სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალისა ძალიან ჰგავს მიშას, მამას პალატაში მისი სურათი უკიდია" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილის უკიდურესად გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, სანდრასა და შვილიშვილებზე
"ალისა ძალიან ჰგავს მიშას, მამას პალატაში მისი სურათი უკიდია" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილის უკიდურესად გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, სანდრასა და შვილიშვილებზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მამ ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­კით“ მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"მიშა უნდა გა­დარ­ჩეს! ჩემი იქ მის­ვლით მეტ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ, შვილს მე­ტად ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, მაგ­რამ მი­შამ ისიც იცის, რომ არ შე­მიძ­ლია სი­ა­რუ­ლი, ძა­ლი­ან მი­ჭირს. არ ვიცი, ვინ მივა და ვინ - არა, ეს 20 ნო­ემ­ბერს გა­მოჩ­ნდე­ბა. ეს უნდა იყოს ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოს­ვლე­ბი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე, უნდა მოხ­დეს პო­ლი­ტი­კის­გან სრუ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ებ­მა ბო­რო­ტად არ ისრგებ­ლონ და რა­ღაც პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი არ მო­ა­წყონ. აქ სი­ცო­ცხლე­ზე და ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი. ვი­საც მიშა არ მოგ­წონთ, არ გიყ­ვართ და მის მი­მართ ბოღ­მა გაქვთ, როცა გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა ამა­ზე მერე და­ჯე­ქით და ილა­პა­რა­კეთ. წაქ­ცე­ულ კაცს არ უნდა ეჭი­დაო,“- გვე­უბ­ნე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მამა ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში:

ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი:

- ჩემს შვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დგომ, გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში 14 დი­აგ­ნო­ზი გა­მოხ­ტა, ამას ძვლის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზიც და­ე­მა­ტა. მი­შას პრობ­ლე­მა აქვს მარ­ცხე­ნა კი­დუ­რის სახ­სარ­ში და ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ უნდა ჩა­ტარ­დეს ენ­დოპ­რო­ტე­ზი­რე­ბა, რა­საც აქ სა­თა­ნა­დოდ ვერ აკე­თე­ბენ. ჩა­მო­სულ­მა უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თქვეს, სას­წრა­ფოა და ეს აქამ­დე უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა­თო. კაცი ხელს ვე­ღარ ხმა­რობს, მი­დის ბევ­რი პრო­ცე­სი... გუ­შინ ყურ­ში მომ­ხვდა ერთ-ერთი პარ­ლა­მენ­ტა­რის ნათ­ქვა­მი - სა­ა­კაშ­ვი­ლი თვით­და­ზი­ა­ნე­ბას ეწე­ვა, რო­გორც ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლი პა­ტი­მა­რიო. რა შუ­ა­შია კრი­მი­ნა­ლი, ლა­პა­რა­კობ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტზე, რო­მე­ლიც 9 წელი გა­შე­ნებ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გა­გიყ­ვა­ნა და შე­გიქ­მნა ქარ­თუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გქონ­და. ექი­მი ვარ და არ მე­გუ­ლე­ბა კლი­ნი­კა, სა­დაც მხრის სახ­სარ­ზე ენ­დოპ­რო­ტე­ზი­რე­ბა კეთ­დე­ბო­დეს, ვერ ვპო­უ­ლობთ, ამი­ტო­მაა სა­ჭი­რო მისი გაყ­ვა­ნა უცხო­ეთ­ში, სა­დაც მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში.

- ად­ვო­კატ­მა გელ­ბა­ხი­ან­მა ეჭვი გა­მოთ­ქვა მის მო­წამ­ვლა­ზე, თქვენც იზი­ა­რებთ ამ მო­საზ­რე­ბას?

- დიახ, ვი­ზი­ა­რებ. ეს მე ჯერ რო­დის ვთქვი, მაგ­რამ კა­ციშ­ვილ­მა ყუ­რად არ იღო. აკა­დე­მი­კო­სი კაცი ვარ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მად ვი­მუ­შა­ვე სე­რი­ო­ზულ კლი­ნი­კებ­ში და ექი­მის თვა­ლი კარ­გად მაქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. რად­გან თვი­თად­ზი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და და შე­ვი­და სა­პა­ტიმ­რო­ში ჯან­მრთე­ლი, მერე იშიმ­ში­ლა. შიმ­ში­ლო­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი და ჩვენ­მა მეს­ვე­უ­რებ­მა ეს თუ არ იცი­ან, ცუ­დია. პო­ლი­ტი­კო­სის მოხ­სე­ნი­ე­ბა, რომ ის "ფე­ი­კებს“ ახ­დენს და შიმ­ში­ლო­ბას თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით აცხა­დებს ისე, რო­გორც კრი­მი­ნა­ლი, ძა­ლი­ან დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფაა ქვეყ­ნი­სათ­ვის და, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­თვის. მიშა კარ­გი იყო, თუ ცუდი, ხარ­ვე­ზე­ბი ჰქონ­და თუ - არა, ყვე­ლას თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს და ამას ვე­რა­ვის აუკ­რძა­ლავ, ამა­ზე კაცს ვერ დაძ­რა­ხავ, მაგ­რამ არ უნდა ახ­ვევ­დე სა­ზი­ზღრო­ბას სხვებს. მი­შამ 50 დღე იშიმ­ში­ლა, სპე­ცი­ა­ლო­ბით გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი ვარ და მქო­ნია მო­შიმ­ში­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა (9 აპ­რილს, ჩემი კონ­ტრო­ლის ქვეშ იყ­ვნენ მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი), ამა­ზე მეტი რა ვიცი. არ­სე­ბობს მო­შიმ­ში­ლე­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სქე­მა. მე რაც აქ ვნა­ხე, მი­შას­თან რაც გა­კეთ­და, არ იყო სწო­რი, იმ სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბო­ლომ­დე არ დას­რულ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სხვა სქე­მით უნდა ემუ­შა­ვათ, რაც ცი­ხის პი­რო­ბებ­ში არ გა­მო­დი­ო­და. ამან ბევ­რი რამ გა­ა­უ­ა­რე­სა, ამი­ტომ ატა­რეს აქეთ-იქეთ. ამ პე­რი­ოდ­ში კაც­მა "აი­კი­და“ 15 და­ა­ვა­დე­ბა, რა­საც ბევ­რმა ფაქ­ტორ­მა შე­უ­წყო ხელი - პოს­ტშიმ­ში­ლის შემ­დგომ­მა არას­წორ­მა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ, ცი­ხე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა ზე­წო­ლამ და წა­მე­ბამ, რაც ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს. ნორ­მა­ლუ­რი, მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის ადა­მი­ა­ნი ამას ვერ იტანს, მიშა სუ­პერ­სა­ფე­ხურ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა და რო­გორც ჩანს, მას ეს გა­უ­ჭირ­და. მიშა ამას კი არ აღი­ა­რებს, მაგ­რამ მე ხომ და­ვი­ნა­ხე... ვი­ღა­ცამ გა­ის­რო­ლა ფრა­ზა - სა­ა­კაშ­ვილს უჭირს ადაპ­ტა­ცია და ცი­ხის პი­რო­ბებს ვერ ეგუ­ე­ბაო. ნუ­რას უკაც­რა­ვად, ის ცი­ხის პი­რო­ბებს ძა­ლი­ან კარ­გად შე­ე­გუ­ე­ბო­და, რომ არა ამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბა.

- ბო­ლოს რო­დის ნა­ხეთ და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­შას გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს მუდ­მი­ვად ვა­დევ­ნებ თვალს, და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ ვნა­ხე ჩემი შვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რად არ შევ­დი­ვარ და არ­ცაა სა­ჭი­რო, ისიც არ მომ­წონს, ამ­დე­ნი ხალ­ხი რომ შე­დის ყო­ველ­დღი­უ­რად. ვნა­ხე, რომ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა. მას ჩემი, რო­გორც ექი­მის, სჯე­რა და ლა­პა­რა­კის დროს ცდი­ლობს რა­ღაც ამომ­წუ­რა­ვად გა­მომ­ტყუ­ოს, სულ რა­ღა­ცას მე­კი­თხე­ბა, მე კი არ ვიცი, ამის თქმა შე­იძ­ლე­ბა თუ - არა, არის რა­ღა­ცე­ე­ბი, რა­საც ვერ ვე­ტყვი. ზრდას­რუ­ლია, ბავ­შვი არაა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კა­ცია და, ბოლო-ბოლო, ჩემი პრე­ზი­დენ­ტი იყო და ბევრ რა­მეს ვერ გა­ვუ­ბე­დავ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცალ­კე იზ­რდე­ბო­და, მი­შას ჩემი ყო­ველ­თვის სჯე­რო­და.

- "ემ­პა­თი­ის“ დას­კვნა ნა­ნა­ხი გაქვთ?

- მარ­თა­ლია, ჩემ­თვის არ მო­უ­ტა­ნი­ათ, მაგ­რამ ვიცი, მისი ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა რაც არის, არ და­ვი­წყებ ჩა­მოთ­ვლას, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა... ექი­მებ­ში ვტრი­ა­ლებ და ვიცი, რაც აქვს, მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი. ეს ჯიშ­კა­რი­ა­ნის საქ­მეა, გა­მო­ვა და ილა­პა­რა­კებს. მიშა თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც უდი­დე­სი კრა­ხი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის, არ შე­იძ­ლე­ბა ორ პრე­ზი­დენტს გა­უ­თხა­რო სა­მა­რე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დეთ, გაქვთ იმე­დი, რომ ქუდ­ზე კაცი გა­მო­ვა?

- ეს იდეა ლე­ვან ფე­რა­ძეს ეკუთ­ვნის, უჭ­კვი­ა­ნე­სი კა­ცია, მეც ჩა­ვერ­თე. ბოლო ხანს არ ვჩან­დი, არ ვაქ­ტი­უ­რობ­დი, დი­ნა­მი­კა­ში ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რა ხდე­ბა, ვინ ჩა­მო­დის, ვინ რას ითხოვს, რას ას­კვნის... ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ჩა­მო­ვი­და და სკამ­ზეც არ დას­ვეს, 5 დღე აყურ­ყუ­ტეს 82 წლის აკა­დე­მი­კო­სი კაცი... ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ დღემ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლის შიში აქვთ. პა­ტა­რა კა­ცებ­ში პა­ტა­რა გული და დიდი ბოღ­მა დევს. მა­ინც მგო­ნია, რომ ეს პუ­ტი­ნის დაკ­ვე­თა­ცაა. მან არ უთხრა მი­შას პირ­და­პირ, ჩემი ოც­ნე­ბაა, კვერ­ცხე­ბით ჩა­მოგ­კი­დოო? დად­გა დრო და ოც­ნე­ბას ის­რუ­ლებს.

- რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­უშ­ვან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- როცა მთე­ლი მსოფ­ლიო გი­ყუ­რებს, როცა ლა­პა­რა­კია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, ამ დროს აქ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა. მი­შას მსოფ­ლიო უყუ­რებს რო­გორც ავ­ტო­რი­ტეტს, ვი­ნა­ი­დან მან შექ­მნა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის გარ­კვე­უ­ლი კლი­მა­ტი, ეს არის კაცი, რო­მე­ლიც, სწო­რად გა­მი­გეთ და, მხარ­ზე უკა­კუ­ნებ­და ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს, ჩა­მოჰ­ყავ­და და ძველ თბი­ლის­ში აცეკ­ვებ­და, ჩა­მო­იყ­ვა­ნა ბა­ი­დე­ნი, ტრამ­პი... ისი­ნი ულა­პა­რა­კოდ მოს­დევ­დნენ მი­შას. ადრე თუ შე­ზღუ­დუ­ლე­ბი იყ­ვნენ, და­სავ­ლეთ­ში ახლა უფრო ხმა­მაღ­ლა და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი მის გა­დაყ­ვა­ნა­ზე, აქ კიდე ამ­ბო­ბენ, ჩა­ლის ფა­სია მათი ნათ­ქვა­მიო. ეს რა ლა­პა­რა­კია, ან რა ზრდი­ლო­ბა? სი­ტუ­ა­ცია რთულ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან მი­შას ძვლის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზიც აღ­მო­აჩ­ნდა, რო­მელ­საც სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა და აქ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს ერთ კაც­ში ამ­დენ დი­აგ­ნოზს ეხუმ­რე­ბით? არის კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან მი­ი­ღონ მიშა, და­ფი­ნან­სე­ბა­საც კის­რუ­ლო­ბენ და მზად არი­ან მის გა­და­სარ­ჩე­ნად. პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი როცა ჩა­მოფ­რინ­და, კლი­ნი­კა­შიც არ შე­უშ­ვეს - ესაა ამა­თი პა­სუ­ხი. არ ვიცი, ალ­ბათ ხალ­ხის მხრი­დან უფრო მა­სი­უ­რი მო­თხოვ­ნაა სა­ჭი­რო, ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოს­ვლე­ბი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე. პო­ლი­ტი­კა გვერ­დზე უნდა გა­წიო, აქ სი­ცო­ცხლე­ზეა სა­უ­ბა­რი და გა­დარ­ჩე­ნა­ზე. უნდა მოხ­დეს პო­ლი­ტი­კის­გან სრუ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა, რათა ვი­ღა­ცე­ებ­მა ბო­რო­ტად არ ისარ­გებ­ლონ და რა­ღაც პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი არ მო­ა­წყონ. ხალ­ხიც უნდა მო­ვი­დეს აზ­რზე...

- მი­შას და­ფუძ­ნე­ბულ პარ­ტი­ა­ზე რას ფიქ­რობთ, მი­გაჩ­ნი­ათ, რომ საკ­მა­რი­სად იბ­რძვის მისი ლი­დე­რის­თვის?

- მო­დით, რა, პარ­ტი­ა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე ნუ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ეს არაა ჩემი საქ­მე. მე გე­ლა­პა­რა­კე­ბით რო­გორც ექი­მი, არც ერთი პარ­ტი­ის, კომ­პარ­ტი­ის წევ­რიც არ ვყო­ფილ­ვარ. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლაფ­რის­გან ვდის­ტან­ცირ­დე­ბი და მა­ინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მისი გა­დარ­ჩე­ნა.

- რას ფიქ­რობთ, შეც­დო­მა იყო მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და ვინ და­არ­წმუ­ნა ამა­ში?

- არ უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, ვთვლი, რომ მისი მხრი­დან ეს შეც­დო­მა იყო, არც ის ვიცი, ვინ და­არ­წმუ­ნა ჩა­მო­სუ­ლი­ყო. ეს უკვე ჭო­რა­ო­ბა იქ­ნე­ბა, რაც არ ვიცი, არ ვიცი. ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზი­ებს და სა­ოც­რად მა­ღი­ზი­ა­ნებს, წვრილ­მა­ნებ­ზე რომ იწყე­ბა ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხია - მიშა უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ, მი­შას უნდა შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ სი­ცო­ცხლე. ეს გან­წყო­ბა უნდა იყოს და როცა გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, ვი­საც მიშა არ მოგ­წონთ, არ გიყ­ვართ და მის მი­მართ ბოღ­მა გაქვთ, მერე და­ჯე­ქით და ილა­პა­რა­კეთ. წაქ­ცე­ულ კაცს რა­ტომ ეჭი­და­ვე­ბი?

