ავტორი:

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა, თუმცა ის მაინც იმუნიტეტით ისარგებლებს

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა, თუმცა ის მაინც იმუნიტეტით ისარგებლებს

2018 წელს, თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული დისიდენტი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საქმე ისვე მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

ცნობილი ხდება, რომ ამ მკვლელობაში ამერიკის დაზვერვის მიერვე დადანაშაულებული საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტის თანახმად, როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენელი და პრემიერ-მინისტრი, ამ საქმესთან დაკავშირებით, იმუნიტეტით ისარგებლებს.

ამის მიუხედავად, ამერიკის დაზვერვა დღემდე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მკვლელობის ბრძანება სწორედ საუდის არაბეთის პირნცმა მუჰამედა გასცა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში ხსნიან, ეს ჩანაწერი განაპირობა პრინცის ახალმა სახელმწიფო თანამდებობამ და შეესაბამება საერთაშორისო სამართლის გრძელვადიან და კარგად ჩამოყალიბებულ პრინციპებს. ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მოკლული ჟურნალისტის ყოფილი საცოლე, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა: "ჯამალი დღეს ხელმეორედ მოკვდა".

Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა კი განაცხადა: "დღეს ეს არის იმუნიტეტი. ამ ყველაფერს დაუსჯელობის სინდრომამდე მივყავართ".

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ზოგიერთი კრიტიკოსი სწორედ ამას იხსენებს ამ ფაქტის შეფასებისას. წყარო

იხილეთ ასევე: