პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირუტყვს, რომელიც სოხუმის ქუჩებში უპატრონოდ გადაადგილდება, ბრძოლა უმკაცრესი მეთოდებით გამოუცხადეს - მათ სასაკლაოზე გაშვება ემუქრებათ
პირუტყვს, რომელიც სოხუმის ქუჩებში უპატრონოდ გადაადგილდება, ბრძოლა  უმკაცრესი მეთოდებით გამოუცხადეს - მათ სასაკლაოზე გაშვება ემუქრებათ

"სა­ქონ­ლის ბრა­ლი არ არის, რომ ასე და­დის, ეს მე­პატ­რო­ნის ბრა­ლია", - პი­რუ­ტყვს, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის ქუ­ჩებ­ში უპატ­რო­ნოდ გა­და­ად­გილ­დე­ბა, ბრძო­ლა ყვე­ლა­ზე მკაც­რი მე­თო­დე­ბით გა­მო­უ­ცხა­დეს.

მათ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, პატ­რო­ნის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, (რო­მელ­საც ჯა­რი­მა ემუქ­რე­ბა), სა­საკ­ლა­ო­ზე გაგ­ზავ­ნი­ან. ekhokavkaza-მა გა­და­წყვი­ტა გა­ერ­კვია დე­და­ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის აზრი გა­ე­გო ამ სი­ახ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სო­ხუმ­ში მო­სი­ა­რუ­ლე ძრო­ხებ­სა და ცხე­ნებს სპე­ცი­ა­ლურ მან­ქა­ნით სა­ჯა­რი­მო­ზე გა­და­იყ­ვა­ნენ. ცხო­ვე­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად მე­პატ­რო­ნე­ებს ხუთი ათა­სი რუბ­ლის ჯა­რი­მის გა­დახ­და მო­უ­წევთ. ხოლო თუ პატ­რო­ნი ორ დღე­ში არ გა­მო­ცხად­და, მა­შინ პი­რუ­ტყვი სა­საკ­ლა­ო­ზე გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

ას­ტა­მურ კა­კა­ლია, ქა­ლაქ სო­ხუ­მის მკვიდ­რი:

"ფორ­მა, რა თქმა უნდა, სწო­რია, მაგ­რამ ში­ნა­არ­სით გა­მო­ვა, რომ ღა­რიბ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ­თმე­ვენ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს. ვი­საც ქა­ლაქ­ში ძრო­ხა ჰყავს, ის არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ლი­არ­დე­რი, მათი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი ღა­რი­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რო­გორც წესი, ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში ცხოვ­რო­ბენ, აქვთ პა­ტა­რა ნაკ­ვე­თე­ბი და ჰყავთ ძრო­ხე­ბი. რა აკე­თებთ, ბე­ბი­ას აკ­ლებთ სა­არ­სე­ბო წყა­როს, რო­მე­ლიც ყიდ­და რძეს, ყველს და თავს ირ­ჩენ­და. თქვენ უბიძ­გებთ ამ ხალ­ხს სი­ღა­რი­ბი­დან უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში აღ­მოჩ­ნდეს..."

მა­ზო­ნა ბაგ­რა­ტოვ­ნა ცვიჟ­ბა:

"ვფიქ­რობ, რომ ეს სწო­რია. ის ფაქ­ტი, რომ მე­პატ­რო­ნე­ე­ბი სა­ქო­ნელს უპატ­რო­ნოდ ტო­ვე­ბენ, გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის სი­სუფ­თა­ვე­ზე. სან­ქცი­ე­ბი ად­რეც იყო, მაგ­რამ მე­პატ­რო­ნე­ე­ბი მა­ინც არ ჩერ­დე­ბი­ან, აგ­რძე­ლე­ბენ ცხო­ვე­ლე­ბის გაშ­ვე­ბას. ეს არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა არა მხო­ლოდ ცხო­ვე­ლე­ბის, არა­მედ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ. მომ­ხრე ვარ ჯა­რი­მა გა­ი­ზარ­დოს, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი, სო­ხუ­მე­ლე­ბის მი­მართ. მე ოჩა­ლენ­კოს ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ: მარ­თლაც, ჩვე­ნი ქუჩა სავ­სეა ცხო­ვე­ლე­ბით, გავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყველ­გან ტო­ვე­ბენ კვალს, რა თქმა უნდა, მერე ეს ჩვე­ნი გა­საწ­მენ­დია".

კრის­ტი­ნა გუმ­ბა:

"ათწლე­უ­ლე­ბი გა­ვი­და, მაგ­რამ პრობ­ლე­მა არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა. სა­ქო­ნე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი აფუ­ჭებს, გა­ზო­ნე­ბი გა­თე­ლი­ლია, ეს არ არის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა, პრობ­ლე­მა კი­დევ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბია. ისი­ნი დღე­საც დგა­ნან გზებ­ზე, ქა­ლა­ქის გზატ­კე­ცილ­ზე და მათ გამო ხში­რად ხდე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი ავა­რი­ე­ბი. ვფიქ­რობ, სწო­რად მო­იქ­ცნენ. ვე­თან­ხმე­ბი სო­ხუ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. შე­საძ­ლოა, ამის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნებ­მა აღარ გა­უშ­ვან თა­ვი­ან­თი ცხო­ვე­ლე­ბის ქა­ლაქ­ში სა­სე­ირ­ნოდ.

ნი­კო­ლაი მედ­ვენ­სკი:

"ცხო­ვე­ლე­ბი ხელს უშ­ლი­ან მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბა ავა­რი­ე­ბი, მათ შო­რის ფა­ტა­ლუ­რიც. მაგ­რამ ორი დღის მი­ცე­მა პატ­რო­ნის­თვის, ცო­ტაა, რად­გან ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვი­სი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ძრო­ხა ამ ვა­და­ში იპო­ვოს".

კა­რი­ნა კოლ­პა­კჩი­ა­ნი:

"რო­გორც ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რულს, პირ­ველ რიგ­ში, პი­რუ­ტყვის გამო ვწუხ­ვარ, რად­გან ის არ არის დამ­ნა­შა­ვე მე­პატ­რო­ნე­ე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში. მო­ნე­ტის ორი მხა­რე აქვს, პი­რუ­ტყვმა არ უნდა ია­როს გზატ­კე­ცილ­ზე და ქა­ლაქ­ში არ უნდა ისე­ირ­ნოს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან და­უს­ჯე­ლო­ბას ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნდა ას­წავ­ლონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

მერე რა ჩვენთან სუსთანაც დაიარებიან ვაჟაზე

მარკი
1

უსაქმურები იქაც და აქაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

პირუტყვს, რომელიც სოხუმის ქუჩებში უპატრონოდ გადაადგილდება, ბრძოლა უმკაცრესი მეთოდებით გამოუცხადეს - მათ სასაკლაოზე გაშვება ემუქრებათ

პირუტყვს, რომელიც სოხუმის ქუჩებში უპატრონოდ გადაადგილდება, ბრძოლა  უმკაცრესი მეთოდებით გამოუცხადეს - მათ სასაკლაოზე გაშვება ემუქრებათ

"საქონლის ბრალი არ არის, რომ ასე დადის, ეს მეპატრონის ბრალია", - პირუტყვს, რომელიც სოხუმის ქუჩებში უპატრონოდ გადაადგილდება, ბრძოლა ყველაზე მკაცრი მეთოდებით გამოუცხადეს.

მათ დაკავების შემდეგ, პატრონის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, (რომელსაც ჯარიმა ემუქრება), სასაკლაოზე გაგზავნიან. ekhokavkaza-მა გადაწყვიტა გაერკვია დედაქალაქის მაცხოვრებლების აზრი გაეგო ამ სიახლესთან დაკავშირებით.

ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოხუმში მოსიარულე ძროხებსა და ცხენებს სპეციალურ მანქანით საჯარიმოზე გადაიყვანენ. ცხოველის დასაბრუნებლად მეპატრონეებს ხუთი ათასი რუბლის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ხოლო თუ პატრონი ორ დღეში არ გამოცხადდა, მაშინ პირუტყვი სასაკლაოზე გაიგზავნება.

ასტამურ კაკალია, ქალაქ სოხუმის მკვიდრი:

"ფორმა, რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ შინაარსით გამოვა, რომ ღარიბ მოქალაქეებს ართმევენ საარსებო მინიმუმს. ვისაც ქალაქში ძროხა ჰყავს, ის არ შეიძლება იყოს მილიარდერი, მათი მეპატრონეები ღარიბი მოქალაქეები არიან, რომლებიც როგორც წესი, ქალაქის გარეუბნებში ცხოვრობენ, აქვთ პატარა ნაკვეთები და ჰყავთ ძროხები. რა აკეთებთ, ბებიას აკლებთ საარსებო წყაროს, რომელიც ყიდდა რძეს, ყველს და თავს ირჩენდა. თქვენ უბიძგებთ ამ ხალხს სიღარიბიდან უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდეს..."

მაზონა ბაგრატოვნა ცვიჟბა:

"ვფიქრობ, რომ ეს სწორია. ის ფაქტი, რომ მეპატრონეები საქონელს უპატრონოდ ტოვებენ, გავლენას ახდენს ჩვენი დედაქალაქის სისუფთავეზე. სანქციები ადრეც იყო, მაგრამ მეპატრონეები მაინც არ ჩერდებიან, აგრძელებენ ცხოველების გაშვებას. ეს არასწორი დამოკიდებულებაა არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ჩვენი ქალაქის მოსახლეობის მიმართ. მომხრე ვარ ჯარიმა გაიზარდოს, სხვა გამოსავალი არ არის, რადგან მიმაჩნია, რომ უპატივცემულობაა, პირველ რიგში, ჩვენი, სოხუმელების მიმართ. მე ოჩალენკოს ქუჩაზე ვცხოვრობ: მართლაც, ჩვენი ქუჩა სავსეა ცხოველებით, გავლა შეუძლებელია. ყველგან ტოვებენ კვალს, რა თქმა უნდა, მერე ეს ჩვენი გასაწმენდია".

კრისტინა გუმბა:

"ათწლეულები გავიდა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. საქონელი მცენარეები აფუჭებს, გაზონები გათელილია, ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა, პრობლემა კიდევ უბედური შემთხვევებია. ისინი დღესაც დგანან გზებზე, ქალაქის გზატკეცილზე და მათ გამო ხშირად ხდება ფატალურად დასრულებული ავარიები. ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ. ვეთანხმები სოხუმის ადმინისტრაციას. შესაძლოა, ამის შემდეგ ადამიანებმა აღარ გაუშვან თავიანთი ცხოველების ქალაქში სასეირნოდ.

ნიკოლაი მედვენსკი:

"ცხოველები ხელს უშლიან მანქანების მოძრაობას და, შესაბამისად, ხდება ავარიები, მათ შორის ფატალურიც. მაგრამ ორი დღის მიცემა პატრონისთვის, ცოტაა, რადგან ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავისი გაუჩინარებული ძროხა ამ ვადაში იპოვოს".

კარინა კოლპაკჩიანი:

"როგორც ცხოველების მოყვარულს, პირველ რიგში, პირუტყვის გამო ვწუხვარ, რადგან ის არ არის დამნაშავე მეპატრონეების უპასუხისმგებლობაში. მონეტის ორი მხარე აქვს, პირუტყვმა არ უნდა იაროს გზატკეცილზე და ქალაქში არ უნდა ისეირნოს, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც მიჩვეულები არიან დაუსჯელობას ბოლო 30 წლის განმავლობაში, უნდა ასწავლონ პასუხისმგებლობა".