ავტორი:

ჯენიფერ ენისტონის მამა, მსახიობი ჯონ ენისტონი გარდაიცვალა - ჰოლივუდის ვარსკვლავი მამასთან გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს

ჯენიფერ ენისტონის მამა, მსახიობი ჯონ ენისტონი გარდაიცვალა - ჰოლივუდის ვარსკვლავი მამასთან გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს

ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯენიფერ ენისტონის მამა, მსახიობი ჯონ ენისტონი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას საზოგადოება სერიალ DAYS OF OUR LIVES-დან იცნობს.

სამწუხარო ინფორმაცია გულშემატკივრებს ჯენიფერმა აცნობა. მსახიობის თქმით, ჯონი 11 ნოემბერს გარდაიცვალა.

“ძვირფასო მამა, შენ ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ადამიანი იყავი მათ შორის ვისაც ვიცნობდი. მადლიერი ვარ, რომ მშვიდად და ტკივილის გარეშე გაფრინდი“, - წერს ენისტონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ჯონ ენისტონი ემის მფლობელი მსახიობია. ის საბერძნეთში დაიბადა. ძირითადად თეატრში, სხვადასხვა სპექტაკლში თამაშობდა. თუმცა აქვს რამდენიმე კინო როლი. პოპულარობა კი სერიალმა DAYS OF OUR LIVES- მოუტანა.