პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი - ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას" - მიხეილ სააკაშვილის მამა
"ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი - ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას" - მიხეილ სააკაშვილის მამა

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მის, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ტარ­დე­ბა.

რო­გორც მან სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ელის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კე­თილ ნე­ბას გა­მო­ი­ჩენს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­იყ­ვა­ნენ.

"დღეს მე ვამ­ბობ, რომ ხვალ­ვე უნდა იყოს გაყ­ვა­ნი­ლი. მე თვი­თონ ექი­მი ვარ, ტოქ­სი­კო­ლო­გი­ა­ში ოდეს­ღაც ნა­მუ­შე­ვა­რი ვარ და ვიცი, რაც არის ნეფ­რო­პა­თია, რო­მელ­საც იწ­ვევს ტოქ­სი­ნე­ბის შეყ­ვა­ნა. კარ­გად ვიცი რა ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა ღვიძ­ლში. ამი­ტომ, სას­წრა­ფოდ უნდა გა­კეთ­დეს ან­ტი­დო­ტუ­რი თე­რა­პია და ერთი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც აქ არ კეთ­დე­ბა. ეს არის მხრის სახ­სრის პრო­თე­ზი­რე­ბა, კი­დუ­რებ­ზე კეთ­დე­ბა, რომ­ლის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ ინ­ვა­ლი­დად დარ­ჩეს. ეს უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ამ დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­მოს­წო­რე­ბაც. ამი­ტომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან კე­თილ ნე­ბას ვე­ლო­დე­ბი პი­რა­დად. რო­გორ დგას იცით სა­კი­თხი? ლა­პა­რა­კი არ არის, მოგ­წონს თუ არ მოგ­წონს, კაცი კვდე­ბა, მას სი­ცო­ცხლეს ვერ წა­არ­თმევ, მხო­ლოდ უფა­ლი არ­თმევს. შენ რა უფ­ლე­ბა გაქვს, რომ წა­არ­თვა და გას­ცე გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ ეს არის "ფე­ი­კი“? ვინც ამას ლა­პა­რა­კობს, თვი­თონ არი­ან "ფე­ი­კე­ბი“. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვის ვე­ხე­ბი და არც მჩვე­ვია ვი­ღა­ცის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა. ჩემი მი­ზა­ნია, დრო­უ­ლად მო­ვა­ხერ­ხოთ ეს სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით და არა ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

  • მისი თქმით, აქ სა­უ­ბა­რი არ არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­გორც ქვეყ­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე ან პა­ტი­მარ­ზე, არა­მედ მო­ქა­ლა­ქე­ზე, რომ­ლის სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია.

"სა­ბო­ლოო მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ნუ წა­ვარ­თმევთ სი­ცო­ცხლეს მი­შას, მე არ ვლა­პა­რა­კობ პრე­ზი­დენტზე და პა­ტი­მარ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ზე ვლა­პა­რა­კობ. მო­ქა­ლა­ქეს ნუ წა­ვარ­თმევთ სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბას. ეს უნდა და­ი­მახ­სოვ­როს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლამ, ამის დრო კი­დევ არის“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "უფა­ლი იყუ­რე­ბა და არა­ვის არა­ფერს შე­არ­ჩენს, ბუ­მე­რან­გი­ვით დატ­რი­ალ­დე­ბა“.

ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს აკის­რებს.

"არ ვსა­უბ­რობ სხვა­დას­ხვა სის­ტე­მა­ზე- სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეა, კლი­ნი­კე­ბიც, მაგ­რამ არა­ვის­ზე ხე­ლის და­დე­ბა არ მჩვე­ვია, რომ მი­ვუ­თი­თო ვის­გან მო­დის. ეს არის კომ­პლექ­სუ­რი ამ­ბა­ვი და ვფიქ­რობ, რომ ალ­ბათ, რუ­სე­თი­დან იმარ­თე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეთა
4

ამდენი ხანია ვითომ კვდება და ვეღარ მოკვდა ეს სამარცხვინო წამონაზარდი

@
1

ჩემმა მეზობელმა ანჟელამ ეს კვლევა ჟენევის ტბაზე ჩაიტარა, მართალია მიშას ავტორი...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

"ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი - ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას" - მიხეილ სააკაშვილის მამა

"ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი - ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას" - მიხეილ სააკაშვილის მამა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის განცხადებით, სააკაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ ტარდება.

როგორც მან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ელის, რომ ხელისუფლება კეთილ ნებას გამოიჩენს და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ.

"დღეს მე ვამბობ, რომ ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი. მე თვითონ ექიმი ვარ, ტოქსიკოლოგიაში ოდესღაც ნამუშევარი ვარ და ვიცი, რაც არის ნეფროპათია, რომელსაც იწვევს ტოქსინების შეყვანა. კარგად ვიცი რა ცვლილებები ხდება ღვიძლში. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ანტიდოტური თერაპია და ერთი ოპერაცია, რომელიც აქ არ კეთდება. ეს არის მხრის სახსრის პროთეზირება, კიდურებზე კეთდება, რომლის გარეშე შეიძლება სამუდამოდ ინვალიდად დარჩეს. ეს უკვე დაგვიანებულია, მაგრამ შეიძლება ამ დაგვიანების გამოსწორებაც. ამიტომ, ხელისუფლებისგან კეთილ ნებას ველოდები პირადად. როგორ დგას იცით საკითხი? ლაპარაკი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, კაცი კვდება, მას სიცოცხლეს ვერ წაართმევ, მხოლოდ უფალი ართმევს. შენ რა უფლება გაქვს, რომ წაართვა და გასცე განკარგულება, რომ ეს არის "ფეიკი“? ვინც ამას ლაპარაკობს, თვითონ არიან "ფეიკები“. აბსოლუტურად არავის ვეხები და არც მჩვევია ვიღაცის ლანძღვა-გინება. ჩემი მიზანია, დროულად მოვახერხოთ ეს სასამართლოს მეშვეობით და არა ძალისმიერი მეთოდებით“,-განაცხადა სააკაშვილმა.

  • მისი თქმით, აქ საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ან პატიმარზე, არამედ მოქალაქეზე, რომლის სიცოცხლე საფრთხეშია.

"საბოლოო მოთხოვნა იქნება, ნუ წავართმევთ სიცოცხლეს მიშას, მე არ ვლაპარაკობ პრეზიდენტზე და პატიმარზე, მოქალაქეზე ვლაპარაკობ. მოქალაქეს ნუ წავართმევთ სიცოცხლის უფლებას. ეს უნდა დაიმახსოვროს აბსოლუტურად ყველამ, ამის დრო კიდევ არის“,-განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, "უფალი იყურება და არავის არაფერს შეარჩენს, ბუმერანგივით დატრიალდება“.

ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

"არ ვსაუბრობ სხვადასხვა სისტემაზე- სასჯელაღსრულების სისტემა, იუსტიციის სამინისტრო, ყველა მონაწილეა, კლინიკებიც, მაგრამ არავისზე ხელის დადება არ მჩვევია, რომ მივუთითო ვისგან მოდის. ეს არის კომპლექსური ამბავი და ვფიქრობ, რომ ალბათ, რუსეთიდან იმართება“,-განაცხადა სააკაშვილმა.