მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ქანიე უესტიც იყრის
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ქანიე უესტიც იყრის

ქა­ნიე უეს­ტი 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭის ყრას აპი­რებს და მას გვერ­დში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პრო­ვო­კა­ტო­რი, მილო ია­ნო­პუ­ლო­სი უდ­გას. ახა­ლი ამ­ბა­ვი რე­პერ­მა, კვი­რას, Twitter-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში გა­ა­ცხა­და. ქა­ნიე ვი­დე­ო­ში ამ­ბობს:"კენ­ჭს ვიყ­რი. ეს მარ­ტი­ვია, არა­ვის შე­უძ­ლია მი­თხრას, ეს უნდა გა­ა­კე­თო, ის არ უნდა თქვაო. ხვდე­ბი? ჩვენ მო­მავ­ლის­კენ მივ­დი­ვართ“.

ვი­დე­ო­ში უეს­ტი ამ­ბობს, რომ მის კამ­პა­ნი­ა­ზე ია­ნო­პუ­ლო­სი მუ­შა­ობს. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ სულ ახ­ლა­ხან რე­პერს "ტვი­ტე­რის“ ან­გა­რი­შიც აღუდ­გი­ნეს, რო­მე­ლიც ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის გამო გა­სულ თვე­ში და­უბ­ლო­კეს.

ან­გა­რი­შის აღ­დგე­ნის შემ­დეგ და­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პოს­ტი კი ცი­ნი­კუ­რი გა­მოდ­გა:

მასკმა, რო­მელ­მაც "ტვი­ტე­რი“ 44 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა, გა­ნა­ცხა­და, რომ უეს­ტის ან­გა­რი­შის აღ­დგე­ნა მა­ნამ გა­და­წყდა, ვიდ­რე კომ­პა­ნია მის ხელ­ში გა­და­ვი­დო­და და რომ მას­თან ამ სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცია არ გა­უვ­ლი­ათ. ერთი დღით ადრე, მასკმა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ან­გა­რი­შიც აღად­გი­ნა, რო­მე­ლიც, ქა­ნი­ეს მსგავ­სად 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში იყ­რის კენ­ჭს.

ია­ნო­პუ­ლო­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­თა­ხედ­ვის არე­დან 2017 წელს გაქ­რა, მას შემ­დეგ, რაც მან პე­დო­ფი­ლი­ის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თა. მისი თქმით, 13 წლის გო­გო­ნებ­სა და უფ­როს მა­მა­კა­ცებს შო­რის სექ­სი მი­სა­ღე­ბია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უეს­ტი, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­დამ­ჭე­რი იყო და თეთ­რი სახ­ლის­თვის კამ­პა­ნი­ა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიაკო
4

დარწმუნებული ვარ გაიმარჯვებს საინტერესო პიროვნებაა

ფარფატი
9

ქენიე, მილო და ტრამპი))))) ნუ სადაც კიმ კარდაშიანმა ელიზაბეტ ტეილორი ჩაანაცვლა, უკვე ყველაფერი მოსალოდნელია. მორჩენილია ამერიკა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ქანიე უესტიც იყრის

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ქანიე უესტიც იყრის

ქანიე უესტი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას აპირებს და მას გვერდში ულტრამემარჯვენე პროვოკატორი, მილო იანოპულოსი უდგას. ახალი ამბავი რეპერმა, კვირას, Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გააცხადა. ქანიე ვიდეოში ამბობს:"კენჭს ვიყრი. ეს მარტივია, არავის შეუძლია მითხრას, ეს უნდა გააკეთო, ის არ უნდა თქვაო. ხვდები? ჩვენ მომავლისკენ მივდივართ“.

ვიდეოში უესტი ამბობს, რომ მის კამპანიაზე იანოპულოსი მუშაობს. ამას ისიც ემატება, რომ სულ ახლახან რეპერს "ტვიტერის“ ანგარიშიც აღუდგინეს, რომელიც ანტისემიტური განცხადებების გაკეთების გამო გასულ თვეში დაუბლოკეს.

ანგარიშის აღდგენის შემდეგ დადებული ერთ-ერთი პირველი პოსტი კი ცინიკური გამოდგა:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="in" dir="ltr">Shalom : )</p>&mdash; ye (@kanyewest) <a href="https://twitter.com/kanyewest/status/1594469982150488066?ref_src=twsrc%5Etfw">November 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მასკმა, რომელმაც "ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად შეიძინა, განაცხადა, რომ უესტის ანგარიშის აღდგენა მანამ გადაწყდა, ვიდრე კომპანია მის ხელში გადავიდოდა და რომ მასთან ამ საკითხზე კონსულტაცია არ გაუვლიათ. ერთი დღით ადრე, მასკმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშიც აღადგინა, რომელიც, ქანიეს მსგავსად 2024 წლის არჩევნებში იყრის კენჭს.

იანოპულოსი საზოგადოების თვალთახედვის არედან 2017 წელს გაქრა, მას შემდეგ, რაც მან პედოფილიის წამახალისებელი კომენტარები გააკეთა. მისი თქმით, 13 წლის გოგონებსა და უფროს მამაკაცებს შორის სექსი მისაღებია.

აღსანიშნავია, რომ უესტი, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო და თეთრი სახლისთვის კამპანიაშიც მონაწილეობდა.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა