საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რონალდო ხუთეულს მიღმა, პსჟ-ს ტრიო სამეულში და "კვარას" თანაგუნდელის 6-ჯერ გაზრდილი ხელფასი - ვინ არიან "მუნდიალი 2022"-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები
რონალდო ხუთეულს მიღმა, პსჟ-ს ტრიო სამეულში და "კვარას" თანაგუნდელის 6-ჯერ გაზრდილი ხელფასი - ვინ არიან "მუნდიალი 2022"-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

დღეს, 20 ნო­ემ­ბერს, ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­როს­თვის საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლო პე­რი­ოდ­ში, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­ი­წყე­ბა (რო­გორც წესი, მუნ­დი­ა­ლი ზა­ფხულ­ში იმარ­თე­ბა ხოლ­მე). პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მას­პინ­ძელ კა­ტარ­სა და ეკ­ვა­დორს შო­რის გა­ი­მარ­თე­ბა.

ვარ­სკვლა­ვე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბი უკვე კა­ტარ­ში არი­ან და მატ­ჩის დღე­ებს ელო­დე­ბი­ან. მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უმ­დიდ­რეს ქვე­ყა­ნას რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნე­რი ერთი თვით შე­ე­მა­ტე­ბა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვინ არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ფეხ­ბურ­თე­ლი და შე­დე­გე­ბი ცოტა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

  • სტა­ტი­ა­ში გა­გაც­ნობთ ფეხ­ბურ­თელ­თა ხელ­ფა­სებს - 1 კვი­რი­სა და 1 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით:

მივ­ყვეთ ჯგუ­ფებს და ყო­ვე­ლი ჯგუ­ფის თითო ნაკ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მოვ­ყოთ.

  • A ჯგუფ­ში გან­თავ­სდნენ მას­პინ­ძე­ლი კა­ტა­რი, ეკ­ვა­დო­რი, სე­ნე­გა­ლი და ნი­დერ­ლან­დე­ბი.

  • B ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრინ­ცი­პულ და­პი­რის­პი­რე­ბებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს.

სხვა­თა­შო­რის, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ფეხ­ბურ­თე­ლი ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი­დან ჯე­ი­დონ სან­ჩოა, თუმ­ცა ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ გა­ემ­გზავ­რა.

ასე­ვე, ის ფაქ­ტი, რომ უელ­სის ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ფეხ­ბურ­თე­ლი აა­რონ რემ­ზია და არა გა­რეთ ბე­ი­ლი, რო­მე­ლიც "რე­ალ­ში“ კვი­რა­ში 600 ათას ევ­რო­ზე მეტს იღებ­და, ცოტა უც­ნა­უ­რია. ბე­ი­ლი ამ­ჟა­მად "ლოს-ან­ჟე­ლე­სის“ ღირ­სე­ბას იცავს და მლს-ის სა­ხელ­ფა­სო ჭე­რის გამო, კვი­რა­ში მოკ­რძა­ლე­ბულ 30 ათას ევ­როს იღებს.

  • C ჯფუფ­ში, სა­დაც არ­გენ­ტი­ნა, მექ­სი­კა, სა­უ­დის არა­ბე­თი და პო­ლო­ნე­თი იბ­რძო­ლე­ბენ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფი­ნან­სუ­რი ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა.

ირ­ვინგ ლო­სა­ნოს ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც "ნა­პო­ლი­ში“ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­ნა­გუნ­დე­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად 6-ჯერ არის გაზ­რდი­ლი. ჰო­ლან­დი­უ­რი "პსვ“ მას კვი­რა­ში 16 ათასს უხ­დი­და. ახლა კი თით­ქმის 100 ათასს იღებს.

ლე­ვან­დოვ­სკიც მშვე­ნი­ერ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. თუ პო­ლო­ნე­ლი თავ­დამ­სხმე­ლი "ბარ­სას­თან“ და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ბო­ლომ­დე შე­ას­რუ­ლებს (რო­მე­ლიც 2025/26 სრულ­დე­ბა), 37 წლის ასაკ­ში, 4 წე­ლი­წად­ში, ჯამ­ში 83.3 მი­ლი­ო­ნი ევრო ექ­ნე­ბა გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბედ­ნი­ე­რი და უზ­რუნ­ვე­ლი "პენ­სი­ის­თვის“ მზად იქ­ნე­ბა.

  • D ჯგუფ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფი­ნან­სუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბაა.

კი­ლი­ან მბა­პეს წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი: არ­ზა­ნის 60 წლის, სი­ჰი­რის 42 წლის, ხოლო კრის­ტენ­სე­ნის 9 წლის ხელ­ფა­სია.

  • E ჯგუ­ფი

ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი გერ­მა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი (422კ) ტონი კრო­ო­სი იყო, თუმ­ცა მან სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა.

  • F ჯგუ­ფი

ეს ერ­თა­დერ­თი ჯგუ­ფია, რო­მელ­თა ყვე­ლა ლი­დე­რი წლი­უ­რად 10 მი­ლი­ონ­ზე მეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

  • G ჯგუ­ფი

აქ რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ნე­ი­მარს ვე­რა­ვინ აჯო­ბებ­და. თუმ­ცა აკან­ჯი­მაც არ უნდა იწუ­წუ­ნოს - "სი­ტი­ში“ გა­დას­ვლის შემ­დეგ, ხელ­ფა­სი ფაქ­ტობ­რი­ვად, ოთხჯერ გა­ე­ზარ­და.

