ავტორი:

სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ 22 წლის წინ გაშვილებული და იპოვა - "ჯენა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი..."

სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ 22 წლის წინ გაშვილებული და იპოვა - "ჯენა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი..."

რუსული წარმოშობის სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ 22 წლის შემდეგ და, სახელად - ჯენა, იპოვა. ნატალიამ თავისი ოჯახის ამბავი ამერიკული Vogue-ს დეკემბრის ნომრისთვის უამბო. ინტერვიუს ნაწილი სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა...

გამოცემასთან ინტერვიუში ვოდიანოვამ გაიხსენა რუსეთში გატარებული ბავშვობა, როდესაც ოჯახი ხშირად შიმშილობდა. გოგონა დედასთან და ორ დასთან ერთად 20 კვ.მ ბინაში ცხოვრობდა. ოჯახი ცხოვრების მძიმე ეტაპებს გადიოდა - გოგონები მამამ მიატოვათ და მათდახმარებაზე უარი თქვა. ვოდიანოვას ერთ-ერთი და, ოქსანა, ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. თავად ნატალია ადრეული ასაკიდანვე მუშაობდა ბაზარში, რათა საკვების ფული გამოემუშავებინა.

2000 წელს ლარისას, ნატალიას დედას, კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა - თავად მოდელი იმ დროს 18 წლის იყო. ნატალიამ დედას შეთავაზა, რომ უმცროსი და, მაშა, გაეშვილებინათ, რადგან მას არ სურდა პატარასაც უფროსი დების ბედი გაეზიარებინა. გოგონა მდიდარმა წყვილმა იშვილა და აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინაში წაიყვანა.

"მან თითზე ხელი მომკიდა და მაგრად მომიჭირა", - იხსენებს ნატალია თავის პირველ შეხვედრას ჩვილ დასთან.

"ის უკვე ისეთი მებრძოლი იყო. და ამ ემოციურ მომენტში მას დავპირდი, რომ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს".

მეოთხე შვილის გაშვილების შემდეგ ვოდიანოვას დედა მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ სუპერმოდელმა, რომლის ბავშვობა ძალიან რთული იყო, დაარწმუნა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

წლების შემდეგ, ვოდიანოვამ დის მოძებნა გადაწყვიტა, ამისთვის კი კერძო დეტექტივებიც დაიქირავა, მაგრამ მისმა ძებნამ შედეგი არ გამოიღო. ცოტა ხნის წინ, თავად სუპერმოდელის და დარეგისტრირდა საიტზე, სადაც ადამიანები დნმ-ით ეძებენ ნათესავებს და გაარკვია, რომ ნატალია ვოდიანოვა მისი გენეტიკური ნათესავი იყო.

გოგონა დებს - ნატალიას და კრისტინას (ვოდიანოვას ნახევარდა), ასევე დედას პარიზში შეხვდა, მას მშვილებელმა ოჯახმა ჯენა დაარქვა.

"ჯენა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, მაშინაც კი, როდესაც ერთმანეთს არ ვიცნობდით", - თქვა ნატალიამ ინტერვიუში.

"მე ყოველთვის მტანჯავდა კითხვა, კარგად იყო, თუ - არა...”

დებმა ჯენას მამამისის შესახებაც უამბეს, კაცი მათთან ცხოვრობდა დაახლოებით ექვსი თვე და კეთილგანწყობილი იყო ოჯახის მიმართ. გოგონებს სთხოვდა, რომ მათთვის მამა ეწოდებინათ. თუმცა შემდგომ ცოლს ვალის აღება აიძულა და დაიკარგა...

დებმა Vogue-სთვის ნატალი ვოდიანოვას და მისი მეუღლის ანტუან არნოს სახლში კონექტიკუტში იპოზიორეს. გოგონები ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო.