მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი თავსატეხი აფხაზეთში - რატომ ებრძვიან ადგილობრივ არასამთავრობოებს: "აშკარაა, რომ ვიღაცებს სურთ ამ ადამიანებისგან აგენტების შექმნა"
ახალი თავსატეხი აფხაზეთში - რატომ ებრძვიან ადგილობრივ არასამთავრობოებს: "აშკარაა, რომ ვიღაცებს სურთ ამ ადამიანებისგან აგენტების შექმნა"

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას (ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც) ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­უჩ­ნდა - სად და­მა­ლონ და რო­გორ შე­ფუ­თონ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა ისე, რომ მათ უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია არ მი­ა­ნი­ჭონ.

ქარ­თვე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ში­შით, ინალ არ­ძინ­ბას პი­რად კონ­ტროლ­ზე აქვს მათი მუ­შა­ო­ბა აყ­ვა­ნი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მებს, ქალ­თა უფ­ლე­ბებს, ჯან­დაც­ვას, ბავ­შვთა პრობ­ლე­მებ­სა და სხვა სა­კი­თხებს იკ­ვლევ­დნენ, ია­ტაკ­ქვე­შეთ­ში გა­დას­ვლა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ, რად­გან აფხა­ზე­თი პა­ტა­რაა და ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბა ვი­ღაც, ვინც რა­ღა­ცის სა­ნაც­ვლოდ ჩა­უშ­ვებთ, შემ­დეგ კი, მათ აგენ­ტად მო­ნათ­ლა­ვენ და მკაც­რად გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ...

გა­სულ დღე­ებ­ში სო­ხუ­მის ქუ­ჩებ­ში უკვე გა­მოჩ­ნდნენ ახალ­გაზ­რდე­ბი, ვინც მათი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვას აპ­რო­ტეს­ტებს. ამავდრო­უ­ლად ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყველ­გან ხე­დავს საფრ­თხეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თვე­ე­ბია ითხო­ვენ მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რას, რათა ყვე­ლა ან­გა­რი­ში წა­რუდ­გი­ნონ, რო­მე­ლიც მა­თი­ვე თქმით, სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლეა. თუმ­ცა, პა­სუ­ხად, "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა" დუმს.

ცნო­ბის­თვის, უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი უკვე მოქ­მე­დებს რუ­სეთ­შიც. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი მღელ­ვა­რე­ბის შემ­დეგ, გა­მუდ­მე­ბით ითხოვ­და, რომ მსგავ­სი კა­ნო­ნი აფხა­ზეთ­შიც მი­ე­ღოთ.

"ყვე­ლა­ფე­რი ამის­კენ მი­დის - გა­ზა­ფხულ­ზე აფხა­ზე­თის პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ შე­იქ­მნე­ბა" - წე­რენ აფხა­ზე­ბი ინ­ტერ­ნეტ ქსე­ლებ­ში.

არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით კი, კა­ნო­ნი ჯერ არც კი შე­მო­უ­ღი­ათ, მაგ­რამ მთავ­რო­ბამ უკვე მტრად მი­იჩ­ნევს და ღიად ებ­რძვის.

  • აფხა­ზეთ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე ზე­წო­ლა ახა­ლი არ არის. მათ მი­მართ არა­კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო თით­ქმის ყვე­ლა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა", მაგ­რამ აკ­რძალ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არც ერთს არ მი­უ­ღია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თკრი­ტი­კით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში ე.წ. ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აფხა­ზეთ­ში მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის რუ­სეთ­ში მოქ­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შე­და­რე­ბა არც შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ისი­ნი ბევ­რად რთულ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა აფხა­ზეთ­ში მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­რეთ გა­ტა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა...

"მე­ტიც, აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი სა­ძირ­კვე­ლი, სწო­რედ მათ ჩა­ყა­რეს" - ამ­ბობს კონ­სტან­ტინ ტუჟ­ბა.

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ლილი დბა­რი ამ­ბობს, რომ ისი­ნი ძალ­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი არი­ან, თა­ვი­ანთ საქ­მეს მარ­თლაც კარ­გად აკე­თე­ბენ, პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან და ძნე­ლია მათი "უცხო­ე­თის აგენ­ტო­ბა" და­უმ­ტკი­ცონ.

"მით უფრო, რომ მათ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბით, ინ­ტე­ლექ­ტი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით მაღ­ლა არი­ან და მეტი აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი თა­ვი­ან­თი სამ­შობ­ლოს­თვის, ვიდ­რე მათ, ვინ ამ კა­ნონპ­რო­ექტს ლო­ბი­რებს. ის, რაც ბოლო ხა­ნებ­ში ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბა, ძა­ლი­ან ჰგავს სუ­ლე­ლურ ზღა­პარს." - ამ­ბონს დბა­რი.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ას­ლან კო­ბა­ხია წერს, რომ ის არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას არ ეთან­ხმე­ბა, მაგ­რამ მათი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბად შე­რა­ცხვის წი­ნა­აღ­მდე­გია.

"ასე­თი ნა­ბი­ჯი ნამ­დვი­ლი ჩი­ხია. მათი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად, არა­სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნე­ბად აღი­ა­რე­ბა, აფხა­ზუ­რად ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლია. თუ ამას იმი­ტომ ვა­კე­თებთ, რომ ვინ­მეს ვა­სი­ა­მოვ­ნოთ, ან თავი მო­ვა­წო­ნოთ, უხე­ში შეც­დო­მაა, რად­გან აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას არ მი­ი­ღებს... დღეს, რო­გორც არას­დროს სიფრ­თხი­ლე მარ­თებს ჩვენს მრა­ვა­ლე­რო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას, რად­გან გარ­შე­მო რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შექ­მნი­ლი. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ცა­დოთ ის, რაც ჩვენ­მა ხალ­ხმა 90-იან წლებ­ში გა­მო­ი­ა­რა. მა­შინ გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინ არის აგენ­ტი და ვინ "პატ­რი­ო­ტი". აშ­კა­რაა, რომ ვი­ღა­ცებს ნამ­დვი­ლად სურთ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან აგენ­ტე­ბის შექ­მნა" - წერს კო­ბა­ხია.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. სა­გა­რეო მი­ნის­ტრი ინალ არ­ძინ­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის დღი­დან­ვე უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს მათ. არა­სამ­თავ­რო­ბო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. არ­ძინ­ბას თქმით, ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი პრო­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:D :D
4

რუსეთი - ხელისუფლება ღიად ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს.

აფხაზეთი - რუსების მოთხოვნით ხელისუფლება ღიად უპირისიპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს.

საქართველო - ...

ხედავ შენ
5

ვაჰ, იქაც კობახიძე და სუბარი არიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ახალი თავსატეხი აფხაზეთში - რატომ ებრძვიან ადგილობრივ არასამთავრობოებს: "აშკარაა, რომ ვიღაცებს სურთ ამ ადამიანებისგან აგენტების შექმნა"

ახალი თავსატეხი აფხაზეთში - რატომ ებრძვიან ადგილობრივ არასამთავრობოებს: "აშკარაა, რომ ვიღაცებს სურთ ამ ადამიანებისგან აგენტების შექმნა"

აფხაზეთის მოსახლეობას (ე.წ. ხელმძღვანელობასაც) ახალი თავსატეხი გაუჩნდა - სად დამალონ და როგორ შეფუთონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ისე, რომ მათ უცხო ქვეყნის აგენტების კვალიფიკაცია არ მიანიჭონ.

ქართველი სპეცსამსახურების შიშით, ინალ არძინბას პირად კონტროლზე აქვს მათი მუშაობა აყვანილი. ადგილობრივების თქმით, არასამთავრობოებს, რომლებიც მოსახლეობის სოციალური პრობლემებს, ქალთა უფლებებს, ჯანდაცვას, ბავშვთა პრობლემებსა და სხვა საკითხებს იკვლევდნენ, იატაკქვეშეთში გადასვლა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან აფხაზეთი პატარაა და ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც რაღაცის სანაცვლოდ ჩაუშვებთ, შემდეგ კი, მათ აგენტად მონათლავენ და მკაცრად გაასამართლებენ...

გასულ დღეებში სოხუმის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ ახალგაზრდები, ვინც მათი საქმიანობის შეზღუდვას აპროტესტებს. ამავდროულად ე.წ. ხელმძღვანელობა ყველგან ხედავს საფრთხეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები თვეებია ითხოვენ მთავრობის წევრებთან შეხვედრას, რათა ყველა ანგარიში წარუდგინონ, რომელიც მათივე თქმით, სრულიად გამჭვირვალეა. თუმცა, პასუხად, "ხელმძღვანელობა" დუმს.

ცნობისთვის, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი უკვე მოქმედებს რუსეთშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის ხელისუფლება, განსაკუთრებით ბიჭვინთის აგარაკის გარშემო დაწყებული მღელვარების შემდეგ, გამუდმებით ითხოვდა, რომ მსგავსი კანონი აფხაზეთშიც მიეღოთ.

"ყველაფერი ამისკენ მიდის - გაზაფხულზე აფხაზეთის პარლამენტში კანონპროექტი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ შეიქმნება" - წერენ აფხაზები ინტერნეტ ქსელებში.

არასამთავრობოების ხელმძღვანელობის თქმით კი, კანონი ჯერ არც კი შემოუღიათ, მაგრამ მთავრობამ უკვე მტრად მიიჩნევს და ღიად ებრძვის.

  • აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა ახალი არ არის. მათ მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო თითქმის ყველა "ხელმძღვანელობა", მაგრამ აკრძალვის გადაწყვეტილება არც ერთს არ მიუღია. ადგილობრივების თქმით, ყველაფერი ურთიერთკრიტიკით შემოიფარგლებოდა.

ekhokavkaza.com-თან საუბარში ე.წ. ყოფილი დეპუტატები ამბობენ, რომ აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობოების რუსეთში მოქმედ ორგანიზაციებთან შედარება არც შეიძლება, რადგან ისინი ბევრად რთულ პირობებში მუშაობენ, თუმცა აფხაზეთში მათი საქმიანობა ძირითადად ქვეყანაში არსებული პრობლემების გარეთ გატანას ემსახურება...

"მეტიც, აფხაზეთის აღიარებაში პირველი საძირკველი, სწორედ მათ ჩაყარეს" - ამბობს კონსტანტინ ტუჟბა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ლილი დბარი ამბობს, რომ ისინი ძალზე კვალიფიციური კადრები არიან, თავიანთ საქმეს მართლაც კარგად აკეთებენ, პატრიოტები არიან და ძნელია მათი "უცხოეთის აგენტობა" დაუმტკიცონ.

"მით უფრო, რომ მათ თავიანთი საქმიანობით, ინტელექტითა და პროფესიონალიზმით მაღლა არიან და მეტი აქვთ გაკეთებული თავიანთი სამშობლოსთვის, ვიდრე მათ, ვინ ამ კანონპროექტს ლობირებს. ის, რაც ბოლო ხანებში ჩვენს გარშემო ხდება, ძალიან ჰგავს სულელურ ზღაპარს." - ამბონს დბარი.

კიდევ ერთი ადგილობრივი, ასლან კობახია წერს, რომ ის არასამთავრობოების გარკვეული მიმართულებით საქმიანობას არ ეთანხმება, მაგრამ მათი უცხო ქვეყნის აგენტებად შერაცხვის წინააღმდეგია.

"ასეთი ნაბიჯი ნამდვილი ჩიხია. მათი უცხო ქვეყნის აგენტად, არასაიმედო ადამიანებად აღიარება, აფხაზურად ძალიან დამამცირებელია. თუ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვინმეს ვასიამოვნოთ, ან თავი მოვაწონოთ, უხეში შეცდომაა, რადგან აფხაზი საზოგადოება ამას არ მიიღებს... დღეს, როგორც არასდროს სიფრთხილე მართებს ჩვენს მრავალეროვან მოსახლეობას, რადგან გარშემო რთული სიტუაცია შექმნილი. ღმერთმა დაგვიფაროს, კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ის, რაც ჩვენმა ხალხმა 90-იან წლებში გამოიარა. მაშინ გამოჩნდება, ვინ არის აგენტი და ვინ "პატრიოტი". აშკარაა, რომ ვიღაცებს ნამდვილად სურთ ადამიანებისგან აგენტების შექმნა" - წერს კობახია.

ცნობისთვის, ე.წ. საგარეო მინისტრი ინალ არძინბა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დღიდანვე უნდობლობას უცხადებს მათ. არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. არძინბას თქმით, ქართულ-აფხაზური პროექტები საქართველოს სპეცსამსახურების მიზნებს ემსახურება.