პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების აშშ-სა და ირლანდიაში უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების აშშ-სა და ირლანდიაში უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

პო­ლი­ცი­ამ თაღ­ლი­თო­ბის და უცხო ქვე­ყა­ნა­ში უკა­ნო­ნოდ დარ­ჩე­ნის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნის ბრალ­დე­ბით 4 პირი და­ა­კა­ვა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს და ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში 4 პირი და­ა­კა­ვეს.

2000 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.მ.-ს და 1997 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ჩ.-ს ბრა­ლად ედე­ბათ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თო­ბა, რა­მაც დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით და­კა­ვე­ბულ დებს - 1980 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ს.-ს და 1990 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ს.-ს, მათ ბრა­ლად ედე­ბათ ორი ან მეტი პი­რის უცხო ქვე­ყა­ნა­ში წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უკა­ნო­ნოდ დარ­ჩე­ნის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა და ორ­გა­ნი­ზე­ბის გა­წე­ვა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 4-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - ნ.მ. და ს.ჩ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ „Facebook“-ში, მათ მი­ერ­ვე შექ­მნილ სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, მომ­სა­ხუ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის წინ­სწრე­ბით გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ, ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბის გზით, მექ­სი­კის გავ­ლით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაყ­ვა­ნას სთა­ვა­ზობ­დნენ. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი წი­ნას­წარ, სა­ფა­სუ­რის სა­ხით, გარ­კვე­ულ თან­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სხვა­დას­ხვა კო­მერ­ცი­ულ ბან­კში გახ­სნილ ან­გა­რი­შებ­ზე რი­ცხავ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თან­ხებს თაღ­ლი­თუ­რად ეუფ­ლე­ბოდ­ნენ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას წყვეტ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით შე­ად­გენს 69080 აშშ დო­ლარს, 4830 ევ­როს და 6290 ლარს.

პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სა­ბან­კო პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბი. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ყა­და­ღა და­ე­დო და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის უძ­რავ ქო­ნე­ბას, ავ­ტო­მან­ქა­ნებ­სა და სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრე­ფი­კინ­გის და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს მიერ და­კა­ვე­ბულ დებს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ირ­ლან­დი­ის ყალბ ტრან­ზი­ტულ ვი­ზას უმ­ზა­დებ­დნენ, თით­ქოს დუბ­ლი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ტრან­ზი­ტუ­ლი მიზ­ნით მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ, აე­რო­პორ­ტში ჩაფ­რე­ნის შემ­დგომ კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ირ­ლან­დი­ის სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­დი­ოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნილ თაღ­ლი­თო­ბას, რა­მაც დიდი ოდე­ნო­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე სე­კუნ­და მუხ­ლით, რაც ორი ან მეტი პი­რის უცხო ქვე­ყა­ნა­ში წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უკა­ნო­ნოდ დარ­ჩე­ნის­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას და ორ­გა­ნი­ზე­ბის გა­წე­ვას გუ­ლის­ხმობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების აშშ-სა და ირლანდიაში უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების აშშ-სა და ირლანდიაში უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

პოლიციამ თაღლითობის და უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში 4 პირი დააკავეს.

2000 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.

რაც შეეხება მოსამართლის განჩინებით დაკავებულ დებს - 1980 წელს დაბადებულ ი.ს.-ს და 1990 წელს დაბადებულ თ.ს.-ს, მათ ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ორგანიზების გაწევა.

დანაშაულები 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - ნ.მ. და ს.ჩ. სოციალურ ქსელ „Facebook“-ში, მათ მიერვე შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, დაინტერესებულ პირებს, მომსახურების ანაზღაურების წინსწრებით გადახდის სანაცვლოდ, ყალბი საბუთების დამზადების გზით, მექსიკის გავლით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას სთავაზობდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად გადაყვანის მსურველი პირები წინასწარ, საფასურის სახით, გარკვეულ თანხებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ. მას შემდეგ, რაც ბრალდებულები თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ, დაზარალებულებთან კომუნიკაციას წყვეტდნენ.

გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობით გამოწვეული მატერიალური ზიანი, დღეის მდგომარეობით შეადგენს 69080 აშშ დოლარს, 4830 ევროს და 6290 ლარს.

პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და საბანკო პლასტიკური ბარათები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო დაკავებულების უძრავ ქონებას, ავტომანქანებსა და საბანკო ანგარიშებს.

რაც შეეხება ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაკავებულ დებს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს ირლანდიის ყალბ ტრანზიტულ ვიზას უმზადებდნენ, თითქოს დუბლინის საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტული მიზნით მიემგზავრებოდნენ, აეროპორტში ჩაფრენის შემდგომ კი საქართველოს მოქალაქეები ირლანდიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შედიოდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი გამოიწვია, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ორგანიზების გაწევას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.