Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუნდიალის "ბნელი მხარე": დაღუპული მუშები, შრომის გაუსაძლისი პირობები და დამამცირებელი დამოკიდებულება - რას წერს მედია კატარზე? (ფოტოები)
მუნდიალის "ბნელი მხარე": დაღუპული მუშები, შრომის გაუსაძლისი პირობები და დამამცირებელი დამოკიდებულება - რას წერს მედია კატარზე? (ფოტოები)

სა­ფეხ­ბურ­თო დღე­სას­წა­უ­ლის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე გვა­შო­რებს. 20 ნო­ემ­ბერს 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი აი­ღებს სტარტს და ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კა­ტა­რის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც მუნ­დი­ა­ლის მას­პინ­ძე­ლია.

  • ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ი­ხიბ­ლე­ბი­ან დო­ჰა­სა, თუ სხვა ქა­ლა­ქე­ბის ხე­დე­ბით და ნა­ხა­ვენ შთამ­ბეჭ­დავ სტა­დი­ო­ნებს, რომ­ლე­ბიც დრო­ის უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში ათი­ა­თა­სო­ბით მიგ­რან­ტმა აა­შე­ნა.

კა­ტარ­მა, რო­მელ­საც "არა­სა­ფეხ­ბურ­თო ქვე­ყა­ნას" უწო­დე­ბენ, 2010 წელს მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძლო­ბის უფ­ლე­ბა. მას შემ­დეგ კი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. პირ­ველ რიგ­ში კი კრი­ტი­კა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს ეხე­ბო­და.

მას შემ­დეგ, რაც კა­ტარ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დე­ბა და მას­შტა­ბუ­რი მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, დრო­დად­რო მე­დი­ა­ში წერ­დნენ იმ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ზე, რო­მელ­შიც მუ­შებს ცხოვ­რე­ბა და მუ­შა­ო­ბა უწევ­დათ. ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია მშე­ნებ­ლო­ბის დროს ათა­სო­ბით და­ღუ­პუ­ლი მუ­შის შე­სა­ხებ.

  • რამ­დე­ნი მიგ­რან­ტი მუ­შა­ობ­და კა­ტარ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის სტა­დი­ო­ნე­ბი­სა და სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე?

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის კა­ტარ­ში აშენ­და შვი­დი ახა­ლი სტა­დი­ო­ნი, ასე­ვე ახა­ლი აე­რო­პორ­ტი, და­ი­გო ახა­ლი გზე­ბი და აშენ­და 100-მდე სას­ტუმ­რო.

გარ­და ამი­სა, იმ სტა­დი­ო­ნის გარ­შე­მო, სა­დაც ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩი უნდა გა­ი­მარ­თოს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი ქა­ლა­ქი აა­შე­ნეს.კა­ტა­რის მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში 30 000 უცხო­ე­ლი მუშა და­ი­ქი­რა­ვეს. მათი უმე­ტე­სო­ბა ბან­გლა­დე­ში­დან, ინ­დო­ე­თი­დან, ნე­პა­ლი­დან და ფი­ლი­პი­ნე­ბი­დან იყო.

  • რამ­დე­ნი მუშა და­ი­ღუ­პა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე?

2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში the Guardian-ი წერ­და, რომ კა­ტარ­ში, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბი­დან 2021 წლის თე­ბერ­ვლამ­დე 6 500 მიგ­რან­ტი მუშა და­ი­ღუ­პა. ისი­ნი იყ­ვნენ ინ­დო­ე­თი­დან, პა­კის­ტა­ნი­დან, ნე­პა­ლი­დან, ბან­გლა­დე­ში­დან. გა­მო­ცე­მა წერ­და, რომ ეს რი­ცხვი ეფუძ­ნე­ბო­და კა­ტარ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ე­ბი­დან მი­ღე­ბულ მო­ნა­ცე­მებს.

კა­ტა­რის მთავ­რო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რი­ცხვი რე­ა­ლუ­რი არ არის, რად­გა­ნაც მას­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც არი­ან შეყ­ვა­ნილ­ნი, რომ­ლე­ბიც არა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე რა­ი­მე დარ­ღვე­ვის გამო, არა­მედ ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვალ­ნენ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე არც მუ­შა­ობ­და და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ არც ერთ პრო­ექ­ტში არ ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, 2014-2020 წლებ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი 37 მუშა გარ­და­იც­ვა­ლა და მათ შო­რის მხო­ლოდ სა­მის სიკ­ვდი­ლი იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი "სამ­სა­ხუ­რის მი­ზე­ზით.“

შრო­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში კა­ტა­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დე­ბენ, რომ მათი გან­ცხა­დე­ბა ეჭვს იწ­ვევს. ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­უ­თი­თებს, რომ კა­ტარ­ში თუ მშე­ნებ­ლო­ბის დროს მუშა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით, გუ­ლის შე­ტე­ვით, ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვლე­ბა, არ თვლი­ან, რომ ეს "სა­მუ­შა­ოს დროს შექ­მნილ არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს" უკავ­შირ­დე­ბა.არა­და, რე­ა­ლუ­რად ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლოა, გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში მძი­მე შრო­მით

  • მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2021 წელს კა­ტარ­ში 50 უცხო­ე­ლი მუშა და­ი­ღუ­პა, 500-ზე მეტი მძი­მედ და­შავ­და.

BBC-ი წერს, რომ გა­მო­ცე­მის არა­ბულ­მა ბი­უ­რომ შე­აგ­რო­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ კა­ტა­რის მთავ­რო­ბა და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ რე­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აქ­ვეყ­ნებს.

  • რო­გორ ექ­ცე­ვი­ან კა­ტარ­ში მუ­შებს?

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ კა­ტა­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უცხო­ე­ლი მუ­შე­ბის მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო. 2016 წელს, Amnesty International-მა კა­ტა­რის კომ­პა­ნი­ე­ბი შრო­მის იძუ­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. Amnesty International-ის ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ბევ­რი მუშა ცხოვ­რობ­და გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში და მათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბაც არ შე­ეძ­ლოთ, რად­გან პაპ­სორ­ტე­ბი დამ­საქ­მებ­ლებ­მა წა­არ­თვეს.

2017 წლი­დან მთავ­რო­ბამ შე­მო­ი­ღო წე­სე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო უცხო­ელ და­საქ­მე­ბულ­თა დაც­ვა და მათ­თვის სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. თუმ­ცა Human Rights Watch-ის 2021 წლის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, იქ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და უცხო­ე­ლი მუ­შე­ბი კვლავ მტან­ჯველ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობ­დნენ.

კა­ტა­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­შა­ობ­დნენ სის­ტე­მით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ისი­ნი აფი­ნან­სებ­დნენ სა­მუ­შა­ოდ უცხო­ე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლას, ხოლო შემ­დეგ ხელს უშ­ლიდ­ნენ რომ სა­მუ­შაო და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

  • ეს სა­კი­თხი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტია. FIFA-მ წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­ნა­წი­ლე 32 გუნდს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ კონ­ცეტ­რი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ფეხ­ბურთზე, რომ სპორ­ტი არ უნდა იყოს "ჩათ­რე­უ­ლი," იდე­ო­ლო­გი­ურ ,ან პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლებ­ში და არც მო­რა­ლუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის დრო იყო, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ათმა ევ­რო­პულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ასო­ცი­ა­ცი­ამ მათ შო­რის, ინ­გლი­სი­სა და უელ­სის ასო­ცი­ა­ცი­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი უნი­ვერ­სა­ლუ­რია და რომ ის ყველ­გან ვრცელ­დე­ბა.“

ავ­სტრა­ლი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, სა­დაც აკ­რი­ტი­კე­ბენ კა­ტარს მიგ­რან­ტი მუ­შე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნოდ მო­პყრო­ბის გამო. და­ნი­ე­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი კი გეგ­მა­ვენ, რომ შავი ფე­რის ფორ­მით ითა­მა­შონ და ასე გა­მო­ხა­ტონ პრო­ტეს­ტი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ კა­ტა­რის სტა­დი­ო­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი:

Lusail Stadium - ეს ის მო­ე­და­ნია, სა­დაც მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის გა­მარ­თვა იგეგ­მე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ 80 000 გულ­შე­მატ­კი­ვარ­ზეა გათ­ვლი­ლი

Al Bayt Stadium - ეს სტა­დი­ო­ნი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ მატჩს უმას­პინ­ძლებს
Al Janoub Stadium

Ahmad Bin Ali Stadium

Education City Stadium

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკო
2

ყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყ ყატარი გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ და არა კატარი,კატარი არის რუსულ და სხვა ენებზე სადაც ყ-ს ვერ გამოთქვამენ,ასე რომ რჩება მხოლოდ ყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყყ-ყატარი

კუკარაჩა
0

sad ipoves 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

მუნდიალის "ბნელი მხარე": დაღუპული მუშები, შრომის გაუსაძლისი პირობები და დამამცირებელი დამოკიდებულება - რას წერს მედია კატარზე? (ფოტოები)

მუნდიალის "ბნელი მხარე": დაღუპული მუშები, შრომის გაუსაძლისი პირობები და დამამცირებელი დამოკიდებულება - რას წერს მედია კატარზე? (ფოტოები)

საფეხბურთო დღესასწაულის დაწყებამდე რამდენიმე დღე გვაშორებს. 20 ნოემბერს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს და ფეხბურთის მოყვარულების ყურადღება კატარისკენ იქნება მიმართული, რომელიც მუნდიალის მასპინძელია.

  • ადამიანები მოიხიბლებიან დოჰასა, თუ სხვა ქალაქების ხედებით და ნახავენ შთამბეჭდავ სტადიონებს, რომლებიც დროის უმოკლეს პერიოდში ათიათასობით მიგრანტმა ააშენა.

კატარმა, რომელსაც "არასაფეხბურთო ქვეყანას" უწოდებენ, 2010 წელს მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. მას შემდეგ კი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. პირველ რიგში კი კრიტიკა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.

მას შემდეგ, რაც კატარში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება და მასშტაბური მშენებლობა დაიწყო, დროდადრო მედიაში წერდნენ იმ არაადამიანურ პირობებზე, რომელშიც მუშებს ცხოვრება და მუშაობა უწევდათ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია მშენებლობის დროს ათასობით დაღუპული მუშის შესახებ.

  • რამდენი მიგრანტი მუშაობდა კატარში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სტადიონებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობაზე?

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კატარში აშენდა შვიდი ახალი სტადიონი, ასევე ახალი აეროპორტი, დაიგო ახალი გზები და აშენდა 100-მდე სასტუმრო.

გარდა ამისა, იმ სტადიონის გარშემო, სადაც ფინალური მატჩი უნდა გაიმართოს, ფაქტობრივად, ახალი ქალაქი ააშენეს.კატარის მთავრობა აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის ქვეყანაში 30 000 უცხოელი მუშა დაიქირავეს. მათი უმეტესობა ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან, ნეპალიდან და ფილიპინებიდან იყო.

  • რამდენი მუშა დაიღუპა მშენებლობაზე?

2021 წლის თებერვალში the Guardian-ი წერდა, რომ კატარში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ნაგებობების მშენებლობის დაწყებიდან 2021 წლის თებერვლამდე 6 500 მიგრანტი მუშა დაიღუპა. ისინი იყვნენ ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ნეპალიდან, ბანგლადეშიდან. გამოცემა წერდა, რომ ეს რიცხვი ეფუძნებოდა კატარში აღნიშნული ქვეყნების საელჩოებიდან მიღებულ მონაცემებს.

კატარის მთავრობაში აცხადებენ, რომ მედიაში გამოქვეყნებული რიცხვი რეალური არ არის, რადგანაც მასში ისეთი ადამიანებიც არიან შეყვანილნი, რომლებიც არა მშენებლობაზე რაიმე დარღვევის გამო, არამედ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ, ზოგიერთი მათგანი მშენებლობაზე არც მუშაობდა და მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ არც ერთ პროექტში არ ყოფილა ჩართული.

  • მათივე ცნობით, 2014-2020 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ სამშენებლო სამუშაოებში ჩართული 37 მუშა გარდაიცვალა და მათ შორის მხოლოდ სამის სიკვდილი იყო გამოწვეული "სამსახურის მიზეზით.“

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში კატარის ხელისუფლების საპასუხოდ აცხადებენ, რომ მათი განცხადება ეჭვს იწვევს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კატარში თუ მშენებლობის დროს მუშა სუნთქვის უკმარისობით, გულის შეტევით, ინსულტით გარდაიცვლება, არ თვლიან, რომ ეს "სამუშაოს დროს შექმნილ არასათანადო პირობებს" უკავშირდება.არადა, რეალურად ეს გართულებები შესაძლოა, გამოწვეული იყოს ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში მძიმე შრომით

  • მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს კატარში 50 უცხოელი მუშა დაიღუპა, 500-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.

BBC-ი წერს, რომ გამოცემის არაბულმა ბიურომ შეაგროვა მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ კატარის მთავრობა დაღუპულთა რაოდენობის შესახებ რეალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს.

  • როგორ ექცევიან კატარში მუშებს?

უფლებადამცველები აკრიტიკებენ კატარის ხელისუფლებას უცხოელი მუშების მიმართ ქვეყანაში არსებული დამამცირებელი დამოკიდებულების გამო. 2016 წელს, Amnesty International-მა კატარის კომპანიები შრომის იძულებაში დაადანაშაულა. Amnesty International-ის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ბევრი მუშა ცხოვრობდა გაუსაძლის პირობებში და მათ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებაც არ შეეძლოთ, რადგან პაპსორტები დამსაქმებლებმა წაართვეს.

2017 წლიდან მთავრობამ შემოიღო წესები, რომლის მიზანიც იყო უცხოელ დასაქმებულთა დაცვა და მათთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. თუმცა Human Rights Watch-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, იქ არაფერი შეცვლილა და უცხოელი მუშები კვლავ მტანჯველ პირობებში მუშაობდნენ.

კატარული კომპანიები მუშაობდნენ სისტემით, რომლის მიხედვითაც ისინი აფინანსებდნენ სამუშაოდ უცხოელების ქვეყანაში ჩასვლას, ხოლო შემდეგ ხელს უშლიდნენ რომ სამუშაო დაეტოვებინათ.

  • ეს საკითხი სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყურადღების ობიექტია. FIFA-მ წერილობით მიმართა ჩემპიონატის მონაწილე 32 გუნდს, სადაც ნათქვამია, რომ კონცეტრირება მოახდინონ ფეხბურთზე, რომ სპორტი არ უნდა იყოს "ჩათრეული," იდეოლოგიურ ,ან პოლიტიკურ ბრძოლებში და არც მორალური გაკვეთილების დრო იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ათმა ევროპულმა საფეხბურთო ასოციაციამ მათ შორის, ინგლისისა და უელსის ასოციაციებმა განაცხადეს, რომ "ადამიანის უფლებები უნივერსალურია და რომ ის ყველგან ვრცელდება.“

ავსტრალიის საფეხბურთო ნაკრებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აკრიტიკებენ კატარს მიგრანტი მუშების მიმართ არასათანოდ მოპყრობის გამო. დანიელი მოთამაშეები კი გეგმავენ, რომ შავი ფერის ფორმით ითამაშონ და ასე გამოხატონ პროტესტი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

დაათვალიერეთ კატარის სტადიონების ფოტოები:

Lusail Stadium - ეს ის მოედანია, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის გამართვა იგეგმება. ცნობილია, რომ 80 000 გულშემატკივარზეა გათვლილი

Al Bayt Stadium - ეს სტადიონი ნახევარფინალურ მატჩს უმასპინძლებს
Al Janoub Stadium

Ahmad Bin Ali Stadium

Education City Stadium