სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდოდა ისეთ ადამიანთან მემუშავა, რომელიც ელფოსტის საშუალებით არაერთხელ დაგვემუქრა..." - Twitter-მა საოფისე შენობები დახურა: რა ელის სოციალურ ქსელს მასკის ხელში?
"არ მინდოდა ისეთ ადამიანთან მემუშავა, რომელიც ელფოსტის საშუალებით არაერთხელ დაგვემუქრა..." - Twitter-მა საოფისე შენობები დახურა: რა ელის სოციალურ ქსელს მასკის ხელში?

Twitter-ის ილონ მას­კის სადა­ვე­ებ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, პლატ­ფორ­მის გარ­და­უ­ვა­ლი კო­ლაფ­სის შე­სა­ხებ მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა. სა­ი­ტი, რო­მელ­ზეც გლო­ბა­ლუ­რად წუთ­ში 6. 000-ზე მეტი "ტვი­ტი" იდე­ბა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, და­ხურ­ვის პი­რა­საა. მას შემ­დეგ, რაც მასკმა ათა­სო­ბით თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მან დარ­ჩე­ნილ პერ­სო­ნალს ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა - ან და­მა­ტე­ბით სა­ა­თებ­ში და უფრო მკაცრ პი­რო­ბებ­ში იმუ­შა­ვებ­დნენ, ან სა­ერ­თოდ წა­ვი­დოდ­ნენ კომ­პა­ნი­ი­დან. მას­კის მოს­ვლამ­დე, ტვი­ტერს და­ახ­ლო­ე­ბით 7500 თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავ­და, აგ­რეთ­ვე, ფირ­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი იყო ათა­სო­ბით კონ­ტრაქ­ტზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც და­ი­თხო­ვეს.

დღეს "ტვი­ტერ­მა" თა­ნამ­შრომ­ლებს გა­ნუ­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ის სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბე­ბი 21 ნო­ემ­ბრამ­დე იხუ­რე­ბა. ამა­ვე დროს, "ტვი­ტე­რის" ბევ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­იტ­ზე სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებს წა­ა­წყდა, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, პლატ­ფორ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე პი­რე­ბის შემ­ცი­რე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. კომ­პა­ნი­ის რამ­დე­ნი­მე დღით და­ხურ­ვის გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ გა­კეთ­და, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მას­კის მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მის გამო კომ­პა­ნია და­ტო­ვა.

Twitter-ის ერ­თმა ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მელ­საც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და:

"ვფიქ­რობ, დღე­ის შემ­დეგ 2 000-ზე ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი­ღა დარ­ჩე­ბა კომ­პა­ნი­ა­ში".

მან ისიც და­ა­მა­ტა, რომ მის გუნდში ყვე­ლა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს:

"ჯერ გუნ­დის მე­ნე­ჯე­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შემ­დეგ ამ მე­ნე­ჯე­რის მე­ნე­ჯე­რი და მისი მე­ნე­ჯე­რი. ასე რომ, ამ გუნდში მე­თა­უ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე აღარ­ვინ დარ­ჩა".

კომ­პა­ნი­ი­დან წა­სუ­ლი მე­ო­რე თა­ნამ­შრო­მე­ლი კი ამ­ბობს: "არ მინ­დო­და ისეთ ადა­მი­ან­თან მე­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით არა­ერ­თხელ დაგ­ვე­მუქ­რა და გვი­თხრა, - აქ მხო­ლოდ გან­სა­კუ­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა მუ­შა­ობ­დნე­ნო... არა­და, მე ისე­დაც 60-70 სა­ათს ვმუ­შა­ობ­დი კვი­რა­ში".

"ტვი­ტე­რის" და­ხურ­ვას­თან გა­მო­ხა­ტულ შეშ­ფო­თე­ბას, მასკმა რამ­დე­ნი­მე "ტვი­ტით" უპა­სუ­ხა:

"სა­უ­კე­თე­სო ხალ­ხი დარ­ჩე­ბა, ასე რომ, დი­დად არ ვნერ­ვი­უ­ლობ". ცალ­კე­ულ პოს­ტებ­ში კი მან ჩონ­ჩხე­ბის "ემო­ჯი" და­პოს­ტა და საფ­ლა­ვის ქვის ფოტო და­ურ­თო, რო­მელ­ზეც "ტვი­ტე­რის" ლო­გოა ჩას­მუ­ლი.

"ტვი­ტე­რის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი ამა­სო­ბა­ში ცდი­ლო­ბენ, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­ნა­ხონ, სა­დაც სა­ი­ტის და­ხურ­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

mzirali
3

ოლიგარქი ყველგან ოლიგარქია, თუმცა ვნახოთ რას მოუტანს ტვიტერს ილონ მასკის მოსვლა, ან აფრენა ცის კიდობანზე ან დაცემა კლდის ფერდზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"არ მინდოდა ისეთ ადამიანთან მემუშავა, რომელიც ელფოსტის საშუალებით არაერთხელ დაგვემუქრა..." - Twitter-მა საოფისე შენობები დახურა: რა ელის სოციალურ ქსელს მასკის ხელში?

"არ მინდოდა ისეთ ადამიანთან მემუშავა, რომელიც ელფოსტის საშუალებით არაერთხელ დაგვემუქრა..." - Twitter-მა საოფისე შენობები დახურა: რა ელის სოციალურ ქსელს მასკის ხელში?

Twitter-ის ილონ მასკის სადავეებში გადასვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, პლატფორმის გარდაუვალი კოლაფსის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. საიტი, რომელზეც გლობალურად წუთში 6. 000-ზე მეტი "ტვიტი" იდება, მომხმარებლების ვარაუდით, დახურვის პირასაა. მას შემდეგ, რაც მასკმა ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლა, მან დარჩენილ პერსონალს ულტიმატუმი წაუყენა - ან დამატებით საათებში და უფრო მკაცრ პირობებში იმუშავებდნენ, ან საერთოდ წავიდოდნენ კომპანიიდან. მასკის მოსვლამდე, ტვიტერს დაახლოებით 7500 თანამშრომელი ჰყავდა, აგრეთვე, ფირმაში დასაქმებული იყო ათასობით კონტრაქტზე მომუშავე ადამიანი, რომელთა უმეტესობაც დაითხოვეს.

დღეს "ტვიტერმა" თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანიის საოფისე შენობები 21 ნოემბრამდე იხურება. ამავე დროს, "ტვიტერის" ბევრი მომხმარებელი საიტზე სხვადასხვა პრობლემებს წააწყდა, რაც, სავარაუდოდ, პლატფორმაზე მომუშავე პირების შემცირებით იყო გამოწვეული. კომპანიის რამდენიმე დღით დახურვის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლების დიდმა ნაწილმა მასკის მიერ წაყენებული ულტიმატუმის გამო კომპანია დატოვა.

Twitter-ის ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელსაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, BBC-ს განუცხადა:

"ვფიქრობ, დღეის შემდეგ 2 000-ზე ნაკლები ადამიანიღა დარჩება კომპანიაში".

მან ისიც დაამატა, რომ მის გუნდში ყველა გაათავისუფლეს:

"ჯერ გუნდის მენეჯერი გაათავისუფლეს, შემდეგ ამ მენეჯერის მენეჯერი და მისი მენეჯერი. ასე რომ, ამ გუნდში მეთაურის პოზიციაზე აღარვინ დარჩა".

კომპანიიდან წასული მეორე თანამშრომელი კი ამბობს: "არ მინდოდა ისეთ ადამიანთან მემუშავა, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაერთხელ დაგვემუქრა და გვითხრა, - აქ მხოლოდ განსაკუთებული ადამიანები უნდა მუშაობდნენო... არადა, მე ისედაც 60-70 საათს ვმუშაობდი კვირაში".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="zxx" dir="ltr"><a href="https://t.co/rbwbsLA1ZG">pic.twitter.com/rbwbsLA1ZG</a></p>&mdash; Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1593459801966538755?ref_src=twsrc%5Etfw">November 18, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"ტვიტერის" დახურვასთან გამოხატულ შეშფოთებას, მასკმა რამდენიმე "ტვიტით" უპასუხა:

"საუკეთესო ხალხი დარჩება, ასე რომ, დიდად არ ვნერვიულობ". ცალკეულ პოსტებში კი მან ჩონჩხების "ემოჯი" დაპოსტა და საფლავის ქვის ფოტო დაურთო, რომელზეც "ტვიტერის" ლოგოა ჩასმული.

"ტვიტერის" მომხმარებლები კი ამასობაში ცდილობენ, რომ ალტერნატიული სოციალური ქსელი მონახონ, სადაც საიტის დახურვის შემთხვევაში გადაინაცვლებენ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა