მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს "საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს - Forbes საქართველო ხვიჩა მაქაცარიაზე
ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს "საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს - Forbes საქართველო ხვიჩა მაქაცარიაზე

Forebs სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, გი­ორ­გი ისა­კა­ძე, ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ­თან ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მკი­თხველს ეპი­ლოგს სთა­ვა­ზობს, სა­დაც პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში აფა­სებს და ოპ­ტი­მის­ტუ­რად უყუ­რებს მა­ქა­ცა­რი­ას მიერ აქ­ტი­ვე­ბის და CBS ჯგუ­ფის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბას.

„რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩვე­ნი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ის იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი უცხო ქვეყ­ნის ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბი იყ­ვნენ. ვხე­დავ­დი თუ არა მე ამ ყვე­ლა­ფერ­ში პრობ­ლე­მას? არა, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ნა­წილ­ში ვერ ვხე­დავ და მე­ტიც, მი­მაჩ­ნია - რომ არა ამე­რი­კე­ლე­ბი და მა­იკლ სქო­უ­ლის დრო­ინ­დე­ლი „ეიეს თე­ლა­სი” არც რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და თბი­ლი­სის ენერ­გო­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის შე­ძე­ნით. მიღ­მა იმ უამ­რა­ვი სი­კე­თი­სა, რაც ამე­რი­კე­ლებს მოჰ­ყვა ცოდ­ნი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით. ახლა მე­ო­რე, მომ­წონს თუ არა, რომ ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი არის იმ ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა­ში, რო­მელ­საც შენი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მე­ხუ­თე­დი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის მშობ­ლი­უ­რი აფხა­ზე­თის თა­მა­დო­ბით? ეს რო­გორ უნდა მო­მე­წო­ნოს? არა­ნა­ი­რად. ეს სა­ერ­თოდ რა­ღაც ნონ­სენ­სუ­რი გა­უ­გებ­რო­ბა მგო­ნია, რო­მელ­შიც შე­ვე­დით და ვე­ღა­რას­დროს გა­მო­ვე­დით. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმის გამო, რომ არ­ცერთ ეტაპ­ზე არ ვი­ყა­ვით თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი და ემო­ცი­უ­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ახლა აქ სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი, ქარ­თუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ჩნდე­ბა. პირი იქით მიქ­ნია, და ისე დაბ­რუნ­და ქარ­თვე­ლი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის ხელ­ში ჯერ ყა­ზა­ხუ­რი „თბილ­გა­ზის” 100%, მა­ნამ­დე რუ­სუ­ლი „ბი­ლა­ი­ნის” 100%, რომ თით­ქოს არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, არა­და, სულ რა­ღაც სამი-ოთხი წლის წინ ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა და ამ კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ის­ტო­რია ლა­მის ქარ­თვე­ლო­ბის წარ­თმე­ვას­თან, მო­რიგ თუ მოქ­მედ ოკუ­პა­ცი­ას­თან და ეკო­ნო­მი­კურ ანექ­სი­ას­თან იყო გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ასე­თი აქ­ტი­ვე­ბის მობ­რუ­ნე­ბა თუ მოქ­ცე­ვა ქარ­თულ სა­კუთ­რე­ბა­ში, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ ვინ ფლობ­და მათ ადრე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აღ­ნიშ­ვნის ღირ­სი ამ­ბა­ვია. ამი­ტო­მაც ჩავ­თვა­ლე, რომ ეს ინ­ტერ­ვიუ და სა­უ­ბა­რი ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას­თან შედ­გა. მიღ­მა იმი­სა, რომ გა­გა­ცა­ნით აფხა­ზეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აქ­ტი­ვე­ბის გარ­და ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინ­დუსტრი­ულ ქსე­ლებ­სა და სა­წარ­მო­ებს.

რა­ტომ­ღაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მა­ქა­ცა­რია მო­ა­ხერ­ხებს და „თე­ლა­სის“ 100%-საც წა­მო­ი­ღებს. არა იმი­ტომ, რომ პი­რა­დად შევ­ხვდი და იმა­ზე მეტი ვე­სა­უბ­რე, ვიდ­რე ამ ინ­ტერ­ვი­უ­თი გად­მო­გე­ცით. არა. მგო­ნია, რომ გარ­კვე­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაც არ­სე­ბობს იმა­ში, რაც ახლა ხდე­ბა, როცა ერთი ოჩამ­ჩი­რე­ლი ბიჭი, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რი ცხოვ­რე­ბით, ახერ­ხებს მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აქ­ტი­ვე­ბი შექ­მნას სამ­შობ­ლო­ში სწო­რედ რუ­სე­ბის­გან გა­მოს­ყი­დუ­ლი აქ­ტი­ვე­ბით, ფლობ­დეს უძ­რავ ქო­ნე­ბას ევ­რო­პა­ში და გეგ­მებს აწყობ­დეს შავ ზღვა­ზე ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­იძ­ლე­ბა, რუ­სე­თის კომ­პა­ნი­ე­ბის­გან აქ­ტი­ვე­ბის გა­მოს­ყიდ­ვა და ქარ­თვე­ლი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის ხელ­ში მოქ­ცე­ვა სწო­რედ ამ ოჩამ­ჩი­რე­ლი ბი­ჭის მი­სი­აა. ვნა­ხოთ. მგო­ნია, რომ CBS ჯგუფ­ზე და მის დამ­ფუძ­ნე­ბელ­ზე კი­დევ ბევ­რს გა­ვი­გებთ წელსვე და გა­ი­სად, რად­გან პი­რა­დად მის­ცა პი­რო­ბა Forbes Georgia-ს გუნდს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნობს თი­თო­ე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას და, ცხა­დია, მისი გუნ­დის წევ­რე­ბი­სა და ტოპ-მე­ნე­ჯე­რე­ბის წარ­დგე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაც მოგ­ვე­ცე­მა. ანუ მათი, ვინც ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას აქ­ტი­ვებს მარ­თა­ვენ და პი­რა­დი სა­უბ­რე­ბი­სას მიყ­ვე­ბი­ან, თუ რო­გო­რი გუნ­დუ­რი ტიპი და მო­თა­მა­შეა მათი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. მა­ქა­ცა­რია დღემ­დე სპორ­ტის აქ­ტი­უ­რი ქო­მა­გი, მიმ­დე­ვა­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, აგ­რძე­ლებს ჩოგ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სა და სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას. თვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტივ­სა­ცე­მია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც არა­თუ 8000-ს, არა­მედ ორ ადა­მი­ან­საც კი ასაქ­მებს. მას ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, და მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია ნამ­დვი­ლად არ არის არც მარ­ტი­ვი პი­როვ­ნე­ბა, ან რო­გორც იტყვი­ან, Пассажир, და მინ­და გი­თხრათ, არც რეს­პონ­დენ­ტი.

სა­უბ­რის ბოლო კი­თხვა: მა­ინც რა იყო თქვე­ნი ყვე­ლა­ზე სარ­ფი­ა­ნი გა­რი­გე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში? წა­მით ფიქ­რდე­ბა... და, მპა­სუ­ხობს: ის, ჩემი ნა­თე­სა­ვი (ჰამ­ლეტ მა­ქა­ცა­რია)! რას ამ­ბობ, 276 „ჟი­გუ­ლი” მომ­დი­ო­და, ისე­თი ფული კეთ­დე­ბო­და თხი­ლის ერთ ჩა­ბა­რე­ბა­ზეო. ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­დან გა­მო­არ­ჩევს თე­მურ ჭყო­ნი­ას, თე­მურ უგუ­ლა­ვას, ილია წუ­ლა­ი­ას და ამ­ბობს, რომ ჰყავს ამ ქვე­ყა­ნას კარ­გი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ ყვე­ლას ვერ ჩა­მოთ­ვლის... ეს ქვე­ყა­ნა მი­ნი­მუმ სამ­ჯერ მეტ საქ­მი­ან ადა­მი­ანს და საქ­მო­სანს და­ი­ტევ­სო. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ახალ­გაზ­რდე­ბის და მათი მნიშ­ვნე­ლო­ბის მი­მართ, რად­გან სა­უ­ბა­რი მა­შინ­ვე ჩემს ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე გა­და­აქვს. ტრა­გე­დი­ამ­დე საქ­მი­ა­ნი წლე­ბი და Feedc-ის გან­ვი­თა­რე­ბა ნი­კომ სწო­რედ ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას ბიზ­ნესჯ­გუ­ფის წი­აღ­ში გა­აგ­რძე­ლა. და­ვე­ლო­დოთ. მგო­ნი, დიდი ხნით მოც­და არ მოგ­ვი­წევს მის მო­რიგ ის­ტო­რი­ამ­დე. ბევ­რი ან­კე­სია ჩაგ­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. თან, თე­მურ უგუ­ლა­ვას რე­აქ­ცია მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ ის­ტო­რი­ას რომ წა­ი­კი­თხავს. თე­მურ უგუ­ლა­ვა თა­ვად ჩვე­ნი გმი­რის მიერ მის­მა და­სა­ხე­ლე­ბამ გა­მახ­სე­ნა და იმან, რომ უგუ­ლა­ვა („აჭა­რა ჯგუ­ფი”) სულ მა­შა­ყი­რებს, თუ რო­გორ ვა­ხერ­ხებ, რომ Forbes-მა იარ­სე­ბოს ისე­თი მცი­რე ეკო­ნო­მი­კის ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა და იპო­ვოს ამ გა­მო­ცე­მის დო­ნის ის­ტო­რი­ე­ბი და გმი­რე­ბი. მა­ინ­ტე­რე­სებს, რას იტყვის, როცა ყდა­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა ერთი ოჩამ­ჩი­რე­ლი ბიჭი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს „სა­კუთ­რე­ბა­ში” მო­აქ­ცია და აბ­რუ­ნებს, მარ­თავს და ავი­თა­რებს ქვეყ­ნის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ტი­ვებს და ინ­დუსტრი­ებს. თან მის­თვის ჩვე­უ­ლი, შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი ტემ­პით.

R

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზ თოდუა
0

პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი ოჩამჩირლებისგან და სოხუმელებისგან გამიგია, რომ სიკეთით მოსიარულე პიროვნება ყოფილა. ბევრი ოჯახი გადაურჩენია შიმშილისგან დევნილობის გარიჟრაჟზე

ჯ.ჯ.
0

ჩამჩირი-ბზაა ლაზურად(ანუ კოლხურად)

ოჩამჩირე-ბზანარი.

დიდება საქართველოს!

აფხაზეთი კოლხთა მიწაა!

აფხაზეთი საქართველოა!

სიკვდილი საქართველოს მტრებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს "საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს - Forbes საქართველო ხვიჩა მაქაცარიაზე

ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს "საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს - Forbes საქართველო ხვიჩა მაქაცარიაზე

Forebs საქართველოს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე, ქართველ ბიზნესმენთან ხვიჩა მაქაცარიასთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, მკითხველს ეპილოგს სთავაზობს, სადაც პოზიტიურ ჭრილში აფასებს და ოპტიმისტურად უყურებს მაქაცარიას მიერ აქტივების და CBS ჯგუფის მართვის მიმართულებას.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენი მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელები უცხო ქვეყნის ბიზნესკომპანიები იყვნენ. ვხედავდი თუ არა მე ამ ყველაფერში პრობლემას? არა, განვითარებული ქვეყნების ნაწილში ვერ ვხედავ და მეტიც, მიმაჩნია - რომ არა ამერიკელები და მაიკლ სქოულის დროინდელი „ეიეს თელასი” არც რუსული სახელმწიფო კომპანია დაინტერესდებოდა თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიის შეძენით. მიღმა იმ უამრავი სიკეთისა, რაც ამერიკელებს მოჰყვა ცოდნისა და ინვესტიციების სახით. ახლა მეორე, მომწონს თუ არა, რომ ასეთი კომპანიები არის იმ ქვეყნის სახელმწიფო კომპანიების თანასაკუთრებაში, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიების მეხუთედი აქვს ოკუპირებული ჩვენი რესპონდენტის მშობლიური აფხაზეთის თამადობით? ეს როგორ უნდა მომეწონოს? არანაირად. ეს საერთოდ რაღაც ნონსენსური გაუგებრობა მგონია, რომელშიც შევედით და ვეღარასდროს გამოვედით. უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ არცერთ ეტაპზე არ ვიყავით თანამიმდევრული და ემოციურად გაწონასწორებული საზოგადოება. ახლა აქ სერიოზული ადგილობრივი, ქართული პერსპექტივები ჩნდება. პირი იქით მიქნია, და ისე დაბრუნდა ქართველი აქციონერების ხელში ჯერ ყაზახური „თბილგაზის” 100%, მანამდე რუსული „ბილაინის” 100%, რომ თითქოს არც არაფერი მომხდარა, არადა, სულ რაღაც სამი-ოთხი წლის წინ ამ თემაზე მსჯელობა და ამ კომპანიებთან დაკავშირებული ნებისმიერი ისტორია ლამის ქართველობის წართმევასთან, მორიგ თუ მოქმედ ოკუპაციასთან და ეკონომიკურ ანექსიასთან იყო გაიგივებული. ჩემთვის ასეთი აქტივების მობრუნება თუ მოქცევა ქართულ საკუთრებაში, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ ფლობდა მათ ადრე, მნიშვნელოვანი და აღნიშვნის ღირსი ამბავია. ამიტომაც ჩავთვალე, რომ ეს ინტერვიუ და საუბარი ხვიჩა მაქაცარიასთან შედგა. მიღმა იმისა, რომ გაგაცანით აფხაზეთში დაბადებული ბიზნესმენი, რომელიც მრავალმილიონიანი აქტივების გარდა ფლობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ქსელებსა და საწარმოებს.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მაქაცარია მოახერხებს და „თელასის“ 100%-საც წამოიღებს. არა იმიტომ, რომ პირადად შევხვდი და იმაზე მეტი ვესაუბრე, ვიდრე ამ ინტერვიუთი გადმოგეცით. არა. მგონია, რომ გარკვეული კანონზომიერებაც არსებობს იმაში, რაც ახლა ხდება, როცა ერთი ოჩამჩირელი ბიჭი, საკმაოდ რთული და ემოციური ცხოვრებით, ახერხებს მრავალმილიონიანი აქტივები შექმნას სამშობლოში სწორედ რუსებისგან გამოსყიდული აქტივებით, ფლობდეს უძრავ ქონებას ევროპაში და გეგმებს აწყობდეს შავ ზღვაზე ინფრასტრუქტურულ მშენებლობასთან დაკავშირებით. შეიძლება, რუსეთის კომპანიებისგან აქტივების გამოსყიდვა და ქართველი აქციონერების ხელში მოქცევა სწორედ ამ ოჩამჩირელი ბიჭის მისიაა. ვნახოთ. მგონია, რომ CBS ჯგუფზე და მის დამფუძნებელზე კიდევ ბევრს გავიგებთ წელსვე და გაისად, რადგან პირადად მისცა პირობა Forbes Georgia-ს გუნდს, რომ საზოგადოებას გააცნობს თითოეული კომპანიის საქმიანობას და, ცხადია, მისი გუნდის წევრებისა და ტოპ-მენეჯერების წარდგენის საშუალებაც მოგვეცემა. ანუ მათი, ვინც ხვიჩა მაქაცარიას აქტივებს მართავენ და პირადი საუბრებისას მიყვებიან, თუ როგორი გუნდური ტიპი და მოთამაშეა მათი დამფუძნებელი. მაქაცარია დღემდე სპორტის აქტიური ქომაგი, მიმდევარი და გულშემატკივარია, აგრძელებს ჩოგბურთის ფედერაციისა და სპორტის სხვა სახეობების მხარდაჭერას. თვლის, რომ საქართველოში პატივსაცემია ნებისმიერი ადამიანი, ვინც არათუ 8000-ს, არამედ ორ ადამიანსაც კი ასაქმებს. მას ახლოს არ ვიცნობდი, და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხვიჩა მაქაცარია ნამდვილად არ არის არც მარტივი პიროვნება, ან როგორც იტყვიან, Пассажир, და მინდა გითხრათ, არც რესპონდენტი.

