საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილმა 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნისა, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს" - გიული ალასანია
"მიხეილ სააკაშვილმა 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნისა, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს" - გიული ალასანია

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვილ­მა კლი­ნი­კა­ში 40 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო, აქვს სი­ცხე, სი­სუს­ტე და ფეხ­ზე ვერ დგე­ბა.

რო­გორც მან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის“ ექი­მე­ბის მად­ლი­ე­რია, თუმ­ცა, ფიქ­რობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის სა­ზღვარ­გა­რეთ მისი გა­დაყ­ვა­ნაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

"აქ­ცია არის სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნი, პო­ლი­ტი­კას მთლი­ა­ნად ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი. ამ აქ­ცი­ის მი­ზა­ნი არის ის, რომ გა­და­არ­ჩი­ნოს ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე. კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა, კმა­ყო­ფი­ლი და მად­ლო­ბე­ლი ვარ ექი­მე­ბის, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მო­კეთ­და, მა­ინც მძი­მედ არის. შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა ასე მეს­მის, რომ უნდა გა­მო­კეთ­დეს ადა­მი­ა­ნი. 40 კგ და­კარ­გა კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, მუდ­მი­ვად სი­ცხე აქვს, ასე­ვე სი­სუს­ტე, ფეხ­ზე ვერ დგე­ბა, ვერ ჭამს“, - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

  • ის ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის ამის შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბით არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ამას­თან, გი­უ­ლი ალა­სა­ნია აცხა­დებს, რომ ტოქ­სი­კო­ლო­გის დას­კვნას ელო­დე­ბი­ან.

"ზუს­ტად არ ვი­ცით, სად, ვინ და რო­გორ, ყო­ველ შემ­თხე­ვა­ში ჩემ­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. ვე­ლო­დე­ბით ტოქ­სი­კო­ლო­გის დას­კვნას. მი­ზა­ნია, რომ შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­წამ­ლუ­ლია. მისი თქმით, მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ ეჭვი დიდი ხნის წინ თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც ჰქონ­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის მიერ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უტყუ­ა­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის­თვის არა­ვის მი­უ­წო­დე­ბია. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლას მო­უ­წო­დებს, გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და ფაქ­ტე­ბით გა­უმ­ყა­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ.მ.
1

აი დარდი:)))

დათო
1

და მიტინგზე ხალხს რაღატომ თხოვთ მისვლას?.ხომ ითქვა,რომ ქართულ პოლიტიკას გაემიჯნა და უკვე რატომ უნდა მივიდეს ხალხი მიტინგზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნისა, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს" - გიული ალასანია

"მიხეილ სააკაშვილმა 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნისა, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილმა კლინიკაში 40 კილოგრამი დაიკლო, აქვს სიცხე, სისუსტე და ფეხზე ვერ დგება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა "ვივამედის“ ექიმების მადლიერია, თუმცა, ფიქრობს, რომ სააკაშვილის სრული გამოჯანმრთელებისთვის საზღვარგარეთ მისი გადაყვანაა აუცილებელი.

"აქცია არის სრულიად მშვიდობიანი, პოლიტიკას მთლიანად ჩამოცილებული. ამ აქციის მიზანი არის ის, რომ გადაარჩინოს ერთი ადამიანის სიცოცხლე. კლინიკა "ვივამედში“ გამოკვლევები უტარდება, კმაყოფილი და მადლობელი ვარ ექიმების, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მდგომარეობა არ გამოკეთდა, მაინც მძიმედ არის. შესაბამისი მკურნალობის ჩატარება ასე მესმის, რომ უნდა გამოკეთდეს ადამიანი. 40 კგ დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს“, - განაცხადა ალასანიამ.

  • ის ასევე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ამის შესახებ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. ამასთან, გიული ალასანია აცხადებს, რომ ტოქსიკოლოგის დასკვნას ელოდებიან.

"ზუსტად არ ვიცით, სად, ვინ და როგორ, ყოველ შემთხევაში ჩემთვის არ არის ცნობილი. ველოდებით ტოქსიკოლოგის დასკვნას. მიზანია, რომ შესაბამის კლინიკაში იყოს მოთავსებული, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა.

უწყების განმარტებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია. პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს, გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.