სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ლაქშერული ცხოვრება ამერიკაში - "რაღაცები არ იყო მარტივი, მაგრამ პრობლემები გადავლახეთ"
"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ლაქშერული ცხოვრება ამერიკაში - "რაღაცები არ იყო მარტივი, მაგრამ პრობლემები გადავლახეთ"

წლე­ბის წინ, თათა ქარ­თვე­ლიშ­ვილს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობ­და. მისი კა­რი­ე­რა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ი­წყო, შემ­დეგ კი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­დუსტრი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, თათა კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მისი მე­უღ­ლე ზურა არ­სოშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს შიდა ქარ­თლის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი გახ­ლდათ. ხე­ლი­სუფ­ლებ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ასახ­დე­ნად შტა­ტებ­ში გა­ემ­გზავ­რა...

ახლა თათა ქარ­თვე­ლიშ­ვილს მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, ის ქარ­თუ­ლი მო­დის ამ­ბა­სა­დო­რია ლოს-ან­ჯე­ლეს­ში. სწო­რედ მისი პიარ სა­ა­გენ­ტოს TATA PR Los Angeles-ის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვარ­კვლა­ვე­ბი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მოსს იც­ვა­მენ და მათ მიერ შექ­მნილ სამ­კა­უ­ლებს ირ­გე­ბენ...

ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლია, ამა­ვე დროს დედა და მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ცხი­ლობს, რომ ოჯა­ხის­თვი­საც ყო­ველ­თვის დარ­ჩეს დრო...

- თათა, კა­რი­ე­რა მო­დე­ლო­ბით და­ი­წყეთ, იყა­ვით ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, თუმ­ცა წლე­ბია უკვე შტა­ტებ­ში ცხოვ­რობთ... სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის წლებს რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- უზო­მოდ მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ყო­ველ­თვის კარ­გი მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ წლებ­ზე ვფიქ­რობ. 27 წლამ­დე ვცხოვ­რობ­დი თბი­ლის­ში და ის წლე­ბი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის. თბი­ლის­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა მქონ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ხდე­ბო­და ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად თავს, მა­ინც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში, გა­რე­მო­ში და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გრძნობს.

- მე­უღ­ლის, ოჯა­ხის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით...

- ჩემი მე­უღ­ლე არის ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი, 16 წე­ლია ერ­თად ვართ, გვყავს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი 14 წლის მა­რი­ა­მი და 1 წლის ოდრი. ოდ­რიმ ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი და მხი­ა­რუ­ლე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა ჩვენს ოჯახ­ში და ყვე­ლა ოდ­რის აღ­ზრდა­ზე ვართ გა­დარ­თუ­ლე­ბი.

- სა­ქათ­ვე­ლო­ში თქვე­ნი ოჯა­ხი პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თქვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს წერ­დნენ, მე­უღ­ლეს ყვე­ლა იც­ნობ­და. რთუ­ლი არ იყო ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უა­რის თქმა?

- ზუ­რას ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და, ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებ­და, რა­მაც მას ცნო­ბა­დო­ბა მო­უ­ტა­ნა. არ მგო­ნია, რომ მას ამის ნაკ­ლე­ბო­ბა გა­უ­ჭირ­და. ან ამა­ზე უა­რის თქმა პრობ­ლე­მა იყო მის­თვის. ზო­გა­დად ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა ქვეყ­ნის შეც­ვლა და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა გი­წევს.

- ახლა სა­ქარ­თვე­ლოს Fashion ამ­ბა­სა­დო­რი ხართ, ის რომ უცხო­ე­ლი ვარ­კვლა­ვე­ბი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მოსს იც­ვა­მენ თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა... რამ­დე­ნად მარ­ტი­ვი იყო გზა, რო­მე­ლიც უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლი­სას აირ­ჩი­ეთ...

- ეს მეც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, უან­რა­ვი ბრენ­დი ცდი­ლობს, რომ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია ჩა­აც­ვან, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემი სა­ა­გენ­ტოს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბით, მსოფ­ლი­ოს ვარ­სკვლა­ვე­ბი, (A list celebrities) ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ლუ­ქებს ირ­გე­ბენ. ეს გზა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ იყო, დღემ­დე არის ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი და საკ­მა­ოდ რთუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და აზარ­ტუ­ლი. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ადრე თუ გვი­ან, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­დას და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და.