  • H ჯგუ­ფი

H ჯგუფ­ში ყვე­ლა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ფეხ­ბურ­თე­ლი ერთ ლი­გა­ში - პრე­მი­ერ­ლი­გა­ში თა­მა­შობს.

  • რო­ნალ­დოს ხელ­ფა­სი 25%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. შემ­ცი­რე­ბა "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის“ სხვა ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც შე­ე­ხო, მათ შო­რის, დე ჰეას. ეს იმით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ "წი­თე­ლი ეშ­მა­კე­ბი“ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე ვერ მოხ­ვდნენ.

მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ხუ­თე­უ­ლი ასე­თია:

  • კი­ლი­ან მბა­პე 1.4M/72M
  • ლი­ო­ნელ მესი 1.2/63.6M
  • ნე­ი­მა­რი 1.1M/56.4M
  • დე იონ­გი 721K/37.5M
  • ბუს­კეტ­სი 711K/37M

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რონალდო ხუთეულს მიღმა, პსჟ-ს ტრიო სამეულში და "კვარას" თანაგუნდელის 6-ჯერ გაზრდილი ხელფასი - ვინ არიან "მუნდიალი 2022"-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

რონალდო ხუთეულს მიღმა, პსჟ-ს ტრიო სამეულში და "კვარას" თანაგუნდელის 6-ჯერ გაზრდილი ხელფასი - ვინ არიან "მუნდიალი 2022"-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

დღეს, 20 ნოემბერს, ფეხბურთის სამყაროსთვის საკმაოდ უჩვეულო პერიოდში, მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება (როგორც წესი, მუნდიალი ზაფხულში იმართება ხოლმე). პირველი შეხვედრა მასპინძელ კატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება.

ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ნაკრებები უკვე კატარში არიან და მატჩის დღეებს ელოდებიან. მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანას რამდენიმე ათეული მილიონერი ერთი თვით შეემატება. ჩვენ დავინტერესდით მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი და შედეგები ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა.

  • სტატიაში გაგაცნობთ ფეხბურთელთა ხელფასებს - 1 კვირისა და 1 წლის მონაცემების მიხედვით:

მივყვეთ ჯგუფებს და ყოველი ჯგუფის თითო ნაკრებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელები გამოვყოთ.

  • A ჯგუფში განთავსდნენ მასპინძელი კატარი, ეკვადორი, სენეგალი და ნიდერლანდები.

  • B ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებებს შემოგვთავაზებს.

სხვათაშორის, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებიდან ჯეიდონ სანჩოა, თუმცა ის მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაემგზავრა.

ასევე, ის ფაქტი, რომ უელსის ნაკრების ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი აარონ რემზია და არა გარეთ ბეილი, რომელიც "რეალში“ კვირაში 600 ათას ევროზე მეტს იღებდა, ცოტა უცნაურია. ბეილი ამჟამად "ლოს-ანჟელესის“ ღირსებას იცავს და მლს-ის სახელფასო ჭერის გამო, კვირაში მოკრძალებულ 30 ათას ევროს იღებს.

  • C ჯფუფში, სადაც არგენტინა, მექსიკა, საუდის არაბეთი და პოლონეთი იბრძოლებენ ერთი საინტერესო ფინანსური ფაქტი ფიქსირდება.

ირვინგ ლოსანოს ხელფასი, რომელიც "ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელია, ფაქტობრივად 6-ჯერ არის გაზრდილი. ჰოლანდიური "პსვ“ მას კვირაში 16 ათასს უხდიდა. ახლა კი თითქმის 100 ათასს იღებს.

ლევანდოვსკიც მშვენიერ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ პოლონელი თავდამსხმელი "ბარსასთან“ დადებულ ხელშეკრულებას ბოლომდე შეასრულებს (რომელიც 2025/26 სრულდება), 37 წლის ასაკში, 4 წელიწადში, ჯამში 83.3 მილიონი ევრო ექნება გამომუშავებული. ფაქტობრივად, ბედნიერი და უზრუნველი "პენსიისთვის“ მზად იქნება.

  • D ჯგუფში ყველაზე დიდი ფინანსური უთანასწორობაა.

კილიან მბაპეს წლიური შემოსავალი: არზანის 60 წლის, სიჰირის 42 წლის, ხოლო კრისტენსენის 9 წლის ხელფასია.

  • E ჯგუფი

ყველაზე მაღალშემოსავლიანი გერმანელი ფეხბურთელი (422კ) ტონი კროოსი იყო, თუმცა მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.

  • F ჯგუფი

ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელთა ყველა ლიდერი წლიურად 10 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს.

  • G ჯგუფი

აქ როგორც მოსალოდნელი იყო, ნეიმარს ვერავინ აჯობებდა. თუმცა აკანჯიმაც არ უნდა იწუწუნოს - "სიტიში“ გადასვლის შემდეგ, ხელფასი ფაქტობრივად, ოთხჯერ გაეზარდა.

  • H ჯგუფი

H ჯგუფში ყველა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ერთ ლიგაში - პრემიერლიგაში თამაშობს.

  • რონალდოს ხელფასი 25%-ით არის შემცირებული. შემცირება "მანჩესტერ იუნაიტედის“ სხვა ფეხბურთელებსაც შეეხო, მათ შორის, დე ჰეას. ეს იმით არის განპირობებული, რომ "წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ხუთეული ასეთია:

  • კილიან მბაპე 1.4M/72M
  • ლიონელ მესი 1.2/63.6M
  • ნეიმარი 1.1M/56.4M
  • დე იონგი 721K/37.5M
  • ბუსკეტსი 711K/37M

ავტორი: ანრი კურტანიძე