- სა­მარ­თლი­ა­ნად თვლით მის და­პა­ტიმ­რე­ბას? ისე არ გე­კი­თხე­ბით, რო­გორც მა­მას...

- არ ვთვლი სა­მარ­თლი­ა­ნად, გე­უბ­ნე­ბით რო­გორც ამა­ში 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე. ვიცი, რო­გო­რი იყო მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. მე­ცი­ნე­ბა რა­ღა­ცა პი­ჯა­კებ­ზე ჭი­და­ო­ბა და ამა­ზე პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­თვა. თქვე და­ლოც­ვი­ლე­ბო, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს რა­ტომ არ უნდა ეც­ვას ქაშ­მი­რის პალ­ტო? ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს უნდა ჰქონ­დეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი, რომ იაზ­როვ­ნოს და იმოქ­მე­დოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის. და რა პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და? - ფე­ხით დარ­ბო­და და აშე­ნებ­და ქვე­ყა­ნას. კარ­გით, რა...

- პი­ჯა­კე­ბის გარ­და, სხვა ეპი­ზო­დე­ბიც არის...

- მო­დით, რა, ეს მერე გან­ვი­ხი­ლოთ. წაქ­ცე­ულ კაც­თან არ შე­იძ­ლე­ბა ჭი­და­ო­ბა. მეც მყავ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მქონ­და შემ­თხვე­ვე­ბი, როცა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მის­თვის ვი­ღაც იყო და­სას­ჯე­ლი, მაგ­რამ არას­დროს ვაწ­ვე­ბო­დი ამ ადა­მი­ანს იმ დროს, როცა მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და, მერე ვლა­პა­რა­კობ­დით და გან­ვი­ხი­ლავ­დით. გა­უშ­ვი, მო­არ­ჩი­ნე და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ, იქ­ნე­ბა მერე სხვა­ნა­ი­რი სა­სა­მარ­თლოც გვქონ­დეს და თქვას, სა­ა­კაშ­ვილს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­აო. ოჯახ­შიც კი არაა ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის კმა­ყო­ფი­ლი და რა გა­საკ­ვი­რია? კაც­მა დან­გრე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ჩა­ი­ბა­რა, ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა... ყვე­ლას ვერ მო­ე­ფე­რე­ბი.. მიშა სას­წრა­ფოდ უნდა გა­იყ­ვა­ნონ სამ­კურ­ნა­ლოდ. სა­კი­თხი დგას ასე - მას სი­ცო­ცხლე ერ­თმე­ვა, რისი უფ­ლე­ბაც მარ­ტო უფალს აქვს, ამათ - არა. არ წა­არ­თვათ მი­შას სი­ცო­ცხლე და და­ნარ­ჩენ­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მეც დავ­ჯდე­ბი მათ­თან ერ­თად სა­ლა­პა­რა­კოდ.

- ცნო­ბი­ლია, რომ სან­დრა რუ­ლოვსთან დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ...

- სან­დრა ჩემი რძა­ლია და მისი შვი­ლე­ბი - ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი (ერთი მათ­გა­ნი - ჩემი მო­სა­ხე­ლეა). ედუ­ჩიც და ნი­კო­ლო­ზიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, ედუ­ჩი უფრო დინ­ჯია, ნი­კო­ლო­ზი უფრო ექ­სპრე­სი­უ­ლი და ქცე­ვე­ბით მა­მას ჰგავს. სან­დრას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, ხში­რად ვკონ­ტაქ­ტობთ. სან­დრა ცდი­ლობს, ნი­კუ­შა ხში­რად შე­მახ­ვედ­როს და დიდი დრო გა­ა­ტა­როს ჩემ­თან. ედუ­ჩიც რომ ჩა­მო­დის, მა­საც უშ­ვებს ჩემ­თან, სახ­ლში. სან­დრას მშობ­ლებ­თა­ნაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ამას­წი­ნათ, მა­მა­მი­სი იყო ჩა­მო­სუ­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვუ­მას­პინ­ძლეთ. ყვე­ლამ თა­ვი­სი ოჯა­ხის საქ­მე თვი­თონ იცის, ვთვლი, რომ არ უნდა გან­სა­ჯო სი­ტუ­ა­ცია. ის, რაც იცის ცოლ­მა და ქმარ­მა, არა­ვინ იცის. მეც გავ­ცილ­დი ცოლს, მაგ­რამ არა­ვის ვაძ­ლევ ჩვენს საქ­მე­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბას, დღემ­დე მარ­ტო მან და მე ვი­ცით, რა მი­ზე­ზით მოხ­და ეს.

მე და სან­დრა ლი­კან­შიც ერ­თად დავ­დი­ო­დით, ახ­ლაც მეხ­ვე­წე­ბო­და, ბორ­ჯომ­ში წა­მო­დიო, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია სი­ა­რუ­ლი. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნია და ყო­ველ­თვის თბილ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვი­ყა­ვით, ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ­ში ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბო­და. ერ­თად ცენ­ტრის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ ვერ მო­ვას­წა­რით ამის გა­კე­თე­ბა. მინ­დო­და, სან­დრაც ჩა­მერ­თო, რო­გორც უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მო­ი­ძი­ებ­და კონ­ტი­გენტს, აპა­რა­ტუ­რას... ყო­ველ­გვა­რი ზემ­დგო­მის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ამის­თვის რომ მი­მეღ­წია და ეს ცენ­ტრი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ჩემს შვილს ხომ ჩემ­თან წა­ვიყ­ვან­დი და ვუმ­კურ­ნა­ლებ­დი?

- სო­ფოს შვი­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს მა­მას... მათ­თან თუ გაქვთ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა?

- სო­ფოს ბავ­შვი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავს მი­შას. სხვა­თა შო­რის, მა­მას პა­ლა­ტა­ში ალი­სას სუ­რა­თი უკი­დია. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში... ვთვლი, რომ გო­გო­ნა ძმე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს. ასეთ სა­კი­თხებ­ში საკ­მა­ოდ ლი­ბე­რა­ლი და დე­მოკ­რა­ტი ვარ. პა­ტარ ალი­სას სიმ­ღე­რა და­უ­წყია, დე­დის გე­ნე­ტი­კა, თო­რემ, აბა, მი­შას სმე­ნა არას­დროს ჰქო­ნია.

ჯერ­ჯე­რო­ბით, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, არ გვაქვს მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ მაქვს სურ­ვი­ლი და მო­მა­ვალ­ში ამას არ გა­მოვ­რი­ცხავ.

ლიზა იას­კოს რაც შე­ე­ხე­ბა, არ ვიც­ნობ, მით­ქმა-მოთ­ქმებს კი არას­დროს ვუს­მენ.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
4

''მითომ'' არაფერიი....

ჰმმმმმმმმ...
14

მიჰა, ჯერ მარტო ერთი წელი გავიდა. წინ კიდევ მრავალი წელი გაქვს...ციხეში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ალისა ძალიან ჰგავს მიშას, მამას პალატაში მისი სურათი უკიდია" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილის უკიდურესად გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, სანდრასა და შვილიშვილებზე

"ალისა ძალიან ჰგავს მიშას, მამას პალატაში მისი სურათი უკიდია" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილის უკიდურესად გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, სანდრასა და შვილიშვილებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა "ფეისბუკით“ მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას მთავრობის კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

"მიშა უნდა გადარჩეს! ჩემი იქ მისვლით მეტ სოლიდარობას ვუცხადებ, შვილს მეტად ვუახლოვდები, მაგრამ მიშამ ისიც იცის, რომ არ შემიძლია სიარული, ძალიან მიჭირს. არ ვიცი, ვინ მივა და ვინ - არა, ეს 20 ნოემბერს გამოჩნდება. ეს უნდა იყოს ხმაურიანი გამოსვლები პოლიტიკის გარეშე, უნდა მოხდეს პოლიტიკისგან სრული დისტანცირება, რომ ვიღაცეებმა ბოროტად არ ისრგებლონ და რაღაც პროვოკაციები არ მოაწყონ. აქ სიცოცხლეზე და ექსპრეზიდენტის გადარჩენაზეა საუბარი. ვისაც მიშა არ მოგწონთ, არ გიყვართ და მის მიმართ ბოღმა გაქვთ, როცა გამოჯანმრთელდება ამაზე მერე დაჯექით და ილაპარაკეთ. წაქცეულ კაცს არ უნდა ეჭიდაო,“- გვეუბნება ექსპრეზიდენტის მამა ambebi.ge-სთან ინტერვიუში:

ნიკოლოზ სააკაშვილი:

- ჩემს შვილის დაკავების შემდგომ, გარკვეულ პერიოდში 14 დიაგნოზი გამოხტა, ამას ძვლის ტუბერკულოზიც დაემატა. მიშას პრობლემა აქვს მარცხენა კიდურის სახსარში და ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა ჩატარდეს ენდოპროტეზირება, რასაც აქ სათანადოდ ვერ აკეთებენ. ჩამოსულმა უცხოელმა სპეციალისტები თქვეს, სასწრაფოა და ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათო. კაცი ხელს ვეღარ ხმარობს, მიდის ბევრი პროცესი... გუშინ ყურში მომხვდა ერთ-ერთი პარლამენტარის ნათქვამი - სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა, როგორც ყველა კრიმინალი პატიმარიო. რა შუაშია კრიმინალი, ლაპარაკობ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც 9 წელი გაშენებდა, საერთაშორისო ასპარეზზე გაგიყვანა და შეგიქმნა ქართული სიმბოლიკა, რომელიც აქამდე არ გქონდა. ექიმი ვარ და არ მეგულება კლინიკა, სადაც მხრის სახსარზე ენდოპროტეზირება კეთდებოდეს, ვერ ვპოულობთ, ამიტომაა საჭირო მისი გაყვანა უცხოეთში, სადაც მაღალპროფესიონალები არიან, მაგალითად, გერმანიაში.

- ადვოკატმა გელბახიანმა ეჭვი გამოთქვა მის მოწამვლაზე, თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- დიახ, ვიზიარებ. ეს მე ჯერ როდის ვთქვი, მაგრამ კაციშვილმა ყურად არ იღო. აკადემიკოსი კაცი ვარ, წლების განმავლობაში ექიმად ვიმუშავე სერიოზულ კლინიკებში და ექიმის თვალი კარგად მაქვს განვითარებული. რადგან თვითადზიანებაზე საუბრობენ, დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანი ჩამოვიდა და შევიდა საპატიმროში ჯანმრთელი, მერე იშიმშილა. შიმშილობა არის პოლიტიკური აქტი და ჩვენმა მესვეურებმა ეს თუ არ იციან, ცუდია. პოლიტიკოსის მოხსენიება, რომ ის "ფეიკებს“ ახდენს და შიმშილობას თვითდაზიანების მიზნით აცხადებს ისე, როგორც კრიმინალი, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ქვეყნისათვის და, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტისთვის. მიშა კარგი იყო, თუ ცუდი, ხარვეზები ჰქონდა თუ - არა, ყველას თავისი შეხედულება აქვს და ამას ვერავის აუკრძალავ, ამაზე კაცს ვერ დაძრახავ, მაგრამ არ უნდა ახვევდე საზიზღრობას სხვებს. მიშამ 50 დღე იშიმშილა, სპეციალობით გასტროენტეროლოგი ვარ და მქონია მოშიმშილეებთან მუშაობის გამოცდილება (9 აპრილს, ჩემი კონტროლის ქვეშ იყვნენ მოშიმშილეები), ამაზე მეტი რა ვიცი. არსებობს მოშიმშილეების სპეციალური სქემა. მე რაც აქ ვნახე, მიშასთან რაც გაკეთდა, არ იყო სწორი, იმ სქემის განხორციელება ბოლომდე არ დასრულდა, აბსოლუტურად, სხვა სქემით უნდა ემუშავათ, რაც ციხის პირობებში არ გამოდიოდა. ამან ბევრი რამ გააუარესა, ამიტომ ატარეს აქეთ-იქეთ. ამ პერიოდში კაცმა "აიკიდა“ 15 დაავადება, რასაც ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი - პოსტშიმშილის შემდგომმა არასწორმა რეაბილიტაციამ, ციხეში განხორციელებულმა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და წამებამ, რაც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ნორმალური, მაღალი ინტელექტის ადამიანი ამას ვერ იტანს, მიშა სუპერსაფეხურზე განვითარებული პიროვნებაა და როგორც ჩანს, მას ეს გაუჭირდა. მიშა ამას კი არ აღიარებს, მაგრამ მე ხომ დავინახე... ვიღაცამ გაისროლა ფრაზა - სააკაშვილს უჭირს ადაპტაცია და ციხის პირობებს ვერ ეგუებაო. ნურას უკაცრავად, ის ციხის პირობებს ძალიან კარგად შეეგუებოდა, რომ არა ამდენი დაავადება.

- ბოლოს როდის ნახეთ და რა მდგომარეობაში იყო?

- რასაკვირველია, მიშას გარშემო მიმდინარე პროცესებს მუდმივად ვადევნებ თვალს, დაახლოებით 10 დღის წინ ვნახე ჩემი შვილი. შეიძლება მასთან ყოველდღიურად არ შევდივარ და არცაა საჭირო, ისიც არ მომწონს, ამდენი ხალხი რომ შედის ყოველდღიურად. ვნახე, რომ მძიმე სიტუაციაა. მას ჩემი, როგორც ექიმის, სჯერა და ლაპარაკის დროს ცდილობს რაღაც ამომწურავად გამომტყუოს, სულ რაღაცას მეკითხება, მე კი არ ვიცი, ამის თქმა შეიძლება თუ - არა, არის რაღაცეები, რასაც ვერ ვეტყვი. ზრდასრულია, ბავშვი არაა, დამოუკიდებელი კაცია და, ბოლო-ბოლო, ჩემი პრეზიდენტი იყო და ბევრ რამეს ვერ გავუბედავ. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე იზრდებოდა, მიშას ჩემი ყოველთვის სჯეროდა.

- "ემპათიის“ დასკვნა ნანახი გაქვთ?

- მართალია, ჩემთვის არ მოუტანიათ, მაგრამ ვიცი, მისი ყველა დაავადება რაც არის, არ დავიწყებ ჩამოთვლას, რთული მდგომარეობაა... ექიმებში ვტრიალებ და ვიცი, რაც აქვს, მანამდეც ვიცოდი. ეს ჯიშკარიანის საქმეა, გამოვა და ილაპარაკებს. მიშა თუ საქართველოში დარჩა, ძალიან მარტივად შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს ყველაფერი, რაც უდიდესი კრახი იქნება ქვეყნისთვის, არ შეიძლება ორ პრეზიდენტს გაუთხარო სამარე საკუთარ ქვეყანაში.

- საზოგადოებას მიშას გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებისკენ მოუწოდეთ, გაქვთ იმედი, რომ ქუდზე კაცი გამოვა?

- ეს იდეა ლევან ფერაძეს ეკუთვნის, უჭკვიანესი კაცია, მეც ჩავერთე. ბოლო ხანს არ ვჩანდი, არ ვაქტიურობდი, დინამიკაში ვაკვირდებოდი, რა ხდება, ვინ ჩამოდის, ვინ რას ითხოვს, რას ასკვნის... ნობელის პრემიის ლაურეატი ჩამოვიდა და სკამზეც არ დასვეს, 5 დღე აყურყუტეს 82 წლის აკადემიკოსი კაცი... ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ დღემდე სააკაშვილის შიში აქვთ. პატარა კაცებში პატარა გული და დიდი ბოღმა დევს. მაინც მგონია, რომ ეს პუტინის დაკვეთაცაა. მან არ უთხრა მიშას პირდაპირ, ჩემი ოცნებაა, კვერცხებით ჩამოგკიდოო? დადგა დრო და ოცნებას ისრულებს.

- რა შემთხვევაში შეიძლება გაუშვან მიხეილ სააკაშვილი?

- როცა მთელი მსოფლიო გიყურებს, როცა ლაპარაკია ევროინტეგრაციაზე, ამ დროს აქ ადამიანის უფლებები ირღვევა. მიშას მსოფლიო უყურებს როგორც ავტორიტეტს, ვინაიდან მან შექმნა მსოფლიო პოლიტიკის გარკვეული კლიმატი, ეს არის კაცი, რომელიც, სწორად გამიგეთ და, მხარზე უკაკუნებდა ამერიკის პრეზიდენტს, ჩამოჰყავდა და ძველ თბილისში აცეკვებდა, ჩამოიყვანა ბაიდენი, ტრამპი... ისინი ულაპარაკოდ მოსდევდნენ მიშას. ადრე თუ შეზღუდულები იყვნენ, დასავლეთში ახლა უფრო ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი მის გადაყვანაზე, აქ კიდე ამბობენ, ჩალის ფასია მათი ნათქვამიო. ეს რა ლაპარაკია, ან რა ზრდილობა? სიტუაცია რთულდება, ვინაიდან მიშას ძვლის ტუბერკულოზიც აღმოაჩნდა, რომელსაც სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება და აქ ამის გამოცდილება არ არსებობს ერთ კაცში ამდენ დიაგნოზს ეხუმრებით? არის კლინიკები, რომლებიც მზად არიან მიიღონ მიშა, დაფინანსებასაც კისრულობენ და მზად არიან მის გადასარჩენად. პოლონეთის პრეზიდენტი როცა ჩამოფრინდა, კლინიკაშიც არ შეუშვეს - ესაა ამათი პასუხი. არ ვიცი, ალბათ ხალხის მხრიდან უფრო მასიური მოთხოვნაა საჭირო, ხმაურიანი გამოსვლები პოლიტიკის გარეშე. პოლიტიკა გვერდზე უნდა გაწიო, აქ სიცოცხლეზეა საუბარი და გადარჩენაზე. უნდა მოხდეს პოლიტიკისგან სრული დისტანცირება, რათა ვიღაცეებმა ბოროტად არ ისარგებლონ და რაღაც პროვოკაციები არ მოაწყონ. ხალხიც უნდა მოვიდეს აზრზე...

- მიშას დაფუძნებულ პარტიაზე რას ფიქრობთ, მიგაჩნიათ, რომ საკმარისად იბრძვის მისი ლიდერისთვის?

- მოდით, რა, პარტიაზე და პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთ, ეს არაა ჩემი საქმე. მე გელაპარაკებით როგორც ექიმი, არც ერთი პარტიის, კომპარტიის წევრიც არ ვყოფილვარ. ამ ეტაპზე ყველაფრისგან ვდისტანცირდები და მაინტერესებს მხოლოდ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გადარჩენა.

- რას ფიქრობთ, შეცდომა იყო მისი საქართველოში ჩამოსვლა და ვინ დაარწმუნა ამაში?

- არ უნდა ჩამოსულიყო, ვთვლი, რომ მისი მხრიდან ეს შეცდომა იყო, არც ის ვიცი, ვინ დაარწმუნა ჩამოსულიყო. ეს უკვე ჭორაობა იქნება, რაც არ ვიცი, არ ვიცი. ვუყურებ ტელევიზიებს და საოცრად მაღიზიანებს, წვრილმანებზე რომ იწყება ინტერვიუები. გლობალური საკითხია - მიშა უნდა გავიყვანოთ, მიშას უნდა შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. ეს განწყობა უნდა იყოს და როცა გამოჯანმრთელდება, ვისაც მიშა არ მოგწონთ, არ გიყვართ და მის მიმართ ბოღმა გაქვთ, მერე დაჯექით და ილაპარაკეთ. წაქცეულ კაცს რატომ ეჭიდავები?

- სამართლიანად თვლით მის დაპატიმრებას? ისე არ გეკითხებით, როგორც მამას...

- არ ვთვლი სამართლიანად, გეუბნებით როგორც ამაში 100%-ით დარწმუნებული რიგითი მოქალაქე. ვიცი, როგორი იყო მისი ცხოვრების სტილი და ეს გამორიცხულია. მეცინება რაღაცა პიჯაკებზე ჭიდაობა და ამაზე პროცესების გამართვა. თქვე დალოცვილებო, ქვეყნის პრეზიდენტს რატომ არ უნდა ეცვას ქაშმირის პალტო? ქვეყნის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული პირობები, რომ იაზროვნოს და იმოქმედოს თავისი ქვეყნისთვის. და რა პირობები ჰქონდა? - ფეხით დარბოდა და აშენებდა ქვეყანას. კარგით, რა...

- პიჯაკების გარდა, სხვა ეპიზოდებიც არის...

- მოდით, რა, ეს მერე განვიხილოთ. წაქცეულ კაცთან არ შეიძლება ჭიდაობა. მეც მყავდა თანამშრომლები, მქონდა შემთხვევები, როცა გაფუჭებული საქმისთვის ვიღაც იყო დასასჯელი, მაგრამ არასდროს ვაწვებოდი ამ ადამიანს იმ დროს, როცა მას ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირდა, მერე ვლაპარაკობდით და განვიხილავდით. გაუშვი, მოარჩინე და მერე ვილაპარაკოთ, იქნება მერე სხვანაირი სასამართლოც გვქონდეს და თქვას, სააკაშვილს არაფერი დაუშავებიაო. ოჯახშიც კი არაა ყველა ერთმანეთის კმაყოფილი და რა გასაკვირია? კაცმა დანგრეული სახელმწიფო ჩაიბარა, ფეხზე დააყენა... ყველას ვერ მოეფერები.. მიშა სასწრაფოდ უნდა გაიყვანონ სამკურნალოდ. საკითხი დგას ასე - მას სიცოცხლე ერთმევა, რისი უფლებაც მარტო უფალს აქვს, ამათ - არა. არ წაართვათ მიშას სიცოცხლე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, თუ საჭირო იქნება, მეც დავჯდები მათთან ერთად სალაპარაკოდ.

- ცნობილია, რომ სანდრა რულოვსთან დღემდე განსაკუთრებული და მეგობრული ურთიერთობა გაქვთ...

- სანდრა ჩემი რძალია და მისი შვილები - ჩემი შვილიშვილები (ერთი მათგანი - ჩემი მოსახელეა). ედუჩიც და ნიკოლოზიც ძალიან ნიჭიერები არიან, ედუჩი უფრო დინჯია, ნიკოლოზი უფრო ექსპრესიული და ქცევებით მამას ჰგავს. სანდრას ძალიან ვუყვარვარ, ხშირად ვკონტაქტობთ. სანდრა ცდილობს, ნიკუშა ხშირად შემახვედროს და დიდი დრო გაატაროს ჩემთან. ედუჩიც რომ ჩამოდის, მასაც უშვებს ჩემთან, სახლში. სანდრას მშობლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ამასწინათ, მამამისი იყო ჩამოსული და არაჩვეულებრივად ვუმასპინძლეთ. ყველამ თავისი ოჯახის საქმე თვითონ იცის, ვთვლი, რომ არ უნდა განსაჯო სიტუაცია. ის, რაც იცის ცოლმა და ქმარმა, არავინ იცის. მეც გავცილდი ცოლს, მაგრამ არავის ვაძლევ ჩვენს საქმეში ჩარევის უფლებას, დღემდე მარტო მან და მე ვიცით, რა მიზეზით მოხდა ეს.

მე და სანდრა ლიკანშიც ერთად დავდიოდით, ახლაც მეხვეწებოდა, ბორჯომში წამოდიო, მაგრამ არ შემიძლია სიარული. ის შესანიშნავი ადამიანია და ყოველთვის თბილ ურთიერთობაში ვიყავით, ჩემთან თანამშრომლობდა და ბალნეოლოგიურში ბევრ რამეში მეხმარებოდა. ერთად ცენტრის რეაბილიტაციას ვაპირებდით, მაგრამ ვერ მოვასწარით ამის გაკეთება. მინდოდა, სანდრაც ჩამერთო, როგორც უცხოელი პარტნიორი, რომელიც იშვიათი დაავადების სამკურნალოდ მოიძიებდა კონტიგენტს, აპარატურას... ყოველგვარი ზემდგომის დახმარების გარეშე. ამისთვის რომ მიმეღწია და ეს ცენტრი გამეკეთებინა, ჩემს შვილს ხომ ჩემთან წავიყვანდი და ვუმკურნალებდი?

- სოფოს შვილიც ძალიან ჰგავს მამას... მათთან თუ გაქვთ ახლო ურთიერთობა?

- სოფოს ბავშვი ძალიან საყვარელია, მართლა ძალიან ჰგავს მიშას. სხვათა შორის, მამას პალატაში ალისას სურათი უკიდია. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში... ვთვლი, რომ გოგონა ძმების გარემოცვაში უნდა გაიზარდოს. ასეთ საკითხებში საკმაოდ ლიბერალი და დემოკრატი ვარ. პატარ ალისას სიმღერა დაუწყია, დედის გენეტიკა, თორემ, აბა, მიშას სმენა არასდროს ჰქონია.

ჯერჯერობით, გარკვეული მიზეზების გამო, არ გვაქვს მყარი ურთიერთობა, მაგრამ მაქვს სურვილი და მომავალში ამას არ გამოვრიცხავ.

ლიზა იასკოს რაც შეეხება, არ ვიცნობ, მითქმა-მოთქმებს კი არასდროს ვუსმენ.