პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამოთხე მოიცდის“ - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მხატვარ აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
"სამოთხე მოიცდის“ - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მხატვარ აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა

17 ნო­ემ­ბერს ზუ­რაბ წე­რე­თე­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­ზე­უმ­ში გა­იხ­სნა თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრის, აიდა მაჰ­მუ­დო­ვას პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით „სა­მო­თხე მო­იც­დის“.

ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მისი ძა­ლის ზე­გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნებ­ზე, მათ ემო­ცი­ებ­ზე, ნერ­ვებ­ზე, მო­გო­ნე­ბებ­სა და ემო­ცი­ურ სამ­ყა­რო­ზე მხატ­ვრის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლია. რო­გორც აიდა მაჰ­მუ­დო­ვა ამ­ბობს, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ მა­ტე­რი­ა­ლურ და სუ­ლი­ერ ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლა, წარ­სუ­ლის, აწ­მყო­სა და მო­მავ­ლის იდე­ა­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სა­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ძა­ლას გვაჩ­ვე­ნებს და ადა­მი­ა­ნებს, თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მათი ცხოვ­რე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის და­მახ­სოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ჭე­რი­დან ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ტი­ლო­ე­ბი და სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბი იმედს იძ­ლე­ვი­ან და პე­ი­ზა­ჟებ­ში ჩვენს მო­გო­ნე­ბებ­სა და მო­მავ­ლის ხედ­ვებს დაგ­ვა­ნახ­ვე­ბენ.

რე­ა­ლო­ბა, იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნი თავს ყვე­ლა­ზე ღრმად გრძნობს, სწო­რედ ის მხატ­ვრუ­ლი სივ­რცეა, რო­მელ­საც უნი­ვერ­სა­ლურ სა­არ­სე­ბო გა­რე­მომ­დე მივ­ყა­ვართ. სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტი­ლო­ბის­გან გა­და­სარ­ჩე­ნად აიდა მაჰ­მუ­დო­ვაც ერ­თგვარ ლან­დშაფ­ტამ­დე, ან ლან­დშაფ­ტის რე­ა­ლო­ბამ­დე მიგ­ვი­ძღვის - ის, ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან პი­რა­დი და ძნე­ლად გა­სა­გე­ბი ჩან­დეს... სი­ნამ­დვი­ლე­ში ხე­ლო­ვა­ნი გვაჩ­ვე­ნებს ერთი მხრივ ცხოვ­რე­ბას მთე­ლი თა­ვი­სი ანა­ტო­მი­უ­რი რე­ა­ლო­ბით, მე­ო­რე მხრივ კი იმას, რომ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ცხოვ­რე­ბა პე­ი­ზაჟ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტს გვთა­ვა­ზობს. აიდა მაჰ­მუ­დო­ვას სჯე­რა, რომ ლან­დშაფ­ტი­სა და სი­ცო­ცხლის გა­მი­ჯვნის მცდე­ლო­ბას ერ­თგვარ გა­უ­ცხო­ე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, პი­რა­დი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რია ლან­დშაფტ­სა და გე­ოგ­რა­ფი­ას­თან კავ­შირ­ში ვი­თარ­დე­ბა და ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის ტო­ვებს ად­გილს გა­მო­ძა­ხი­ლის­თვის...

ხე­ლო­ვა­ნის თქმით, გე­ოგ­რა­ფია ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის არ­სე­ბი­თი გან­ზო­მი­ლე­ბაა და ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბა სწო­რედ ამ გე­ოგ­რა­ფი­ის ფარ­გლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ორი დიდი ფორ­მა­ტის ტილო გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე, მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს და ამას­თა­ნა­ვე ჩვენს ყუ­რა­დღე­ბას მის სი­ლა­მა­ზე­სა და სა­ში­ნე­ლე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს. ეს ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სა­წყი­სი­სა და და­სას­რუ­ლის სიმ­ბო­ლო­ებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ასე­ვე წარ­სუ­ლი­სა და მო­მა­ვა­ლის ელე­მენ­ტებ­საც შე­ი­ცა­ვენ. ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰარ­მო­ნი­ა­შია ჩვე­ნი ეპო­ქის და­ნა­წევ­რე­ბულ სტრუქ­ტუ­რას­თან, ორ­გა­ნიზ­მის ბუ­ნებ­რი­ვი ციკ­ლის (და­ბა­დე­ბა, სი­ცო­ცხლე და სიკ­ვდი­ლი) გავ­ლის შემ­დეგ სა­წყის წერ­ტილ­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ.

ხე­ლოვ­ნე­ბა აღარ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს აღ­წე­რით, გა­ზომ­ვი­თა და ანა­ლი­ზით. მაჰ­მუ­დო­ვას მი­აჩ­ნია, რომ გე­ოგ­რა­ფია და მეხ­სი­ე­რე­ბა მათი ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რად წარ­დგე­ნის­თვის ზედ­მე­ტად აბ­სტრაქ­ტულ ერ­თე­უ­ლებს წარ­მო­ად­გე­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის თა­ნახ­მად ხე­ლოვ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს გა­ნახ­ლე­ბას უწყობს ხელს, იგი ამავდრო­უ­ლად აცხა­დებს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე დრო და სივ­რცე და­უც­ვე­ლი და ინ­ტრო­ვერ­ტუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ყა­რო ტი­ლო­ე­ბის კი­დე­ებ­ზე ღია კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის სა­ხი­თაა გა­მო­სა­ხუ­ლი და მაჰ­მუ­დო­ვას ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის აღ­მო­ჩე­ნი­სა და გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბად იქ­ცეს. მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბის­თვის ბა­რი­ე­რე­ბის მოხ­სნით ხე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეტი ღი­ა­ო­ბი­სა და კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

აიდა მაჰ­მუ­დო­ვას გა­მო­ფე­ნა 2023 წლის 10 იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აღფრთოვანებული
0

რა ლამაზი გოგოა

ადოლფი
0

...რა კარგია აიდა: ერთდროულად ჯენიფერ ლოპეზს და ორნელა მუტის ჩამოჰგავს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სამოთხე მოიცდის“ - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მხატვარ აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა

"სამოთხე მოიცდის“ - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მხატვარ აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა

17 ნოემბერს ზურაბ წერეთელის თანამედროვე მუზეუმში გაიხსნა თანამედროვე მხატვრის, აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „სამოთხე მოიცდის“.

ხელოვნებისა და მისი ძალის ზეგავლენა ადამიანებზე, მათ ემოციებზე, ნერვებზე, მოგონებებსა და ემოციურ სამყაროზე მხატვრის მთავარი სათქმელია. როგორც აიდა მაჰმუდოვა ამბობს, ხელოვნების საშუალებით ჩვენ მატერიალურ და სულიერ ბოროტებასთან ბრძოლა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის იდეალების გაზიარება შეგვიძლია. ის ხელოვნების უნივერსალურ მნიშვნელობასა და ძალას გვაჩვენებს და ადამიანებს, თავისი ნამუშევრების საშუალებით, მათი ცხოვრებისა და ისტორიის დამახსოვრების საშუალებას აძლევს. ჭერიდან ჩამოკიდებული ტილოები და სხვა ნამუშევრები იმედს იძლევიან და პეიზაჟებში ჩვენს მოგონებებსა და მომავლის ხედვებს დაგვანახვებენ.

რეალობა, იქ, სადაც ადამიანი თავს ყველაზე ღრმად გრძნობს, სწორედ ის მხატვრული სივრცეა, რომელსაც უნივერსალურ საარსებო გარემომდე მივყავართ. საკუთარ თავში ჩაკეტილობისგან გადასარჩენად აიდა მაჰმუდოვაც ერთგვარ ლანდშაფტამდე, ან ლანდშაფტის რეალობამდე მიგვიძღვის - ის, ერთი შეხედვით, შეიძლება ძალიან პირადი და ძნელად გასაგები ჩანდეს... სინამდვილეში ხელოვანი გვაჩვენებს ერთი მხრივ ცხოვრებას მთელი თავისი ანატომიური რეალობით, მეორე მხრივ კი იმას, რომ ზოგ შემთხვევაში ცხოვრება პეიზაჟზე გაცილებით უფრო მეტს გვთავაზობს. აიდა მაჰმუდოვას სჯერა, რომ ლანდშაფტისა და სიცოცხლის გამიჯვნის მცდელობას ერთგვარ გაუცხოებამდე მივყავართ. მთელი ცხოვრება, პირადი თუ სოციალური ისტორია ლანდშაფტსა და გეოგრაფიასთან კავშირში ვითარდება და ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის ტოვებს ადგილს გამოძახილისთვის...

ხელოვანის თქმით, გეოგრაფია ცივილიზაციის არსებითი განზომილებაა და ადამიანებთან დაკავშირება სწორედ ამ გეოგრაფიის ფარგლებშია შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი ორი დიდი ფორმატის ტილო გეოგრაფიაზე, მის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობაზე მოგვითხრობს და ამასთანავე ჩვენს ყურადღებას მის სილამაზესა და საშინელებაზე ამახვილებს. ეს ტილოები, რომლებიც დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლოებს წარმოადგენენ, ასევე წარსულისა და მომავალის ელემენტებსაც შეიცავენ. ნახატები, რომლებიც ჰარმონიაშია ჩვენი ეპოქის დანაწევრებულ სტრუქტურასთან, ორგანიზმის ბუნებრივი ციკლის (დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი) გავლის შემდეგ საწყის წერტილში დაბრუნებას აღნიშნავენ.

ხელოვნება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ხილული სამყაროს აღწერით, გაზომვითა და ანალიზით. მაჰმუდოვას მიაჩნია, რომ გეოგრაფია და მეხსიერება მათი ნატურალისტურად წარდგენისთვის ზედმეტად აბსტრაქტულ ერთეულებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ნამუშევრების თანახმად ხელოვნება მსოფლიოს განახლებას უწყობს ხელს, იგი ამავდროულად აცხადებს, რომ თანამედროვე დრო და სივრცე დაუცველი და ინტროვერტულია. შესაბამისად, სამყარო ტილოების კიდეებზე ღია კომპოზიციების სახითაა გამოსახული და მაჰმუდოვას ნამუშევრები შეიძლება დამთვალიერებლისთვის აღმოჩენისა და გამოხატვის საშუალებად იქცეს. მნიშვნელობებისთვის ბარიერების მოხსნით ხელოვანი საზოგადოებას მეტი ღიაობისა და კრეატიულობისკენ მოუწოდებს.

აიდა მაჰმუდოვას გამოფენა 2023 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.