პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბომბილი ავტომობილით გამოვლილი 1600 კილომეტრი - იური გავრიუშინის ოჯახის გზა მარიუპოლიდან საქართველომდე
დაბომბილი ავტომობილით გამოვლილი 1600 კილომეტრი - იური გავრიუშინის ოჯახის გზა მარიუპოლიდან საქართველომდე

24 თე­ბერ­ვალს ქა­ლა­ქის სიმ­შვი­დე შემ­ზა­რავ­მა ხმამ და­არ­ღვია... მიზ­ნე­ბით, გეგ­მე­ბი­თა და ოც­ნე­ბე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა უეც­რად გა­ჩერ­და და სრუ­ლი­ად ახა­ლი რე­ა­ლო­ბა დად­გა... ქვე­ყა­ნა­ში ომი და­ი­წყო. იური გავ­რი­უ­ში­ნი, მე­უღ­ლეს­თან და ორ შვილ­თან ერ­თად, მა­რი­უ­პოლ­ში, ზღვის სა­ნა­პი­როს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე კორ­პუ­სის მერ­ვე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და. ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ომის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და. ვე­რას­დროს იფიქ­რებ­და, რომ ოდეს­მე ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭე­ბო­და.

მა­რი­უ­პოლ­ში გა­მუდ­მე­ბით სრო­ლი­სა და აფეთ­ქე­ბის ხმა ის­მო­და. სულ უფრო ხში­რად ირ­თვე­ბო­და გან­გა­შის სიგ­ნა­ლი. ირ­გვლივ სახ­ლე­ბი და ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი და­ბომ­ბი­ლი და დან­გრე­უ­ლი იყო, მან­ქა­ნე­ბი - გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

იური გავ­რი­უ­ში­ნი, მა­რი­უ­პო­ლის მკვიდ­რი: „ერთ-ერთი და­ბომბვის დროს ჩემი მე­უღ­ლე და უმ­ცრო­სი შვი­ლი თავ­შე­სა­ფარ­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ. მე და ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დიდ­ხანს ვე­ძებ­დით მათ სარ­და­ფებ­ში, ქუ­ჩებ­ში, ვა­მოწ­მებ­დით ჩა­ნა­წე­რებს სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის მი­ხედ­ვით. ბო­ლოს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში მი­ვა­გე­ნით“.

შე­ნო­ბის დე­რეფ­ნე­ბი სავ­სე იყო ორ­სუ­ლე­ბით, ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქა­ლე­ბით, ჩვი­ლე­ბით, ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლე­ბით, მო­ხუ­ცე­ბი­თა თუ ბავ­შვე­ბით. სა­ა­ვად­მყო­ფო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან, უტ­რან­სპორ­ტო­ბა­ში, ფე­ხით მი­სუ­ლი მშო­ბი­ა­რე­ე­ბის მი­ღე­ბას, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ახერ­ხებ­და.

სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი იმ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სივ­რცედ მი­იჩ­ნე­ო­და. თუმ­ცა ერთ დღე­საც სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმამ კლი­ნი­კის ჰოლი მთლი­ა­ნად და­ან­გრია. თავ­შე­საფ­რად ახლა სამ­შო­ბი­ა­როს სარ­და­ფი იქცა. მტვერ­სა და ბუღ­ში გახ­ვე­ულ, ნა­ხევ­რად დან­გრე­ულ შე­ნო­ბა­ში შიში და ქა­ო­სი გამ­ძაფ­რდა, მა­მა­კა­ცე­ბი ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ, ცხე­ლი წყა­ლი მო­ე­მა­რა­გე­ბი­ნათ და ეზო­ში დან­თე­ბულ კო­ცონ­ზე საკ­ვე­ბი მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ.

იური გავ­რი­უ­ში­ნი, მა­რი­უ­პო­ლის მკვიდ­რი: „კა­ცე­ბი კო­ცონ­ზე საჭ­მელს ვამ­ზა­დებ­დით, როცა ვერ­ტმფრე­ნის ხმა გა­ვი­გეთ, თუმ­ცა არა­ვის უფიქ­რია, რომ ავი­ა­ცია ჭურ­ვებს გად­მოყ­რი­და და სამ­შო­ბი­ა­როს და­ბომ­ბავ­და. შემ­ზა­რა­ვი ხმა იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ვე­ცი, თუმ­ცა დღე­საც ვერ ვხვდე­ბი, თვი­თონ წა­ვი­ქე­ცი თუ აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ წა­მაქ­ცია. თით­ქოს ჩემი ორ­გა­ნიზ­მი მო­ლე­კუ­ლე­ბად და­ი­შა­ლა და მერე ისევ აღ­დგა. როცა გონ­ზე მო­ვე­დი, ქვე­ბი­თა და ხრე­შით ვი­ყა­ვი და­ფა­რუ­ლი, იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ჩემი მე­ზო­ბე­ლიც, მთლი­ა­ნად ჩა­მარ­ხუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ნან­გრე­ვებ­ში. მე­ო­რედ მა­შინ და­ვი­ჭე­რი. თვა­ლე­ბი რომ გა­ვა­ხი­ლე, ჩემ წინ ჟანგბა­დის დიდი ბა­ლო­ნი და­ვი­ნა­ხე, სა­ი­და­ნაც გაზი ჟო­ნავ­და. რო­გორ­ღაც ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­ვე­დი, მე­ზო­ბე­ლიც ამო­ვათ­რიე და სარ­დაფ­ში წა­ვიყ­ვა­ნე“.

გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი მი­წას­თან გას­წო­რე­ბულ შე­ნო­ბას ტყვი­ე­ბის ზუ­ზუნ­ში ტო­ვებ­დნენ, დაჭ­რი­ლე­ბი ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოჰ­ყავ­დათ მაშ­ვე­ლებს - ახა­ლი, დრო­ე­ბი­თი მი­სა­მარ­თი სკო­ლის სარ­და­ფი უნდა გამ­ხდა­რი­ყო. გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი გაქ­ცე­ვა იყო. უმარ­თლებ­და მას, ვი­საც სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავ­და. იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა იური გავ­რი­უ­ში­ნი - და­ბომ­ბი­ლი, შუ­შებ­ჩა­ლე­წი­ლი მან­ქა­ნა ჯერ კი­დევ იქო­ქე­ბო­და. ასე და­ი­წყო გრძე­ლი და ცივი გზა...

იური გავ­რი­უ­ში­ნი, მა­რი­უ­პო­ლის მკვიდ­რი: „მან­ქა­ნას შუ­შე­ბის ნაც­ვლად გა­და­სა­ფა­რებ­ლე­ბი ავა­ფა­რეთ. -7 გრა­დუ­სი იყო, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და წინა სა­ქა­რე მი­ნის გა­რე­შე ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა. თვა­ლებ­ში მტვე­რი და შუ­შის ნამ­სხვრე­ვე­ბი ერ­თად მეყ­რე­ბო­და, თუმ­ცა სხვა გზა არ გვქონ­და. გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვე­რის­კა, სახ­ლში მივ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­ბუ­თე­ბი, ფული აგ­ვე­ღო და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. ჩემი სახ­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლომ­დე 1600 კი­ლო­მეტ­რია.

მგო­ნია, ჯო­ჯო­ხე­თი გა­ვი­ა­რეთ. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს რომ მო­ვა­დე­ქით, მა­შინ და­ი­წყო სას­წა­უ­ლი - სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ დაგ­ვა­ბი­ნა­ვეს, გაგ­ვათ­ბეს, დაგ­ვა­პუ­რეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­სერ­ვი­სის ლი­დერ კომ­პა­ნი­ას „თე­გე­ტას“ და­უ­კავ­შირ­და. მათ მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა ის იმ­დე­ნად იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მხო­ლოდ შე­კე­თე­ბა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბო­და. ავ­ტო­მო­ბი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად თა­ვი­დან აა­წყვეს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი ახ­ლით შე­მიც­ვა­ლეს. „თე­გე­ტას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, გა­ვე­ხა­რე­ბი­ნეთ, დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ, რი­თაც შე­ეძ­ლოთ და ამით გა­მო­ე­ხა­ტათ თა­ვი­ან­თი სო­ლი­და­რო­ბა არა მარ­ტო ჩემ მი­მართ, არა­მედ ჩემი ქვეყ­ნის, უკ­რა­ი­ნის მი­მართ“.

მა­რი­უ­პო­ლის მკვიდ­რი იური გავ­რი­უ­ში­ნი, ოჯახ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. ლტოლ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი­დან გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავრნენ.

ნა­თი­კა ბერ­ძუ­ლი, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „იური გავ­რი­უ­ში­ნი­სა და მისი ოჯა­ხის უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რია ჩვენ­თვის თით­ქოს მთე­ლი უკ­რა­ი­ნის სიმ­ბო­ლოდ იქცა. რო­გორც კი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ვი­ღეთ, მა­შინ­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით და უკ­რა­ი­ნი­დან ლტოლ­ვი­ლებს დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ. ფაქ­ტობ­რი­ვად მთე­ლი გუნ­დი იყო ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში და გვი­ხა­რია, რომ შევ­ძე­ლით, მცი­რე­დით მა­ინც შეგ­ვემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა მათ­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა.

ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ უკ­რა­ი­ნა­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებს. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ვცდი­ლობთ, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ და თა­ნად­გო­მა ვაგ­რძნო­ბი­ნოთ ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ შო­რის ჩვენს ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს.

ასე­ვე უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ზრუნ­ვის პლატ­ფორ­მა­ზე tegeta.care ახა­ლი სექ­ცია და­ვა­მა­ტეთ, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, დო­ნა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვას შე­უ­წყოს ხელი. ამას­თან ერ­თად, ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის კარი ღიაა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც ავ­ტოს­ფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ვფიქ­რობთ, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით შევ­ძლებთ ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბას და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში“.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლომ უკ­რა­ი­ნი­დან ათი­ა­თა­სო­ბით ლტოლ­ვი­ლი მი­ი­ღო. უმ­რავ­ლე­სო­ბა ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაა, მათ შო­რის - მა­რი­უ­პო­ლი­დან. უმე­ტე­სო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სახ­მე­ლე­თო გზით, ლარ­სის გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით შე­მო­ვი­და.

NS

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეგეტა ბიძია..
19

ბებია მყავდა უკრაინლი და ძრავს გამირემონტებთ?)

345
47

ძალიან მეცოდება უკრაინელი ხალხი,მაგრამ კარგად მახსოვს ისიც,რომ 2008 წელს უკრაინამ ჩვენ მხარი არ დაგვიჭირა, ტიმოშენკო ჩუმ-ჩიმად რომ დაგვცინოდა ეგ კადრიც კარგად მახსოვს და ზელენსკის ხუმრობები ხომ საერთოდ. კი ბატონო მაშინ არტისტი იყო,მაგრამ მისი განწყობები ხომ იკვეთებოდა სკეტჩებში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

დაბომბილი ავტომობილით გამოვლილი 1600 კილომეტრი - იური გავრიუშინის ოჯახის გზა მარიუპოლიდან საქართველომდე

დაბომბილი ავტომობილით გამოვლილი 1600 კილომეტრი - იური გავრიუშინის ოჯახის გზა მარიუპოლიდან საქართველომდე

24 თებერვალს ქალაქის სიმშვიდე შემზარავმა ხმამ დაარღვია... მიზნებით, გეგმებითა და ოცნებებით სავსე ცხოვრება უეცრად გაჩერდა და სრულიად ახალი რეალობა დადგა... ქვეყანაში ომი დაიწყო. იური გავრიუშინი, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, მარიუპოლში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე კორპუსის მერვე სართულზე ცხოვრობდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ომის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ოდესმე ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებოდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/1TnqiS57nvI" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

მარიუპოლში გამუდმებით სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა. სულ უფრო ხშირად ირთვებოდა განგაშის სიგნალი. ირგვლივ სახლები და ავტოფარეხები დაბომბილი და დანგრეული იყო, მანქანები - განადგურებული.

იური გავრიუშინი, მარიუპოლის მკვიდრი: „ერთ-ერთი დაბომბვის დროს ჩემი მეუღლე და უმცროსი შვილი თავშესაფარში წაუყვანიათ. მე და ჩემი უფროსი შვილი დიდხანს ვეძებდით მათ სარდაფებში, ქუჩებში, ვამოწმებდით ჩანაწერებს სახელებისა და გვარების მიხედვით. ბოლოს სამშობიარო სახლში მივაგენით“.

შენობის დერეფნები სავსე იყო ორსულებით, ნამშობიარები ქალებით, ჩვილებით, ჟანგბადდამოკიდებული ახალშობილებით, მოხუცებითა თუ ბავშვებით. საავადმყოფო ფუნქციონირებდა და სხვადასხვა რეგიონიდან, უტრანსპორტობაში, ფეხით მისული მშობიარეების მიღებას, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ახერხებდა.

სამშობიარო სახლი იმ დროისთვის ყველაზე უსაფრთხო სივრცედ მიიჩნეოდა. თუმცა ერთ დღესაც საარტილერიო დარტყმამ კლინიკის ჰოლი მთლიანად დაანგრია. თავშესაფრად ახლა სამშობიაროს სარდაფი იქცა. მტვერსა და ბუღში გახვეულ, ნახევრად დანგრეულ შენობაში შიში და ქაოსი გამძაფრდა, მამაკაცები ერთიანი ძალებით ცდილობდნენ, ცხელი წყალი მოემარაგებინათ და ეზოში დანთებულ კოცონზე საკვები მოემზადებინათ.

იური გავრიუშინი, მარიუპოლის მკვიდრი: „კაცები კოცონზე საჭმელს ვამზადებდით, როცა ვერტმფრენის ხმა გავიგეთ, თუმცა არავის უფიქრია, რომ ავიაცია ჭურვებს გადმოყრიდა და სამშობიაროს დაბომბავდა. შემზარავი ხმა იყო. მოულოდნელად დავეცი, თუმცა დღესაც ვერ ვხვდები, თვითონ წავიქეცი თუ აფეთქების ტალღამ წამაქცია. თითქოს ჩემი ორგანიზმი მოლეკულებად დაიშალა და მერე ისევ აღდგა. როცა გონზე მოვედი, ქვებითა და ხრეშით ვიყავი დაფარული, იგივე მდგომარეობაში იყო ჩემი მეზობელიც, მთლიანად ჩამარხულები ვიყავით ნანგრევებში. მეორედ მაშინ დავიჭერი. თვალები რომ გავახილე, ჩემ წინ ჟანგბადის დიდი ბალონი დავინახე, საიდანაც გაზი ჟონავდა. როგორღაც ნანგრევებიდან ამოვედი, მეზობელიც ამოვათრიე და სარდაფში წავიყვანე“.

გადარჩენილები მიწასთან გასწორებულ შენობას ტყვიების ზუზუნში ტოვებდნენ, დაჭრილები ნანგრევებიდან ამოჰყავდათ მაშველებს - ახალი, დროებითი მისამართი სკოლის სარდაფი უნდა გამხდარიყო. გადარჩენის ერთადერთი შანსი გაქცევა იყო. უმართლებდა მას, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავდა. იღბლიანი აღმოჩნდა იური გავრიუშინი - დაბომბილი, შუშებჩალეწილი მანქანა ჯერ კიდევ იქოქებოდა. ასე დაიწყო გრძელი და ცივი გზა...

იური გავრიუშინი, მარიუპოლის მკვიდრი: „მანქანას შუშების ნაცვლად გადასაფარებლები ავაფარეთ. -7 გრადუსი იყო, ძალიან გამიჭირდა წინა საქარე მინის გარეშე ავტომობილის მართვა. თვალებში მტვერი და შუშის ნამსხვრევები ერთად მეყრებოდა, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა. გადავწყვიტეთ, გაგვერისკა, სახლში მივსულიყავით, საბუთები, ფული აგვეღო და საქართველოში წამოვსულიყავით. ჩემი სახლიდან საქართველომდე 1600 კილომეტრია.

მგონია, ჯოჯოხეთი გავიარეთ. თუმცა საქართველოს საზღვარს რომ მოვადექით, მაშინ დაიწყო სასწაული - სრულიად უსასყიდლოდ დაგვაბინავეს, გაგვათბეს, დაგვაპურეს. რამდენიმე დღეში სასტუმროს თანამშრომელი საქართველოში ავტოსერვისის ლიდერ კომპანიას „თეგეტას“ დაუკავშირდა. მათ მანქანის შეკეთება შემომთავაზეს, თუმცა ის იმდენად იყო დაზიანებული, მხოლოდ შეკეთება საკმარისი არ იქნებოდა. ავტომობილი ფაქტობრივად თავიდან ააწყვეს, დაზიანებული ნაწილები ახლით შემიცვალეს. „თეგეტას“ თანამშრომლები ცდილობდნენ, გავეხარებინეთ, დაგვხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ და ამით გამოეხატათ თავიანთი სოლიდარობა არა მარტო ჩემ მიმართ, არამედ ჩემი ქვეყნის, უკრაინის მიმართ“.

მარიუპოლის მკვიდრი იური გავრიუშინი, ოჯახთან ერთად, თბილისში ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ლტოლვილები საქართველოს დედაქალაქიდან გერმანიაში გაემგზავრნენ.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „იური გავრიუშინისა და მისი ოჯახის უმძიმესი ისტორია ჩვენთვის თითქოს მთელი უკრაინის სიმბოლოდ იქცა. როგორც კი შეტყობინება მივიღეთ, მაშინვე დავუკავშირდით და უკრაინიდან ლტოლვილებს დახმარება შევთავაზეთ. ფაქტობრივად მთელი გუნდი იყო ჩართული პროცესში და გვიხარია, რომ შევძელით, მცირედით მაინც შეგვემსუბუქებინა მათთვის მდგომარეობა.

ომის დაწყების პირველივე დღიდან ვგულშემატკივრობთ უკრაინასა და უკრაინელებს. საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ვცდილობთ, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება გავუწიოთ და თანადგომა ვაგრძნობინოთ ომით დაზარალებულ მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენს ბიზნესპარტნიორებს.

ასევე უკვე რამდენიმე თვეა „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care ახალი სექცია დავამატეთ, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, დონაცია განახორციელოს და თავისუფლებისათვის ზრუნვას შეუწყოს ხელი. ამასთან ერთად, ჩვენი კომპანიის კარი ღიაა უკრაინის მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ. ვფიქრობთ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას და წარმატების მიღწევას თავისუფლებისათვის ბრძოლაში“.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველომ უკრაინიდან ათიათასობით ლტოლვილი მიიღო. უმრავლესობა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებიდანაა, მათ შორის - მარიუპოლიდან. უმეტესობა ჩვენს ქვეყანაში სახმელეთო გზით, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა.

NS