მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არნოლდ შვარცენეგერის უკანონო ვაჟი ჰოლივუდის დაპყრობას მამის კონტაქტების გარეშე გეგმავს - რას ამბობს ვარსკვლავი წლების წინანდელ რომანზე და რას წერს შვილზე?
არნოლდ შვარცენეგერის უკანონო ვაჟი ჰოლივუდის დაპყრობას მამის კონტაქტების გარეშე გეგმავს - რას ამბობს ვარსკვლავი წლების წინანდელ რომანზე და რას წერს შვილზე?

არ­ნოლდ შვარცნე­გე­რის და მისი ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სის რო­მა­ნის ამ­ბა­ვი პრე­სა­ში 2011 წელს გავ­რცელ­და, რაც ვარ­სკვლა­ვი­სა და მისი მე­უღ­ლის, მა­რია შრა­ი­ვე­რის გაყ­რის მი­ზე­ზიც გახ­და. რო­გორც წელ­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, არ­ნოლდს მილდრიდ ბა­ე­ნას­თან რო­მა­ნი1996 წელს ჰქონ­და, მა­შინ, როცა მისი ოჯა­ხი და­სას­ვე­ნებ­ლად იყო წა­სუ­ლი. მას შემ­დეგ, ბა­ე­ნა სამ­სა­ხუ­რი­დან წა­ვი­და, 1 წლის შემ­დეგ კი ვაჟი გა­ა­ჩი­ნა. ჯო­ზეფ ბა­ე­ნა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­ი­ზარ­და და 13 წლის ასაკ­ში შე­ი­ტყო, რომ მისი მამა არ­ნოლდ შვარცნე­გე­რია. ახლა კი, 25 წლის ბიჭს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რომ ჰო­ლი­ვუდ­ში მა­მის და­უხ­მა­რებ­ლად მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას.

არ­ნოლდ შვარცნე­გე­რი ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, მა­რია შრა­ი­ვერ­თან ერ­თად მათი ქორ­წი­ლის დღეს.

როცა არ­ნოლდ შვარცნე­გერს ჰკი­თხეს მო­სამ­სა­ხუ­რეს­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ, მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ყვლა­ზე დიდი შეც­დო­მა იყო. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არ­ნოლ­დი ფიქ­რობს, რომ მშო­ბე­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ეცა­დოს შვი­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად. არ­ნოლ­დი თა­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იაზ­რებს და ჯო­ზეფ­სა და დე­და­მის­ზე დღემ­დე ზრუ­ნავს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ჭის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რიც სწო­რედ მა­მა­მის­მა და­ა­ფი­ნან­სა.

ჯო­ზეფ ბა­ე­ნა ახლა 25 წლი­საა და ცხა­დად ახ­სოვს ის დღე, როცა მა­მა­მი­სის ვი­ნა­ო­ბა შე­ი­ტყო. "მა­შინ მერ­ვე კლას­ში ვი­ყა­ვი. დე­დამ კლა­სი­დან გა­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, - აქე­დან უნდა წა­ვი­დეთ, მა­მა­შე­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლამ შე­ი­ტყოო... ამის შემ­დეგ სახ­ლს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ა­წყდნენ", - იხ­სე­ნებს ჯო­ზე­ფი.

ჯო­ზეფ ბა­ე­ნა ბო­დი­ბილ­დე­რი, მსა­ხი­ო­ბი, ფიტ­ნეს მო­დე­ლი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტია. მან გა­და­ცე­მა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ კას­ტინ­გიც გა­ი­ა­რა. ჯო­ზეფს არა­ფე­რი უყ­ვარს, რაც უშ­რო­მე­ლა­დაა მი­ღე­ბუ­ლი და ამა­ყობს იმით, რომ შო­უ­ბიზ­ნე­სის ინ­დუსტრი­ა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მა­მა­მი­სის კონ­ტაქ­ტებს არ იყე­ნებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, იგი ზე­წო­ლას გრძნობს და სურს, რომ მა­მას არ ჩა­მო­უ­ვარ­დეს:

"ბევრ ადა­მი­ანს ჰყავს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი... სა­ში­შია, როცა მუდ­მი­ვად ასეთ დი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გა­და­რე­ბენ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ, რომ მო­ლო­დი­ნე­ბი გა­ა­მარ­თლო“,- ამ­ბობს ბა­ე­ნა.

არ­ნოლ­დის და ჯო­ზე­ფის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნა მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ან­გა­რი­შე­ბი­და­ნაც ად­ვი­ლად გვექ­მნე­ბა. როცა მამა-შვი­ლი ერ­თად ვარ­ჯიშს ვერ ახერ­ხებს, ვე­ლო­სი­პე­დე­ბით სე­ირ­ნო­ბენ. არ­ნოლ­დი ამა­ყობს თა­ვი­სი ბი­ჭით და ამ­ბობს, რომ ჯო­ზე­ფი სა­ვარ­ჯი­შოდ სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რი და კარ­გი შვი­ლია. არ­ნოლ­დის მიერ ჯო­ზე­ფის და­ბა­დე­ბის დღის მი­სა­ლო­ცად და­წე­რი­ლი ტექ­სტი და კომ­პლი­მენ­ტე­ბი კი ისე­თია, რო­გო­რიც ყვე­ლა ბავ­შვმა უნდა მო­ის­მი­ნოს მშობ­ლე­ბის­გან:

"და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ჯო­ზეფ! ის, თუ რო­გორ და­ამ­თავ­რე კო­ლე­ჯი და რო­გორ იღწ­ვი შენი ოც­ნე­ბე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად, ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვია. შენ სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი ხარ და მო­უთ­მენ­ლად ველი ჩვენს მომ­დევ­ნო ვარ­ჯიშს. მიყ­ვარ­ხარ“, - წერს არ­ნოლ­დი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პოს­ტში.

არ­ნოლდ შვარცნე­გე­რი 5 შვი­ლის მა­მაა. მა­რია შრა­ი­ვერ­თან ქორ­წი­ნე­ბი­დან მას კეტ­რი­ნი, ქრის­ტი­ნა, პატ­რი­კი და ქრის­ტო­ფე­რი ჰყავს.

წყა­რო: brightside

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
1

ბედნიერი ახალგაზრდა ჩანს, ბევრა იკრიჭება სურათებში, კარგილ ადამიანს კარგი მისცეს ღმერთმა 

,,AMPREDUZZO,,
0

დედამისს ჰგავს, მამა ენაცვალოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

არნოლდ შვარცენეგერის უკანონო ვაჟი ჰოლივუდის დაპყრობას მამის კონტაქტების გარეშე გეგმავს - რას ამბობს ვარსკვლავი წლების წინანდელ რომანზე და რას წერს შვილზე?

არნოლდ შვარცენეგერის უკანონო ვაჟი ჰოლივუდის დაპყრობას მამის კონტაქტების გარეშე გეგმავს - რას ამბობს ვარსკვლავი წლების წინანდელ რომანზე და რას წერს შვილზე?

არნოლდ შვარცნეგერის და მისი ოჯახის დიასახლისის რომანის ამბავი პრესაში 2011 წელს გავრცელდა, რაც ვარსკვლავისა და მისი მეუღლის, მარია შრაივერის გაყრის მიზეზიც გახდა. როგორც წელბის შემდეგ გაირკვა, არნოლდს მილდრიდ ბაენასთან რომანი1996 წელს ჰქონდა, მაშინ, როცა მისი ოჯახი დასასვენებლად იყო წასული. მას შემდეგ, ბაენა სამსახურიდან წავიდა, 1 წლის შემდეგ კი ვაჟი გააჩინა. ჯოზეფ ბაენა კალიფორნიაში გაიზარდა და 13 წლის ასაკში შეიტყო, რომ მისი მამა არნოლდ შვარცნეგერია. ახლა კი, 25 წლის ბიჭს გადაწყვეტილი აქვს, რომ ჰოლივუდში მამის დაუხმარებლად მიაღწიოს წარმატებას.

არნოლდ შვარცნეგერი ყოფილ მეუღლესთან, მარია შრაივერთან ერთად მათი ქორწილის დღეს.

როცა არნოლდ შვარცნეგერს ჰკითხეს მოსამსახურესთან რომანის შესახებ, მსახიობმა თქვა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ყვლაზე დიდი შეცდომა იყო. მიუხედავად ყველაფრისა, არნოლდი ფიქრობს, რომ მშობელი ყველანაირად უნდა ეცადოს შვილებთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად. არნოლდი თავის პასუხისმგებლობას იაზრებს და ჯოზეფსა და დედამისზე დღემდე ზრუნავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭის სწავლის საფასურიც სწორედ მამამისმა დააფინანსა.

ჯოზეფ ბაენა ახლა 25 წლისაა და ცხადად ახსოვს ის დღე, როცა მამამისის ვინაობა შეიტყო. "მაშინ მერვე კლასში ვიყავი. დედამ კლასიდან გამიყვანა და მითხრა, - აქედან უნდა წავიდეთ, მამაშენის შესახებ ყველამ შეიტყოო... ამის შემდეგ სახლს საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები მოაწყდნენ", - იხსენებს ჯოზეფი.

ჯოზეფ ბაენა ბოდიბილდერი, მსახიობი, ფიტნეს მოდელი და უძრავი ქონების აგენტია. მან გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავების“ კასტინგიც გაიარა. ჯოზეფს არაფერი უყვარს, რაც უშრომელადაა მიღებული და ამაყობს იმით, რომ შოუბიზნესის ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად მამამისის კონტაქტებს არ იყენებს. ამის მიუხედავად, იგი ზეწოლას გრძნობს და სურს, რომ მამას არ ჩამოუვარდეს:

"ბევრ ადამიანს ჰყავს წარმატებული მშობლები... საშიშია, როცა მუდმივად ასეთ დიდებულ ადამიანებს გადარებენ და პასუხისმგებლობას გრძნობ, რომ მოლოდინები გაამართლო“,- ამბობს ბაენა.

არნოლდის და ჯოზეფის ურთიერთობაზე წარმოდგენა მათი სოციალური მედიის ანგარიშებიდანაც ადვილად გვექმნება. როცა მამა-შვილი ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს, ველოსიპედებით სეირნობენ. არნოლდი ამაყობს თავისი ბიჭით და ამბობს, რომ ჯოზეფი სავარჯიშოდ საუკეთესო პარტნიორი და კარგი შვილია. არნოლდის მიერ ჯოზეფის დაბადების დღის მისალოცად დაწერილი ტექსტი და კომპლიმენტები კი ისეთია, როგორიც ყველა ბავშვმა უნდა მოისმინოს მშობლებისგან:

"დაბადების დღეს გილოცავ, ჯოზეფ! ის, თუ როგორ დაამთავრე კოლეჯი და როგორ იღწვი შენი ოცნებების ასასრულებლად, ჩემთვის სასიამოვნო სანახავია. შენ საუკეთესო შვილი ხარ და მოუთმენლად ველი ჩვენს მომდევნო ვარჯიშს. მიყვარხარ“, - წერს არნოლდი სოციალური ქსელის პოსტში.

არნოლდ შვარცნეგერი 5 შვილის მამაა. მარია შრაივერთან ქორწინებიდან მას კეტრინი, ქრისტინა, პატრიკი და ქრისტოფერი ჰყავს.

წყარო: brightside

მოამზადა: ანა სიბოშვილმა