პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად ვსაუბრობ ამაზე - ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელების შეფასებას გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა" - ხაჭაპურიძე
"პირველად ვსაუბრობ ამაზე - ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელების შეფასებას გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა" - ხაჭაპურიძე

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბას გა­ეც­ნენ თუ არა, რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი წა­მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ხა­ჭა­პუ­რი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ მის­გან მი­ი­ღონ.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტის დას­კვნა­ში მო­წო­დე­ბა იყო, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნით სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა და ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში მკურ­ნა­ლო­ბა მოხ­დეს.

„რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი ერ­თია და მე­ო­რეა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, და­ვე­მორ­ჩი­ლოთ. არის ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რაც არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, ახლა თქვენს ეთერ­ში მოგ­ვიწ­ვეს პირ­ვე­ლად სა­უ­ბა­რი. ამე­რი­კელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა, რა დას­კვნე­ბიც გა­აჟ­ღე­რეს, ერთი ნა­წი­ლი მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ანს გა­და­უგ­ზავ­ნეს, მე­ო­რე ნა­წი­ლი - ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბას და არა სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნას, გა­ეც­ნენ თუ არა, რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი წა­მო­ვი­და. ამ დო­კუ­მენ­ტებს მეც ვიც­ნობ, ად­ვო­კა­ტი ვარ და ამის გაჟ­ღე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს. იქა­უ­რი ად­ვო­კა­ტიც არის, რო­მელ­მაც გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოჰ­კი­თხა ექ­სპერ­ტებს და ეს გა­და­ეგ­ზავ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენტს. შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა ამ დას­კვნით იხელ­მძღვა­ნე­ლა.

მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნი ახლა გერ­მა­ნი­ა­ში გახ­ლავთ, წას­ვლამ­დე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ მძი­მე დი­აგ­ნო­ზია და სა­კი­თხი უნდა დად­გეს არა­თუ სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა­ზე, ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, არა­მედ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თოთ, და­ა­ვალ­დე­ბუ­ლოს სა­ქარ­თვე­ლო, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იყ­ვა­ნონ სა­ა­კაშ­ვი­ლი. ესეც სამ­სჯე­ლო სა­კი­თხია სა­მარ­თლებ­რივ ნა­წილ­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­გან მი­ი­ღონ, რად­გან ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ვიც­ნობ. არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა სა­ა­კაშ­ვილს ეს ჭირს, ის ჭირ­სო, ჩვენ ვამ­ბობთ, დას­კვნას მი­ვი­ღებთ და დას­კვნის მერე ვი­სა­უბ­რებთ, იქ­ნებ არც არა­ფე­რი ჭირს ამ კაცს და დი­ა­ხაც, „ვი­ვა­მე­დი“ მკურ­ნა­ლობს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

ალექს
0

პირდაპირ კვერთხი ჩააბარეთო, არა ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"პირველად ვსაუბრობ ამაზე - ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელების შეფასებას გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა" - ხაჭაპურიძე

"პირველად ვსაუბრობ ამაზე - ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ამერიკელების შეფასებას გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა" - ხაჭაპურიძე

ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამერიკელების შეფასებას გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ხაჭაპურიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მხოლოდ მისგან მიიღონ.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დასკვნაში მოწოდება იყო, ჰუმანიტარული მიზნით სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება და ევროპის რომელიმე ქვეყანაში მკურნალობა მოხდეს.

„რეზოლუციები ერთია და მეორეა საქართველოს კანონმდებლობა, რომელსაც ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ. არის ერთი გარემოება, რაც არ გაჟღერებულა, ახლა თქვენს ეთერში მოგვიწვეს პირველად საუბარი. ამერიკელმა ექსპერტებმა, რა დასკვნებიც გააჟღერეს, ერთი ნაწილი მარიამ ჯიშკარიანს გადაუგზავნეს, მეორე ნაწილი - ევროპარლამენტარებს. ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამერიკელების შეფასებას და არა საექსპერტო დასკვნას, გაეცნენ თუ არა, რეზოლუციები წამოვიდა. ამ დოკუმენტებს მეც ვიცნობ, ადვოკატი ვარ და ამის გაჟღერების უფლება არ მაქვს. იქაური ადვოკატიც არის, რომელმაც გარკვეული მოსაზრებები გამოჰკითხა ექსპერტებს და ეს გადაეგზავნა ევროპარლამენტს. შესაბამისად, ევროპარლამენტმა ამ დასკვნით იხელმძღვანელა.

მარიამ ჯიშკარიანი ახლა გერმანიაში გახლავთ, წასვლამდე განცხადება გააკეთა, რომ მძიმე დიაგნოზია და საკითხი უნდა დადგეს არათუ სასჯელის გადავადებაზე, ან გათავისუფლებაზე, არამედ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ, დაავალდებულოს საქართველო, დაუყოვნებლივ გაიყვანონ სააკაშვილი. ესეც სამსჯელო საკითხია სამართლებრივ ნაწილში. საზოგადოებას ვთხოვ, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩემგან მიიღონ, რადგან ამ სიტუაციას ვიცნობ. არასდროს გამიკეთებია განცხადება სააკაშვილს ეს ჭირს, ის ჭირსო, ჩვენ ვამბობთ, დასკვნას მივიღებთ და დასკვნის მერე ვისაუბრებთ, იქნებ არც არაფერი ჭირს ამ კაცს და დიახაც, „ვივამედი“ მკურნალობს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.