საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიზიკურად უმოძრაოა" - ჯანმოს წარმომადგენელი
"საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიზიკურად უმოძრაოა" - ჯანმოს წარმომადგენელი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე-6 ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად უმოძ­რა­ოა, ხოლო მო­სახ­ლე­ო­ბის 90% მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის რე­გუ­ლა­რულ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას არ ას­რუ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კახა ღვი­ნი­ა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის პრო­ექ­ტზე ისა­უბ­რა.

რო­გორც ღვი­ნი­ა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა წილი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 10%-ს არ აღე­მა­ტე­ბა, ხოლო 90% ამ სერ­ვი­სით არა­ნა­ი­რად არ სარ­გებ­ლობს.

"დღეს გვაქვს ასე­თი ვი­თა­რე­ბა - თით­ქმის ყო­ვე­ლი მე-6 ადა­მი­ა­ნი არის ფი­ზი­კუ­რად უმოძ­რაო. ხოლო ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 90% არ ას­რუ­ლებს მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის რე­გუ­ლა­რულ ფი­ზი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბად ით­ვლე­ბა. ეს არის სა­წყი­სი წერ­ტი­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, შუ­ა­ლე­დუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა კი­დევ უფრო ეცე­მა, რის­კე­ბი დი­დია. იმის თქმა, რომ სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვაქვს, დამ­შვი­დე­ბის სა­ფუძ­ველს არ გვაძ­ლევს, მაგ­რამ კარ­გი სტარ­ტია ის, რომ და­ვი­წყოთ ამ პრო­ცე­სებ­ზე და ფაქ­ტო­რებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა. და­ვი­წყოთ ზრუნ­ვა იმა­ზე, რომ სკო­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ტარ­დეს რე­გუ­ლა­რუ­ლად და დას­წრე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლი იყოს. ამას­თან, სკო­ლე­ბამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ბავ­შვმა და მშო­ბელ­მა შეძ­ლოს აქ­ტი­უ­რად, ასე­ვე, ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გახ­დეს ნო­მერ პირ­ვე­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა დიდ ქა­ლა­ქებ­ში, ის, რომ გან­ვი­თარ­დეს სივ­რცე­ე­ბი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის, ვე­ლო­სი­პე­დე­ბის­თვის, მიკ­როტ­რან­სპორ­ტის­თვის და ეს იყოს წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი. უნდა და­ვი­წყოთ ფიქ­რი, რომ შე­ვამ­ცი­როთ კერ­ძო ტრან­სპორ­ტის მოხ­მა­რე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სე­ბი, სტა­დი­ო­ნე­ბი შენ­დე­ბა, მაგ­რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ამ კომ­პლექ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სას, არა­მედ მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. დად­გე­ნი­ლია, რომ სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა წილი არ აღე­მა­ტე­ბა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 10%-ს. მო­სახ­ლე­ო­ბის 90% ამ სერ­ვი­სით არა­ნა­ი­რად არ სარ­გებ­ლობს, რად­გან იქ არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ისე­თი პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­შიც მო­სახ­ლე­ო­ბა ჩა­ერ­თვე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ღვი­ნი­ა­ნი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ჯან­მოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერთი ნა­წი­ლია ისიც, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­მა თა­ვი­ანთ თა­ნამ­შრომ­ლებს შეს­თა­ვა­ზონ და წა­ა­ხა­ლი­სონ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის ნაც­ვლად სამ­სა­ხურ­ში აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მი­ვიდ­ნენ.

"ასე­თი პროგ­რა­მე­ბი უცხო­ეთ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. მა­გა­ლი­თად, გა­და­ად­გილ­დნენ ვე­ლო­სი­პე­დით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ისარ­გებ­ლონ და არ გა­დატ­ვირ­თონ ქა­ლა­ქი. ამ სტრა­ტე­გი­ა­ში გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ ეს არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ. ამის­თვის, ალ­ბათ, შე­სა­ბა­მის დამ­საქ­მებ­ლებ­თა­ნაც მოხ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბა სხვა­დას­ხვა მო­დე­ლე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და ღვი­ნი­ა­ნი­ძემ და გან­მარ­ტა, რომ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ხელ­შე­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო სტრა­ტე­გი­ა­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ით მუ­შა­ობს.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

აკრძალეთ ელექტროსკუტერები !!!

..
0

კარგით რაა, რის სურვილიც გვაქვს იმას ვერ ვყიდულობთ და ფიტნეს კლუბში დავხარჯავთ პურის ფულს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიზიკურად უმოძრაოა" - ჯანმოს წარმომადგენელი

"საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიზიკურად უმოძრაოა" - ჯანმოს წარმომადგენელი

საქართველოში ყოველი მე-6 ადამიანი ფიზიკურად უმოძრაოა, ხოლო მოსახლეობის 90% მაღალი ინტენსივობის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას არ ასრულებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა, რომელმაც ფიზიკური აქტივობის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის პროექტზე ისაუბრა.

როგორც ღვინიანიძემ აღნიშნა, სპორტული კომპლექსების მომხმარებელთა წილი საქართველოს მოსახლეობის 10%-ს არ აღემატება, ხოლო 90% ამ სერვისით არანაირად არ სარგებლობს.

"დღეს გვაქვს ასეთი ვითარება - თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი არის ფიზიკურად უმოძრაო. ხოლო ჩვენი მოსახლეობის 90% არ ასრულებს მაღალი ინტენსივობის რეგულარულ ფიზიკურ აქტიურობას, რომელიც ყველაზე სასარგებლო ფიზიკურ აქტივობად ითვლება. ეს არის საწყისი წერტილი, რომელიც ევროპაში დაახლოებით, შუალედური მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ფიზიკური აქტიურობა კიდევ უფრო ეცემა, რისკები დიდია. იმის თქმა, რომ საშუალო მაჩვენებლები გვაქვს, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, მაგრამ კარგი სტარტია ის, რომ დავიწყოთ ამ პროცესებზე და ფაქტორებზე ზემოქმედება. დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ სკოლებში ფიზიკური აქტივობის გაკვეთილი ჩატარდეს რეგულარულად და დასწრების მაჩვენებელი მაღალი იყოს. ამასთან, სკოლებამდე გადაადგილება რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა და მშობელმა შეძლოს აქტიურად, ასევე, ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ნომერ პირველი გადაადგილების საშუალება დიდ ქალაქებში, ის, რომ განვითარდეს სივრცეები ფეხით მოსიარულეებისთვის, ველოსიპედებისთვის, მიკროტრანსპორტისთვის და ეს იყოს წახალისებული და მიმზიდველი. უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ შევამციროთ კერძო ტრანსპორტის მოხმარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სპორტული კომპლექსები, სტადიონები შენდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ პროფესიული სპორტის საჭიროებები ამ კომპლექსების მშენებლობისას, არამედ მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის საჭიროებები. დადგენილია, რომ სპორტული კომპლექსების მომხმარებელთა წილი არ აღემატება ჩვენი მოსახლეობის 10%-ს. მოსახლეობის 90% ამ სერვისით არანაირად არ სარგებლობს, რადგან იქ არ არის განვითარებული ისეთი პროგრამები, რომელშიც მოსახლეობა ჩაერთვებოდა“, - განაცხადა ღვინიანიძემ.

ამასთან, როგორც ჯანმოს წარმომადგენელმა ინტერვიუში აღნიშნა, სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია ისიც, რომ ორგანიზაციებმა, სამსახურებმა თავიანთ თანამშრომლებს შესთავაზონ და წაახალისონ, რომ ავტომობილის ნაცვლად სამსახურში აქტიური საშუალებებით მივიდნენ.

"ასეთი პროგრამები უცხოეთში ძალიან პოპულარულია. მაგალითად, გადაადგილდნენ ველოსიპედით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ და არ გადატვირთონ ქალაქი. ამ სტრატეგიაში განსაზღვრულია, რომ ეს არის მიმართულება, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამისთვის, ალბათ, შესაბამის დამსაქმებლებთანაც მოხდება შეხვედრები და შეთავაზება სხვადასხვა მოდელების“, - განაცხადა ღვინიანიძემ და განმარტა, რომ ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრატეგიაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმოს რეკომენდაციით მუშაობს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.