პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის მამა საზოგადოებას მიმართავს - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის მამა საზოგადოებას მიმართავს - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამა ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­დარ­ჩეს" და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ქარ­თვე­ლე­ბო და არა­ქარ­თვე­ლე­ბო, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის და აყ­ვა­ვე­ბის, ევ­რო­ო­რი­ენ­ტა­ცი­ის მომ­ხრე­ე­ბო, უბ­რა­ლოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გი­თო წევ­რე­ბო, მე­დი­კო­სე­ბო, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბო. მოგ­მარ­თავთ პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც ამ ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი. საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ანს, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, რო­მე­ლიც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით პა­ტი­მა­რი.

კაცი ცი­ხის პი­რო­ბებ­ში და­ა­ვად­და უმ­ძი­მე­სი სე­ნე­ბით და დღეს უკვე იბ­რძვის სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბი­სათ­ვის.კაცი რო­მელ­მაც შექ­მნა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო გა­იყ­ვა­ნა მსოფ­ლი­ოს დიდი პო­ლი­ტი­კის ას­პა­რეზ­ზე და აქ­ცია ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ძა­ლად.

ადა­მი­ა­ნებს საქ­მით და­ა­ნა­ხა და გა­უღ­ვი­ვა ქვეყ­ნის წინსვლის იმე­დი. ეს კა­ცია გა­და­სარ­ჩე­ნი და ამ კაცს არ უნდა წა­არ­თვან სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა?! დავ­დგეთ ერ­თად და მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხალ­ხის ხმა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას ვიყო ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი მი­შას სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის პრო­ცეს­ში. და­ვუდ­გეთ ერ­თმა­ნეთს და მი­შას გვერ­დით, არ და­ვუშ­ვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­და­იქ­ცეს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტე­ბის სა­საკ­ლა­ოდ.მი­შას სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გაყ­ვა­ნა.

დავ­რწმუნ­დით, რომ აქ ამის უნა­რი ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ არ გა­აჩ­ნი­ათ. უფა­ლი იყოს მისი მფარ­ვე­ლი.მიშა უნდა გა­დარ­ჩეს!" - ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი-1
0

ბატონო ნიკოლოზ ნუ ინერვიულებთ, თქვენ თუ ვერ აქტიურობთ, არაუშავს ჩალაძე აქტიურობს ძალიან.

ვაი უი
2

ქალბატონი ირინა ენუქიძე გამახსენდა.თუმცა სად ცხონებული და სად გიული............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის მამა საზოგადოებას მიმართავს - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამა საზოგადოებას მიმართავს - რას წერს ნიკოლოზ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს. ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს" და საზოგადოებას მთავრობის კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

"ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების, ევროორიენტაციის მომხრეებო, უბრალოდ, საზოგადოების რიგითო წევრებო, მედიკოსებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო. მოგმართავთ პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი.

კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის.კაცი რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და აქცია ანგარიშგასაწევ ძალად.

ადამიანებს საქმით დაანახა და გაუღვივა ქვეყნის წინსვლის იმედი. ეს კაცია გადასარჩენი და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება?! დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას.

სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. დავუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით, არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ.მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა.

დავრწმუნდით, რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ არ გააჩნიათ. უფალი იყოს მისი მფარველი.მიშა უნდა გადარჩეს!" - ნიკოლოზ სააკაშვილი.