საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკვადორელი ვარსკვლავის ურთულესი ცხოვრება: ძილი მუყაოს ყუთში და გოლი, რომელიც იმ ფეხბურთელის ხსოვნას მიუძღვნა, ვისი სიკვდილის მერეც დაუძახეს ნაკრებში
ეკვადორელი ვარსკვლავის ურთულესი ცხოვრება: ძილი მუყაოს ყუთში და გოლი, რომელიც იმ ფეხბურთელის ხსოვნას მიუძღვნა, ვისი სიკვდილის მერეც დაუძახეს ნაკრებში

ეკ­ვა­დო­რე­ლი ვარ­სკვლა­ვის ურ­თუ­ლე­სი ცხოვ­რე­ბა: ძილი მუ­ყა­ოს ყუთ­ში, ტრანსფე­რის მერე გა­ტა­ცე­ბუ­ლი და გოლი, რო­მე­ლიც იმ ფეხ­ბურ­თე­ლის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა, ვისი სიკ­ვდი­ლის მე­რეც და­უ­ძა­ხეს ნაკ­რებ­ში

არა­ე­რე­თი სკან­და­ლის შემ­დეგ, ა.წ. 20 ნო­ემ­ბერს, კა­ტარ­ში ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­იხ­სნა. პირ­ვე­ლი მატ­ჩი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მას­პინ­ძელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­მარ­თა. კა­ტა­რე­ლე­ბი ეკ­ვა­დორს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და ან­გა­რი­შით: 0:2 და­მარ­ცხდნენ. ორი­ვე გოლი ენ­ნერ ვა­ლენ­სი­ამ გა­ი­ტა­ნა, რო­მელ­მაც უკვე მე-3 წუთ­ზე გა­ა­ქარ­წყლა თა­მა­შის წინა მით­ქმა-მოთ­ქმა, რომ თით­ქოს ეკ­ვა­დო­რე­ლებ­მა ყა­ტარ­თან მატ­ჩი გა­ყი­დეს...

Ambebi.ge 33 წლის ენ­ნე­რის ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რეს­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეკ­ვა­დო­რელ ფეხ­ბურ­თელს ნამ­დვი­ლად გი­ჟუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. მო­გიყ­ვე­ბით ამ გზის შე­სა­ხებ და დარ­წმუნ­დე­ბით, რო­გო­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სას­ტი­კია ცხოვ­რე­ბა.

ეკ­ვა­დო­რის ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბის წინ აუტ­სა­ი­დე­რად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა ვა­ლენ­სი­ამ ისე­თი ამ­ბე­ბი და­ატ­რი­ა­ლა, რომ სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლებს ჯგუ­ფი­დან გას­ვლის რე­ა­ლუ­რი შან­სი გა­უ­ჩი­ნა.

ჯერ იყო და მე-3 წუთ­ზე და­ლაშ­ქრა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კარი, თუმ­ცა რე­ფე­რიმ თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა და არ ჩათ­ვა­ლა, შემ­დეგ პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აქ­ტივ­ში მე­ო­რე გო­ლიც ჩა­ი­წე­რა.

ამ­ბო­ბენ, რომ უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში გა­ა­ტა­რა ბავ­შვო­ბა და მო­ზარ­დო­ბა, ად­გი­ლობ­რივ "ემე­ლეკ­ში“ თა­მა­შის და­წყე­ბის შემ­დე­გაც კი მუ­ყა­ოს ყუთ­ში ეძი­ნა. 2013 წელს "ემე­ლე­კის“ რი­გებ­ში სე­ზონ­ში 10 გოლ­ზე მეტი გაჰ­ქონ­და, თუმ­ცა ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მა­ინც არ იწ­ვევ­დნენ... იმ მო­მენ­ტში ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი 27 წლის კრის­ტი­ან ბე­ნი­ტე­სი იყო. კრი­სი რე­ა­ლუ­რად უკომ­პრო­მი­სო ფორ­ვარ­დი გახ­ლდათ და უკვე 27 წლის ასაკ­ში ეკ­ვა­დო­რის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა დრო­ის 3 სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დირს შო­რის იყო.

იმა­ვე წელს, ბე­ნი­ტე­სი, რო­მელ­საც ზედ­მეტ­სა­ხე­ლად ჩუ­ჩოს ეძახ­დნენ, სა­თა­მა­შოდ კა­ტა­რის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­და­ვი­და. "ელ-ჯა­ი­შიც“ სა­დე­ბი­უ­ტო მატჩშიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­ლე­ვე ფეხ­ბურ­თელ­მა მუც­ლის მკვეთ­რი ტკი­ვი­ლი იგ­რძნო, ის სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და სა­ო­პე­რა­ცი­ოდ შე­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა კრის­ტი­ანს გული გა­უ­ჩერ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

2013 წელს ეკ­ვა­დორ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ა­ში ტარ­დე­ბო­და. თუმ­ცა პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ნაკ­რებს სტა­ბი­ლუ­რი ფორ­ვარ­დი არ ჰყავ­და. ენ­ნე­რი "ემე­ლეკ­ში“ ფლანგზე თა­მა­შობ­და, თუმ­ცა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რე­ი­ნალ­დო რუ­ე­დამ ის ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხა და ცენ­ტრში და­ა­ყე­ნა...

მწვრთნე­ლის გათ­ვლამ გა­ამ­რათ­ლა: 5 ამ­ხა­ნა­გურ მატჩში ვა­ლენ­სი­ამ 4 გოლი გა­ი­ტა­ნა. არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა უშუ­ა­ლოდ ბრა­ზი­ლია 2014-იც, სა­დაც ენერ­მა ჯერ შვე­ი­ცა­რი­ას გა­უ­ტა­ნა გოლი, შემ­დეგ კი ჰონ­დუ­რასს დუბ­ლი შე­უს­რუ­ლა. ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ბე­ნი­ტე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ვა­ლენ­სია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ეკ­ვა­დო­რის ნაკ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გახ­და.

შემ­დეგ იყო პრე­მი­ერ ლიგა, ჯერ "ვესტ ჰემი“, შემ­დეგ "ევერ­ტო­ნი“, თუმ­ცა იქ ვერ შე­თა­მაშ­და და დი­დად თა­ვის გა­მო­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ბო­ლოს კი მექ­სი­კა­ში გა­და­ვი­და.

2021 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ვა­ლენ­სი­ამ ბო­ლი­ვი­ას დუბ­ლი გა­უ­ტა­ნა და ეკ­ვა­დო­რის ნაკ­რე­ბის ყვე­ლა დროს სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გახ­და. გუ­შინ­დე­ლი მო­რი­გი დუბ­ლის შემ­დეგ, ფეხ­ბურ­თელს სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა­ში 37 გოლი და­უგ­როვ­და.

გუ­შინ, რო­დე­საც პირ­ვე­ლად და­ლაშ­ქრა კა­ტა­რე­ლე­ბის კარი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­ა­ტყობ­და, რომ ვა­ლეს­ნი­ამ არ იზე­ი­მა... ის გოლი მან ჩუ­ჩოს მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ სწო­რედ დო­ჰა­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

ვა­ლენ­სია არა მხო­ლოდ კა­ტა­რის მცვე­ლებს გა­ურ­ბის კარ­გად, არა­მედ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­საც. 2016 წელს ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ ფეხ­ბურ­თე­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი იმის გამო გა­მო­წე­რა, რომ ის ალი­მენ­ტებს დრო­უ­ლად არ იხ­დი­და. მისი და­კა­ვე­ბა პირ­და­პირ სტა­დი­ონ­ზე, ეკ­ვა­დო­რი-ჩი­ლის მატჩზე იყო და­გეგ­მი­ლი. ენ­ნერ­მა ტრავ­მა მი­ი­ღო და 82-ე წუთ­ზე შეც­ვა­ლეს. ფეხ­ბურ­თე­ლი სა­კა­ცით გა­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი სას­წრა­ფომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ფეხ­ბურ­თელს არა­ნა­ი­რი ტრავ­მა არ ჰქო­ნია, უბ­რა­ლოდ, იმ მო­მენ­ტში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ნი გზა გა­მო­ნა­ხა.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას 12 ოფი­ცი­ე­რი გა­ე­კი­და, მაგ­რამ მა­ინც ვერ და­ა­კა­ვეს - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ბურ­თელს "ფე­ხის ტრავ­მა ჰქონ­და“ ნაკ­რე­ბის ექიმ­მა ჟანგბა­დის ნი­ღა­ბი გა­უ­კე­თა, პო­ლი­ცი­ე­ლებს შე­ე­შინ­დათ, გული არ გა­უს­კდე­სო და შე­ეშ­ვნენ...

"და­სა­ნა­ნია, რომ ზო­გი­ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა კა­ნო­ნის შეს­რუ­ლე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო. არ მეს­მის, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასეთ ფულს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, არ იხ­დის ალი­მენ­ტებს, რო­მე­ლიც მის ქა­ლიშ­ვილს უნდა მოხ­მარ­დეს", - აღ­შფოთ­და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ად­ვო­კა­ტი მომ­ხდარ­ზე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვა­ლენ­სი­ა­მაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი:

"ვცდი­ლობ, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­დეს და ჩემ ქა­ლიშ­ვილ ბე­ი­რას­თან დრო ხში­რად გა­ვა­ტა­რო. მაგ­რამ ახლა ყო­ფილ­მა ცოლ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. ყო­ველ­თვი­უ­რად 30 ათას დო­ლარს ვუხ­დი, მაგ­რამ როცა ეკ­ვა­დორ­ში ვარ, ხელს მიშ­ლი­ან რომ ბე­ი­რას შევ­ხვდე. ახლა აქეთ მე ვუ­ჩივ­ლებ და ვიბ­რძო­ლებ იმა­ზე, რომ ქა­ლიშ­ვილ­ზე სრუ­ლი მე­ურ­ვე­ო­ბა მე მერ­გოს.“

სხვა­თა შო­რის, ვა­ლენ­სი­ამ შვი­ლი "და­იბ­რუ­ნა“. 2019 წელს ბე­ი­რას დედა და მისი ახალ­გაზ­რდა საყ­ვა­რე­ლი მა­ი­ა­მი­ში და­ა­კა­ვეს. მათ 7 წლის გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მან­ქა­ნა­ში და­ტო­ვეს, თა­ვად კი Hard Rock Café-ში წა­ვიდ­ნენ გა­სარ­თო­ბად. ასე­თი გზით, ყო­ფილ­მა ცოლ­მა ქა­ლიშ­ვი­ლის მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბა და­კარ­გა. ახლა ენე­რი თა­ვად ზრუ­ნავს ბე­ი­რა­ზე.

2020 წელს ენე­რის და ერსი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა ზუს­ტად იმ დღეს გა­ი­ტა­ცეს, რო­დე­საც ფეხ­ბურ­თე­ლი "ფე­ნერ­ბახ­ჩე­ში“ გა­და­ვი­და. გო­გო­ნა ეკ­ვა­დო­რის ჯუნ­გლებ­ში წა­იყ­ვა­ნეს, დაბ­რუ­ნე­ბა კი მხო­ლოდ 10 დღის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ერსი "ფრონტ ოლი­ვერ სი­ნის­ტე­რამ“ გა­ი­ტა­ცა. ეს არის ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "კო­ლუმ­ბი­ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი არ­მი­ის“ ერთ-ერთი ქვე­და­ნა­ყო­ფი. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლის თქმით, ბან­დის წევ­რე­ბი გა­მო­სას­ყი­დის სა­ხით 2 მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­დნენ.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­აც ჰო­ლი­ვუ­დუ­რი "ბო­ე­ვი­კის" სცე­ნარს ჰგავ­და. ეკ­ვა­დო­რის სპეც­რაზ­მის ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და შტურ­მით აიღო მათი ბა­ნა­კი.

ვა­ლენ­სი­ას მთე­ლი ეს დრო სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ეკ­ვა­დო­რის პრე­ზი­დენტს ლე­ნინ მო­რე­ნოს.

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღეა. ძა­ლი­ან ბევ­რი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცდა მაქვს“, - თქვა მა­შინ ფეხ­ბურ­თელ­მა.

ინ­გლის­ში ჩა­ვარ­დნი­ლი სე­ზო­ნე­ბი­სა და ასე­ვე, ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მექ­სი­კუ­რი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ვა­ლენ­სია თურ­ქე­თის ლი­გა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად აყ­ვავ­და.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე ენ­ნერ­მა 12 მატჩში 13 გოლი გა­ი­ტა­ნა და 4 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა.

კა­ტარ­თან გუ­შინ­დე­ლი თა­მა­შის შემ­დეგ, ენ­ნე­რი 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი ვარ­სკვლა­ვი გახ­და.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

ასეა ყოფილი ცოლები რომ ვითომ ბავშვისათვის ცდილობენ და საკუთარი გულაობისათვის ფულს სძალავენ სახელოვან სპორტსმენებს... ქართული მაგალითი გაიხსენეთ...

დათო
0

მადლობა ავტორს,ასეთი ისტორიების მქონე ფეხბურთელებზე სტატიები საინტერესოა ძალიან და ეს ვალენსიაც დიდ პატივისცემას იმსახურებს.თემას ნაკლებად უკავშირდება,მაგრამ ბევრი ვიცინე რომ ეკვადორის პრეზიდენტ მორენოს სახელად ლენინი ჰქვია,მრავალფეროვანი სამყაროა სამხრეთ ამერიკა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ეკვადორელი ვარსკვლავის ურთულესი ცხოვრება: ძილი მუყაოს ყუთში და გოლი, რომელიც იმ ფეხბურთელის ხსოვნას მიუძღვნა, ვისი სიკვდილის მერეც დაუძახეს ნაკრებში

ეკვადორელი ვარსკვლავის ურთულესი ცხოვრება: ძილი მუყაოს ყუთში და გოლი, რომელიც იმ ფეხბურთელის ხსოვნას მიუძღვნა, ვისი სიკვდილის მერეც დაუძახეს ნაკრებში

ეკვადორელი ვარსკვლავის ურთულესი ცხოვრება: ძილი მუყაოს ყუთში, ტრანსფერის მერე გატაცებული და გოლი, რომელიც იმ ფეხბურთელის ხსოვნას მიუძღვნა, ვისი სიკვდილის მერეც დაუძახეს ნაკრებში

არაერეთი სკანდალის შემდეგ, ა.წ. 20 ნოემბერს, კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა. პირველი მატჩი, ტრადიციულად, მასპინძელმა ქვეყანამ გამართა. კატარელები ეკვადორს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით: 0:2 დამარცხდნენ. ორივე გოლი ენნერ ვალენსიამ გაიტანა, რომელმაც უკვე მე-3 წუთზე გააქარწყლა თამაშის წინა მითქმა-მოთქმა, რომ თითქოს ეკვადორელებმა ყატართან მატჩი გაყიდეს...

Ambebi.ge 33 წლის ენნერის ისტორიით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ეკვადორელ ფეხბურთელს ნამდვილად გიჟური ცხოვრება ჰქონდა. მოგიყვებით ამ გზის შესახებ და დარწმუნდებით, როგორი მოულოდნელი და სასტიკია ცხოვრება.

ეკვადორის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა ვალენსიამ ისეთი ამბები დაატრიალა, რომ სამხრეთ ამერიკელებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაუჩინა.

ჯერ იყო და მე-3 წუთზე დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი, თუმცა რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა, შემდეგ პენალტი გაიტანა, მოგვიანებით კი აქტივში მეორე გოლიც ჩაიწერა.

ამბობენ, რომ უკიდურეს სიღარიბეში გაატარა ბავშვობა და მოზარდობა, ადგილობრივ "ემელეკში“ თამაშის დაწყების შემდეგაც კი მუყაოს ყუთში ეძინა. 2013 წელს "ემელეკის“ რიგებში სეზონში 10 გოლზე მეტი გაჰქონდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში მაინც არ იწვევდნენ... იმ მომენტში ნაკრების თავდამსხმელი 27 წლის კრისტიან ბენიტესი იყო. კრისი რეალურად უკომპრომისო ფორვარდი გახლდათ და უკვე 27 წლის ასაკში ეკვადორის ეროვნული ნაკრების ყველა დროის 3 საუკეთესო ბომბარდირს შორის იყო.

იმავე წელს, ბენიტესი, რომელსაც ზედმეტსახელად ჩუჩოს ეძახდნენ, სათამაშოდ კატარის ჩემპიონატში გადავიდა. "ელ-ჯაიშიც“ სადებიუტო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. მალევე ფეხბურთელმა მუცლის მკვეთრი ტკივილი იგრძნო, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა კრისტიანს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

2013 წელს ეკვადორმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც ბრაზილიაში ტარდებოდა. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ ნაკრებს სტაბილური ფორვარდი არ ჰყავდა. ენნერი "ემელეკში“ ფლანგზე თამაშობდა, თუმცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რეინალდო რუედამ ის ნაკრებში გამოიძახა და ცენტრში დააყენა...

მწვრთნელის გათვლამ გაამრათლა: 5 ამხანაგურ მატჩში ვალენსიამ 4 გოლი გაიტანა. არანაკლებ ეფექტური აღმოჩნდა უშუალოდ ბრაზილია 2014-იც, სადაც ენერმა ჯერ შვეიცარიას გაუტანა გოლი, შემდეგ კი ჰონდურასს დუბლი შეუსრულა. ასე მოულოდნელად და ბენიტესის გარდაცვალების შემდეგ, ვალენსია მსოფლიო ჩემპიონატზე ეკვადორის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შემდეგ იყო პრემიერ ლიგა, ჯერ "ვესტ ჰემი“, შემდეგ "ევერტონი“, თუმცა იქ ვერ შეთამაშდა და დიდად თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. ბოლოს კი მექსიკაში გადავიდა.

2021 წლის 7 ოქტომბერს ვალენსიამ ბოლივიას დუბლი გაუტანა და ეკვადორის ნაკრების ყველა დროს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გუშინდელი მორიგი დუბლის შემდეგ, ფეხბურთელს სანაკრებო კარიერაში 37 გოლი დაუგროვდა.

გუშინ, როდესაც პირველად დალაშქრა კატარელების კარი, გულშემატკივარი შეატყობდა, რომ ვალესნიამ არ იზეიმა... ის გოლი მან ჩუჩოს მიუძღვნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ დოჰაში გარდაიცვალა...

ვალენსია არა მხოლოდ კატარის მცველებს გაურბის კარგად, არამედ სამართალდამცავებსაც. 2016 წელს ადგილობრივმა პოლიციამ ფეხბურთელის დაპატიმრების ორდერი იმის გამო გამოწერა, რომ ის ალიმენტებს დროულად არ იხდიდა. მისი დაკავება პირდაპირ სტადიონზე, ეკვადორი-ჩილის მატჩზე იყო დაგეგმილი. ენნერმა ტრავმა მიიღო და 82-ე წუთზე შეცვალეს. ფეხბურთელი საკაცით გაიყვანეს, შემდეგ კი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ვერსიით, ფეხბურთელს არანაირი ტრავმა არ ჰქონია, უბრალოდ, იმ მომენტში სამართალდამცავებისგან თავის არიდების ყველაზე ეფექტინი გზა გამონახა.

სასწრაფო დახმარების მანქანას 12 ოფიციერი გაეკიდა, მაგრამ მაინც ვერ დააკავეს - მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს "ფეხის ტრავმა ჰქონდა“ ნაკრების ექიმმა ჟანგბადის ნიღაბი გაუკეთა, პოლიციელებს შეეშინდათ, გული არ გაუსკდესო და შეეშვნენ...

"დასანანია, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა კანონის შესრულება ვერ უზრუნველყო. არ მესმის, ადამიანი, რომელიც ასეთ ფულს გამოიმუშავებს, არ იხდის ალიმენტებს, რომელიც მის ქალიშვილს უნდა მოხმარდეს", - აღშფოთდა ყოფილი მეუღლის ადვოკატი მომხდარზე.

მოგვიანებით, ვალენსიამაც გააკეთა კომენტარი:

"ვცდილობ, რომ ოჯახური ცხოვრება მქონდეს და ჩემ ქალიშვილ ბეირასთან დრო ხშირად გავატარო. მაგრამ ახლა ყოფილმა ცოლმა რამდენიმე საჩივარი შეიტანა ჩემს წინააღმდეგ. ყოველთვიურად 30 ათას დოლარს ვუხდი, მაგრამ როცა ეკვადორში ვარ, ხელს მიშლიან რომ ბეირას შევხვდე. ახლა აქეთ მე ვუჩივლებ და ვიბრძოლებ იმაზე, რომ ქალიშვილზე სრული მეურვეობა მე მერგოს.“

სხვათა შორის, ვალენსიამ შვილი "დაიბრუნა“. 2019 წელს ბეირას დედა და მისი ახალგაზრდა საყვარელი მაიამიში დააკავეს. მათ 7 წლის გოგონა რამდენიმე საათით მანქანაში დატოვეს, თავად კი Hard Rock Café-ში წავიდნენ გასართობად. ასეთი გზით, ყოფილმა ცოლმა ქალიშვილის მეურვეობის უფლება დაკარგა. ახლა ენერი თავად ზრუნავს ბეირაზე.

2020 წელს ენერის და ერსი შეიარაღებულმა პირებმა ზუსტად იმ დღეს გაიტაცეს, როდესაც ფეხბურთელი "ფენერბახჩეში“ გადავიდა. გოგონა ეკვადორის ჯუნგლებში წაიყვანეს, დაბრუნება კი მხოლოდ 10 დღის შემდეგ მოხერხდა.

მიიჩნევა, რომ ერსი "ფრონტ ოლივერ სინისტერამ“ გაიტაცა. ეს არის ექსტრემისტული ორგანიზაციის "კოლუმბიის რევოლუციური არმიის“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი. გამომძიებელის თქმით, ბანდის წევრები გამოსასყიდის სახით 2 მილიონ დოლარს ითხოვდნენ.

გათავისუფლების ოპერაციაც ჰოლივუდური "ბოევიკის" სცენარს ჰგავდა. ეკვადორის სპეცრაზმის ჯგუფმა აღმოაჩინა დამნაშავეები და შტურმით აიღო მათი ბანაკი.

ვალენსიას მთელი ეს დრო სამართლადამცავებთან თანამშრომლობდა, ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ყველას დიდი მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით კი, ეკვადორის პრეზიდენტს ლენინ მორენოს.

"ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა მაქვს“, - თქვა მაშინ ფეხბურთელმა.

ინგლისში ჩავარდნილი სეზონებისა და ასევე, ნაკლებად წარმატებული მექსიკური პერიოდის შემდეგ, ვალენსია თურქეთის ლიგაში მოულოდნელად აყვავდა.

მსოფლიო ჩემპიონატამდე ენნერმა 12 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კატართან გუშინდელი თამაშის შემდეგ, ენნერი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ვარსკვლავი გახდა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე