შენ შესაძლოა, მსოფლიოში 11 საუკეთესო ფეხბურთელი გყავდეს, მაგრამ მათ არ სურდეთ ერთად თამაში, ძალიან გაგიჭირდებათ, არაფერი გამოვა. გუნდური სულისკვეთება - საუკეთესო დამაბალანსებელია. საუდის არაბეთის გულშემატკივარი კარგად აანალიზებს სიტუაციას. მათ იციან, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი გუნდი, როგორც არგენტინა, მექსიკა, ან პოლონეთია. ისინი ჩვენზე უკეთესები არიან. მაგრამ ფეხბურთში ეს არაფერს ნიშნავს - ფსიქოლოგიაა მთავარი. გუნდური სულისკვეთება, შენი ქვეყნის ღირსებისთვის ბრძოლა მთელი გულით",- ამბობს მწვრთნელი.

საუდის არაბეთის ნაკრები შემდეგ შეხვედრას პოლონეთის წინააღმდეგ, 26 ნოემბერს გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში კი, ჯგუფური ეტაპიდან გასვლის უზარმაზარ შანსს მოიპოვებს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე