პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იძულებული გავხდი, წავსულიყავი ოკეანის გადაღმა... იქ ვიცავ ჩემი ქვეყნის ღირსებას" - ქართველი ძიუდოისტის წარმატება ამერიკაში: როგორია კობა მჭედლიშვილის გზა ძიუდოს სამყაროში?
"იძულებული გავხდი, წავსულიყავი ოკეანის გადაღმა... იქ ვიცავ ჩემი ქვეყნის ღირსებას" - ქართველი ძიუდოისტის წარმატება ამერიკაში: როგორია კობა მჭედლიშვილის გზა ძიუდოს სამყაროში?

კობა მჭედ­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რია, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭა­ბუ­კებ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ჭა­ბუ­კებ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი 23 წლამ­დელ­თა შო­რის, მსოფ­ლიო პრი­ზი­ო­რი ახალ­გაზ­რდებს შო­რის, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. უკვე ხვდე­ბით, რომ ჭი­და­ო­ბა კო­ბას­თვის ყვე­ლა­ფე­რია. აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ ეს სპორ­ტი მათი ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­აც არის.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ტრა­დი­ცი­ას ვაგ­რძე­ლებ. რაც თავი მახ­სოვს, სულ ვჭი­და­ობ, იმ პე­რი­ო­დი­დან, რაც ფეხი ავიდ­გი (ამის ამ­სახ­ვე­ლე ვი­დე­ო­ე­ბიც არ­სე­ბობს),“ - ამ­ბობს კობა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ვარ­ჯი­ში 5 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, ტან­ვარ­ჯიშ­სა და ბა­ტუტ­ზე და­დი­ო­და, რა­მაც მის მოქ­ნი­ლო­ბა­ზე ძი­უ­დო­ში ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

"8 წლის რომ ვი­ყა­ვი, მშობ­ლებ­მა უკვე ძი­უ­დო­ზე კლუბ "შე­ვარ­დენ­ში" მი­მიყ­ვა­ნეს. ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სპარ­ტაკ გორ­გა­ძე იყო. რა თქმა უნდა, ვარ­ჯი­ში მი­ფას­დე­ბო­და და ერთი მე­და­ლი ყო­ველ­თვის მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და იმის­თვის, რომ მე­ო­რე მედ­ლის­თვის უფრო მეტი მე­ვარ­ჯი­შა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებ­და" - გვიყ­ვე­ნა რეს­პონ­დენ­ტი.

- რო­გორც ჩანს, მშობ­ლე­ბის როლი ამ საქ­მე­ში დიდ­ზე დი­დია...

- მშობ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ზე. გვერ­დში მედგნენ რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ისე მო­რა­ლუ­რად. მა­მა­ჩე­მი ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს გვერ­დით გა­და­დებ­და ხოლ­მე და შე­ჯიბ­რის დღეს ყო­ველ­თვის ჩემს გვერ­დით იყო.

- პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა რა ასაკ­ში მო­ი­პო­ვეთ და რა იყო?

- პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რი ერე­ვან­ში მქონ­და. ეს იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი, რო­მელ­ზეც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე.

- ზო­გა­დად რა სპორ­ტია ასე­თი, რომ ასეთ საბ­რძო­ლო ჟინს იწ­ვევს?

- ვფიქ­რობ, ჟინი ნე­ბის­მი­ერ სპორ­ტშია, თუმ­ცა ძი­უ­დო, ნამ­დვი­ლად უფრო მე­ტია, ვიდ­რე სპორ­ტი. ბრძო­ლის გარ­და, ეს არის დის­ციპ­ლი­ნა და მე­ტო­ქის პა­ტი­ვის­ცე­მა, რაც მე ძი­უ­დო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს. ამის გარ­და, ნამ­დვი­ლად უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლია, სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის აჟ­ღე­რე­ბა.

- დღეს თქვენ ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ას­პა­რე­ზობთ. რა­ტომ?

- ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვას­პა­რე­ზობ. გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. რე­ა­ლუ­რად ამ მი­ზე­ზებ­მა კი მა­ი­ძუ­ლა, ქვეყ­ნი­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მა­გა­ლი­თად, ეს მი­ზე­ზე­ბია - მნიშ­ვნე­ლო­ვან ტურ­ნი­რებ­ზე არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი მსა­ჯო­ბა და შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­უ­ფა­სებ­ლო­ბის გან­ცდა. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, წავ­სუ­ლი­ყა­ვი ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა, სამ­შობ­ლო­დან ძა­ლი­ან შორს...

- რა ხდე­ბა ამე­რი­კა­ში - მოგ­ვი­ყე­ვით.

- ამე­რი­კა­ში ძი­უ­დოს კლუ­ბის "yawara force”-ს წევ­რი ვარ და აქ­ტი­უ­რად ვაგ­რძე­ლებ ვარ­ჯიშს. ვმო­ნა­წი­ლე­ობ ამე­რი­კის სხვა­დას­ხვა შტა­ტის ტურ­ნი­რებ­ზე. ამის გარ­და, იქ ვმუ­შა­ობ.

- რო­გორც ჩანს, ახლა ასეა სა­ჭი­რო, რაკი ასეთ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეთ... თქვე­ნი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ორ­თაბ­რძო­ლა იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ?

- კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შეხ­ვედ­რა მახ­სოვს მა­ი­ა­მი­ში. 2013 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი და­ვა­მარ­ცხე. ეს შეხ­ვედ­რა ორ­მა­გად სა­ნერ­ვი­უ­ლო იყო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ია­პო­ნია ძი­უ­დოს სამ­შობ­ლოა და ძი­უ­დო­ის­ტი (ჰი­ფუ­მი აბე), რო­მელ­საც მო­ვუ­გე, დღეს ერთ-ერთი ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნია. რო­გორც ვიცი, მას კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე სულ 10 წა­გე­ბა აქვს, ერთ-ერთი ჩემ­თან.

აქვე უნდა ავღ­ნიშ­ნო, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ია­პო­ნე­ლე­ბი ორ­ჯერ იყ­ვნენ სტუმ­რად ჩემ­თან და გა­და­ი­ღეს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი. გუნდთან ჩა­მო­სუ­ლი იყო ყო­ფი­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ტა­კა­ში ონო.

- მო­სა­ლო­ცი ამ­ბა­ვია... კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე შექ­მნი­ლი რთუ­ლი ეპი­ზო­დი თუ გქო­ნი­ათ?

- რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ვგრძნობ­დი, რომ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში აღარ მა­ფა­სებ­დნენ, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ამას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც და­ერ­თო (გერ­მა­ნი­ა­ში შე­ჯიბ­რის წინ მო­ვი­წამ­ლე და იქი­დან და­ი­წყო პრობ­ლე­მე­ბი - ერთ წელ­ზე მეტი მკურ­ნა­ლო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი). ეს ნამ­დვი­ლად რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო ჩემ­თვის და წა­ვე­დი ამე­რი­კა­ში.

- ამე­რი­კა­ში ამე­რი­კის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობთ?

- ამე­რი­კა­ში ამე­რი­კის სა­ხე­ლით ვერ ვი­ას­პა­რე­ზებ, ვი­ნა­ი­დან არ ვარ ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იქ ისევ ჩემი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას ვი­ცავ, ეს კი ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებს. ვმოღ­ვა­წე­ობ პენ­სილ­ვა­ნი­ის შტატ­ში და ყვე­ლა იქ ჩა­ტა­რე­ბულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მაქვს აღე­ბუ­ლი.

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მიყ­ვარს, თუმ­ცა, გე­ტყვით, რომ ძი­უ­დო­დან არ წავ­სულ­ვარ და ისევ გა­ვა­ხა­რებ ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
8

ყველა ქართველის წარმატება მახარებს ყველას წარმატებებს ვუსურვებ ამ შემთხვევაში და ზოგადად სამშობლოს არ ებუტებიან არ ვუარყოფ შეიძლება დაჩაგრას კიდეც მიუხედავად ამისა არ უნდა დანებდე ტატამზე დაუმტკიცეს ყველას რომ იმსახურებ დაფასებას ამასთანავე არსებობს სუბიექტური ფაქტორებიც ვინ წარმოიდგენდა რომ ტაისონა ნაკრებში ვერ მოხვდებოდა ამიტომ მხოლოდ ბოლომდე დახარჯვა პროფესიონალიზმი იგივე გეგეშიძე დათუნაშვილის სიტუაციაში რაცარუნდა მართალია სპორტსმენი სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ არ უნდა გამოსულიყო წარმოიდგინეთ ექვთიმე თაყაიშვილს პირადი რომ წინ დაეყენებინა როცა ქვეყანას წარმოადგენს სამშობლოს დროშის ქვეშ დგეხარ უპირველესი ქვეყნის ინტერესები ყველაფერი დანარჩენი მეორედა მეასე ხარისხოვანია. 

ყველაზე სამართლიანი კაცი
3

არ ვუფრთხილდებით ჩვენი გენის ასეთ ძლიერ მატარებლებს, პირიქით ვავიწროვებთ და იძულებული ხდებიან დატოვონ სამშობლო თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. წარმატებები შენ და ყველა შენნაირ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ადამიანს.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

"იძულებული გავხდი, წავსულიყავი ოკეანის გადაღმა... იქ ვიცავ ჩემი ქვეყნის ღირსებას" - ქართველი ძიუდოისტის წარმატება ამერიკაში: როგორია კობა მჭედლიშვილის გზა ძიუდოს სამყაროში?

"იძულებული გავხდი, წავსულიყავი ოკეანის გადაღმა... იქ ვიცავ ჩემი ქვეყნის ღირსებას" - ქართველი ძიუდოისტის წარმატება ამერიკაში: როგორია კობა მჭედლიშვილის გზა ძიუდოს სამყაროში?

კობა მჭედლიშვილი საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი წევრია, მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკებში, ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში, ევროპის ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის, მსოფლიო პრიზიორი ახალგაზრდებს შორის, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. უკვე ხვდებით, რომ ჭიდაობა კობასთვის ყველაფერია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს სპორტი მათი ოჯახის ტრადიციაც არის.

"შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრადიციას ვაგრძელებ. რაც თავი მახსოვს, სულ ვჭიდაობ, იმ პერიოდიდან, რაც ფეხი ავიდგი (ამის ამსახველე ვიდეოებიც არსებობს),“ - ამბობს კობა მჭედლიშვილი, რომელმაც ვარჯიში 5 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად, ტანვარჯიშსა და ბატუტზე დადიოდა, რამაც მის მოქნილობაზე ძიუდოში ძალიან დიდი გავლენა იქონია.

"8 წლის რომ ვიყავი, მშობლებმა უკვე ძიუდოზე კლუბ "შევარდენში" მიმიყვანეს. ჩემი პირველი მასწავლებელი სპარტაკ გორგაძე იყო. რა თქმა უნდა, ვარჯიში მიფასდებოდა და ერთი მედალი ყოველთვის მეტ მოტივაციას მაძლევდა იმისთვის, რომ მეორე მედლისთვის უფრო მეტი მევარჯიშა. ეს ყველაფერი კი ძალიან მაბედნიერებდა" - გვიყვენა რესპონდენტი.

- როგორც ჩანს, მშობლების როლი ამ საქმეში დიდზე დიდია...

- მშობლების ხელშეწყობამ უდიდესი გავლენა იქონია ჩემს წარმატებაზე. გვერდში მედგნენ როგორც მატერიალურად, ისე მორალურად. მამაჩემი ყველა მნიშვნელოვან საქმეს გვერდით გადადებდა ხოლმე და შეჯიბრის დღეს ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.

- პირველი წარმატება რა ასაკში მოიპოვეთ და რა იყო?

- პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი ერევანში მქონდა. ეს იყო საერთაშორისო ტურნირი, რომელზეც პირველი ადგილი დავიკავე.

- ზოგადად რა სპორტია ასეთი, რომ ასეთ საბრძოლო ჟინს იწვევს?

- ვფიქრობ, ჟინი ნებისმიერ სპორტშია, თუმცა ძიუდო, ნამდვილად უფრო მეტია, ვიდრე სპორტი. ბრძოლის გარდა, ეს არის დისციპლინა და მეტოქის პატივისცემა, რაც მე ძიუდოში ყველაზე მეტად მომწონს. ამის გარდა, ნამდვილად უდიდესი სიხარულია, სხვა ქვეყანაში საქართველოს ჰიმნის აჟღერება.

- დღეს თქვენ ახლა საქართველოში არ ასპარეზობთ. რატომ?

- ამჟამად ამერიკაში ვასპარეზობ. გარკვეული მიზეზების გამო. რეალურად ამ მიზეზებმა კი მაიძულა, ქვეყნიდან წავსულიყავი. მაგალითად, ეს მიზეზებია - მნიშვნელოვან ტურნირებზე არაკომპეტენტური მსაჯობა და შიდა სამზარეულოში დაუფასებლობის განცდა. იძულებული გავხდი, წავსულიყავი ოკეანის გადაღმა, სამშობლოდან ძალიან შორს...

- რა ხდება ამერიკაში - მოგვიყევით.

- ამერიკაში ძიუდოს კლუბის ,,yawara force”-ს წევრი ვარ და აქტიურად ვაგრძელებ ვარჯიშს. ვმონაწილეობ ამერიკის სხვადასხვა შტატის ტურნირებზე. ამის გარდა, იქ ვმუშაობ.

- როგორც ჩანს, ახლა ასეა საჭირო, რაკი ასეთ არჩევანი გააკეთეთ... თქვენი ყველაზე რთული ორთაბრძოლა იქნებ გაიხსენოთ?

- კარიერის მანძილზე ყველაზე რთული შეხვედრა მახსოვს მაიამიში. 2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იაპონელი დავამარცხე. ეს შეხვედრა ორმაგად სანერვიულო იყო, მოგეხსენებათ, იაპონია ძიუდოს სამშობლოა და ძიუდოისტი (ჰიფუმი აბე), რომელსაც მოვუგე, დღეს ერთ-ერთი ლეგენდარული სპორტსმენია. როგორც ვიცი, მას კარიერის მანძილზე სულ 10 წაგება აქვს, ერთ-ერთი ჩემთან.

აქვე უნდა ავღნიშნო, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ იაპონელები ორჯერ იყვნენ სტუმრად ჩემთან და გადაიღეს დოკუმენტური ფილმი. გუნდთან ჩამოსული იყო ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკაში ონო.

- მოსალოცი ამბავია... კარიერის მანძილზე შექმნილი რთული ეპიზოდი თუ გქონიათ?

- როგორც უკვე გითხარით, ვგრძნობდი, რომ საკუთარ ქვეყანაში აღარ მაფასებდნენ, მიკერძოებულები იყვნენ, ამას ჯანმრთელობის პრობლემებიც დაერთო (გერმანიაში შეჯიბრის წინ მოვიწამლე და იქიდან დაიწყო პრობლემები - ერთ წელზე მეტი მკურნალობის ქვეშ ვიყავი). ეს ნამდვილად რთული პერიოდი იყო ჩემთვის და წავედი ამერიკაში.

- ამერიკაში ამერიკის სახელით ასპარეზობთ?

- ამერიკაში ამერიკის სახელით ვერ ვიასპარეზებ, ვინაიდან არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ იქ ისევ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავ, ეს კი ძალიან მაბედნიერებს. ვმოღვაწეობ პენსილვანიის შტატში და ყველა იქ ჩატარებულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი მაქვს აღებული.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა, გეტყვით, რომ ძიუდოდან არ წავსულვარ და ისევ გავახარებ ჩემს გულშემატკივრებს.