ავტორი:

XS TOY-ს საახალწლო ვიქტორინას იწყებს - პრიზების მფლობელები 12 დეკემბერს გამოვლინდებიან

XS TOY-ს საახალწლო ვიქტორინას იწყებს - პრიზების მფლობელები 12 დეკემბერს გამოვლინდებიან

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი XS TOY-ს საახალწლო ვიქტორინას იწყებს და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც „ჰასბროს“ ბრენდის პროდუქციის მინიმუმ 100-ლარიან შენაძენს გააკეთებენ.

ვიქტორინა უკვე დაიწყო. შენაძენის გაკეთების შემდეგ კონსულტანტი მომხმარებელს გადასცემს ბილეთს, სადაც ეწერება ბრენდის შესახებ ინფორმაცია და მითითებული იქნება სპეციალური ველი, სადაც მან სახელი/გვარი და ტელეფონის ნომერი უნდა მიუთითოს.

ბილეთების გაცემა 11 დეკემბერს დასრულდება, 12 დეკემბერს კი XS TOY-ს „ფეისბუქ“ გვერდზე ლაივ გათამაშება ჩატარდება. კომპანიის წარმომადგენლები დოლურადან შემთხვევითობის პრინციპით ამოღებული ბილეთების მფლობელებს დაურეკავენ და მარტივ კითხვებს დაუსვამენ. სწორი პასუხის შემთხვევაში მომხმარებელი გაიმარჯვებს და საჩუქარს მიიღებს, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი ბილეთი ანულირებულად ჩაითვლება.

რაც შეეხება საჩუქრებს:

ვიქტორინის კითხვაზე პირველი 10 სწორი პასუხის მფლობელი საჩუქრად მიიღებს პორტატულ დინამიკს, მომდევნო 2 სწორი პასუხის მფლობელი - უსადენო ყურსასმენს, ხოლო მთავარი პრიზი - ფლეისთეიშენი გადაეცემა მეცამეტე მოთამაშეს.

„ჰასბროს“ პროდუქცია XS TOY-ს ყველა მაღაზიაშია წარმოდგენილი. ამერიკული ბრენდი გამოირჩევა მაღალი ხარისხის სათამაშოებითა და გასართობი საშუალებებით, რომლებიც სხვადასხვა ასაკის ბავშვზეა გათვლილი. ის აერთიანებს შემდეგ ცნობილ და აღიარებულ ქვებრენდებს: Play-doh, Monopoly, Jenga, Nerf, Furreal და My little pony.