ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში საფრანგეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ემანუელ მაკრონმა და სი ძინპინმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და მსოფლიოში არსებული გამოწვევბი განიხილეს.
შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება შეეცდება ქვეყანაში ჩინური კომპანიებისთვის უფრო ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო შექმნას.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტს მოუწოდა საკუთარი გავლენა და შესაძლებლობები გამოიყენოს უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად.