პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო..." - ჯაბა კილაძე წლების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს: რას ჰყვება მსახიობი თამთა ჭელიძესთან ურთიერთობაზე?
"ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო..." - ჯაბა კილაძე წლების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს: რას ჰყვება მსახიობი თამთა ჭელიძესთან ურთიერთობაზე?

მსა­ხი­ობ ჯაბა კი­ლა­ძე წლე­ბის წინ მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალ თამ­თა ჭე­ლი­ძე­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, მათი სა­ერ­თო კლი­პი კი, რო­მელ­შიც ლო­გი­ნის სცე­ნა იყო გა­და­ღე­ბუ­ლი, იმ­ჟა­მინ­დელ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ყვე­ლა­ზე თა­მამ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნე­ო­და. სამ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა ბავ­შვის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა ორ­სუ­ლო­ბა თამ­თას­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდა, შემ­დეგ იყო პრობ­ლე­მე­ბი და ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე მომ­ღე­რა­ლი უკვე მარ­ტო­ხე­ლა დედა იყო.

ამ ამ­ბე­ბი­დან 15 წელი გა­ვი­და. თამ­თა­სა და ჯა­ბას სა­ერ­თო შვი­ლი - ლიზა ჰყავთ. ჯა­ბამ მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლა, თამ­თამ კი თე­ატ­რი და­ტო­ვა, აღარც მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა შედ­გა და ხან­გრძლივ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და. .

წლე­ბის შემ­დეგ ჯაბა კი­ლა­ძემ პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბა­სა და იმ მი­ზე­ზებ­ზე, რა­მაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა:

"ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა სხვა რამ იყო. დღემ­დე რა­ტომ გვაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან? იმი­ტომ რომ პი­როვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ არ გვაქვს. უბ­რა­ლოდ მივ­ხვდით, რომ ეს ორი ელე­მენ­ტი ერ­თმა­ნეთ­თან ვერ ეწყო­ბო­და - გა­მუდ­მე­ბუ­ლი დის­კომ­ფორ­ტი იყო. რო­გორ ჯო­ბია, რომ ბავ­შვი გა­ი­ზარ­დოს ატ­მოს­ფე­რო­ში, სა­დაც და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მოა, თუ მშვიდ გა­რე­მო­ში, რო­მელ­მაც იცის, რომ დე­დაც ჰყავს, მა­მაც ჰყავს, ერ­თმა­ნეთ­ში პრობ­ლე­მა არ აქვთ, უბ­რა­ლოდ ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ.

თუმ­ცა მა­შინ მა­ინც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა იყო - სი­ტყვა, ოჯა­ხის დან­გრე­ვა, ძა­ლი­ან ძა­ბავს ადა­მი­ა­ნებს. ადა­მი­ა­ნი რა­ტომ უნდა აწა­მო, თუ ერ­თად ვერ ცხოვ­რო­ბენ. ეს არაფ­რის დან­გრე­ვა არ არის, ეს არის პი­რი­ქით თა­ვის შვე­ლა.

მე და თამ­თაც არც კი გვი­ჩხუ­ბია. თა­ნა­ცხოვ­რე­ბა თა­ვის­თა­ვად მი­ვი­და ამ დას­კვნამ­დე. როცა ამო­ი­წუ­რა ერ ერთი რა­ღაც, მერე მე­ო­რე, ამას ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ ამო­წუ­რავ" - აღ­ნიშ­ნა კი­ლა­ძემ გა­და­ცე­მა "სხვა კი­თხვებ­ში" სა­უბ­რი­სას.

ნა­ხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსა
41

ძალიან მემისმის თამთასი.აი ჯაბას კი ვერც ვატყობ რომ უყვარდა და რაიმე გრძნობა შემორჩა თამთას მიმართ.ძალიან მარტივად საუბრობს რომ ერთდ არ არიან .თამთას კი დღემდე უჭირს ამ ყველაფრის გადმოცემა.ღმერთმა ორივე კარგად და ბედნიერად ამყოფოს.🥰

დუმილი ოქროა
53

ტაშიიიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო..." - ჯაბა კილაძე წლების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს: რას ჰყვება მსახიობი თამთა ჭელიძესთან ურთიერთობაზე?

"ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო..." - ჯაბა კილაძე წლების შემდეგ მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე საუბრობს: რას ჰყვება მსახიობი თამთა ჭელიძესთან ურთიერთობაზე?

მსახიობ ჯაბა კილაძე წლების წინ მსახიობსა და მომღერალ თამთა ჭელიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილი საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობდა, მათი საერთო კლიპი კი, რომელშიც ლოგინის სცენა იყო გადაღებული, იმჟამინდელ შოუბიზნესში ყველაზე თამამ ნაბიჯად მიიჩნეოდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, თუმცა ორსულობა თამთასთვის ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა, შემდეგ იყო პრობლემები და ბავშვის დაბადებიდან მალევე მომღერალი უკვე მარტოხელა დედა იყო.

ამ ამბებიდან 15 წელი გავიდა. თამთასა და ჯაბას საერთო შვილი - ლიზა ჰყავთ. ჯაბამ მსახიობის კარიერა წარმატებით გააგრძელა, თამთამ კი თეატრი დატოვა, აღარც მისი მუსიკალური კარიერა შედგა და ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა. .

წლების შემდეგ ჯაბა კილაძემ პირველად ისაუბრა მეუღლესთან დაშორებასა და იმ მიზეზებზე, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა:

"ჩვენს შემთხვევაში პრობლემა სხვა რამ იყო. დღემდე რატომ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ერთმანეთთან? იმიტომ რომ პიროვნული პრობლემა ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს. უბრალოდ მივხვდით, რომ ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან ვერ ეწყობოდა - გამუდმებული დისკომფორტი იყო. როგორ ჯობია, რომ ბავშვი გაიზარდოს ატმოსფეროში, სადაც დაძაბული გარემოა, თუ მშვიდ გარემოში, რომელმაც იცის, რომ დედაც ჰყავს, მამაც ჰყავს, ერთმანეთში პრობლემა არ აქვთ, უბრალოდ ერთად არ ცხოვრობენ.

თუმცა მაშინ მაინც გარკვეული პრობლემა იყო - სიტყვა, ოჯახის დანგრევა, ძალიან ძაბავს ადამიანებს. ადამიანი რატომ უნდა აწამო, თუ ერთად ვერ ცხოვრობენ. ეს არაფრის დანგრევა არ არის, ეს არის პირიქით თავის შველა.

მე და თამთაც არც კი გვიჩხუბია. თანაცხოვრება თავისთავად მივიდა ამ დასკვნამდე. როცა ამოიწურა ერ ერთი რაღაც, მერე მეორე, ამას ხელოვნურად ვერ ამოწურავ" - აღნიშნა კილაძემ გადაცემა "სხვა კითხვებში" საუბრისას.

ნახეთ ასევე: