საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს - რა არის ამ დროისთვის ცნობილი მომხდარზე
ზუგდიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს - რა არის ამ დროისთვის ცნობილი  მომხდარზე

ზუ­გიდ­ში 15 წლის ბიჭი მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვანს სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის­თვი­საც და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დი ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა წერს, მო­ზარ­დებს შო­რის გარ­ჩე­ვა მეს­ხი­ას ქუ­ჩა­ზე, ხიდ­თან მდე­ბა­რე სპორ­ტულ მო­ე­დან­ზე მოხ­და, სა­დაც შე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ კი 15 წლის ს.მ.-ს დანა რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­არ­ტყა.

"ოდი­ში ნი­უ­სის" ცნო­ბით, ამის შემ­დეგ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი გა­იქ­ცნენ, მძი­მედ დაჭ­რი­ლი ს.მ. კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ტი­ურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს აგ­რძე­ლე­ბენ." - გა­ნუ­ცხა­დეს ambebi.ge-ს უწყე­ბა­ში.

ambebi.ge არ­კვევს მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს, მა­სა­ლა გა­ნახ­ლდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -70
0

ქვეყნისათვის დიდი უბედურებაა კიდევ ერთი ახალგაზრდის ტრაგიკულად დაღუპვა, რომელიც მომავალში უნდა გამხდარიყო საკუთარი შვილების მამა და ამით თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის გაძლიერებაში!

დაიღუპა ე.წ. ქუჩური გარჩევების შედეგად, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გამოწვეულია მო­ზარ­დებს შო­რის სიტყვიერი დაპირისპირებით და როგორც წესი ხდება რაღაც არასწორად წარმოთქმული სიტყვის გამო...

რა თქმა უნდა ურთიერთ დაპირისპირები ბიჭებს შორის ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება, მაგრამ ყველაფერი უნდა მოხდეს იარაღის გამოყენების გარეშე.

ასეთი კონფლიქტების წამოჭრის შემთხვევებში ორივე მხარეს მართებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა და პირველ რიგში მისი პრევენციისათვის უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის შენდობა, პატიება, დიდსულევნობა...

უნდა გამოვიმუშაოთ თავმდაბლობის უნარი და სხვა ისეთი თვისებები, როგორიცაა მაგალითად სხვების არ დაჩაგვრა, არ დაცინვა, ფიზიკური და სულიერი ტრამვების სხვებისთვის არ მიყენება...

ტტ
1

სანამ განზრახ მკვპელობაზე სამუდამო პატიმრობა და ადამიანის დაჭრაზე მინიმუმ 15 წელი არ იქნება, აი მანამდე იქნება ეს ცოდვის მორევი ამ ქვეყანაში. ვინმეს ნეტა ბევრი გონია ეს სასჯელები? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ზუგდიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს - რა არის ამ დროისთვის ცნობილი მომხდარზე

ზუგდიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს - რა არის ამ დროისთვის ცნობილი  მომხდარზე

ზუგიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სავარაუდოდ, დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რისთვისაც დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, მოზარდებს შორის გარჩევა მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 15 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.

"ოდიში ნიუსის" ცნობით, ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი ს.მ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ." - განუცხადეს ambebi.ge-ს უწყებაში.

ambebi.ge არკვევს მომხდარის დეტალებს, მასალა განახლდება.