ავტორი:

"ჯორჯიის შტატს არ დაგვიმარცხებია უელსი, ქართველ ერს კი ვულოცავთ" - უელსთან გამარჯვების გამო, მილოცვებს ჯორჯიის შტატი იღებს

"ჯორჯიის შტატს არ დაგვიმარცხებია უელსი, ქართველ ერს კი ვულოცავთ" - უელსთან გამარჯვების გამო, მილოცვებს ჯორჯიის შტატი იღებს

ქართველმა ბორჯღალოსნებმა უელსის ნაკრები, კარდიფში დაამარცხეს. ეს გამარჯვება ისტორიული იყო. ქართველმა მორაგბეებმა უელსს პირველად სძლიეს, თანაც გასვლაზე. უელსი არის "ექვსი ერის" უკვე მეორე გუნდი, რომელიც ქართველებმა დაამარცხეს.

აქამდე ჩვენმა გუნდმა იტალიას სძლია. გამარჯვებას არაერთი სტატია მიეძღვნა უცხოურ მედიაში, ქართველი მორაგბეები კი ამ დრომდე იღებენ მილოცვებს.

აღსანიშNავია, რომ ბევრმა უცხოელმა რაგბის მოყვარულმა გამარჯვება საქართველოს ნაცვლად ჯორჯიის შტატს მიულოცა, რის შემდეგაც შტატისს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"ვიდრე ვკითხულობთ მოლოცვებს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს (აშშ) დღეს უელსი არ დაგვიმარცხებია, მაგრამ მადლობა. ვულოცავთ ქართველ ერს ისტორიულ გამარჯვებას“, - ნათქვამია ჯორჯიის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.