პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა - რა ტენდენციები იკვეთება მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკაზე?
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა - რა ტენდენციები იკვეთება მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკაზე?

CNN-ის ცნო­ბით, დე­და­მი­წა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ა.წ. 15 ნო­ემ­ბერს 8 მი­ლი­არდს გა­და­ა­ჭარ­ბა. ექ­სპერტთა აზ­რით, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გაზ­რდით, რაც თა­ვის მხრივ მე­დი­ცი­ნის და ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებს აზი­ა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დონე აქვს. 2011 წლის შემ­დეგ მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბამ 700 მი­ლი­ო­ნით მო­ი­მა­ტა, - აცხა­დე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი.

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სის დი­რექ­ტორ­მა, ფლო­რენს ბა­უ­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ და­იჩ­რდი­ლოს, ის პო­ტენ­ცი­უ­რად მძი­მე შე­დე­გე­ბი, რო­მელ­თა წი­ნა­შეც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბაა. მათ უნდა გა­და­ხე­დონ დე­მოგ­რა­ფი­ულ ცვლი­ლე­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბის პო­ლი­ტი­კას.

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდა საგ­რძნობ­ლად შე­ნელ­და და უკუს­ვლა იწყო ქვეყ­ნე­ბის მზარდ რა­ო­დე­ნო­ბა­ში, უმე­ტეს­წი­ლად ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლე­თი ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა მიგ­რა­ცი­ა­სა და და­ბალ შო­ბა­დო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ პრობ­ლე­მის მო­უგ­ვა­რებ­ლად და­ტო­ვე­ბა საფრ­თხეს უქ­მნის ეკო­ნო­მი­კის, სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­მა­ვალს.

"მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სას, მთავ­რო­ბე­ბი უმ­თავ­რე­სად აქ­ცენტს შო­ბა­დო­ბის ზრდის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მეტი შვი­ლის გა­ჩე­ნის წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა­ზე აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ჩვენ დავ­რწმუნ­დით, რომ ეს მიდ­გო­მა არ მუ­შა­ობს. სა­ჭი­როა რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ერ­თის მხრივ, თა­ვი­ან­თი მო­მავ­ლის სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში შე­ნე­ბა­ზე იზ­რუ­ნონ, იმის ნაც­ვლად, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში ეძე­ბონ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მე­ო­რეს მხრივ, იყო­ლი­ონ იმ­დე­ნი შვი­ლი, რამ­დე­ნის სურ­ვი­ლიც აქვთ”, - გა­ნა­ცხა­და ფლო­რენს ბა­უ­ერ­მა.

"რაღა თქმა უნდა, რი­ცხვე­ბი და მო­ნა­ცე­მე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხვის ზრდა­სა და ვარ­დნა­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა კონ­ცენ­ტრა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს იმ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც ჭეშ­მა­რი­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს არის ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის შე­ნე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს სურთ ცხოვ­რე­ბა და ოჯა­ხე­ბის შექ­მნა“, - თქვა ფლო­რენს ბა­უ­ერ­მა.

"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ი­ცავს ინ­ვეს­ტი­რე­ბას მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა­ში, ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რის პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად შე­ე­ხე­ბა კა­ცებ­სა და ქა­ლებს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის მხარ­და­ჭე­რას, რათა მათ შეძ­ლონ ოჯა­ხუ­რი და სა­მუ­შაო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­თავ­სე­ბა, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­მუ­შაო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას და კა­ცებ­სა და ქა­ლებს შო­რის ოჯახ­ზე ზრუნ­ვი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­მარ­თლი­ან გა­ნა­წი­ლე­ბას", - ვკი­თხუ­ლობთ გა­ე­როს მო­სახ­ლო­ე­ბის ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ექ­სპერტთა ვა­რა­უ­დით, 2037 წელს მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბა მი­აღ­წევს 9 მი­ლი­არდს. მაგ­რამ 2080 წელს მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა 10.4 მი­ლი­არ­დი და ეს რა­ო­დე­ნო­ბა 2100 წლამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

გა­ე­როს ცნო­ბით 2.4 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი და­ე­მა­ტა გლო­ბა­ლურ მო­სახ­ლო­ბას სუბ-სა­ჰა­რა­ში, აფ­რი­კა­ში. ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ინ­დო­ე­თი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ძა­ლი­ან მალე გა­ას­წრებს ჩი­ნეთს. რო­გორც დე­მოგ­რა­ფე­ბი ამ­ბო­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბის სწრაფ­მა ზრდამ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გარ­და, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მიგ­რა­ცი­ე­ბი და კონ­ფლიქ­ტე­ბი. გან­ცხა­დე­ბა ასე­ვე გა­ა­კე­თა, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ან­ტო­ნიო გუ­ტი­ე­რე­შის აზ­რით, მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის 8 მი­ლი­არ­დამ­დე გაზ­რდა მსოფ­ლიო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

მო­ამ­ზა­და ლუკა ცხვე­დი­ან­მა

ბებე
3

საქართველოს მოქალაქეებიც შევდივართ ამ 5 მოლიარდში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა - რა ტენდენციები იკვეთება მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკაზე?

დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა - რა ტენდენციები იკვეთება მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკაზე?

CNN-ის ცნობით, დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ ა.წ. 15 ნოემბერს 8 მილიარდს გადააჭარბა. ექსპერტთა აზრით, ეს გამოწვეულია სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდით, რაც თავის მხრივ მედიცინის და ჰიგიენური საშუალებების განვითარებით არის განპირობებული. საშუალო შემოსავლის ქვეყნებს აზიაში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ყველაზე მაღალი დონე აქვს. 2011 წლის შემდეგ მსოფლიო მოსახლეობამ 700 მილიონით მოიმატა, - აცხადებენ ექსპერტები.

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფლორენს ბაუერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არ დაიჩრდილოს, ის პოტენციურად მძიმე შედეგები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობის კლებაა. მათ უნდა გადახედონ დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავების პოლიტიკას.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით, მოსახლეობის ზრდა საგრძნობლად შენელდა და უკუსვლა იწყო ქვეყნების მზარდ რაოდენობაში, უმეტესწილად ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობის კლება მიგრაციასა და დაბალ შობადობას უკავშირდება. ამ პრობლემის მოუგვარებლად დატოვება საფრთხეს უქმნის ეკონომიკის, სოციალური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მომავალს.

"მოსახლეობის კლებაზე რეაგირებისას, მთავრობები უმთავრესად აქცენტს შობადობის ზრდის ხელშეწყობისა და მეტი შვილის გაჩენის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარებების გაცემაზე აკეთებენ, მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს. საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, ერთის მხრივ, თავიანთი მომავლის საკუთარ ქვეყანაში შენებაზე იზრუნონ, იმის ნაცვლად, რომ სხვა ქვეყნებში ეძებონ შესაძლებლობები. მეორეს მხრივ, იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენის სურვილიც აქვთ”, - განაცხადა ფლორენს ბაუერმა.

"რაღა თქმა უნდა, რიცხვები და მონაცემები მნიშვნელოვანია, თუმცა მოსახლეობის რიცხვის ზრდასა და ვარდნაზე გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ შეიძლება ყურადღების მოდუნება გამოიწვიოს იმ საკითხზე, რომელიც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია, ეს არის ისეთი საზოგადოებების შენება, სადაც ადამიანებს სურთ ცხოვრება და ოჯახების შექმნა“, - თქვა ფლორენს ბაუერმა.

"ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებები მოიცავს ინვესტირებას მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვაში, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას, რომელიც თანაბრად შეეხება კაცებსა და ქალებს, ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქალებისა და კაცების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ ოჯახური და სამუშაო მოვალეობების შეთავსება, ახალგაზრდებისთვის სამუშაო და საცხოვრებელი შესაძლებლობების გაფართოებას და კაცებსა და ქალებს შორის ოჯახზე ზრუნვისა და საყოფაცხოვრებო ვალდებულებების სამართლიან განაწილებას", - ვკითხულობთ გაეროს მოსახლოების ფონდის ინფორმაციაში.

ექსპერტთა ვარაუდით, 2037 წელს მსოფლიო მოსახლეობა მიაღწევს 9 მილიარდს. მაგრამ 2080 წელს მსოფლიო მოსახლეობა იქნება 10.4 მილიარდი და ეს რაოდენობა 2100 წლამდე შენარჩუნდება.

გაეროს ცნობით 2.4 მილიარდი ადამიანი დაემატა გლობალურ მოსახლობას სუბ-საჰარაში, აფრიკაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ძალიან მალე გაასწრებს ჩინეთს. როგორც დემოგრაფები ამბობენ, მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ კლიმატის ცვლილების გარდა, შეიძლება გამოიწვიოს მიგრაციები და კონფლიქტები. განცხადება ასევე გააკეთა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშის აზრით, მსოფლიო მოსახლეობის 8 მილიარდამდე გაზრდა მსოფლიო მრავალფეროვნებაზე მეტყველებს.

მოამზადა ლუკა ცხვედიანმა