კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კატარმა ეკვადორის 8 ფეხბურთელი მოისყიდა" - მსოფლიოს ჩემპიონატი გარიგებული მატჩის სკანდალით იწყება - რამდენად რეალურია ბრალდება
“კატარმა ეკვადორის 8 ფეხბურთელი მოისყიდა" - მსოფლიოს ჩემპიონატი გარიგებული მატჩის სკანდალით იწყება - რამდენად რეალურია ბრალდება

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რჩე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლო სკან­და­ლებ­ზე უკვე არა­ერ­თი წყა­რო წერს. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "კა­ტარ­მა ეკ­ვა­დო­რის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მო­ის­ყი­და."

კონ­კრე­ტუ­ლად ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი და პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ტი­კო­სი ამ­ჯად ტაჰა წერს.

“კა­ტარ­მა ეკ­ვა­დო­რის 8 ფეხ­ბურ­თე­ლი 7.4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ მო­ის­ყი­და, რათა მათ 0:1 წა­ა­გონ (გოლი მე­ო­რე ტა­იმ­ში გა­უშ­ვან). ინ­ფორ­მა­ცია კა­ტა­რი­დან და ეკ­ვა­დო­რი­დან 5-მა ინ­სა­ი­დერ­მა და­ა­დას­ტუ­რა.

ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს ტყუ­ი­ლია. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­დეგ­ზე გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს. მსოფ­ლიო წინ უნდა აღუდ­გეს ფი­ფას კო­რუფ­ცი­ას“, - და­წე­რა ტა­ჰამ "ტვი­ტერ­ზე."

  • საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბაა, ამი­ტომ გა­ვარ­კვი­ონთ ვინ არის ტაჰა და რამ­დე­ნად სან­დოა ის:

ამ­ჯად ტაჰა ჩრდი­ლო­ეთ ლონ­დო­ნის მი­დელ­სექ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, სა­დაც ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, მას­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში მი­ი­ღო. ფლობს რამ­დე­ნი­მე ენას და სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნე­ბის მა­ღა­ლი კლა­სის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის კონ­სულ­ტან­ტია.

  • ადრე ამ­ჯა­მა­დი რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი და ბრი­ტა­ნუ­ლი რა­დი­ოს, Unity FM-ის რე­პორ­ტი­ო­რი იყო. რა­დი­ო­ში ბრი­ტა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ბე­თის ამ­ბებ­ზე უყ­ვე­ბო­და. ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვას გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს.

ჟურ­ნა­ლისტს ირა­ნულ-ბაჰ­რე­ი­ნუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად აკ­რი­ტი­კებს კა­ტარს. 2018 წელს მან კა­ტა­რის რე­ჟი­მი თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ტე­რორ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ადრე ეს ინ­ფორ­მა­ცია არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში გავ­რცელ­და: რო­გორც მა­შინ წერ­დნენ, კა­ტა­რის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებ­მა კო­მერ­ცი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვი გა­ი­ტა­ცეს, რო­მე­ლიც ბაჰ­რე­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ მა­ნა­მა­ში რე­ისს ას­რუ­ლებ­და.

  • ის­ტო­რი­უ­ლი რა­კურ­სი

ბაჰ­რე­ინ­სა და კა­ტარს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა შო­რე­უ­ლი 1963 წლი­დან იღებს სა­თა­ვეს. მა­შინ მათ რამ­დე­ნი­მე კუნ­ძულ­ზე, ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­უ­გებ­რო­ბა ჰქონ­დათ. 1996 წელს ბაჰ­რე­ინ­მა სპარ­სე­თის ყუ­რის არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის საბ­ჭოს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით ახ­სნეს, რომ ბოლო სა­მი­ტი კა­ტარ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო, რო­გორც მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრე­ტენ­ზია სხვა ქვეყ­ნე­ბის მი­მართ. 2017 წლის ივ­ნის­ში ბაჰ­რე­ინ­მა კა­ტარ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა, თუმ­ცა 2021 წელს ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­დგა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლისტ ტა­ჰას, ის აცხა­დებს, რომ კა­ტა­რი სე­რი­ო­ზულ ზე­წო­ლას ახ­დენს ეგ­ვიპ­ტე­ზეც. მისი თქმით, ქვე­ყა­ნა ეგ­ვიპ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში 23 ათას­ზე მეტ ან­გა­რიშს იყე­ნებს.

  • და­ვუბ­რუნ­დეთ გა­რი­გე­ბულ მატ­ჩებს

სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს ინ­სა­ი­დე­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ჯერ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. თუმ­ცა ESPN-ის გან­ცხა­დე­ბით, ფი­ფამ უკვე მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც "2022 წლის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­რი­გე­ბულ მატ­ჩებს გა­მო­რი­ცხა­ვენ."

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, შვე­ი­ცა­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ Sportradar-მა, რო­მე­ლიც ფსო­ნე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, 2022 წლის პირ­ველ 9 თვე­ში გა­მო­ავ­ლი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 600 სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად, შე­საძ­ლოა, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ინ­ტერ­პოლ­თან, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ას­თან და FBI-სთან ერ­თად, შვე­ი­ცა­რუ­ლი კომ­პა­ნია სა­მუ­შაო ჯგუფ­ში შევა და ფსო­ნე­ბის ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინგს გა­აგ­რძე­ლებს - ისი­ნი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მატჩს დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ამი­სათ­ვის Sportradar-ი ხე­ლოვ­ნურ ინ­ტლექტს იყე­ნებს, 600-ზე მეტ ბუქ­მე­ი­ქე­რუ­ლი კან­ტო­რის 30-მი­ლი­არ­დზე მეტ მო­ნა­ცემს აკ­ვირ­დე­ბა. კომ­პა­ნი­ა­ში დაზ­ვერ­ვის 35 ოფი­ცე­რი მუ­შა­ობს, რომ­ლებ­საც ტე­რო­რიზ­მთან და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­თან ბრძო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ­ჯე­რო­ბით ტა­ჰას გან­ცხა­დე­ბა უსა­ფუძ­ვლოდ ჟღერს.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოდა
1

ეს ტაჰაა თუ რაღაცა ვიღაც ენჯეოელი იქნება დასავლეთის მიერ მოსყიდული. თან წარმოშობით ირანელია და ირანელები ღიზიანდებიან არაბების წარმატებებით. მთლიანობაში კი, დასავლეთი ვერ ინელებს იმას რომ კატარმა, ამ პატარა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა. შურით არიან გამსკდარი. რატომ რუსეთის წინააღმდეგ არაფერს არ ამბობდნენ როდესაც იქ ჩატარდა ჩემპიონატი?

MMM
1

გაყიდულის რა ეტყობოდათ ეკვადორელებს..; მშრალად ქე მოუგეს დააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

“კატარმა ეკვადორის 8 ფეხბურთელი მოისყიდა" - მსოფლიოს ჩემპიონატი გარიგებული მატჩის სკანდალით იწყება - რამდენად რეალურია ბრალდება

“კატარმა ეკვადორის 8 ფეხბურთელი მოისყიდა" - მსოფლიოს ჩემპიონატი გარიგებული მატჩის სკანდალით იწყება - რამდენად რეალურია ბრალდება

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, თუმცა შესაძლო სკანდალებზე უკვე არაერთი წყარო წერს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "კატარმა ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელები მოისყიდა."

კონკრეტულად ამის შესახებ ჟურნალისტი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ამჯად ტაჰა წერს.

“კატარმა ეკვადორის 8 ფეხბურთელი 7.4 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მოისყიდა, რათა მათ 0:1 წააგონ (გოლი მეორე ტაიმში გაუშვან). ინფორმაცია კატარიდან და ეკვადორიდან 5-მა ინსაიდერმა დაადასტურა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ტყუილია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია შედეგზე გავლენას იქონიებს. მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს ფიფას კორუფციას“, - დაწერა ტაჰამ "ტვიტერზე."

  • საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა, ამიტომ გავარკვიონთ ვინ არის ტაჰა და რამდენად სანდოა ის:

ამჯად ტაჰა ჩრდილოეთ ლონდონის მიდელსექსის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში, მასკომუნიკაციებისა და კულტუროლოგიის მიმართულებაში მიიღო. ფლობს რამდენიმე ენას და სპარსეთის ყურის ქვეყნების მაღალი კლასის საჯარო მოხელეების კონსულტანტია.

  • ადრე ამჯამადი რადიოწამყვანი და ბრიტანული რადიოს, Unity FM-ის რეპორტიორი იყო. რადიოში ბრიტანულ საზოგადოებას არაბეთის ამბებზე უყვებოდა. ის ადამიანის უფლებათა დაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

ჟურნალისტს ირანულ-ბაჰრეინული ფესვები აქვს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ რეგულარულად აკრიტიკებს კატარს. 2018 წელს მან კატარის რეჟიმი თვითმფრინავის გატაცებასა და მოსახლეობის ტერორში დაადანაშაულა. ადრე ეს ინფორმაცია არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გავრცელდა: როგორც მაშინ წერდნენ, კატარის გამანადგურებლებმა კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელიც ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში რეისს ასრულებდა.

  • ისტორიული რაკურსი

ბაჰრეინსა და კატარს შორის დაძაბულობა შორეული 1963 წლიდან იღებს სათავეს. მაშინ მათ რამდენიმე კუნძულზე, ტერიტორიებთან დაკავშირებით გაუგებრობა ჰქონდათ. 1996 წელს ბაჰრეინმა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ბოიკოტი გამოუცხადა. გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ბოლო სამიტი კატარში გამოყენებული იყო, როგორც მისი ტერიტორიული მთლიანობის პრეტენზია სხვა ქვეყნების მიმართ. 2017 წლის ივნისში ბაჰრეინმა კატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა 2021 წელს ურთიერთობა აღდგა.

რაც შეეხება ჟურნალისტ ტაჰას, ის აცხადებს, რომ კატარი სერიოზულ ზეწოლას ახდენს ეგვიპტეზეც. მისი თქმით, ქვეყანა ეგვიპტის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში 23 ათასზე მეტ ანგარიშს იყენებს.

  • დავუბრუნდეთ გარიგებულ მატჩებს

საფეხბურთო სამყაროს ოფიციალურ პირებს ინსაიდერულ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა ESPN-ის განცხადებით, ფიფამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები, რომლებიც "2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გარიგებულ მატჩებს გამორიცხავენ."

როგორც გამოცემა წერს, შვეიცარულმა კომპანიამ Sportradar-მა, რომელიც ფსონების მონიტორინგით არის დაკავებული, 2022 წლის პირველ 9 თვეში გამოავლინა დაახლოებით 600 საფეხბურთო მატჩი, რომელიც პოტენციურად, შესაძლოა, ფალსიფიცირებული ყოფილიყო.

ინტერპოლთან, სამართლიანობის საერთაშორისო ასოციაციასთან და FBI-სთან ერთად, შვეიცარული კომპანია სამუშაო ჯგუფში შევა და ფსონების ბაზრის მონიტორინგს გააგრძელებს - ისინი მსოფლიო ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა მატჩს დეტალურად განიხილავენ. ამისათვის Sportradar-ი ხელოვნურ ინტლექტს იყენებს, 600-ზე მეტ ბუქმეიქერული კანტორის 30-მილიარდზე მეტ მონაცემს აკვირდება. კომპანიაში დაზვერვის 35 ოფიცერი მუშაობს, რომლებსაც ტერორიზმთან და ფინანსურ მაქინაციებთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ.

შესაბამისად, ჯერჯერობით ტაჰას განცხადება უსაფუძვლოდ ჟღერს.

ავტორი: ანრი კურტანიძე