მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ აპირებს ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს
Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ აპირებს ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს

Amazon-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი თა­ვი­სი ქო­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ჩა­დე­ბას გეგ­მავს. ამ დრო­ის­თვის, ბე­ზო­სის ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 124$ მი­ლი­არდს შე­ად­გენს. ბიზ­ნეს­მენ­მა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ CNN-თან მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ბრძო­ლა­ში და ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ი­ყე­ნებს, რომ­ლებ­საც ღრმა სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლი­ათ კა­ცობ­რი­ო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

კი­თხვა­ზე, გეგ­მავს თუ არა, რომ ქო­ნე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი თა­ვი­სი­ვე სი­ცო­ცხლე­ში გას­ცეს, ბე­ზოს­მა უპა­სუ­ხა: "დიახ, ასე ვა­პი­რებ“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ლი­არ­დერს სხვა დე­ტა­ლე­ბი არ გა­უმ­ჟღავ­ნე­ბია, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა მან ქო­ნე­ბის გა­ცე­მის შე­სა­ხებ გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რა. ის რამ­დენ­ჯერ­მე მო­ექ­ცა კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში იმის გამო, რომ სხვა უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სად, ფუ­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნე­ბის­თვის შე­წირ­ვის თა­ო­ბა­ზე არა­ფერს ამ­ბობ­და.

ბე­ზო­სი, ინ­ტერ­ვი­უ­ზე მის პარტნი­ორ ლო­რენ სან­ჩეს­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და.

წლე­ვან­დე­ლი "გამ­ბე­და­ო­ბის და ცი­ვი­ლუ­რო­ბის ჯილ­დო“, რო­მელ­საც ბე­ზო­სი აფი­ნან­სებს, წელს მუს­კოს დოლი პარ­ტონს გა­და­ე­ცა. დო­ლიმ ბიზ­ნეს­მე­ნის­გან 100$ მი­ლი­ო­ნის ოდე­ნო­ბის გრან­ტი მი­ი­ღო .

"ბლუმ­ბერ­გის" მი­ლი­არ­დე­რე­ბის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, ჯეფ ბე­ზო­სი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს შო­რის რი­გით მე­ო­თხეა. ბე­ზოს­მა Amazon-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა 2021 წელს და­ტო­ვა და ახლა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს, თუმ­ცა ის აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი გამ­წვა­ნე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში. Amazon არის ერთ-ერთი იმ 300-ზე მეტი კომ­პა­ნი­ა­დან, რო­მელ­მაც პი­რო­ბა დადო, რომ 2040 წლის­თვის დე­და­მი­წაძ­ზე ნახ­შირ­ბა­დის მა­საშ­ტაბს შე­ამ­ცი­რებს.

ჯეფ ბე­ზო­სის ინ­ტერ­ვიუ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად გავ­რცელ­და, რომ Amazon-ი ამ კვი­რი­დან 10 000-მდე თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გგმავს.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ხვიჩა
1

ბეზოსის,მასკის და ყველა ფულიანი უქნარას დედა ვატირე...მე, ხელმოკლე ადამიანმა,ღვთის წყალობით,20 წელიწადია პირველი ჯგუფის ინვალიდი ცოლის შენარჩუნება ,მასთან ორი შვილი გაჩენა და გაზრდა შევძელი.ეს მახინჯები მარსზე გაფრენას ლამობენ,თითქოს დედამიწა მათთვის მცირე ასპარეზია და აქ აღარ არსებობს პრობლემები რომელთა აღმოფხვრაც მათი მონაწილეობით არის შესაძლებელი...ადამიანის უგუნურობას საზღვარი არ გააჩნია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ აპირებს ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ აპირებს ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი თავისი ქონების უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებაში ჩადებას გეგმავს. ამ დროისთვის, ბეზოსის ქონების ღირებულება 124$ მილიარდს შეადგენს. ბიზნესმენმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ CNN-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ ქონების დიდი ნაწილის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში და ისეთი ადამიანების მხარდასაჭერად გამოიყენებს, რომლებსაც ღრმა სოციალური და პოლიტიკური განხეთქილების პირობებში შეუძლიათ კაცობრიობის გაერთიანება.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა, რომ ქონების უდიდესი ნაწილი თავისივე სიცოცხლეში გასცეს, ბეზოსმა უპასუხა: "დიახ, ასე ვაპირებ“. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერს სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან ქონების გაცემის შესახებ გეგმებზე ისაუბრა. ის რამდენჯერმე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში იმის გამო, რომ სხვა უმდიდრესი ადამიანების მსგავსად, ფულის საქველმოქმედო მიზნებისთვის შეწირვის თაობაზე არაფერს ამბობდა.

ბეზოსი, ინტერვიუზე მის პარტნიორ ლორენ სანჩესთან ერთად გამოცხადდა.

წლევანდელი "გამბედაობის და ცივილურობის ჯილდო“, რომელსაც ბეზოსი აფინანსებს, წელს მუსკოს დოლი პარტონს გადაეცა. დოლიმ ბიზნესმენისგან 100$ მილიონის ოდენობის გრანტი მიიღო .

"ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის რიგით მეოთხეა. ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2021 წელს დატოვა და ახლა აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, თუმცა ის აქტიურადაა ჩართული გამწვანების კომპანიაში. Amazon არის ერთ-ერთი იმ 300-ზე მეტი კომპანიადან, რომელმაც პირობა დადო, რომ 2040 წლისთვის დედამიწაძზე ნახშირბადის მასაშტაბს შეამცირებს.

ჯეფ ბეზოსის ინტერვიუ იმ ინფორმაციის პარალელურად გავრცელდა, რომ Amazon-ი ამ კვირიდან 10 000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გგმავს.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა