პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ..." - აფხაზეთში "ბიჭვინთის აგარაკებთან" დაკავშირებით მღელვარება იზრდება, რუსეთი სოხუმის პირობებზე უარს ამბობს
"მხოლოდ აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ..." - აფხაზეთში "ბიჭვინთის აგარაკებთან" დაკავშირებით მღელვარება იზრდება, რუსეთი სოხუმის პირობებზე უარს ამბობს

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წა­ყე­ნე­ბულ პი­რო­ბებს რუ­სე­თი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. "ამის შე­სა­ხებ მათ უკვე გა­მოგ­ზავ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი", - წერს "Нужная газета."

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბიჭ­ვინ­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბამ­დე, სო­ხუ­მი ითხოვ­და, რომ დო­უ­მენ­ტში შე­ეც­ვა­ლათ ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თო­ბი, რო­მე­ლიც "კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის არას­წო­რად მი­თი­თე­ბის გამო უფრო დი­დია, ბევ­რად მეტი ტე­რი­ტო­რი­აა შე­ტა­ნი­ლი, ვიდ­რე "ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბი" მო­ი­ცავს.

გარ­და ამი­სა, სო­ხუ­მი შე­თან­ხმე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პუნ­ქტის ჩარ­თვას ითხოვ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, მე­სა­მე პი­რებ­ზე ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა,აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აფხა­ზე­თის "პარ­ლა­მენ­ტის" მიერ დო­კუ­მენ­ტის "რა­ტი­ფი­ცი­რე­ბამ­დე", მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ვერ შევა."

  • აფხა­ზი "პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა" და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­საზ­რე­ბით, მსგავ­სი ფორ­მით, დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა ამ ფორ­მით ძა­ლი­ან დიდი რის­კე­ბის შემ­ცვე­ლია.

იმ ფონ­ზე, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ინალ არ­ძინ­ბა, აფხა­ზეთ­ში მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად აცხა­დებს და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის აკ­რძალ­ვას ითხოვს, ისი­ნი "ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის" სა­კი­თხზე კრი­ტი­კას ერი­დე­ბი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აფხა­ზეტ­ში ახლა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ინალ არ­ძინ­ბას კლა­ნის­თვის "გზის მო­სუფ­თა­ვე­ბის" მცდე­ლო­ბაა. მათი თქმით, არ­ძინ­ბას აღი­ზი­ა­ნებს იმ ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში რუ­სულ პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კე­ბენ. კერ­ძოდ, ქუ­ჩა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ბა­ნე­რე­ბი, სა­დაც წე­რია, რომ "მე­გობ­რო­ბის ნაც­ვლად მი­წას არა­ვინ ითხოვს."

აფხა­ზი "დე­პუ­ტა­ტი: ალ­ხას ბარ­ცი­ცი ამ­ბობს, რომ "ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის" რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტში არა­ერ­თი შეც­დო­მაა დაშ­ვე­ბუ­ლი. "საქ­მე ეხე­ბა შეც­დო­მით მი­თი­თე­ბულ კო­ორ­დი­ნა­ტებს, რის გა­მოც დო­კუ­მენ­ტში შე­დის ზღვის ტე­რი­ტო­რი­აც, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებს სცდე­ბა", - ამ­ბობს ბარ­ცი­ცი.

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ არის რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბას იწ­ვევს.

კი­დევ ერთი აფხა­ზი "დე­პუ­ტა­ტის", კან კვარ­ჩი­ას თქმით, თუ ბიჭ­ვინ­თა­სა და ლი­ძა­ვას ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი დრო­უ­ლად არ გა­მოს­წორ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო გარ­თულ­დეს.

"ჩვენ დო­კუ­მენტს ხელს არ მო­ვა­წერთ იქამ­დე, ვიდ­რე არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რო­გო­რია მისი სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლე­ო­ნიდ ლა­კერ­ბა­ია.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ოპო­ზი­ცი­ო­ნი­ო­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ცდი­ლო­ბენ წი­ნა­აღ­დე­გო­ბის გა­წე­ვას, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, რუ­სე­ბის წი­ნა­შე აზ­რის ბი­ლომ­დე გა­მო­ხატ­ვას მა­ინც ვერ ბე­და­ვენ, რად­გან პრო­ტეს­ტი­სა და წი­ნა­აღ­დე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ბო­ლო­ოდ, რუ­სუ­ლი მხა­რე აბობს, რომ ისი­ბი არა­ვი­თარ პი­რო­ბებს არ აღი­ა­რე­ბენ და ტე­რი­ტო­რი­ებს ჩა­ი­ბა­რე­ბენ ისე, რო­გორც თავ­და­პირ­ვე­ლად მო­ი­თხო­ვეს.
ინალ არ­ძინ­ბა

"თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე დას­რულ­დე­ბო­და, რო­გორც რუ­სეთ­ში გა­და­წყვი­ტეს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი მათი გეგ­მის მი­ხედ­ვით მი­დის და ასე იქ­ნე­ბა შემ­დეგ­შიც. მხო­ლოდ ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის ტე­რი­ტო­რია კი არა, გარ­შე­მო ად­გი­ლე­ბიც მი­აქვთ, რო­მელ­ზეც ჩიტი ვერ გა­დაფ­რინ­დე­ბა, თა­ვად ჩა­ა­სახ­ლე­ბენ "ეფეს­ბეს" ოჯა­ხებს. ანუ ქვეყ­ნის შიგ­ნით კი­დევ ერთ ქვე­ყა­ნას ვი­ღებთ.

შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, ტე­რი­ტო­რია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­დის. ყვე­ლა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა ფე­დე­რა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის სა­კუთ­რე­ბა ხდე­ბა, ისე­ვე, რო­გორც 186 ჰექ­ტა­რი მიწა და სა­ზღვაო სივ­რცის 115 ჰექ­ტა­რი. შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რია მიმ­დე­ბა­რე მი­წე­ბით რუ­სეთს 49-წლი­ა­ნი იჯა­რით გა­და­ე­ცე­მა... ოპო­ზი­ცია ხმა­უ­რობს მა­გი­დას­თან, ქუ­ჩა­ში არა­ვინ გა­მო­დის, რად­გან პრო­ტესტს ორ­გა­ნი­ზე­ბა უნდა. ახლა ხომ ხვდე­ბით, ვის და რა­ტომ ებ­რძო­და არ­ძინ­ბა?! ისი­ნი დრო­უ­ლად მო­აშ­თო", - წერს სო­ლი­დატ ცკუა.

"ამის­თვის იყო ჩაბ­რძა­ნე­ბუ­ლი 10 ნო­ემ­ბერს ჩვე­ნი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მოს­კოვ­ში?! პა­რა­ლე­ლუ­რად, ბიჭ­ვინ­თის გარ­შე­მო რუ­სე­თის­თვის გა­და­სა­ცე­მი ტე­რი­ტო­რია გა­ა­ფარ­თო­ვა, თან ენერ­გო­სის­ტე­მაც ჩა­ა­ბა­რეს. სა­მა­გი­ე­როდ, ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის სა­ხე­ლო­ბის ხე­ი­ვა­ნი გა­იხ­სნე­ბა. გი­ლო­ცავთ, ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია", - მი­აჩ­ნია რუსო ჩიჩ­ბას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აზრზე მოდი,ხიდზე გადი(ენგურის ხიდზე).
0

როგორც ეტყობა,ეს ზამთარი ბევრ რამეს შეცვლის აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობაში და გარკვეული დასკვნების გაკეთებაში... 

კ ო მ ბ ლ ე
2

ესენი თავს იბრმავებენ თუ რაია? მთელი აფხაზეთი წაიღეს და აგარაკებს გვართმევენო? დანარჩენი თქვენია თუ?! ისევე როგორც ხუკრაინა და ინგლის აშშ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მხოლოდ აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ..." - აფხაზეთში "ბიჭვინთის აგარაკებთან" დაკავშირებით მღელვარება იზრდება, რუსეთი სოხუმის პირობებზე უარს ამბობს

"მხოლოდ აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ..." - აფხაზეთში "ბიჭვინთის აგარაკებთან" დაკავშირებით მღელვარება იზრდება, რუსეთი სოხუმის პირობებზე უარს ამბობს

აფხაზური მედიის ცნობით, ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ წაყენებულ პირობებს რუსეთი არ ითვალისწინებს. "ამის შესახებ მათ უკვე გამოგზავნეს ოფიციალური პასუხი", - წერს "Нужная газета."

გამოცემის ცნობით, ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებამდე, სოხუმი ითხოვდა, რომ დოუმენტში შეეცვალათ ტერიტორიის ფართობი, რომელიც "კოორდინატების არასწორად მითითების გამო უფრო დიდია, ბევრად მეტი ტერიტორიაა შეტანილი, ვიდრე "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები" მოიცავს.

გარდა ამისა, სოხუმი შეთანხმებაში სპეციალური პუნქტის ჩართვას ითხოვდა, რომლის ფარგლებშიც, მესამე პირებზე ტერიტორიის გადაცემა შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა,აფხაზური მედიის ცნობით, "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის "პარლამენტის" მიერ დოკუმენტის "რატიფიცირებამდე", მასში ცვლილებები ვერ შევა."

  • აფხაზი "პოლიტიკოსებისა" და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოსაზრებით, მსგავსი ფორმით, დოკუმენტის რატიფიცირება ამ ფორმით ძალიან დიდი რისკების შემცველია.

იმ ფონზე, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობოებს დანაშაულებრივ ორგანიზაციებად აცხადებს და მათი საქმიანობის აკრძალვას ითხოვს, ისინი "ბიჭვინთის აგარაკების" საკითხზე კრიტიკას ერიდებიან.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ აფხაზეტში ახლა მიმდინარე პროცესები ინალ არძინბას კლანისთვის "გზის მოსუფთავების" მცდელობაა. მათი თქმით, არძინბას აღიზიანებს იმ ახალგაზრდების აქტიურობა, რომლებიც აფხაზეთში რუსულ პოლიტიკას აკრიტიკებენ. კერძოდ, ქუჩაში ახალგაზრდების მიერ გამოტანილი ბანერები, სადაც წერია, რომ "მეგობრობის ნაცვლად მიწას არავინ ითხოვს."

აფხაზი "დეპუტატი: ალხას ბარციცი ამბობს, რომ "ბიჭვინთის აგარაკების" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დოკუმენტში არაერთი შეცდომაა დაშვებული. "საქმე ეხება შეცდომით მითითებულ კოორდინატებს, რის გამოც დოკუმენტში შედის ზღვის ტერიტორიაც, რომელიც სახელმწიფო აგარაკების ტერიტორიებს სცდება", - ამბობს ბარციცი.

ის აღნიშნავს, რომ არის რამდენიმე პუნქტი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში მღელვარებას იწვევს.

კიდევ ერთი აფხაზი "დეპუტატის", კან კვარჩიას თქმით, თუ ბიჭვინთასა და ლიძავას ტერიტორიებთან დაკავშირებული შეცდომები დროულად არ გამოსწორდება, შესაძლოა, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდეს.

"ჩვენ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერთ იქამდე, ვიდრე არ გვეცოდინება, როგორია მისი საბოლოო ვარიანტი, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის რატიფიცირებული", - ამბობს ოპოზიციონერი ლეონიდ ლაკერბაია.

  • ადგილობრივების თქმით, ოპოზიციონიორი პოლიტიკოსები ცდილობენ წინააღდეგობის გაწევას, მაგრამ როგორც ჩანს, რუსების წინაშე აზრის ბილომდე გამოხატვას მაინც ვერ ბედავენ, რადგან პროტესტისა და წინააღდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ, რუსული მხარე აბობს, რომ ისიბი არავითარ პირობებს არ აღიარებენ და ტერიტორიებს ჩაიბარებენ ისე, როგორც თავდაპირველად მოითხოვეს.
ინალ არძინბა

"თავიდანვე ვიცოდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდებოდა, როგორც რუსეთში გადაწყვიტეს. ჯერჯერობით, ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდის და ასე იქნება შემდეგშიც. მხოლოდ ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ, რომელზეც ჩიტი ვერ გადაფრინდება, თავად ჩაასახლებენ "ეფესბეს" ოჯახებს. ანუ ქვეყნის შიგნით კიდევ ერთ ქვეყანას ვიღებთ.

შეთანხმების თანახმად, ტერიტორია რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ისევე, როგორც 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი. შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა... ოპოზიცია ხმაურობს მაგიდასთან, ქუჩაში არავინ გამოდის, რადგან პროტესტს ორგანიზება უნდა. ახლა ხომ ხვდებით, ვის და რატომ ებრძოდა არძინბა?! ისინი დროულად მოაშთო", - წერს სოლიდატ ცკუა.

"ამისთვის იყო ჩაბრძანებული 10 ნოემბერს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლობა მოსკოვში?! პარალელურად, ბიჭვინთის გარშემო რუსეთისთვის გადასაცემი ტერიტორია გააფართოვა, თან ენერგოსისტემაც ჩააბარეს. სამაგიეროდ, ჩვენი მეგობრობის ნიშნად, დიმიტრი მედვედევის სახელობის ხეივანი გაიხსნება. გილოცავთ, ყველაფერი მოგვარებულია", - მიაჩნია რუსო ჩიჩბას.