საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში კოვიდის გამო დაწესებული უმკაცრესი რეგულაციების გამო ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ გავიდა
ჩინეთში კოვიდის გამო დაწესებული უმკაცრესი რეგულაციების გამო ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ გავიდა

ჩი­ნე­თის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში, გუ­ან­ჯო­უს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ლოკ­და­უნ­ში მყო­ფი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ქუ­ჩებ­ში გა­ვიდ­ნენ და ბა­რი­ე­რე­ბი მო­შა­ლეს. იმის გამო, რომ ჰა­ი­ჯუს რა­ი­ო­ნი ქა­ლაქ­ში კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრად მი­იჩ­ნე­ვა, 5 ნო­ემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აქ ეტა­პობ­რი­ვად უფრო და უფრო მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი წეს­დე­ბო­და, რა­მაც ხალ­ხის აღ­შფო­თე­ბა და მათი ქუ­ჩა­ში გას­ვლა გა­მო­იწ­ვია. ჯერ კი­დევ არაა და­ზუს­ტე­ბუ­ლი, ის, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იღებ­და პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ან რამ­დე­ნი ხანი გაგ­რძელ­და აქ­ცია.

სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტი ჩი­ნეთ­ში საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, მაგ­რამ ეს მთავ­რო­ბის მკაც­რი ნუ­ლო­ვა­ნი კო­ვიდ პო­ლი­ტი­კის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი მზარ­დი აღ­შფო­თე­ბი­სა და სა­სო­წარ­კვე­თის კი­დევ ერთი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

პრო­ტეს­ტის დღის ვი­დე­ო­ე­ბი და ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და. ცალ­კე­ულ კლიპ­ში მა­მა­კა­ცი ყვი­რის: "თქვე­ნი მშობ­ლე­ბი რომ ავად გახ­დნენ ან თქვენს შვი­ლებს რომ ჰქონ­დეთ მა­ღა­ლი სი­ცხე და მათი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას არ გაძ­ლევ­დნენ, თავს რო­გორ იგ­რძნობ­დით?“

გუ­ან­ჯო­უ­ში სამ­შა­ბათს კო­ვი­დის 5100-ზე მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მო­ა­ცხა­დეს, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ასიმპტო­მუ­რია. ამა­ვე დღეს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სულ 17.772 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ეს, 2021 წლის აპ­რი­ლის შემ­დეგ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რი­ცხვია, რაც კი ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

გუ­ან­ჯო­უს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­სი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ჯანგ იიმ ორ­შა­ბათს გა­მა­რულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ 19 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნით და­სახ­ლე­ბულ ქა­ლაქ­ში "პან­დე­მი­ის შე­კა­ვე­ბის ზო­მე­ბი რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა" (რაც ფა­რუ­ლად "ლოკ­და­უნ­ზე" მი­უ­თი­თებს).

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ჩინეთში კოვიდის გამო დაწესებული უმკაცრესი რეგულაციების გამო ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ გავიდა

ჩინეთში კოვიდის გამო დაწესებული უმკაცრესი რეგულაციების გამო ხალხი ქუჩაში საპროტესტოდ გავიდა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, გუანჯოუს მუნიციპალიტეტში ლოკდაუნში მყოფი მაცხოვრებლები, პროტესტის ნიშნად ქუჩებში გავიდნენ და ბარიერები მოშალეს. იმის გამო, რომ ჰაიჯუს რაიონი ქალაქში კოვიდის გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევა, 5 ნოემბრიდან მოყოლებული, აქ ეტაპობრივად უფრო და უფრო მკაცრი რეგულაციები წესდებოდა, რამაც ხალხის აღშფოთება და მათი ქუჩაში გასვლა გამოიწვია. ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული, ის, თუ რამდენი ადამიანი იღებდა პროტესტში მონაწილეობას ან რამდენი ხანი გაგრძელდა აქცია.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/0xnUs5htC2Q" title="Protests erupt in Guangzhou, China as frustrations over Covid-19 curbs mount" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

სახალხო პროტესტი ჩინეთში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ეს მთავრობის მკაცრი ნულოვანი კოვიდ პოლიტიკისგან გამოწვეული მზარდი აღშფოთებისა და სასოწარკვეთის კიდევ ერთი მანიშნებელია.

პროტესტის დღის ვიდეოები და ფოტოები სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. ცალკეულ კლიპში მამაკაცი ყვირის: "თქვენი მშობლები რომ ავად გახდნენ ან თქვენს შვილებს რომ ჰქონდეთ მაღალი სიცხე და მათი საავადმყოფოში წაყვანის უფლებას არ გაძლევდნენ, თავს როგორ იგრძნობდით?“

გუანჯოუში სამშაბათს კოვიდის 5100-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოაცხადეს, ინფიცირებულების უმეტესობა ასიმპტომურია. ამავე დღეს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 17.772 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს, 2021 წლის აპრილის შემდეგ, დაინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რიცხვია, რაც კი ქვეყანაში დაფიქსირებულა.

გუანჯოუს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიის დირექტორის მოადგილემ, ჯანგ იიმ ორშაბათს გამარულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 19 მილიონი ადამიანით დასახლებულ ქალაქში "პანდემიის შეკავების ზომები რამდენიმე რაიონში გაძლიერდება" (რაც ფარულად "ლოკდაუნზე" მიუთითებს).

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა