პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის სივრცე, სადაც ყველას შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს“ – ზაალ ჩიქობავა
"ეს არის სივრცე, სადაც ყველას შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს“ – ზაალ ჩიქობავა

Show and Dinner ანუ ვახ­შა­მი სა­ნა­ხა­ო­ბით – სივ­რცე, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნით ტკბო­ბას ვახ­შმის თან­ხლე­ბით შეძ­ლებთ, სულ ახ­ლა­ხან გა­იხ­სნა.

„თე­ატ­რი“ „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცეა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში და, მე­ტიც, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ანა­ლო­გი ჯერ არ აქვს. ამი­ტომ, მის უკეთ გა­საც­ნო­ბად და იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა ტი­პის სა­ნა­ხა­ო­ბებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს სივ­რცე, „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით.

რა კონ­ცეფ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ახა­ლი სივ­რცე – „თე­ატ­რი“ და რას უნდა ვე­ლო­დოთ მის­გან?

და­სავ­ლეთ­ში ამ­გვა­რი სივ­რცე­ებს Dining Theatre-ს უწო­დე­ბენ, რაც სა­ნა­ხა­ო­ბას­თან ერ­თად სტუმ­რე­ბის ვახ­შმით გა­მას­პინ­ძლე­ბა­საც გუ­ლის­ხმობს. „თე­ატ­რიც“ სწო­რედ ამ კონ­ცეფ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ აქ ერ­თნა­ი­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ნა­ხა­ო­ბა და გას­ტრო­ნო­მია.

„თე­ატ­რში“ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ სა­ბა­ლე­ტო თუ სა­ო­პე­რო წარ­მოდ­გე­ნა, მი­უ­ზიკ­ლი, კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კო­სე­ბის კონ­ცერ­ტი, და­ეს­წროთ ფეს­ტი­ვალს, გალა ვახ­შამს, კორ­პო­რა­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ტრე­ნინგს, კონ­ფე­რენ­ცი­ას, ქორ­წილს, და­ბა­დე­ბის დღეს, ერთი სი­ტყვით, აქ ნე­ბის­მი­ე­რი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სივ­რცეც იმგვა­რა­დაა მო­წყო­ბი­ლი, რომ ის ში­ნა­არ­სი­სა და თე­მის მი­ხედ­ვით მარ­ტი­ვად გარ­და­იქ­მნას. ის, რაც უც­ვლე­ლი იქ­ნე­ბა, არის სცე­ნა – ვფიქ­რობ, სწო­რედ მისი ინ­სპი­რა­ცი­ით, მის გარ­შე­მო აე­წყო­ბა ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა და მეტ თე­ატ­რა­ლუ­რო­ბას შეს­ძენს მათ.

ვის შე­ეძ­ლე­ბა „თე­ატ­რით“ სარ­გებ­ლო­ბა, ვის­თვი­საა ის გან­კუთ­ვნი­ლი?

„თე­ატ­რი“ არის სივ­რცე ყვე­ლას­თვის – აქ ყვე­ლას შე­უძ­ლია თა­ვი­სი თე­ატ­რი იპო­ვოს და უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღოს. ჩვე­ნი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე ე.წ. მოწ­ვე­ვის პრინ­ციპ­ზე იმუ­შა­ვებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას არ ეყო­ლე­ბა ერთი უც­ვლე­ლი დასი, ის სხვა­დას­ხვა შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს უმას­პინ­ძლებს. „თე­ატ­რით“ სარ­გებ­ლო­ბა შე­ეძ­ლე­ბათ მა­თაც, ვინც თა­ვად მო­ი­სურ­ვებს აქ ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა თუ სა­ნა­ხა­ო­ბის გა­მარ­თვას. მათ „თე­ატ­რის“ გუნ­დი უმას­პინ­ძლებს და ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ცეს­ში და დარ­ბა­ზის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. გა­მორ­ჩე­ულ ვახ­შამს კი ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო შეს­თა­ვა­ზებს.

რაც მთა­ვა­რია, დარ­ბა­ზი სრუ­ლა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნა­თე­ბი­სა და აუ­დიო სის­ტე­მე­ბით და სხვა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით. ეს კი შე­საძ­ლე­ბელს ხდის „თე­ატრმა“ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს უმას­პინ­ძლოს.

„თე­ატ­რის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნა 25 ნო­ემ­ბერს იგეგ­მე­ბა, რას შეს­თა­ვა­ზებთ ამ დღეს სტუმ­რებს?

გახ­სნის სა­ღა­მო ძა­ლი­ან და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. პირ­ველ წარ­მოდ­გე­ნას The Show და­ვარ­ქვით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სტუმ­რებს მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შოუ ელით. წი­ნას­წარ ბევ­რს ვე­რა­ფერს გა­გიმ­ხელთ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ მის შექ­მნა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან სა­უ­კე­თე­სო დამ­დგმე­ლი მხატ­ვრე­ბი და ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კი ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს ბევ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იღებს, მათ შო­რის, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი სა­ბა­ლე­ტო და­სით.

და ბო­ლოს, რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად შე­იყ­ვა­რებს „თე­ატრს“ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

„წის­ქვი­ლი ჯგუფს“ უკვე 20 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, „თე­ატ­რიც“ თა­ვი­სი ხა­რის­ხი­სა და უნი­კა­ლუ­რო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რელ ად­გი­ლად იქ­ცე­ვა. ამას­თან ერ­თად, მჯე­რა, რომ „თე­ატ­რი“ ახალ სი­ტყვას იტყვის ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში და ის იქ­ცე­ვა ახა­ლი იდე­ე­ბის და­ბა­დე­ბის, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის ჰა­ბად.

NS

ლელა
0

საინტერესო. იდეაა, წარმატებებს ვუსურვებ შემოქმედებით ჯგუფს და ვისურვებ მაყურებელი არ მოკლებოდეთ ჩემი სახითაც:))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ეს არის სივრცე, სადაც ყველას შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს“ – ზაალ ჩიქობავა

"ეს არის სივრცე, სადაც ყველას შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს“ – ზაალ ჩიქობავა

Show and Dinner ანუ ვახშამი სანახაობით – სივრცე, სადაც წარმოდგენით ტკბობას ვახშმის თანხლებით შეძლებთ, სულ ახლახან გაიხსნა.

„თეატრი“ „წისქვილი ჯგუფის“ მულტიფუნქციური სივრცეა, რომელსაც საქართველოში და, მეტიც, ამიერკავკასიაში ანალოგი ჯერ არ აქვს. ამიტომ, მის უკეთ გასაცნობად და იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის სანახაობებს შემოგვთავაზებს სივრცე, „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ზაალ ჩიქობავას დავუკავშირდით.

რა კონცეფციას ეფუძნება „წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცე – „თეატრი“ და რას უნდა ველოდოთ მისგან?

დასავლეთში ამგვარი სივრცეებს Dining Theatre-ს უწოდებენ, რაც სანახაობასთან ერთად სტუმრების ვახშმით გამასპინძლებასაც გულისხმობს. „თეატრიც“ სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ აქ ერთნაირად მნიშვნელოვანია სანახაობა და გასტრონომია.

„თეატრში“ ყველაფერი შეიძლება ნახოთ საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენა, მიუზიკლი, კლასიკური და თანამედროვე მუსიკოსების კონცერტი, დაესწროთ ფესტივალს, გალა ვახშამს, კორპორაციულ ღონისძიებას, ტრენინგს, კონფერენციას, ქორწილს, დაბადების დღეს, ერთი სიტყვით, აქ ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებაა შესაძლებელი. სივრცეც იმგვარადაა მოწყობილი, რომ ის შინაარსისა და თემის მიხედვით მარტივად გარდაიქმნას. ის, რაც უცვლელი იქნება, არის სცენა – ვფიქრობ, სწორედ მისი ინსპირაციით, მის გარშემო აეწყობა ყველა ღონისძიება და მეტ თეატრალურობას შესძენს მათ.

ვის შეეძლება „თეატრით“ სარგებლობა, ვისთვისაა ის განკუთვნილი?

„თეატრი“ არის სივრცე ყველასთვის – აქ ყველას შეუძლია თავისი თეატრი იპოვოს და უნიკალური გამოცდილება მიიღოს. ჩვენი მულტიფუნქციური სივრცე ე.წ. მოწვევის პრინციპზე იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ ეყოლება ერთი უცვლელი დასი, ის სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლებს. „თეატრით“ სარგებლობა შეეძლებათ მათაც, ვინც თავად მოისურვებს აქ ღონისძიებისა თუ სანახაობის გამართვას. მათ „თეატრის“ გუნდი უმასპინძლებს და ორგანიზების პროცესში და დარბაზის შესაძლებლობების სრულად ათვისებაში დაეხმარება. გამორჩეულ ვახშამს კი ჩვენი სამზარეულო შესთავაზებს.

რაც მთავარია, დარბაზი სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე განათებისა და აუდიო სისტემებით და სხვა საჭირო ინვენტარით. ეს კი შესაძლებელს ხდის „თეატრმა“ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებებს უმასპინძლოს.

„თეატრის“ ოფიციალური გახსნა 25 ნოემბერს იგეგმება, რას შესთავაზებთ ამ დღეს სტუმრებს?

გახსნის საღამო ძალიან დასამახსოვრებელი იქნება. პირველ წარმოდგენას The Show დავარქვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრებს მართლაც განსაკუთრებული შოუ ელით. წინასწარ ბევრს ვერაფერს გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ მის შექმნაში ჩართული არიან საუკეთესო დამდგმელი მხატვრები და ქორეოგრაფები. მასში მონაწილეობას კი ხელოვნების სფეროს ბევრი გამორჩეული წარმომადგენელი იღებს, მათ შორის, ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ანანიაშვილი თავისი საბალეტო დასით.

და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიყვარებს „თეატრს“ ქართული საზოგადოება?

„წისქვილი ჯგუფს“ უკვე 20 წლიანი ისტორია აქვს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ყველა მიმართულება ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, „თეატრიც“ თავისი ხარისხისა და უნიკალურობის დამსახურებით, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და საყვარელ ადგილად იქცევა. ამასთან ერთად, მჯერა, რომ „თეატრი“ ახალ სიტყვას იტყვის ხელოვნების სფეროში და ის იქცევა ახალი იდეების დაბადების, ექსპერიმენტებისა და გამოცდილების გაზიარების ჰაბად.

NS