საუბრის ბოლო კითხვა: მაინც რა იყო თქვენი ყველაზე სარფიანი გარიგება ცხოვრებაში? წამით ფიქრდება... და, მპასუხობს: ის, ჩემი ნათესავი (ჰამლეტ მაქაცარია)! რას ამბობ, 276 „ჟიგული” მომდიოდა, ისეთი ფული კეთდებოდა თხილის ერთ ჩაბარებაზეო. ხვიჩა მაქაცარია ქართველი ბიზნესმენებიდან გამოარჩევს თემურ ჭყონიას, თემურ უგულავას, ილია წულაიას და ამბობს, რომ ჰყავს ამ ქვეყანას კარგი ბიზნესმენები, უბრალოდ ყველას ვერ ჩამოთვლის... ეს ქვეყანა მინიმუმ სამჯერ მეტ საქმიან ადამიანს და საქმოსანს დაიტევსო. აღარაფერს ვამბობ მის დამოკიდებულებაზე ახალგაზრდების და მათი მნიშვნელობის მიმართ, რადგან საუბარი მაშინვე ჩემს ნიკო კვარაცხელიაზე გადააქვს. ტრაგედიამდე საქმიანი წლები და Feedc-ის განვითარება ნიკომ სწორედ ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჯგუფის წიაღში გააგრძელა. დაველოდოთ. მგონი, დიდი ხნით მოცდა არ მოგვიწევს მის მორიგ ისტორიამდე. ბევრი ანკესია ჩაგდებული სხვადასხვა მიმართულებით. თან, თემურ უგულავას რეაქცია მაინტერესებს, ამ ისტორიას რომ წაიკითხავს. თემურ უგულავა თავად ჩვენი გმირის მიერ მისმა დასახელებამ გამახსენა და იმან, რომ უგულავა („აჭარა ჯგუფი”) სულ მაშაყირებს, თუ როგორ ვახერხებ, რომ Forbes-მა იარსებოს ისეთი მცირე ეკონომიკის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და იპოვოს ამ გამოცემის დონის ისტორიები და გმირები. მაინტერესებს, რას იტყვის, როცა ყდაზე გამოჩნდება ერთი ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს „საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს და ინდუსტრიებს. თან მისთვის ჩვეული, შეუჩერებელი ტემპით.

R