პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ სიბერეში ავითვისე არტილერისტის პროფესია და ვმუშაობ ნაღმმტყორცნზე" - რას ჰყვება კობა ხაბაზი უკრაინაში ბრძოლასა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?
"ამ სიბერეში ავითვისე არტილერისტის პროფესია და ვმუშაობ ნაღმმტყორცნზე" - რას ჰყვება კობა ხაბაზი უკრაინაში ბრძოლასა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან 1500-მდე ქარ­თვე­ლი იბ­რძვის. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მუ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა ყვე­ლა სხვა ერის წარ­მო­მად­გნ­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რომ რი­გით jარის­კა­ცებ­სა და მა­ღალჩნო­სან სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, მათ შო­რის იყ­ვნენ: თავ­დაც­ვის ორი ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და ორი მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი. ფსო­ნი მა­ღა­ლია - რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში უნდა და­მარ­ცხდეს!.. უფრო ვრცლად უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლე­ბის ბრძო­ლის მო­ტი­ვი­ა­ცი­ა­ზე და მიზ­ნებ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, კობა ხა­ბა­ზი გვე­სა­უბ­რე­ბა. ის უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში გა­ემ­გზავ­რა, 6-თვის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ერთი თვეც ვე­ღარ გაძ­ლო და უკან ფრონ­ტის ხაზ­ზე დაბ­რუნ­და.

კობა ხა­ბა­ზი:

- რა­ტომ დავ­ბრუნ­დი ისევ უკ­რა­ი­ნა­ში? იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში დავ­ტო­ვე მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თად ლუკ­მას ვი­ყოფ­დი, ერ­თად ვი­ყა­ვით სან­გარ­ში, ბა­ზა­ზე, ფრონ­ტის ხაზ­ზე, ერ­თად გვცი­ო­და და ერ­თად გვში­ო­და. რო­დე­საც დავ­რე­კავ­დი და გა­ვი­გებ­დი, და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­დი­ოდ­ნენ, ვე­ღარც ღამე ვი­ძი­ნებ­დი და ვე­ღარც დღე, ვიდ­რე არ გა­ვი­გებ­დი, რომ ბა­ზა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუნ­დნენ. ამას გარ­და, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, მე­გობ­რებს, უკ­რა­ი­ნელ მე­თა­უ­რებს ვუ­თხა­რი, რომ ფრონ­ტის ხაზ­ზე დავ­ბრუნ­დე­ბო­დი ორ შემ­თხვე­ვა­ში - თუ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გა­და­ვი­დოდ­ნენ შე­ტე­ვა­ზე ან რუ­სე­ბი გად­მო­ვი­დოდ­ნენ შე­ტე­ვა­ზე, ხოლო თუ სტა­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბდ­დე­ბო­და ფრონ­ტის ხაზი გა­ი­ყი­ნე­ბო­და, მა­შინ თავს შე­ვი­კა­ვებ­დი. მარ­თლაც, უკ­რა­ი­ნა ახლა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვა­ზეა გა­და­სუ­ლი. ხარ­კო­ვის ოლქი მთლი­ა­ნად გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ოკუ­პან­ტე­ბის­გან, ხერ­სო­ნი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია... უკ­რა­ი­ნა­ში პირ­ვე­ლად მა­შინ ჩა­მო­ვე­დი, რო­დე­საც ჩვენს მე­გობ­რებს ძნელ­ბე­დო­ბის ჟამი ედ­გათ და ახლა მინ­და, წინსვლი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის პრო­ცეს­შიც მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ვი­და, რო­გორც კი ჩა­მო­ვე­დი, ხერ­სო­ნი აი­ღეს უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა.

- გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ?

- აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს უკ­რა­ი­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბა პუ­ტი­ნი - ბო­რო­ტე­ბის სა­თა­ვე. ჩვენ ყვე­ლას, ვინც აქ ვიბ­რძვით, გა­სიგ­რძე­გა­ნე­ბუ­ლი გვაქვს თუ რას ნიშ­ნავს უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა და რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა. ეს პირ­ველ რიგ­ში ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს შანსს მო­წყდეს რუ­სულ და­ჭა­ო­ბე­ბულ ორ­ბი­ტას, აღიდ­გი­ნოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და გახ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ძა­ლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

- უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა პირ­ველ რიგ­ში თა­ვად­ვე რუ­სეთ­ში გა­მო­იწ­ვევს ცვლი­ლე­ბებს. პუ­ტი­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა მხო­ლოდ რუ­სუ­ლი არ­მი­ის ვი­თომ­და უძ­ლე­ვე­ლო­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. რუ­სის ცნო­ბი­ე­რე­ბა ასე­თია - ჭა­ობ­შიც რომ ცხოვ­რობ­დეს, მა­ინც გა­აღ­მერ­თებს ლი­დერს, თუ ის ერთ გოჯ მი­წას მა­ინც შეჰ­მა­ტებს რუ­სეთს. თა­ვის მი­წას ვერ უვ­ლი­ან, ვერ ით­ვი­სე­ბენ, მაგ­რამ მა­ინც სხვის მი­წებ­ზე უჭი­რავთ თვა­ლი. შე­საბ­მი­სად, პუ­ტინს უკ­რა­ი­ნა­ში მარ­ცხი, რუ­სეთ­ში გა­მო­იწ­ვევს ქა­ოსს, შიდა არე­უ­ლო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვე­ღარ მო­იც­ლის. ჩვენ­თვის კი ეს იქ­ნე­ბა შან­სი.

- რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, გვი­ამ­ბეთ, ახლა სად ხართ, რო­მელ ფრონტზე იბ­რძვით და რო­გო­რია ფრონ­ტის ხა­ზის სუ­რა­თი?

- არ­ტი­ლე­რის­ტებ­თან ერ­თად ვარ და სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ - დო­ნეც­კი, ზა­პო­რო­ჟიე და ხერ­სო­ნი. ამ სი­ბე­რე­ში ავით­ვი­სე არ­ტი­ლე­რის­ტის პრო­ფე­სია და ვმუ­შა­ობ ნაღმმ­ტყორ­ცნ­ზე. ვი­ღებ ბრძა­ნე­ბებს და ვას­რუ­ლებ. თუმ­ცა, ამ თე­მა­ზე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მინ­და ლა­პა­რა­კი. მირ­ჩევ­ნია, იმ გმირ ქარ­თველ ბი­ჭებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ­ლე­ბიც სა­ოც­რე­ბებს სჩა­დი­ან და სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­ბას იცა­ვენ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მინ­და გი­თხრათ, რომ სა­ო­ცა­რი ბი­ჭე­ბი გვყავს, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი, ყვე­ლას გა­ო­ცე­ბა­სა და აღ­ტა­ცე­ბას იწ­ვე­ვენ.

- რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი სხვე­ბის­გან?

- ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი უშიშ­რე­ბი და თავ­და­უ­ზო­გა­ვე­ბი არი­ან, უკან და­ხე­ვა არ იცი­ან, რა არის. ისე მოქ­მე­დე­ბენ, თით­ქოს ერთი კი არა, ბევ­რი სი­ცო­ცხლე ჰქონ­დეთ. შე­იძ­ლე­ბა, ტრა­ბა­ხი გა­მომ­დის, მაგ­რამ ჩემს თავ­ზე ხომ არ ვამ­ბობ... ქარ­თვე­ლებს აქ ისე უყუ­რე­ბენ, რო­გორც გმი­რებს. ნიკა ჭუ­რა­ძე შე­მიძ­ლია და­ვი­მოწ­მო. რო­დე­საც საქ­მე­ში ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თვე­ბი­ან, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, აქ ძა­ლი­ან ხში­რად გა­ი­გებთ ფრა­ზას - "ქარ­თვე­ლე­ბი ჩვენ­თან არი­ან!“ გე­ტყვით იმა­საც, რომ არა­ნაკ­ლე­ბი გმი­რე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. ომი რომ დამ­თავ­რდე­ბა, ბევრ მათ­გან­ზე წიგ­ნებს და­წე­რენ და ფილ­მებს გა­და­ი­ღე­ბენ.

- სა­კუ­თარ თავ­ზე რას იტყვით, საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შე არ გი­ჭირთ არ­ტი­ლე­რის­ტის რთუ­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა?

- სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, არ მი­ჭირს იმ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც არ­ტი­ლე­რი­ას სჭირ­დე­ბა. ეს არის: მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­მოთ­ვლა, მან­ძი­ლის და­ან­გა­რი­შე­ბა, კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის შეყ­ვა­ნა და ა.შ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მა­თე­მა­ტი­კა კარ­გად ვიცი, ძა­ლი­ან სწრა­ფად ვან­გა­რი­შობ, მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზს ვა­კე­თებ და კუ­თხე­ე­ბიც სწო­რად გა­მომ­ყავს. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ომია, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის ჭი­დი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც "ჰა­ი­მარ­სე­ბი“ შე­მო­ვი­და. ასე რომ, კომ­პი­უ­ტერ­თან მჯდო­მი, სათ­ვა­ლი­ა­ნი ბი­ჭე­ბი მე­ომ­რებ­ზე ნაკ­ლე­ბად როდი ფა­სო­ბენ. ჩვენ თვალ­წინ ახა­ლი მსოფ­ლიო იბა­დე­ბა. რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა მხო­ლოდ ხერ­სო­ნის და მა­რი­უ­პო­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას როდი ნიშ­ნავს. რუ­სუ­ლი ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის და­მარ­ცხე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი ცვლი­ლე­ბა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი გამ­თლი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­დად­რო ვრცელ­დე­ბა მო­საზ­რე­ბა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის ომში მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო იბ­რძვი­ან...

- არა­ფე­რი ისე არ მა­ბარ­ზებს, რო­გორც ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლის ასე­თი სულ­წა­წყმე­დი­ლი პო­ზი­ცია. მათ ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, მე კი ჩემი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ, რო­გორ რის­კა­ვენ ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აფა­სე­ბენ ამ თავ­გან­წირ­ვას და ისევ ქარ­თვე­ლე­ბი გვი­თხრი­ან ძირს? იცით, რამ­დენ­ჯერ მი­ნატ­რია, ნე­ტავ ახლა კა­ლა­მი და ფურ­ცე­ლი მომ­ცა ეს მო­მენ­ტი, ან ბი­ჭე­ბის ნა­აზ­რე­ბი და ნათ­ქვა­მი ჩა­მა­წე­რი­ნა - მეთ­ქი... გუ­შინ ერთი სვა­ნი ბიჭი მე­უბ­ნე­ბო­და, ჩემს თავს არ ვჩი­ვი, შე­ვაკ­ვდე­ბი, ოღონდ ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ გა­მოს­ცა­დონ რუ­სუ­ლი, ბინ­ძუ­რი ჩექ­მის სიმ­წა­რეო. ზოგ­ჯერ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ იღე­ბენ ბი­ჭე­ბი ფულს, არც ხელ­ფა­სე­ბია მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი. მიშა კაპ­ლან­მა გერ­მა­ნი­ა­ში სა­კუ­თა­რი, აწყო­ბი­ლი ბიზ­ნე­სი მი­ა­ტო­ვა, უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს ეხ­მა­რე­ბო­და... პირ­ში ენა რო­გორ უნდა მო­გიბ­რუნ­დეს, რომ მი­შა­ზე თქვა, ფუ­ლის­თვის იბ­რძვო­და უკ­რა­ი­ნა­შიო. ამის მთქმე­ლი ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა, იმი­ტომ, რომ ისე აქვს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სამ­შობ­ლოს უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რო. მე აქ იმი­ტომ ვიბ­რძვი, რომ მო­წი­ნაღ­მდე­გე მხა­რეს ოკუ­პან­ტი რუ­სე­თია, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლებს წაგ­ვარ­თვა აფხა­ზე­თი, ცხინ­ვა­ლი, დაგ­ვი­ხო­ცა ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ახალ­გაზ­რდა, ახლა კი მე­გო­ბარ უკ­რა­ი­ნას და­ეს­ხა თავს. რუსი ჩემ­თვი­საც ისე­თი­ვე მტე­რია, რო­გო­რიც უკ­რა­ი­ნე­ლის­თვის. არც ის მა­ვი­წყდე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს ჩვენ გვერ­დით იდ­გნენ. კი­ევ­თან ახ­ლოს "უნა­უსოს“ მე­ბძო­ლე­ბის სა­საფ­ლა­ოა. იქ ძა­ლი­ან ბევრ საფ­ლა­ვის ქვას ნა­ხავთ, რო­მელ­ზეც მე­ომ­რის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გას­წვრივ ამოკ­ვე­თი­ლია წარ­წე­რა: "ის და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში“. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, რომ უკ­რა­ი­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა ჩვე­ნი ვა­ლია, მით უმე­ტეს, რომ მე მათ­გან ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით ვარ და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი.

- უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით რის­თვის და­გა­ჯილ­დო­ეს?

- პატ­რი­არ­ქმა ფი­ლა­რეტ­მა და­მა­ჯილ­დო­ვა, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­მაც "მე­ი­და­ნის“ მოვ­ლე­ნებ­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის პრო­და­სავ­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი და­იც­ვეს.

- და ბო­ლოს, რო­გო­რია უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გან­წყო­ბა, ახლა როცა ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბას ენერ­გოკ­რი­ზი­სიც და­ერ­თო?

- იცით რა? ომის და­წყე­ბის პირ­ველ დღე­ებ­შიც კი, მა­შინ რო­დე­საც კი­ე­ვი ალ­ყა­ში იყო და და­უ­ზო­გა­ვად იბომ­ბე­ბო­და, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­ოც­რად იყ­ვნენ შე­მარ­თუ­ლე­ბი. მშვი­დო­ბა რომ გე­სურ­ვე­ბი­ნათ მათ­თვის, მა­შინ­ვე გე­ტყოდ­ნენ, მშვი­დო­ბა მო­ნო­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა, გამ­რჯვე­ბა გვი­სურ­ვეო. ახლა მით უფრო, კი­დევ უფრო შე­მარ­თუ­ლე­ბი არი­ან, ამ­ბო­ბენ, რუ­სულ­მა ფრთო­სან­მა რა­კე­ტებ­მა ვერ შეგ­ვა­ში­ნეს და სი­ცი­ვე და უშუ­ქო­ბა დაგ­ვა­ხე­ვი­ნებს უკა­ნო?! ტყუ­ი­ლად აქვთ რუ­სებს იმე­დი, რომ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ენერ­გოკ­რი­ზი­სით გა­ტე­ხა­ვენ.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@
12

უსაქმურობისაგან ტიპი მახათის გამოყენებას იწყებს)))

მიმინო
5

ზარბაზანა)))

ავტორი:

"ამ სიბერეში ავითვისე არტილერისტის პროფესია და ვმუშაობ ნაღმმტყორცნზე" - რას ჰყვება კობა ხაბაზი უკრაინაში ბრძოლასა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?

"ამ სიბერეში ავითვისე არტილერისტის პროფესია და ვმუშაობ ნაღმმტყორცნზე" - რას ჰყვება კობა ხაბაზი უკრაინაში ბრძოლასა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე?

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 1500-მდე ქართველი იბრძვის. უკრაინელების შემდეგ, ჩვენი თანამემულეების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ყველა სხვა ერის წარმომადგნლების საერთო რაოდენობას. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ რიგით jარისკაცებსა და მაღალჩნოსან სამხედროებთან ერთად, უკრაინის ომში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის იყვნენ: თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრი და ორი მოქმედი დეპუტატი. ფსონი მაღალია - რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს!.. უფრო ვრცლად უკრაინაში ქართველების ბრძოლის მოტივიაციაზე და მიზნებზე უკრაინაში მებრძოლი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი გვესაუბრება. ის უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ კვირაში გაემგზავრა, 6-თვის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთი თვეც ვეღარ გაძლო და უკან ფრონტის ხაზზე დაბრუნდა.

კობა ხაბაზი:

- რატომ დავბრუნდი ისევ უკრაინაში? იმიტომ, რომ უკრაინაში დავტოვე მეგობრები, თანამებრძოლები, რომლებთან ერთად ლუკმას ვიყოფდი, ერთად ვიყავით სანგარში, ბაზაზე, ფრონტის ხაზზე, ერთად გვციოდა და ერთად გვშიოდა. როდესაც დავრეკავდი და გავიგებდი, დავალების შესასრულებლად მიდიოდნენ, ვეღარც ღამე ვიძინებდი და ვეღარც დღე, ვიდრე არ გავიგებდი, რომ ბაზაზე მშვიდობიანად დაბრუნდნენ. ამას გარდა, როდესაც უკრაინიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, მეგობრებს, უკრაინელ მეთაურებს ვუთხარი, რომ ფრონტის ხაზზე დავბრუნდებოდი ორ შემთხვევაში - თუ უკრაინელები გადავიდოდნენ შეტევაზე ან რუსები გადმოვიდოდნენ შეტევაზე, ხოლო თუ სტატიკური ვითარება ჩამოყალიბდდებოდა ფრონტის ხაზი გაიყინებოდა, მაშინ თავს შევიკავებდი. მართლაც, უკრაინა ახლა ყველა მიმართულებით შეტევაზეა გადასული. ხარკოვის ოლქი მთლიანად განთავისუფლებულია ოკუპანტებისგან, ხერსონი განთავისუფლებულია... უკრაინაში პირველად მაშინ ჩამოვედი, როდესაც ჩვენს მეგობრებს ძნელბედობის ჟამი ედგათ და ახლა მინდა, წინსვლისა და გამარჯვების პროცესშიც მივიღო მონაწილეობა. სიმბოლურად გამოვიდა, როგორც კი ჩამოვედი, ხერსონი აიღეს უკრაინელებმა.

- გამარჯვებაში დარწმუნებული ხართ?

- აუცილებლად გაიმარჯვებს უკრაინა, აუცილებლად დამარცხდება პუტინი - ბოროტების სათავე. ჩვენ ყველას, ვინც აქ ვიბრძვით, გასიგრძეგანებული გვაქვს თუ რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება. ეს პირველ რიგში ნიშნავს საქართველოს შანსს მოწყდეს რუსულ დაჭაობებულ ორბიტას, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და გახდეს დამოუკიდებელი, ძალიერი სახელმწიფო.

- როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება საქართველოში, უკრაინაში რუსეთის დამარცხების შემთხვევაში?

- უკრაინაში რუსეთის დამარცხება პირველ რიგში თავადვე რუსეთში გამოიწვევს ცვლილებებს. პუტინის პოპულარობა მხოლოდ რუსული არმიის ვითომდა უძლეველობით იყო განპირობებული. რუსის ცნობიერება ასეთია - ჭაობშიც რომ ცხოვრობდეს, მაინც გააღმერთებს ლიდერს, თუ ის ერთ გოჯ მიწას მაინც შეჰმატებს რუსეთს. თავის მიწას ვერ უვლიან, ვერ ითვისებენ, მაგრამ მაინც სხვის მიწებზე უჭირავთ თვალი. შესაბმისად, პუტინს უკრაინაში მარცხი, რუსეთში გამოიწვევს ქაოსს, შიდა არეულობას და საქართველოსთვის ვეღარ მოიცლის. ჩვენთვის კი ეს იქნება შანსი.

- რამდენადაც შესაძლებელია, გვიამბეთ, ახლა სად ხართ, რომელ ფრონტზე იბრძვით და როგორია ფრონტის ხაზის სურათი?

- არტილერისტებთან ერთად ვარ და სამი მიმართულებით ვმუშაობთ - დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. ამ სიბერეში ავითვისე არტილერისტის პროფესია და ვმუშაობ ნაღმმტყორცნზე. ვიღებ ბრძანებებს და ვასრულებ. თუმცა, ამ თემაზე ყველაზე ნაკლებად მინდა ლაპარაკი. მირჩევნია, იმ გმირ ქართველ ბიჭებზე ვილაპარაკოთ, რომლებიც საოცრებებს სჩადიან და საქართველოს ღირსებას იცავენ უკრაინის ტერიტორიაზე. მინდა გითხრათ, რომ საოცარი ბიჭები გვყავს, ყველასგან განსხვავებულები, ყველას გაოცებასა და აღტაცებას იწვევენ.

- რით გამოირჩევიან ქართველი მებრძოლები სხვებისგან?

- ჩვენი ბიჭები უშიშრები და თავდაუზოგავები არიან, უკან დახევა არ იციან, რა არის. ისე მოქმედებენ, თითქოს ერთი კი არა, ბევრი სიცოცხლე ჰქონდეთ. შეიძლება, ტრაბახი გამომდის, მაგრამ ჩემს თავზე ხომ არ ვამბობ... ქართველებს აქ ისე უყურებენ, როგორც გმირებს. ნიკა ჭურაძე შემიძლია დავიმოწმო. როდესაც საქმეში ქართველები ერთვებიან, უკრაინელები უფრო მოტივირებულები ხდებიან, აქ ძალიან ხშირად გაიგებთ ფრაზას - "ქართველები ჩვენთან არიან!“ გეტყვით იმასაც, რომ არანაკლები გმირები არიან უკრაინელები. ომი რომ დამთავრდება, ბევრ მათგანზე წიგნებს დაწერენ და ფილმებს გადაიღებენ.

- საკუთარ თავზე რას იტყვით, საბრძოლო გამოცდილების გარეშე არ გიჭირთ არტილერისტის რთული მისიის შესრულება?

- სამშენებლო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. შესაბამისად, არ მიჭირს იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც არტილერიას სჭირდება. ეს არის: მიმართულებების გამოთვლა, მანძილის დაანგარიშება, კოორდინატების შეყვანა და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ მათემატიკა კარგად ვიცი, ძალიან სწრაფად ვანგარიშობ, მონაცემების ანალიზს ვაკეთებ და კუთხეებიც სწორად გამომყავს. ეს განსხვავებული ომია, ტექნოლოგიური იარაღის ჭიდილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ჰაიმარსები“ შემოვიდა. ასე რომ, კომპიუტერთან მჯდომი, სათვალიანი ბიჭები მეომრებზე ნაკლებად როდი ფასობენ. ჩვენ თვალწინ ახალი მსოფლიო იბადება. რუსეთის დამარცხება მხოლოდ ხერსონის და მარიუპოლის გათავისუფლებას როდი ნიშნავს. რუსული ბოროტების იმპერიის დამარცხებას ძალიან ბევრი ცვლილება, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება მოჰყვება.

- საქართველოში დროდადრო ვრცელდება მოსაზრება, რომ ქართველები უკრაინის ომში მაღალი ანაზღაურების გამო იბრძვიან...

- არაფერი ისე არ მაბარზებს, როგორც ზოგიერთი ქართველის ასეთი სულწაწყმედილი პოზიცია. მათ ვერ წარმოუდგენიათ, მე კი ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ რისკავენ ქართველები საკუთარ სიცოცხლეს. უკრაინელები აფასებენ ამ თავგანწირვას და ისევ ქართველები გვითხრიან ძირს? იცით, რამდენჯერ მინატრია, ნეტავ ახლა კალამი და ფურცელი მომცა ეს მომენტი, ან ბიჭების ნააზრები და ნათქვამი ჩამაწერინა - მეთქი... გუშინ ერთი სვანი ბიჭი მეუბნებოდა, ჩემს თავს არ ვჩივი, შევაკვდები, ოღონდ ჩემმა შვილებმა არ გამოსცადონ რუსული, ბინძური ჩექმის სიმწარეო. ზოგჯერ თვეების განმავლობაში ვერ იღებენ ბიჭები ფულს, არც ხელფასებია მაინცდამაინც დიდი. მიშა კაპლანმა გერმანიაში საკუთარი, აწყობილი ბიზნესი მიატოვა, უამრავ გაჭირვებულს ეხმარებოდა... პირში ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს, რომ მიშაზე თქვა, ფულისთვის იბრძვოდა უკრაინაშიო. ამის მთქმელი ძალიან მეცოდება, იმიტომ, რომ ისე აქვს დამახინჯებული ცნობიერება, ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სამშობლოს უანგაროდ ემსახურო. მე აქ იმიტომ ვიბრძვი, რომ მოწინაღმდეგე მხარეს ოკუპანტი რუსეთია, რომელმაც ქართველებს წაგვართვა აფხაზეთი, ცხინვალი, დაგვიხოცა ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა, ახლა კი მეგობარ უკრაინას დაესხა თავს. რუსი ჩემთვისაც ისეთივე მტერია, როგორიც უკრაინელისთვის. არც ის მავიწყდება, რომ უკრაინელები ძნელბედობის ჟამს ჩვენ გვერდით იდგნენ. კიევთან ახლოს "უნაუსოს“ მებძოლების სასაფლაოა. იქ ძალიან ბევრ საფლავის ქვას ნახავთ, რომელზეც მეომრის სახელისა და გვარის გასწვრივ ამოკვეთილია წარწერა: "ის დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში“. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა ჩვენი ვალია, მით უმეტეს, რომ მე მათგან ღირსების ორდენით ვარ დაჯილდოებული.

- უკრაინელებმა ღირსების ორდენით რისთვის დაგაჯილდოეს?

- პატრიარქმა ფილარეტმა დამაჯილდოვა, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც "მეიდანის“ მოვლენებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და უკრაინელი ხალხის პროდასავლური არჩევანი დაიცვეს.

- და ბოლოს, როგორია უკრაინელი ხალხის განწყობა, ახლა როცა ზამთრის მოახლოებას ენერგოკრიზისიც დაერთო?

- იცით რა? ომის დაწყების პირველ დღეებშიც კი, მაშინ როდესაც კიევი ალყაში იყო და დაუზოგავად იბომბებოდა, უკრაინელები საოცრად იყვნენ შემართულები. მშვიდობა რომ გესურვებინათ მათთვის, მაშინვე გეტყოდნენ, მშვიდობა მონობაშიც შეიძლება, გამრჯვება გვისურვეო. ახლა მით უფრო, კიდევ უფრო შემართულები არიან, ამბობენ, რუსულმა ფრთოსანმა რაკეტებმა ვერ შეგვაშინეს და სიცივე და უშუქობა დაგვახევინებს უკანო?! ტყუილად აქვთ რუსებს იმედი, რომ უკრაინელ ხალხს ენერგოკრიზისით გატეხავენ.

ავტორი: ხათუნა ბახტურიძე