დონალდ ტრამპის შვილი, 29 წლის ტიფანი ტრამპი 25 წლის მილიარდერ მაიკლ ბულოსზე დაქორწინდა. მდიდრული ცერემონია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მარ-ა-ლაგოსის მიწაზე, ფლორიდაში შედგა.
ოჯახურ ფოტოზე, რომელშიც ახალდაქორწინებულები პოზირებენ, წყვილს გვერდს დონალდ ტრამპი და ტიფანის დედა, მსახიობი მარლა მეპლზი უმშვენებენ. მარლა, დონალდ ტრამპს 1999 წელს გასცილდა და მათ ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავთ. ტიფანის და მარლას Elie Saab-ის კაბები ემოსათ.
ტიფანის მეჯვარეობას მისი ნახევარდა, ივანკა ტრამპი უწევდა. 41 წლის ივანკა მეუღლე ჯარედ კუშნერთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ესწრებოდა ცერემონიას.
წყვილი 2021 წელს დაინიშნა. ბულოსმა ტიფანის 1.2$ მილიონის ღირებულების 13-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა ხელი.
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა