მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება

„თბი­ლი­სის ბა­რო­კო ფეს­ტი­ვა­ლი“ გრძელ­დე­ბა 13 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა ფეს­ტი­ვა­ლის მე­სა­მე კონ­ცერ­ტი - „ბახი და მისი რჩე­უ­ლე­ბი“ სა­დაც იო­ჰან სე­ბას­ტი­ან ბა­ხის და მისი რჩე­უ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის: მარ­ჩე­ლოს, ვი­ვალ­დი­სა და ზე­ლენ­კას მუ­სი­კა შეს­რულ­და.

კონ­ცერ­ტში „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტას­თან“ ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: გაბ­რი­ელ გრა­მეს­კი, ბა­რო­კოს ჰო­ბოი (რუ­მი­ნე­თი), სტე­ფან ნო­დი­ლო, ბა­რო­კოს ჰო­ბოი (ხორ­ვა­ტია), ჟო­ა­კიმ გერა, ბა­რო­კოს ფა­გო­ტი (ეს­პა­ნე­თი) და გი­ორ­გი კუ­ზა­ნაშ­ვი­ლი, თე­ორ­ბო (სა­ქარ­თვე­ლო / გერ­მა­ნია).

ამ კონ­ცერტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნით ელო­და ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი და სა­ღა­მომ სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მსმე­ნე­ლი მქუ­ხა­რე ოვა­ცი­ე­ბით დიდი ხანი არ უშ­ვებ­და ორ­კესტრს სცე­ნი­დან.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ცერ­ტია და­გეგ­მი­ლი 15 ნო­ემ­ბერს, სა­დაც ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბი ბრა­ზი­უ­ლი­უ­რი ბა­რო­კო და მას­თან ერ­თად ზე­ლენ­კას უნი­კა­ლუ­რი მუ­სი­კა აჟ­ღერ­დე­ბა.

ამ სა­ღა­მოს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გახ­ლავთ: „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტა“, გუ­რამ ყუ­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­გუნ­დო კა­პე­ლა, დი­რი­ჟო­რი - ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე.

რი­გით მე-8 „თბი­ლი­სის ბა­რო­კო ფეს­ტი­ვა­ლი“ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს, თბი­ლი­სის მე­რი­ის, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრან­გუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს მხარ­და­ჭე­რით ტარ­დე­ბა.

„თბი­ლი­სის ბა­რო­კო ფეს­ტი­ვა­ლი“ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კა­მე­რულ­მა ორ­კესტრმა 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით და­ა­არ­სა. ფეს­ტი­ვალ­მა უკვე და­იმ­კვიდ­რა თა­ვი­სი ად­გი­ლი და მას ყო­ველ­წლი­უ­რად ბა­რო­კოს მუ­სი­კის მსოფ­ლი­ოს ვარ­სკვლა­ვე­ბი სტუმ­რო­ბენ. „თბი­ლი­სის ბა­რო­კო ფეს­ტი­ვა­ლი“ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ძვე­ლე­ბუ­რი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლია, სა­დაც ბა­რო­კოს პე­რი­ო­დის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით და ავ­თენ­ტი­კუ­რი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით სრულ­დე­ბა ძვე­ლე­ბუ­რი მუ­სი­კა.

ფეს­ტი­ვა­ლი 27 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა და ფეს­ტი­ვა­ლის დას­კვნით კონ­ცერ­ტამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა 4 სა­ჯა­რო ლექ­ცია: ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი მუ­სი­კის, აგ­რეთ­ვე ბა­რო­კოს პე­რი­ო­დის თე­ატ­რი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ლექ­ცი­ე­ბი „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტას“ სა­რე­პე­ტი­ციო სივ­რცე­ში, “Sinfonietta Stage”-ზე (სა­ნა­პი­როს ქუჩა N 4, შე­ნო­ბა 2, სარ­თუ­ლი 8) 16, 18, 20 და 21 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და ჩა­ა­ტა­რე­ბენ დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: შალ­ვა ქუ­რი­ძე (არ­ქი­ტექ­ტუ­რის დოქ­ტო­რი, ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ძეგ­ლე­ბის რეს­ტავ­რა­ტო­რი და ქა­ლაქმგეგ­მა­რე­ბე­ლი), თა­მარ მუ­ქე­რია (თე­ატრმ­ცოდ­ნე, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სა­ო­პე­რო და­სის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი), მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი (აკა­დე­მი­უ­რი გუნ­დის დი­რი­ჟო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლ „რუს­თა­ვის“ წევ­რი და ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლ „მარ­თვეს“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი), თეა მუ­ქე­რია (მუ­სი­კო­სი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი, „სა­ქარ­თვე­ლოს სინ­ფო­ნი­ე­ტას“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი).

ფეს­ტი­ვალს კი 27 ნო­ემ­ბერს ჰელ­სინ­კის ბა­რო­კოს ორ­კესტრის სო­ლის­ტე­ბი და კლა­ვე­სი­ნის­ტი ააპო ჰე­კი­ნე­ნი და­ხუ­რა­ვენ!

კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე, და­სა­წყი­სი 19:30 სთ.

დგ
0

ბილეთების ფასი დაწერეთ

ავტორი:

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება 13 ნოემბერს გაიმართა ფესტივალის მესამე კონცერტი - „ბახი და მისი რჩეულები“ სადაც იოჰან სებასტიან ბახის და მისი რჩეული კომპოზიტორების: მარჩელოს, ვივალდისა და ზელენკას მუსიკა შესრულდა.

კონცერტში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ: გაბრიელ გრამესკი, ბაროკოს ჰობოი (რუმინეთი), სტეფან ნოდილო, ბაროკოს ჰობოი (ხორვატია), ჟოაკიმ გერა, ბაროკოს ფაგოტი (ესპანეთი) და გიორგი კუზანაშვილი, თეორბო (საქართველო / გერმანია).

ამ კონცერტს განსაკუთრებული მოლოდინით ელოდა ქართველი მსმენელი და საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. აღფრთოვანებული მსმენელი მქუხარე ოვაციებით დიდი ხანი არ უშვებდა ორკესტრს სცენიდან.

ასევე მნიშვნელოვანი კონცერტია დაგეგმილი 15 ნოემბერს, სადაც ქართველი მსმენელებისთვის უცნობი ბრაზიულიური ბაროკო და მასთან ერთად ზელენკას უნიკალური მუსიკა აჟღერდება.

ამ საღამოს მონაწილეები გახლავთ: „საქართველოს სინფონიეტა“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, დირიჟორი - ზვიად ბოლქვაძე.

რიგით მე-8 „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, იტალიის საელჩოსა, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და მას ყოველწლიურად ბაროკოს მუსიკის მსოფლიოს ვარსკვლავები სტუმრობენ. „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი ძველებური მუსიკის ფესტივალია, სადაც ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტებით და ავთენტიკური შესრულების მანერით სრულდება ძველებური მუსიკა.

ფესტივალი 27 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ფესტივალის დასკვნით კონცერტამდე გაიმართება 4 საჯარო ლექცია: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრისა და არქიტექტურის შესახებ. ლექციები „საქართველოს სინფონიეტას“ სარეპეტიციო სივრცეში, “Sinfonietta Stage”-ზე (სანაპიროს ქუჩა N 4, შენობა 2, სართული 8) 16, 18, 20 და 21 ნოემბერს გაიმართება და ჩაატარებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და პროფესორები, როგორებიც არიან: შალვა ქურიძე (არქიტექტურის დოქტორი, ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრატორი და ქალაქმგეგმარებელი), თამარ მუქერია (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის კოორდინატორი), მიხეილ ჯავახიშვილი (აკადემიური გუნდის დირიჟორი, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ წევრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი), თეა მუქერია (მუსიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი, „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი).

ფესტივალს კი 27 ნოემბერს ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სოლისტები და კლავესინისტი ააპო ჰეკინენი დახურავენ!

კონცერტები გაიმართება რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, დასაწყისი 19:30 სთ.