მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბანგლადეშში, ამერიკელი ბლოგერის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი 2 პირი გაიქცა - რა მოხდა 2015 წელს და როგორ მოახერხეს მსჯავრდადებულებმა გაქცევა?
ბანგლადეშში, ამერიკელი ბლოგერის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი 2 პირი გაიქცა - რა მოხდა 2015 წელს და როგორ მოახერხეს მსჯავრდადებულებმა გაქცევა?
  • ფო­ტო­ზე: ავი­ჯიტ როი, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

2 ის­ლა­მის­ტი მებ­რძო­ლი, რო­მელ­თაც ბან­გლა­დეშ­ში, ამე­რი­კელ-ბან­გლა­დე­შე­ლი ბლო­გე­რის მკვლე­ლო­ბის გამო სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯეს, გა­იქ­ცნენ. ბლო­გე­რის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი, მის მიერ რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მიზ­მის კრი­ტი­კა გახ­და. ავი­ჯიტ როი - ინ­ჟი­ნე­რი და ბლო­გე­რი, მა­ჩე­ტე­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში მოკ­ლეს იმ დროს, რო­დე­საც, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, წიგ­ნის ბაზ­რო­ბი­დან ბრუნ­დე­ბო­და. თავ­დას­ხმი­სას და­შავ­და მისი ცო­ლიც. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო, ის­ლა­მურ მებ­რძოლ­თა ჯგუ­ფის 5 წევ­რს - სიკ­ვდი­ლით დას­ჯა, ერთს კი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა გა­დაყ­ვა­ნის დროს, მათ გზა ბა­ი­კე­რებ­მა გა­და­უჭ­რეს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს 2 სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი. ასე­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რო­გორც გაქ­ცე­ულ პა­ტიმ­რებ­ზე, ისე დამ­ხმა­რე ჯგუფ­ზეც.

პო­ლი­ცი­ამ მათ და­სა­კა­ვებ­ლად ჯილ­დოდ 2 მი­ლი­ო­ნი ტაკა (16 350 ევრო) და­ა­წე­სა. მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან Ansarullah Bangla Team-ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ალ-ქა­ი­დას. პო­ლი­ცია ამ­ბობს, რომ ისი­ნი რამ­დე­ნი­მე ბლო­გე­რი­სა და აქ­ტი­ვის­ტის მკვლე­ლო­ბის უკან დგა­ნან. 2013-2016 წლებ­ში ბან­გლა­დეშ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­სიკ­ვდი­ლო თავ­დას­ხმე­ბის სე­რია აქ­ტი­ვის­ტებ­ზე, ბლო­გე­რებ­სა და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლებ­ზე.

  • მო­ამზდა ლუკა ცხვე­დი­ან­მა
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ბანგლადეშში, ამერიკელი ბლოგერის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი 2 პირი გაიქცა - რა მოხდა 2015 წელს და როგორ მოახერხეს მსჯავრდადებულებმა გაქცევა?

ბანგლადეშში, ამერიკელი ბლოგერის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი 2 პირი გაიქცა - რა მოხდა 2015 წელს და როგორ მოახერხეს მსჯავრდადებულებმა გაქცევა?
  • ფოტოზე: ავიჯიტ როი, მეუღლესთან ერთად

2 ისლამისტი მებრძოლი, რომელთაც ბანგლადეშში, ამერიკელ-ბანგლადეშელი ბლოგერის მკვლელობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, გაიქცნენ. ბლოგერის მკვლელობის მიზეზი, მის მიერ რელიგიური ექსტრემიზმის კრიტიკა გახდა. ავიჯიტ როი - ინჟინერი და ბლოგერი, მაჩეტეთი შეიარაღებულმა პირებმა 2015 წლის თებერვალში მოკლეს იმ დროს, როდესაც, მეუღლესთან ერთად, წიგნის ბაზრობიდან ბრუნდებოდა. თავდასხმისას დაშავდა მისი ცოლიც. აღნიშნული დანაშაულის გამო, ისლამურ მებრძოლთა ჯგუფის 5 წევრს - სიკვდილით დასჯა, ერთს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსჯავრდადებულთა გადაყვანის დროს, მათ გზა ბაიკერებმა გადაუჭრეს, სამართალდამცავებს ქიმიური ნივთიერება შეასხეს და გაათავისუფლეს 2 სიკვდილმისჯილი. ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ძებნაა გამოცხადებული როგორც გაქცეულ პატიმრებზე, ისე დამხმარე ჯგუფზეც.

პოლიციამ მათ დასაკავებლად ჯილდოდ 2 მილიონი ტაკა (16 350 ევრო) დააწესა. მსჯავრდადებულები არიან Ansarullah Bangla Team-ის წევრები, რომლებიც დაქვემდებარებულები არიან ალ-ქაიდას. პოლიცია ამბობს, რომ ისინი რამდენიმე ბლოგერისა და აქტივისტის მკვლელობის უკან დგანან. 2013-2016 წლებში ბანგლადეშში განხორციელდა სასიკვდილო თავდასხმების სერია აქტივისტებზე, ბლოგერებსა და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელებზე.

  • მოამზდა ლუკა ცხვედიანმა