- რო­გორ გაჩ­ნდა Tata Pr Agency-ს შექ­მნის იდეა და რო­გორ გა­დი­ხართ კავ­შირ­ზე ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან, რო­მელ­თაც ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სი უნდა მო­ირ­გონ, რა პრინ­ცი­პით არ­ჩევთ მათ?

- იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ახა­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­მოჩ­ნდა და გა­დავ­წყვი­ტე მათი პრო­დუქ­ცია გა­მეც­ნო ამე­რი­კუ­ლი ბაზ­რის­თვის. თა­ვი­დან ვა­წყობ­დი Pop Up-ებს და მა­ლე­ვე გა­ვა­კე­თე ონ­ლი­ა­ინ მა­ღა­ზია TATA-LA.COM. ჰო­ლი­ვუდ­ში ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს არ იც­ნობ­დნენ და სა­ჭი­რო იყო პი­ა­რი. ამი­ტომ, პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვი­წყე, სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა და მათ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბა. რაც გახ­და ჩემი მთა­ვა­რი ინ­ტე­რე­სი. 2018 წელს და­ვა­არ­სე მო­დის PR სა­ა­გენ­ტო TATA PR Los Angeles. ჩემი მი­ზა­ნი იყო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან ეთა­ნამ­შრომ­ლა სა­ა­გენ­ტოს. ამის­თვის სა­ჭი­როა კარ­გად იც­ნობ­დე თი­თო­ე­უ­ლი სე­ლებ­რი­თის და მათი სტი­ლის­ტე­ბის სტილს და მო­თხოვ­ნებს. ასე­ვე სწო­რი სა­მო­სის შერ­ჩე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ა­გენ­ტოს­თვის და ეს ხდე­ბა იმის მი­ხედ­ვით თუ რა იქ­ნე­ბა იმ სე­ზონ­ზე უფრო მო­თხოვ­ნა­დი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

- ხში­რად უთ­ქვამთ უარი? - ქვეყ­ნის შე­სა­ხებ თუ სხვა­მენ კი­თხვებს მათი აგენ­ტე­ბი...

- რო­დე­საც ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან იგ­ზავ­ნე­ბა სა­მო­სი იქ სხვა, ძა­ლი­ან ბევ­რი, უკვე ცნო­ბი­ლი, თუ დამ­წყე­ბი დი­ზა­ი­ნე­რის ლუ­ქე­ბიც ხვდე­ბა და კონ­კუ­რენ­ცია წარ­მო­უდ­გენ­ლად დი­დია. მა­გა­ლი­თათ თუ და­გეგ­მი­ლია 5 ლუ­ქის შერ­ჩე­ვა შე­საძ­ლოა 50-100 მდე ვა­რი­ან­ტი­დან მოხ­დეს შერ­ჩე­ვა და თუ შენ მიერ გაგ­ზავ­ნილ ლუქ­ზე შე­ჩერ­და არ­ჩე­ვა­ნი ეს უკვე ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბაა. ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან ნივ­თის ეგ­რეთ წო­დე­ბულ “fitting”ზე მოხ­ვედ­რა უკვე ნიშ­ნავს, რომ ბრენ­დი სა­ინ­ტე­რე­სო მათ­თვის.

- პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა რო­დის მო­ვი­და?

- ეს იყო ქე­ი­თი ფერი, ნა­თია ხუ­ციშ­ვი­ლის და ლაკო ბუ­კი­ას ნი­ან­გის სა­ყუ­რე­ე­ბით ABC-ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში. ფოტო სა­დაც ქე­ი­თი ფე­რის ეკე­თა ეს სა­ყუ­რე შე­ირ­ჩა TV show, American Idol-ის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ბილ­ბორ­დე­ბის­თვის და მთე­ლი ამე­რი­კის მას­შტა­ბით, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქე­ი­თი ფე­რის ეს ფოტო იყო გა­მოკ­რუ­ლი ბილ­ბორ­დებ­ზე. ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა სა­ა­გენ­ტო­სი.

- თათა, პან­დე­მი­ამ რამ­დე­ნად შე­გი­შა­ლათ ხელი საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რას აკე­თებ­დით მა­შინ, რო­დე­საც მსოფ­ლიო ჩა­ი­კე­ტა?

- პან­დე­მი­ამ ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლას, ჩვენც შეგ­ვი­შა­ლა ხელი მუ­შა­ო­ბა­ში, თუმ­ცა იმ პი­რო­ბებ­ში მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ გან­ვი­თა­რე­ბა და გა­ფარ­თო­ე­ბა. რომ არა პან­დე­მია, სა­ა­გენ­ტოს ზრდა კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბო­და. სა­ა­გენ­ტო მუდ­მი­ვად ზრდის იმ კლი­ენ­ტე­ბის სიას ვის­თა­ნაც ვმუ­შა­ობთ და ასე­ვე იმ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის რი­ცხვს ვი­საც წარ­მო­ვად­გენთ.

- მე­უღ­ლე რამ­დე­ნად გი­წყობთ ხელს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რას გვე­ტყვით ამ­დენ­წლი­ა­ნი ცოლ-ქმრო­ბის შემ­დეგ, თუ იყო რთუ­ლი მო­მენ­ტებ­ში თუნ­დაც შტა­ტებ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ?

- ზუ­რას მხრი­დან ყო­ველ­თვის ვრძნობ გვერ­დში დგო­მას და მხარ­და­ჭე­რას. შე­უძ­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბას მა­იღ­წიო შენ საქ­მე­ში, თუ მე­უღ­ლე და ოჯა­ხი ხელს არ შე­გი­წყობს. ზურა თა­ვა­დაც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია, მან და­ა­არ­სა კომ­პა­ნია რო­მე­ლიც მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის დე­ვე­ლო­პე­რო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ამი­ტომ გვი­წევს ერ­თმა­ნე­თის­ვის ხე­ლის შე­წყო­ბა, რომ ორი­ვეს საქ­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვა­კე­თოთ. რო­გორც ყვე­ლა ოჯახ­ში, ჩვენც გვქო­ნია და გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზურა იმ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, რომ ერ­თად ძა­ლი­ან ცოტა დროს ვა­ტა­რებ­დით და სულ გვქონ­და მო­ნატ­რე­ბის მო­მენ­ტი. აქ გად­მოს­ვლის შემ­დეგ, 24 სათი ერ­თად ვი­ყა­ვით, ამას და­ე­მა­ტა სხვა და სხვა სი­ახ­ლე­ე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რაც არ იყო მარ­ტი­ვი. მაგ­რამ, თუ წყვილს უყ­ვარს ერ­მა­ნე­თი მა­შინ ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ გაქვთ გეგ­მე­ბი, გი­ნა­ნი­ათ ოდეს­მე ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს გეგ­მე­ბი და ამას ალ­ბათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­გაც­ნობთ, როცა ამის დრო მოვა. ამ ეტაპ­ზე ჩემი გეგ­მე­ბი სა­ა­გენ­ტოს და ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ია, უფრო გან­ვი­თა­რე­ბაა, პა­რა­ლე­ლუ­რად ვაგ­რძე­ლებ ქარ­თუ­ლი მო­დის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ზრუნ­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის სი­ნა­ნულს, სი­ნა­ნუ­ლით არ მი­ნა­ნია, თუმ­ცა ნამ­დვი­ლად რთუ­ლია უცხო ქვე­ყა­ნა­ში გად­მოს­ვლა. ხში­რად მით­ქვამს, რომ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მქო­ნო­და იმა­ზე, თუ რამ­ხე­ლა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს ემიგ­რა­ცი­ას, ალ­ბათ ამ ნა­ბიჯს არ გა­დავ­დგავ­დი.

- შტა­ტებ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, მო­დი­ან თქვე­თან სტუმ­რად... ქარ­თულ სა­ღა­მო­ებს თუ აწყობთ ხოლ­მე?

- ჩვენ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ ქარ­თვე­ლე­ბი ბევ­რნი არ ვართ. მაგ­რამ, მე­გობ­რე­ბი როცა ვიკ­რი­ბე­ბით ვცდი­ლობთ ქარ­თუ­ლი კე­ძე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდეთ ერ­თმა­ნეთს.

- რამ­დე­ნად თვალს ადევ­ნებთ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რიც ცხოვ­რე­ბას, ხში­რად ჩა­მო­დი­ხართ სტუმ­რად სამ­შობ­ლო­ში?

- ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ჩა­მო­დი­ან ჩვენ­თან. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვა­დევ­ნებ თვალს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ კარ­გს ვე­რა­ფერს ვხე­დავთ და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული.

- რას ეტყო­დით იმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ახლა იწყე­ბენ ბიზ­ნეს და ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ, რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ დროს...

- ბიზ­ნე­სის და­წყე­ბი­სას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რედ აირ­ჩიო საქ­მე რის და­წყე­ბა­საც აპი­რებ. წარ­მა­ტე­ბა მარ­ტი­ვად და სწრა­ფად იშ­ვი­ა­თად მო­დის, ამი­ტომ მოთ­მი­ნე­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა არის მთა­ვა­რი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის. ასე­ვე, თუ რამე არ გა­მო­ვა, არ და­ნებ­დნენ, გა­აგ­რძდ­ლონ მცდე­ლო­ბა იქამ­დე ვიდ­რე სა­სურ­ველ შე­დეგს არ მი­ი­ღე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

გონზე არ ვარ ვინ არიან ესენი

ნინო
4

"სამ­წუ­ხა­როდ კარ­გს ვე­რა­ფერს ვხე­დავთ და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული." ოხ!! თქვენი მოსაწონი მთავრობა ვეღარასდროს დაბრუნდება, შეეგუეთ. 

ავტორი:

"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ლაქშერული ცხოვრება ამერიკაში - "რაღაცები არ იყო მარტივი, მაგრამ პრობლემები გადავლახეთ"

"ნაციონალების" დროინდელი მაღალჩინოსნისა და ქართველი მოდელის ლაქშერული ცხოვრება ამერიკაში - "რაღაცები არ იყო მარტივი, მაგრამ პრობლემები გადავლახეთ"

წლების წინ, თათა ქართველიშვილს ქართული საზოგადოება კარგად იცნობდა. მისი კარიერა სილამაზის კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, შემდეგ კი სატელევიზიო ინდუსტრიაში გადაინაცვლა. დაოჯახების შემდეგ, თათა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, მისი მეუღლე ზურა არსოშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" დროს შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გახლდათ. ხელისუფლებლების შეცვლის შემდეგ, წყვილმა საქართველო დატოვა და ამერიკული ოცნების ასახდენად შტატებში გაემგზავრა...

ახლა თათა ქართველიშვილს მოდის ინდუსტრიაში კარგად იცნობენ, ის ქართული მოდის ამბასადორია ლოს-ანჯელესში. სწორედ მისი პიარ სააგენტოს TATA PR Los Angeles-ის საშუალებით ხდება, რომ მსოფლიოში ცნობილი ვარკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამენ და მათ მიერ შექმნილ სამკაულებს ირგებენ...

ის წარმატებული ქალია, ამავე დროს დედა და მეუღლე, რომელიც კარიერის განვითარების პარალელურად ცხილობს, რომ ოჯახისთვისაც ყოველთვის დარჩეს დრო...

- თათა, კარიერა მოდელობით დაიწყეთ, იყავით ტელეწამყვანი, თუმცა წლებია უკვე შტატებში ცხოვრობთ... საქართველოში ცხოვრების წლებს როგორ გაიხსენებდით?

- უზომოდ მიყვარს საქართველო და ყოველთვის კარგი მახსენდება, როდესაც საქართველოში გატარებულ წლებზე ვფიქრობ. 27 წლამდე ვცხოვრობდი თბილისში და ის წლები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თბილისში მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება მქონდა, ძალიან ბევრი რამ ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ადამიანი ყველაზე ბედნიერად თავს, მაინც საკუთარ სამშობლოში, გარემოში და საყვარელ ადამიანებთან ერთად გრძნობს.

- მეუღლის, ოჯახის შესახებ მოგვიყევით...

- ჩემი მეუღლე არის ზურაბ არსოშვილი, 16 წელია ერთად ვართ, გვყავს ორი ქალიშვილი 14 წლის მარიამი და 1 წლის ოდრი. ოდრიმ ძალიან დიდი სიხარული და მხიარულება შემოიტანა ჩვენს ოჯახში და ყველა ოდრის აღზრდაზე ვართ გადართულები.

- საქათველოში თქვენი ოჯახი პოპულარული იყო, ჟურნალისტები თქვენთან ინტერვიუებს წერდნენ, მეუღლეს ყველა იცნობდა. რთული არ იყო ამ ყველაფერზე უარის თქმა?

- ზურას ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა, ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციებს იკავებდა, რამაც მას ცნობადობა მოუტანა. არ მგონია, რომ მას ამის ნაკლებობა გაუჭირდა. ან ამაზე უარის თქმა პრობლემა იყო მისთვის. ზოგადად ძალიან რთულია, როცა ქვეყნის შეცვლა და ახალი ცხოვრების დაწყება გიწევს.

- ახლა საქართველოს Fashion ამბასადორი ხართ, ის რომ უცხოელი ვარკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამენ თქვენი დამსახურებაა... რამდენად მარტივი იყო გზა, რომელიც უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლისას აირჩიეთ...

- ეს მეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, უანრავი ბრენდი ცდილობს, რომ ცნობილ ადამიანებს თავიანთი პროდუქცია ჩააცვან, მიუხედავად ამისა, ჩემი სააგენტოს აქტიური მუშაობით, მსოფლიოს ვარსკვლავები, (A list celebrities) ქართველი დიზაინერების ლუქებს ირგებენ. ეს გზა მარტივი ნამდვილად არ იყო, დღემდე არის ძალიან შრომატევადი და საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო და აზარტული. ყოველთვის ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩემი საქმიანობა მოდას დაუკავშირდებოდა.

- როგორ გაჩნდა Tata Pr Agency-ს შექმნის იდეა და როგორ გადიხართ კავშირზე ცნობილ სახეებთან, რომელთაც ქართველი დიზაინერების სამოსი უნდა მოირგონ, რა პრინციპით არჩევთ მათ?

- იმ პერიოდში ბევრი ახალი ქართველი დიზაინერი გამოჩნდა და გადავწყვიტე მათი პროდუქცია გამეცნო ამერიკული ბაზრისთვის. თავიდან ვაწყობდი Pop Up-ებს და მალევე გავაკეთე ონლიაინ მაღაზია TATA-LA.COM. ჰოლივუდში ქართველ დიზაინერებს არ იცნობდნენ და საჭირო იყო პიარი. ამიტომ, პარალელურად დავიწყე, საჭირო კონტაქტების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება. რაც გახდა ჩემი მთავარი ინტერესი. 2018 წელს დავაარსე მოდის PR სააგენტო TATA PR Los Angeles. ჩემი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტ ცნობილ ადამიანთან ეთანამშრომლა სააგენტოს. ამისთვის საჭიროა კარგად იცნობდე თითოეული სელებრითის და მათი სტილისტების სტილს და მოთხოვნებს. ასევე სწორი სამოსის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია სააგენტოსთვის და ეს ხდება იმის მიხედვით თუ რა იქნება იმ სეზონზე უფრო მოთხოვნადი და აქტუალური.

- ხშირად უთქვამთ უარი? - ქვეყნის შესახებ თუ სხვამენ კითხვებს მათი აგენტები...

- როდესაც ცნობილ ადამიანთან იგზავნება სამოსი იქ სხვა, ძალიან ბევრი, უკვე ცნობილი, თუ დამწყები დიზაინერის ლუქებიც ხვდება და კონკურენცია წარმოუდგენლად დიდია. მაგალითათ თუ დაგეგმილია 5 ლუქის შერჩევა შესაძლოა 50-100 მდე ვარიანტიდან მოხდეს შერჩევა და თუ შენ მიერ გაგზავნილ ლუქზე შეჩერდა არჩევანი ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. ცნობილ ადამიანთან ნივთის ეგრეთ წოდებულ “fitting”ზე მოხვედრა უკვე ნიშნავს, რომ ბრენდი საინტერესო მათთვის.

- პირველი წარმატება როდის მოვიდა?

- ეს იყო ქეითი ფერი, ნათია ხუციშვილის და ლაკო ბუკიას ნიანგის საყურეებით ABC-ის სატელევიზიო შოუში. ფოტო სადაც ქეითი ფერის ეკეთა ეს საყურე შეირჩა TV show, American Idol-ის სარეკლამო კამპანიის ბილბორდებისთვის და მთელი ამერიკის მასშტაბით, რამდენიმე თვის განმავლობაში, ქეითი ფერის ეს ფოტო იყო გამოკრული ბილბორდებზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება სააგენტოსი.

- თათა, პანდემიამ რამდენად შეგიშალათ ხელი საქმიანობაში, რას აკეთებდით მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩაიკეტა?

- პანდემიამ ისევე, როგორც ყველას, ჩვენც შეგვიშალა ხელი მუშაობაში, თუმცა იმ პირობებში მაინც მოვახერხეთ განვითარება და გაფართოება. რომ არა პანდემია, სააგენტოს ზრდა კიდევ უფრო მასშტაბური იქნებოდა. სააგენტო მუდმივად ზრდის იმ კლიენტების სიას ვისთანაც ვმუშაობთ და ასევე იმ დიზაინერების რიცხვს ვისაც წარმოვადგენთ.

- მეუღლე რამდენად გიწყობთ ხელს საქმიანობაში, რას გვეტყვით ამდენწლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ, თუ იყო რთული მომენტებში თუნდაც შტატებში გადასვლის შემდეგ?

- ზურას მხრიდან ყოველთვის ვრძნობ გვერდში დგომას და მხარდაჭერას. შეუძლებელია წარმატებას მაიღწიო შენ საქმეში, თუ მეუღლე და ოჯახი ხელს არ შეგიწყობს. ზურა თავადაც ძალიან დაკავებულია, მან დააარსა კომპანია რომელიც მობილური აპლიკაციების დეველოპერობით არის დაკავებული. ამიტომ გვიწევს ერთმანეთისვის ხელის შეწყობა, რომ ორივეს საქმე წარმატებულად ვაკეთოთ. როგორც ყველა ოჯახში, ჩვენც გვქონია და გვაქვს პრობლემები. საქართველოში ზურა იმდენად დაკავებული იყო, რომ ერთად ძალიან ცოტა დროს ვატარებდით და სულ გვქონდა მონატრების მომენტი. აქ გადმოსვლის შემდეგ, 24 სათი ერთად ვიყავით, ამას დაემატა სხვა და სხვა სიახლეები და ცვლილებებები ჩვენს ცხოვრებაში, რაც არ იყო მარტივი. მაგრამ, თუ წყვილს უყვარს ერმანეთი მაშინ ყველა პრობლემის გადალახვა შესაძლებელია.

- საქართველოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ გეგმები, გინანიათ ოდესმე ქვეყნის დატოვება?

- საქართველოსთან დაკავშირებით გვაქვს გეგმები და ამას ალბათ მოგვიანებით გაგაცნობთ, როცა ამის დრო მოვა. ამ ეტაპზე ჩემი გეგმები სააგენტოს და ონლაინ მაღაზიია, უფრო განვითარებაა, პარალელურად ვაგრძელებ ქართული მოდის პოპულარიზაციაზე ზრუნვას. რაც შეეხება ქვეყნის დატოვების სინანულს, სინანულით არ მინანია, თუმცა ნამდვილად რთულია უცხო ქვეყანაში გადმოსვლა. ხშირად მითქვამს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია, რომ მქონოდა იმაზე, თუ რამხელა სირთულეები ახლავს ემიგრაციას, ალბათ ამ ნაბიჯს არ გადავდგავდი.

- შტატებში მცხოვრებ ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, მოდიან თქვეთან სტუმრად... ქართულ საღამოებს თუ აწყობთ ხოლმე?

- ჩვენ ლოს-ანჯელესში ვცხოვრობთ, სადაც სამწუხაროდ ქართველები ბევრნი არ ვართ. მაგრამ, მეგობრები როცა ვიკრიბებით ვცდილობთ ქართული კეძებით გაუმასპინძლდეთ ერთმანეთს.

- რამდენად თვალს ადევნებთ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრიც ცხოვრებას, ხშირად ჩამოდიხართ სტუმრად სამშობლოში?

- ძირითადად ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები ჩამოდიან ჩვენთან. შეძლებისდაგვარად ვადევნებ თვალს ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, სამწუხაროდ კარგს ვერაფერს ვხედავთ და ძალიან მწყდება გული.

- რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ ბიზნეს და ჯერ კიდევ ძალიან ეშინიათ, რა არის მნიშვნელოვანი ამ დროს...

- ბიზნესის დაწყებისას ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ აირჩიო საქმე რის დაწყებასაც აპირებ. წარმატება მარტივად და სწრაფად იშვიათად მოდის, ამიტომ მოთმინება და შრომისმოყვარეობა არის მთავარი. აუცილებელია, რომ გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების. ასევე, თუ რამე არ გამოვა, არ დანებდნენ, გააგრძდლონ მცდელობა იქამდე ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებენ.