საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეატრი გემრიელი ვახშმის თანხლებით – „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე
თეატრი გემრიელი ვახშმის თანხლებით – „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე

წარ­მო­იდ­გი­ნე კლა­სი­კუ­რი თე­ატ­რი დიდი წი­თე­ლი ფარ­დით. ამას ისიც და­უ­მა­ტე, რომ სცე­ნა­ზე სა­ნა­ხა­ო­ბით ტკბო­ბა ვახ­შმის თან­ხლე­ბით შე­გეძ­ლე­ბა. სივ­რცე, სა­დაც ერ­თიც შე­საძ­ლე­ბე­ლია და მე­ო­რეც, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად შე­იქ­მნა. „თე­ატ­რი“ – ასე ჰქვია მას.

მისი შექ­მნის იდეა „წის­ქვი­ლი ჯგუფს“ გა­უჩ­ნდა და ორ­წლი­ა­ნი შრო­მის შე­დე­გად, იდე­ის ხორ­ცშეს­ხმაც შეძ­ლო.

რას უნდა ვე­ლო­დოთ „თე­ატ­რის­გან“, რა აქ­ცევს მას უნი­კა­ლურ სივ­რცედ და რა ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბას მოგ­ვცემს ის? – „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის თე­ატრზე სტა­ტი­ა­ში დე­ტა­ლუ­რად მო­გიყ­ვე­ბით.

Dining Theatre ანუ წარ­მოდ­გე­ნა ვახ­შმით

„შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და, მე­ტიც, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლად ჩნდე­ბა ტერ­მი­ნი Dining Theatre ანუ წარ­მოდ­გე­ნა ვახ­შმით“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

მარ­თლაც, ტერ­მი­ნი და თე­ატ­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცია Dining Theatre, რო­მელ­საც კარ­გად იც­ნობს და­სავ­ლე­თი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც „წის­ქვი­ლი ჯგუფ­მა“ ახა­ლი სივ­რცე –„თე­ატ­რი“ შექ­მნა. დიდი დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, არც კლა­სი­კუ­რი კონ­ცეფ­ცი­ის თე­ატრს წარ­მო­ად­გენს და არც ტრა­დი­ცი­ულ სა­ვახ­შმო დარ­ბაზს. ის არის ად­გი­ლი, სა­დაც კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბას და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბას ერ­თდრო­უ­ლად შეძ­ლებთ.

სცე­ნა და პა­ვი­ლი­ო­ნი – სივ­რცე ახა­ლი იდე­ე­ბის­თვის

„თე­ატ­რის“ ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი სცე­ნაა – ის წამ­ყვა­ნი ელე­მენ­ტია რო­გორც ნა­გე­ბო­ბის დი­ზა­ინ­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში, ისე მის ში­ნა­არ­სობ­რივ კონ­ცეფ­ცი­ა­ში.

„ჯერ შევ­ქმე­ნით სცე­ნა, კლა­სი­კუ­რი სტი­ლით, ფარ­დი­თა და ფე­რე­ბით, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც პა­ვი­ლი­ო­ნი გან­ვა­ვი­თა­რეთ. სცე­ნა უც­ვლე­ლია, ის არის „თე­ატ­რის“ ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი, მის გა­რე­შე­მო სივ­რცე კი, შე­იძ­ლე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის ში­ნა­არ­სის მი­ხედ­ვით შე­იც­ვა­ლოს და სხვა­დას­ხვა თე­მას მო­ერ­გოს. ეს ნიშ­ნავს, რომ დღეს თუ ასეთ დარ­ბაზს ხე­დავთ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რი დაგ­ხვდეთ, ზეგ კი­დევ ახ­ლე­ბუ­რად გარ­და­იქ­მნას“, – ამ­ბობს „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და „თე­ატ­რის“ მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი, მა­მუ­კა ჩხა­ი­ძე.

შე­სა­ბა­მი­სად, „თე­ატ­რი“ იმგვა­რა­დაა მო­წყო­ბი­ლი, რომ მის სივ­რცე­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი იდე­ის, ჩა­ნა­ფიქ­რი­სა და ექ­სპე­რი­მენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი. აქ შე­იძ­ლე­ბა და­ეს­წროთ თე­ატ­რა­ლურ დად­გმას, სა­ბა­ლე­ტო თუ სა­ო­პე­რო წარ­მოდ­გე­ნას, კონ­ცერტს, გალა ვახ­შამს, პრე­ზენ­ტა­ცი­ას, კონ­ფე­რენ­ცი­ას, ტრე­ნინგს, ფეს­ტი­ვალს, კორ­პო­რა­ცი­ულ წვე­უ­ლე­ბას, ქორ­წილს, და­ბა­დე­ბის დღეს და ახა­ლი იდე­ე­ბის და­ბა­დე­ბი­სა და სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მოწ­მეც გახ­დეთ.

„თე­ატ­რი“ გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მთე­ლი ფან­ტა­ზია ამო­აფ­რქვიო და ის ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის, სტი­ლი­სა და ჟან­რის ღო­ნის­ძი­ე­ბას მო­არ­გო. ის არის ჰაბი ახა­ლი იდე­ე­ბის­თვის, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის. რაც მთა­ვა­რია, ის ყვე­ლა­სია – ყვე­ლას შე­უძ­ლია მო­ვი­დეს ჩვენ­თან და ამ სივ­რცე­ში თე­ატ­რი იპო­ვოს“, – ამ­ბობს ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

„თე­ატ­რი“ სრუ­ლა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი უახ­ლე­სი ტექ­ნი­კი­თა და აპა­რა­ტუ­რით, რაც შე­საძ­ლე­ბელს ხდის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ და თა­მამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც კი უმას­პინ­ძლოს.

კერ­ძე­ბი, რო­გორც შოუს შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი

„თე­ატ­რში“ გას­ტრო­ნო­მი­ას ისე­თი­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, რო­გორც მის სცე­ნა­ზე წარ­მარ­თულ წარ­მოდ­გე­ნას. რო­გორც „წის­ქვი­ლის ჯგუ­ფი­სა“ და „თე­ატ­რის“ ბრენდ შეფ­მა ალექს ნა­თა­ძემ გვი­თხრა, კერ­ძე­ბიც შოუს შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა. წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი მე­ნი­უს გარ­და, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ისე­თიც, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ხა­სი­ათს მო­ერ­გე­ბა, უპა­სუ­ხებს მის სტილ­სა და ჟანრს.

„თუკი „წის­ქვი­ლის“ რეს­ტორ­ნე­ბი უმე­ტე­სად ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს სთა­ვა­ზობს სტუმ­რებს, „თე­ატ­რის“ სამ­ზა­რე­უ­ლო ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მის მე­ნი­უ­ში შევა ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბით შექ­მნი­ლი კერ­ძე­ბიც. რაც მთა­ვა­რია, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ „წის­ქვი­ლის“ რეს­ტორ­ნე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ მა­ღალ ხა­რისხს და სტუმ­რებს არა­ნაკ­ლებ გა­ვა­ო­ცებთ „თე­ატ­რის“ სამ­ზა­რე­უ­ლო­თი“, – ამ­ბობს ალექს ნა­თა­ძე.

The Show – „თე­ატ­რის“ პირ­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნა

„თე­ატ­რი“ უკვე ღიაა სტუმ­რე­ბი­სა და მას­ში ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის მსურ­ველ­თათ­ვის. თუმ­ცა, ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად 25 ნო­ემ­ბერს გრან­დი­ო­ზუ­ლად გა­იხ­სნე­ბა.

„The Show – არ მოგ­ვე­რი­დე­ბა ასე თა­მა­მად ვუ­წო­დოთ ჩვე­ნი თე­ატ­რის პირ­ველ წარ­მოდ­გე­ნას. ის ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი­სა და მისი სა­ბა­ლე­ტო და­სის, სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს სხვა ბევ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ი­მარ­თე­ბა. წი­ნას­წარ ბევ­რს ვე­რა­ფერს გა­გიმ­ხელთ, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ის სტუმ­რე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ღა­მო იქ­ნე­ბა“, – ამ­ბობს ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­გორც „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ლაშა ჩხა­ი­ძე ამ­ბობს, „თე­ატ­რი“ ახალ სი­ტყვას იტყვის რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში, ისე სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ა­ში.

„გვჯე­რა, რომ „თე­ატ­რის“ დახ­მა­რე­ბით ჩვენ ახა­ლი ჟან­რის და­ბა­დე­ბას შე­ვუ­წყობთ ხელს. სულ მალე კი, სივ­რცე ერ­თდრო­უ­ლად გახ­დე­ბა თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი გან­ტვირ­თვის­თვის, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით ტკბო­ბის­თვის, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბი­სა თუ ბო­ჰე­მუ­რი გარ­თო­ბის­თვის“, – ამ­ბობს ლაშა ჩხა­ი­ძე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

თეატრი გემრიელი ვახშმის თანხლებით – „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე

თეატრი გემრიელი ვახშმის თანხლებით – „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე

წარმოიდგინე კლასიკური თეატრი დიდი წითელი ფარდით. ამას ისიც დაუმატე, რომ სცენაზე სანახაობით ტკბობა ვახშმის თანხლებით შეგეძლება. სივრცე, სადაც ერთიც შესაძლებელია და მეორეც, საქართველოში პირველად შეიქმნა. „თეატრი“ – ასე ჰქვია მას.

მისი შექმნის იდეა „წისქვილი ჯგუფს“ გაუჩნდა და ორწლიანი შრომის შედეგად, იდეის ხორცშესხმაც შეძლო.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2F100086246513186%2Fvideos%2F848536169674570%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

რას უნდა ველოდოთ „თეატრისგან“, რა აქცევს მას უნიკალურ სივრცედ და რა ტიპის გამოცდილებას მოგვცემს ის? – „წისქვილი ჯგუფის“ განსხვავებული კონცეფციის თეატრზე სტატიაში დეტალურად მოგიყვებით.

Dining Theatre ანუ წარმოდგენა ვახშმით

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში და, მეტიც, ამიერკავკასიაში პირველად ჩნდება ტერმინი Dining Theatre ანუ წარმოდგენა ვახშმით“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

მართლაც, ტერმინი და თეატრის განსხვავებული კონცეფცია Dining Theatre, რომელსაც კარგად იცნობს დასავლეთი, საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც „წისქვილი ჯგუფმა“ ახალი სივრცე –„თეატრი“ შექმნა. დიდი დარბაზი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, არც კლასიკური კონცეფციის თეატრს წარმოადგენს და არც ტრადიციულ სავახშმო დარბაზს. ის არის ადგილი, სადაც კულტურულ ღონისძიებაზე დასწრებას და გემრიელი კერძების დაგემოვნებას ერთდროულად შეძლებთ.

სცენა და პავილიონი – სივრცე ახალი იდეებისთვის

„თეატრის“ ცენტრალური ნაწილი სცენაა – ის წამყვანი ელემენტია როგორც ნაგებობის დიზაინსა და არქიტექტურაში, ისე მის შინაარსობრივ კონცეფციაში.

„ჯერ შევქმენით სცენა, კლასიკური სტილით, ფარდითა და ფერებით, რომლის ირგვლივაც პავილიონი განვავითარეთ. სცენა უცვლელია, ის არის „თეატრის“ ცენტრალური ნაწილი, მის გარეშემო სივრცე კი, შეიძლება ღონისძიების შინაარსის მიხედვით შეიცვალოს და სხვადასხვა თემას მოერგოს. ეს ნიშნავს, რომ დღეს თუ ასეთ დარბაზს ხედავთ, ხვალ შეიძლება სრულიად სხვანაირი დაგხვდეთ, ზეგ კიდევ ახლებურად გარდაიქმნას“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ დამფუძნებელი და „თეატრის“ მთავარი არქიტექტორი, მამუკა ჩხაიძე.

შესაბამისად, „თეატრი“ იმგვარადაა მოწყობილი, რომ მის სივრცეში ყველანაირი იდეის, ჩანაფიქრისა და ექსპერიმენტის განხორციელება გახდეს შესაძლებელი. აქ შეიძლება დაესწროთ თეატრალურ დადგმას, საბალეტო თუ საოპერო წარმოდგენას, კონცერტს, გალა ვახშამს, პრეზენტაციას, კონფერენციას, ტრენინგს, ფესტივალს, კორპორაციულ წვეულებას, ქორწილს, დაბადების დღეს და ახალი იდეების დაბადებისა და საინტერესო ექსპერიმენტების მოწმეც გახდეთ.

„თეატრი“ გაძლევს საშუალებას მთელი ფანტაზია ამოაფრქვიო და ის ნებისმიერი ტიპის, სტილისა და ჟანრის ღონისძიებას მოარგო. ის არის ჰაბი ახალი იდეებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის. რაც მთავარია, ის ყველასია – ყველას შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ამ სივრცეში თეატრი იპოვოს“, – ამბობს ზაალ ჩიქობავა.

„თეატრი“ სრულადაა აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ყველაზე მასშტაბურ და თამამ ღონისძიებებსაც კი უმასპინძლოს.

კერძები, როგორც შოუს შემადგენელი ნაწილი

„თეატრში“ გასტრონომიას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც მის სცენაზე წარმართულ წარმოდგენას. როგორც „წისქვილის ჯგუფისა“ და „თეატრის“ ბრენდ შეფმა ალექს ნათაძემ გვითხრა, კერძებიც შოუს შემადგენელი ნაწილი იქნება. წინასწარ განსაზღვრული მენიუს გარდა, წარმოდგენილი იქნება ისეთიც, რომელიც კონკრეტული ღონისძიების ხასიათს მოერგება, უპასუხებს მის სტილსა და ჟანრს.

„თუკი „წისქვილის“ რესტორნები უმეტესად ქართულ ტრადიციულ კერძებს სთავაზობს სტუმრებს, „თეატრის“ სამზარეულო ცოტა განსხვავებული იქნება. მის მენიუში შევა ახლებური ინტერპრეტაციებით შექმნილი კერძებიც. რაც მთავარია, აუცილებლად შევინარჩუნებთ „წისქვილის“ რესტორნებისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს და სტუმრებს არანაკლებ გავაოცებთ „თეატრის“ სამზარეულოთი“, – ამბობს ალექს ნათაძე.

The Show – „თეატრის“ პირველი წარმოდგენა

„თეატრი“ უკვე ღიაა სტუმრებისა და მასში ღონისძიების გამართვის მსურველთათვის. თუმცა, ის ოფიციალურად 25 ნოემბერს გრანდიოზულად გაიხსნება.

„The Show – არ მოგვერიდება ასე თამამად ვუწოდოთ ჩვენი თეატრის პირველ წარმოდგენას. ის ნიკოლოზ რაჭველის, ნინო ანანიაშვილისა და მისი საბალეტო დასის, საოპერო მომღერლებისა და ხელოვნების სფეროს სხვა ბევრი გამორჩეული წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართება. წინასწარ ბევრს ვერაფერს გაგიმხელთ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო იქნება“, – ამბობს ზაალ ჩიქობავა.

საბოლოოდ კი, როგორც „წისქვილი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ჩხაიძე ამბობს, „თეატრი“ ახალ სიტყვას იტყვის როგორც ხელოვნების სფეროში, ისე სარესტორნო ინდუსტრიაში.

„გვჯერა, რომ „თეატრის“ დახმარებით ჩვენ ახალი ჟანრის დაბადებას შევუწყობთ ხელს. სულ მალე კი, სივრცე ერთდროულად გახდება თქვენი საყვარელი ადგილი განტვირთვისთვის, კულტურული ღონისძიებით ტკბობისთვის, გემრიელი კერძების დაგემოვნებისა თუ ბოჰემური გართობისთვის“, – ამბობს ლაშა ჩხაიძე.

NS