სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსად და არასოდეს, არც პირადი და არც სამსახურებრივი ახალი მანქანა არ მყოლია" - როგორ ეხმაურება გოგა ხაჩიძე ეპისკოპოს სვიმეონისთვის 120 - ათას დოლარიანი მანქანის ჩუქებას
"არსად და არასოდეს, არც პირადი და არც სამსახურებრივი ახალი მანქანა არ მყოლია" - როგორ ეხმაურება გოგა ხაჩიძე ეპისკოპოს სვიმეონისთვის 120 - ათას დოლარიანი მანქანის ჩუქებას

ორი დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­კა­ნოზ­მა ილია ჭიღ­ლა­ძემ სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლი­თაც მის ყოვ­ლა­დუსმღვდე­ლო­ე­სო­ბას, სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპის­კო­პოს სვი­მე­ონს 120 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი "ლენდკ­რუ­ი­ზერ 300"-ის ყიდ­ვა "მი­უ­ლო­ცა"....

"მის ყოვ­ლა­დუსმღვდე­ლო­ე­სო­ბას, სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპის­კო­პოს სვი­მე­ონ ცა­კაშ­ვილს გუ­ლი­თა­დად ვუ­ლო­ცავ 120 000$ ღი­რე­ბუ­ლი ლენდკ­რუ­ი­ზერ 300 - 2022 - ის ყიდ­ვას და მარ­ნე­უ­ლის ეპის­კო­პოს გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ან­თან გა­თა­ნაბ­რე­ბას, რო­მელ­მაც წინა თვე­ებ­ში და­ას­წრო ამ მო­დე­ლის მან­ქა­ნის შე­ძე­ნა. სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დრო­სო, ნათ­ქვა­მია, გული არ გა­ი­ტე­ხო, "წმინ­დაო მე­უ­ფეო"! ჭეშ­მა­რი­ტად ძმუ­რი და ქრის­ტეს­მი­ე­რი მო­ნაზვნუ­რი უპო­ვა­რე­ბა და უბ­რა­ლო­ე­ბაა! ა(ნა)ქსი­ოს!“ - წერ­და ჭიღ­ლა­ძე... მოგ­ვი­ნე­ბით, ეპის­კო­პოს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას მან­ქა­ნა მრევ­ლმა აჩუ­ქა.

სწო­რედ ამ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა პო­ლი­ტი­კო­სი გოგა ხა­ჩი­ძე. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში არა­სო­დეს ჰყო­ლია პი­რა­დი მან­ქა­ნა.

გოგა ხა­ჩი­ძე:

"ახა­ლი მან­ქა­ნა კარ­გია! რა სჯობს, ახალ მან­ქა­ნას რომ ყი­დუ­ლობ, ცე­ლოფ­ნებს აცლი, სა­წყის კი­ლო­მეტ­რებს თი­თებ­ზე ით­ვლი, ახ­ლის სუნი მოგ­წონს, არა­ფე­რი ფუჭ­დე­ბა, და ბედ­ნი­ე­რი ხარ ალ­ბათ... პო­ლი­ტი­კამ­დე, 9 სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნა მყავ­და, თუმ­ცა ყვე­ლა - მე­ო­რა­დი (ამით იმის თქმა მინ­და, რომ მან­ქა­ნე­ბი სულ მომ­წონ­და) ამის შემ­დეგ, ორ­ჯერ ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, ორ­ჯერ ვი­ყა­ვი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში და 4 წელი - გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრი.

სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არ­სად და არა­სო­დეს, არც პი­რა­დი და არც სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ახა­ლი მან­ქა­ნა არ მყო­ლია.სულ ვთვლი­დი, რომ მა­გის­თვის არც ფული იყო, არც დრო და არც სი­ტუ­ა­ცია. აბა, და­დოს ვინ­მემ მსგავ­სი სტა­ტის­ტი­კა!... ჰოდა, კი არ მშურს - ვბრაზ­დე­ბი. ამ ქვე­ყა­ნა­ში, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სხვის, ან ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით, ახა­ლი მან­ქა­ნის ყიდ­ვის უკან, ყო­ველ­თვის რა­ღაც უზ­ნე­ო­ბა და ნა­ბიჭ­ვრო­ბა დგას! ასეა ეს!"- წერს ხა­ჩი­ძე...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯი­პის შე­ძე­ნის ფაქტს, მე­დი­ას­თან თა­ვად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, მან­ქა­ნა თა­ვად არ შე­უ­ძე­ნია და ის მრევ­ლმა „ქარ­თუ­ლი საქ­მის­თვის“ მი­უყ­ვა­ნა...

"ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე უფრო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი... ბა­ნას პრო­ექ­ტი რომ შენ­დე­ბა, იცით? მე დიდი ხნის წი­ნაც შე­მეძ­ლო და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ვა­ზობ­და ჩემი მრევ­ლი, რომ­ლის მი­მარ­თაც უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი მაქვს - მე მათ­და­მი და მათ ჩემ­და­მი. უარს ვამ­ბობ­დი. ახლა მოხ­და ისე, რომ მრევ­ლმა გა­და­წყვი­ტა... წირ­ვა­ზე მივ­დი­ო­დი - გზა­ში დავ­რჩი, დღე­სას­წა­უ­ლი იყო - გზა­ში დავ­რჩით. მოკ­ლედ, არ აქვს ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ გე­ტყვით. მრევ­ლმა გა­და­წყვი­ტა, არა­ერ­თმა, რომ ამ დიდი საქ­მის­თვის, ბა­ნას­თვის, ამ­ხე­ლა საქ­მეს და ქარ­თულ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ამ ქარ­თუ­ლი საქ­მის­თვის მო­მიყ­ვა­ნეს ეს, რომ აღარც გზა­ში დავ­რჩე და ამ­ხე­ლა საქ­მეს ნორ­მა­ლუ­რად ვემ­სა­ხუ­რო". - ამ­ბობს სვი­მე­ონ ცა­კაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახეთი
3

მღვდლების და მღვდელმთავრების განკითხვას ჯობია თქვენს თავებს მიხედოთ რა, ღმერთმა იცის რისი ჩამდენები ხართ. 

მარიამი
2

ხაჩიძე-ხაჩიკიანი, როგორც ვიცი ჯვარი სომხურ ენაზე არის ხაჩ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"არსად და არასოდეს, არც პირადი და არც სამსახურებრივი ახალი მანქანა არ მყოლია" - როგორ ეხმაურება გოგა ხაჩიძე ეპისკოპოს სვიმეონისთვის 120 - ათას დოლარიანი მანქანის ჩუქებას

"არსად და არასოდეს, არც პირადი და არც სამსახურებრივი ახალი მანქანა არ მყოლია" - როგორ ეხმაურება გოგა ხაჩიძე ეპისკოპოს სვიმეონისთვის 120 - ათას დოლარიანი მანქანის ჩუქებას

ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სტატუსი გამოაქვეყნა, რომლითაც მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს 120 ათას დოლარად ღირებული "ლენდკრუიზერ 300"-ის ყიდვა "მიულოცა"....

"მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000$ ღირებული ლენდკრუიზერ 300 - 2022 - ის ყიდვას და მარნეულის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან გათანაბრებას, რომელმაც წინა თვეებში დაასწრო ამ მოდელის მანქანის შეძენა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ნათქვამია, გული არ გაიტეხო, "წმინდაო მეუფეო"! ჭეშმარიტად ძმური და ქრისტესმიერი მონაზვნური უპოვარება და უბრალოებაა! ა(ნა)ქსიოს!“ - წერდა ჭიღლაძე... მოგვინებით, ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მას მანქანა მრევლმა აჩუქა.

სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა პოლიტიკოსი გოგა ხაჩიძე. მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არასოდეს ჰყოლია პირადი მანქანა.

გოგა ხაჩიძე:

"ახალი მანქანა კარგია! რა სჯობს, ახალ მანქანას რომ ყიდულობ, ცელოფნებს აცლი, საწყის კილომეტრებს თითებზე ითვლი, ახლის სუნი მოგწონს, არაფერი ფუჭდება, და ბედნიერი ხარ ალბათ... პოლიტიკამდე, 9 სხვადასხვა მანქანა მყავდა, თუმცა ყველა - მეორადი (ამით იმის თქმა მინდა, რომ მანქანები სულ მომწონდა) ამის შემდეგ, ორჯერ ვიყავი პარლამენტის დეპუტატი, ორჯერ ვიყავი გუბერნატორი, სხვადასხვა რეგიონში და 4 წელი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

სურვილის მიუხედავად, არსად და არასოდეს, არც პირადი და არც სამსახურეობრივი ახალი მანქანა არ მყოლია.სულ ვთვლიდი, რომ მაგისთვის არც ფული იყო, არც დრო და არც სიტუაცია. აბა, დადოს ვინმემ მსგავსი სტატისტიკა!... ჰოდა, კი არ მშურს - ვბრაზდები. ამ ქვეყანაში, ამ სიტუაციაში, სხვის, ან ბიუჯეტის ფულით, ახალი მანქანის ყიდვის უკან, ყოველთვის რაღაც უზნეობა და ნაბიჭვრობა დგას! ასეა ეს!"- წერს ხაჩიძე...

შეგახსენებთ, რომ ჯიპის შეძენის ფაქტს, მედიასთან თავად სასულიერო პირიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მანქანა თავად არ შეუძენია და ის მრევლმა „ქართული საქმისთვის“ მიუყვანა...

"ავტომანქანაზე უფრო რაციონალური, მნიშვნელოვანი საკითხი... ბანას პროექტი რომ შენდება, იცით? მე დიდი ხნის წინაც შემეძლო და მრავალი წლის განმავლობაში მთავაზობდა ჩემი მრევლი, რომლის მიმართაც უდიდესი სიყვარული მაქვს - მე მათდამი და მათ ჩემდამი. უარს ვამბობდი. ახლა მოხდა ისე, რომ მრევლმა გადაწყვიტა... წირვაზე მივდიოდი - გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო - გზაში დავრჩით. მოკლედ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ გეტყვით. მრევლმა გადაწყვიტა, არაერთმა, რომ ამ დიდი საქმისთვის, ბანასთვის, ამხელა საქმეს და ქართულ საქმეს ვემსახურები, ამ ქართული საქმისთვის მომიყვანეს ეს, რომ აღარც გზაში დავრჩე და ამხელა საქმეს ნორმალურად ვემსახურო". - ამბობს სვიმეონ ცაკაშვილი