მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი თუ ევროპა? ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ - გზას, რომელსაც "ქართული ოცნება“ ადგას, რუსეთამდე მივყავართ" - გიორგი ვაშაძე
"რუსეთი თუ ევროპა? ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ - გზას, რომელსაც "ქართული ოცნება“ ადგას,  რუსეთამდე მივყავართ" -  გიორგი ვაშაძე

გზა, რო­მელ­საც დღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ად­გას, ჩვენ ევ­რო­პამ­დე არ მიგ­ვიყ­ვანს, ამ გზას რუ­სე­თამ­დე მივ­ყა­ვართ. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, შე­მო­ვატ­რი­ა­ლოთ ეს გზა, შე­ვას­რუ­ლოთ 12-ვე პუნ­ქტი, მი­ვი­ღოთ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. კარი რომ ღიაა, ამას ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ღიად და გულ­წრფე­ლად ამ­ბო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გამო არ აქვს და თუ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა, სტა­ტუსს კვლავ ვერ მი­ვი­ღებთ.

"თუ ამ 12 პუნ­ქტს არ შე­ვას­რუ­ლებთ, თუ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, თუ ის კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი არ და­ი­დე­ბა, რა­საც ევ­რო­პე­ლე­ბი ჩვე­ნი მხრი­დან ელო­დე­ბი­ან, თუ იმ გზას გა­ვაგ­რძე­ლებთ, რა­საც ახლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ად­გას, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუსს ვერ მი­ვი­ღებთ და სწო­რედ აქ უნდა გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ. ეს 12 პუნ­ქტი არ არის მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, ეს არის ჩვენ­თვის, ყვე­ლას­თვის, რომ გა­ვი­აზ­როთ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ჰა­ე­რი­დან თა­ვი­სით არ ჩა­მო­ვარ­დე­ბა.

ყვე­ლა­ფერ­ზე იყო გუ­შინ ლა­პა­რა­კი, როცა ევ­რო­კო­მი­სა­რი ჩა­მო­სუ­ლი იყო და ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცა თუ რამ­ხე­ლა პრო­ექ­ტებ­ზეა სა­უ­ბა­რი. მი­ლი­არ­დებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­დეს ელექტრო­სა­დე­ნე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­სა­დე­ნე­ბი, ლო­ჯის­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბი, მოხ­დეს პორ­ტე­ბის და აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. ევ­რო­კავ­შირ­ში, ჩვენ სა­მე­ზობ­ლო­ში დიდი ინ­ტე­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ამ ყვე­ლაფ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი ვართ, ამ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ თუ უბ­რა­ლოდ რა­ღაც პრო­ცესს ვქმნით, რო­მე­ლიც უშე­დე­გოდ მთავ­რდე­ბა? ეს არის მთა­ვა­რი არ­ჩე­ვა­ნი - რუ­სე­თი თუ ევ­რო­პა? ამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვდგა­ვართ ჩვენ. სა­ქარ­თვე­ლო, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, თუ ოლი­გარ­ქი­უ­ლი რე­ჟი­მი, რო­მელ­საც არას­წო­რად მივ­ყა­ვართ. ამი­ტომ არ უნდა შეგ­ვიყ­ვა­ნოს შეც­დო­მა­ში და არ უნდა მოგ­ვა­ტყუ­ოს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან მა­სობ­რი­ვად მი­დის,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mama
0

ეს საცოდავი უკომპასო გემივითაა სად რა ჩააკვეხოს რა თქას აღარიცის

ჯეკო
0

ხალხი არ ხართ დაგვასვენეთ ამ ბუბერაზი ვაიპოლიტიკოსისგან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"რუსეთი თუ ევროპა? ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ - გზას, რომელსაც "ქართული ოცნება“ ადგას, რუსეთამდე მივყავართ" - გიორგი ვაშაძე

"რუსეთი თუ ევროპა? ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ - გზას, რომელსაც "ქართული ოცნება“ ადგას,  რუსეთამდე მივყავართ" -  გიორგი ვაშაძე

გზა, რომელსაც დღეს "ქართული ოცნება“ ადგას, ჩვენ ევროპამდე არ მიგვიყვანს, ამ გზას რუსეთამდე მივყავართ. ჩვენი ამოცანაა, შემოვატრიალოთ ეს გზა, შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. კარი რომ ღიაა, ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები ღიად და გულწრფელად ამბობენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი "ქართული ოცნების“ ანტიევროპული ნაბიჯების გამო არ აქვს და თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, სტატუსს კვლავ ვერ მივიღებთ.

"თუ ამ 12 პუნქტს არ შევასრულებთ, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, თუ ის კონკრეტული შედეგები არ დაიდება, რასაც ევროპელები ჩვენი მხრიდან ელოდებიან, თუ იმ გზას გავაგრძელებთ, რასაც ახლა "ქართული ოცნება“ ადგას, სამწუხაროდ, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ და სწორედ აქ უნდა გამოვფხიზლდეთ. ეს 12 პუნქტი არ არის მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის“, ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის, რომ გავიაზროთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰაერიდან თავისით არ ჩამოვარდება.

ყველაფერზე იყო გუშინ ლაპარაკი, როცა ევროკომისარი ჩამოსული იყო და ნაკლები ყურადღება მიექცა თუ რამხელა პროექტებზეა საუბარი. მილიარდებზეა საუბარი, რომ საქართველოში შემოვიდეს ელექტროსადენები, ინტერნეტსადენები, ლოჯისტიკური ცენტრები, მოხდეს პორტების და აეროპორტების გაფართოება. ევროკავშირში, ჩვენ სამეზობლოში დიდი ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ მთავარია, ამ ყველაფრის ინიციატორი ვართ, ამ ყველაფერს ვაკეთებთ თუ უბრალოდ რაღაც პროცესს ვქმნით, რომელიც უშედეგოდ მთავრდება? ეს არის მთავარი არჩევანი - რუსეთი თუ ევროპა? ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ ჩვენ. საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუ ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც არასწორად მივყავართ. ამიტომ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა მოგვატყუოს დეზინფორმაციის კამპანიამ, რომელიც "ქართული ოცნების“ მხრიდან მასობრივად მიდის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.