Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რთულია, ვისაუბრო... მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ..." - რას წერს თორნიკე შენგელია
"რთულია, ვისაუბრო... მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ..." - რას წერს თორნიკე შენგელია

14 ნო­ემ­ბერს, კა­ლათ­ბურთში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი იტა­ლი­ის ეროვ­ნულ გუნდს და­უ­პი­რის­პირ­და. შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სი არე­ნა­ზე შედ­გა და მატ­ჩი იტა­ლი­ე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით - 84-85 დას­რულ­და. ბოლო წა­მებ­ზე ჩვე­ნი გუნ­დის კა­პი­ტანს, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­აშ შან­სი ჰქონ­და, რომ ბურ­თი კა­ლათ­ში მო­ე­თავ­სე­ბი­ნა, თუმ­ცა ეს ვერ მო­ხერ­ხდა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შენ­გე­ლი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც და­წე­რა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს, თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ჩვე­ნი გუნ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შანსს ამ წა­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ინარ­ჩუ­ნებს.

"რთუ­ლია, ვი­სა­უბ­რო ასე­თი წა­გე­ბის შემ­დეგ. დაც­ვა­ში ისე ვერ ვი­თა­მა­შეთ, რო­გორც სამ­წვრთნე­ლო შტაბ­მა დაგ­ვა­ვა­ლა, მე­ტო­ქეს უფრო მეტი სამ­ქუ­ლი­ა­ნი ვას­რო­ლი­ნეთ, ვიდ­რე – ორ­ქუ­ლი­ა­ნი. წი­ნას­წარ ვი­ცო­დით, რომ ასე იქ­ნე­ბო­და, რად­გან ეს გუნ­დი სამ­ქუ­ლი­ა­ნებს ხში­რად ის­ვრის, ჩაგ­დე­ბა­ში კი ხელი ვერ შე­ვუ­შა­ლეთ.

ჩე­მით და­წყე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი და­კარ­გვა გვქონ­და. გარ­და ამი­სა, შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ ვიბ­რძო­ლეთ. ბოლო წამ­ზე თქვენც ნა­ხეთ, რა მოხ­და, ამის გამო მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ღებ.

თუმ­ცა, ამით არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა, შემ­დე­გი ტური ჩვენს ხელ­შია.უკე­თე­სი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი გვქონ­და, ვიდ­რე – პირ­ვე­ლი. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის შან­სი ისევ გვაქვს", - წერს შენ­გე­ლია.

ცნო­ბის­თვის. მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი 23 თე­ბერ­ვალს გას­ვლა­ზე აუტ­სა­ი­დერ ნი­დერ­ლან­დებ­თან გა­მარ­თავს, ხოლო 26 თე­ბერ­ვალს ის­ლან­დი­ას უმას­პინ­ძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგუცა
0

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა.

SOS!!!
18

თორნიკე შენგელია - თბილისის მომავალი მერი!

ავტორი:

"რთულია, ვისაუბრო... მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ..." - რას წერს თორნიკე შენგელია

"რთულია, ვისაუბრო... მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ..." - რას წერს თორნიკე შენგელია

14 ნოემბერს, კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისი არენაზე შედგა და მატჩი იტალიელების გამარჯვებით, ანგარიშით - 84-85 დასრულდა. ბოლო წამებზე ჩვენი გუნდის კაპიტანს, თორნიკე შენგელიაშ შანსი ჰქონდა, რომ ბურთი კალათში მოეთავსებინა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, შენგელიამ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ამ წაგების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს.

"რთულია, ვისაუბრო ასეთი წაგების შემდეგ. დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სამწვრთნელო შტაბმა დაგვავალა, მეტოქეს უფრო მეტი სამქულიანი ვასროლინეთ, ვიდრე – ორქულიანი. წინასწარ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან ეს გუნდი სამქულიანებს ხშირად ისვრის, ჩაგდებაში კი ხელი ვერ შევუშალეთ.

ჩემით დაწყებული ძალიან ბევრი დაკარგვა გვქონდა. გარდა ამისა, შემიძლია, ვთქვა, რომ ვიბრძოლეთ. ბოლო წამზე თქვენც ნახეთ, რა მოხდა, ამის გამო მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა, შემდეგი ტური ჩვენს ხელშია.უკეთესი მეორე ნახევარი გვქონდა, ვიდრე – პირველი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ისევ გვაქვს", - წერს შენგელია.

ცნობისთვის. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს.