მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
EBAN-ის დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი უერთდება
EBAN-ის დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი უერთდება

პირ­ვე­ლად, ევ­რო­პის ან­გე­ლოზ (ად­რე­უ­ლი ეტა­პის) ინ­ვეს­ტორ­თა ქსე­ლის (EBAN) დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­უ­ერ­თდა.

სა­ქარ­თვე­ლოს ან­გე­ლოზ ინ­ვეს­ტორ­თა ქსელ “აქ­სე­ლის” თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გური ქო­ი­ა­ვა EBAN-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ში 2 წლის ვა­დით აირ­ჩი­ეს. ამის შე­სა­ხებ ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­პის ან­გე­ლოზ ინ­ვეს­ტორ­თა სა­მიტ­ზე, გა­სულ თვეს გა­მო­ცხად­და.

ეს მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­გე­ლოზ ინ­ვეს­ტი­რე­ბას კი­დევ უფრო გა­ნა­ვი­თა­რებს და აქ­სელს მე­ტად და­ა­ახ­ლო­ებს ევ­რო­პულ ან­გე­ლოზ ინ­ვეს­ტორ­თა ქსე­ლებ­თან, მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას­თან.

“ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ბიზ­ნეს-ან­გე­ლოზ­თა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცეს. აქ­სე­ლი გა­აგ­რძე­ლებს ქარ­თველ და უცხო­ელ ან­გე­ლოზ ინ­ვეს­ტო­რებს შო­რის კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას,” - თქვა გური ქო­ი­ა­ვამ.

“EBAN მო­ხა­რუ­ლია, რომ ჩვენს დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს გური ქო­ი­ა­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს-ან­გე­ლოზ­თა ქსელ აქ­სე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­მო­უ­ერ­თდა! სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი ქსე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ქვე­ყა­ნა­ში ან­გე­ლოზ ინ­ვეს­ტი­რე­ბის კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბას, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩვენს და­ნარ­ჩენ წევ­რებს შო­რის ახა­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ჩე­ნას,” - თქვა ია­კო­პო ლო­სომ, EBAN-ის სამ­დივ­ნოს დი­რექ­ტორ­მა.

აქ­სე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უმ­სხვი­ლე­სი ან­გე­ლოზ ინ­ვეს­ტორ­თა ქსე­ლია. ის 2021 წლის ივ­ნის­ში და­არ­სდა და უკვე აერ­თი­ა­ნებს 70-ზე მეტ წევ­რს სა­ქარ­თვე­ლო­დან და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან. მისი მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას “ჭკვი­ა­ნი ფუ­ლის” ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფე­სი­ლი­ტა­ცი­ით ყვე­ლა­ზე იმე­დის­მომ­ცემ ქარ­თველ მე­წარ­მე­ებ­ში. 2021 წლის დე­კემ­ბრი­დან აქ­სე­ლი EBAN-ის წევ­რია.

EBAN ად­რე­უ­ლი ეტა­პის ინ­ვეს­ტორ­თა ევ­რი­პუ­ლი ქსე­ლია, რო­მე­ლიც 50-ზე მეტი ქვეყ­ნის 100-ზე მეტ წევრ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს. ის წარ­მო­ად­გენს სექ­ტორს, რო­მე­ლიც, წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზი­რე­ბით, წე­ლი­წად­ში 11.4 მი­ლი­არ­დი ევ­როს ინ­ვეს­ტი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და შე­ას­რუ­ლებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ევ­რო­პის მო­მავ­ლის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის და­ფი­ნან­სე­ბის გზით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

EBAN-ის დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი უერთდება

EBAN-ის დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი უერთდება

პირველად, ევროპის ანგელოზ (ადრეული ეტაპის) ინვესტორთა ქსელის (EBAN) დირექტორთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენელი შეუერთდა.

საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ “აქსელის” თანადამფუძნებელი გური ქოიავა EBAN-ის დირექტორთა საბჭოში 2 წლის ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ბრიუსელში, ევროპის ანგელოზ ინვესტორთა სამიტზე, გასულ თვეს გამოცხადდა.

ეს მოვლენა საქართველოში ანგელოზ ინვესტირებას კიდევ უფრო განავითარებს და აქსელს მეტად დააახლოებს ევროპულ ანგელოზ ინვესტორთა ქსელებთან, მათ საქმიანობასა და გამოცდილებასთან.

“ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველო ევროპის ბიზნეს-ანგელოზთა ყურადღების ცენტრში მოექცეს. აქსელი გააგრძელებს ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორებს შორის კონტაქტების დამყარების ხელშეწყობას და ინვესტიციების განხორციელების წახალისებას,” - თქვა გური ქოიავამ.

“EBAN მოხარულია, რომ ჩვენს დირექტორთა საბჭოს გური ქოიავა, საქართველოს ბიზნეს-ანგელოზთა ქსელ აქსელის წარმომადგენელი შემოუერთდა! საქართველო ჩვენი ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია და მოუთმენლად ველით ქვეყანაში ანგელოზ ინვესტირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ისევე, როგორც საქართველოსა და ჩვენს დანარჩენ წევრებს შორის ახალი კავშირების გაჩენას,” - თქვა იაკოპო ლოსომ, EBAN-ის სამდივნოს დირექტორმა.

აქსელი საქართველოს უმსხვილესი ანგელოზ ინვესტორთა ქსელია. ის 2021 წლის ივნისში დაარსდა და უკვე აერთიანებს 70-ზე მეტ წევრს საქართველოდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას “ჭკვიანი ფულის” ინვესტირების ფესილიტაციით ყველაზე იმედისმომცემ ქართველ მეწარმეებში. 2021 წლის დეკემბრიდან აქსელი EBAN-ის წევრია.

EBAN ადრეული ეტაპის ინვესტორთა ევრიპული ქსელია, რომელიც 50-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. ის წარმოადგენს სექტორს, რომელიც, წინასწარი პროგნოზირებით, წელიწადში 11.4 მილიარდი ევროს ინვესტირებას განახორციელებს და შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ევროპის მომავლისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების გზით.