ზუგიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სავარაუდოდ, დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რისთვისაც დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ." - განუცხადეს ambebi.ge-ს უწყებაში.
ასევე იხილეთ:
ხშირია საქართველოში უაზრი მკვლელობები. მიზეზი რამდენიმეა: ბავშვს ოჯახი და გარემო აძლევს მაგალითს , როგორ შეიკავო ემოციები და როგორ მოაგვარო კონფლიქტები. მთავრობამ უნდა იზრუნოს ახალგაზრდების ინტელექტუალურ და შეგნების განვითარებაზე სკოლებში, პასუხისმგებლობაზე, მათ დასაქმებაზე და გართობებზე რეგიონებში. სიმართლე თუ დაკარგულია ქვეყანაში, ბავშვებში მითუმეტეს, არ იციან რა არის კარგი და რა არის ცუდი.. საქართველოში ხომ ვერ გაიგებ, ვინ არის მართალი და ვინ - არა(. შავი შავია, თუ თეთრია ვერ გაიგებ, იტყუებიან .)
საჭიროა სს კოდექსი გადაიხედოს მეორე მკვლელის ოჯახიც უნდა დაისაჯოს მესამე ქონება ინდა ჩამოერთვათ ყველა მკვლელის ოჯახს