პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალისტი და იურისტი, რომელიც მელანია ტრამპის უფლებებს იცავდა - ვინ არის სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც მდიდარი ბიზნესმენის მეუღლეა?
ჟურნალისტი და იურისტი, რომელიც მელანია ტრამპის უფლებებს იცავდა - ვინ არის სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც მდიდარი ბიზნესმენის მეუღლეა?

სლო­ვე­ნი­ის იტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ქალი გახ­და. 54 წლის ნა­ტა­სა პირც მუ­სა­რია ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, იუ­რის­ტი და მო­ნა­ცემ­თა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის ექ­სკო­მი­სა­რი. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­მარ­ცხე­ნე კან­დი­დატ­მა, პირც მუ­სარ­მა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ხმე­ბის 53.86% მო­ი­პო­ვა, ხოლო მის­მა კონ­კუ­რენ­ტმა, მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კოს­მა და სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ანჟე ლო­გარ­მა - 46.14%.

1992 წელს, ლუბ­ლი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ნა­ტა­სამ 1997 წელს ად­ვო­კატ­თა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დაც ჩა­ა­ბა­რა. 2015 წელს კი ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მაც და­ას­რუ­ლა. ნა­ტა­სა აქ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და სალ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­დი­ის კვლე­ვე­ბიც შე­ის­წავ­ლა .

ნა­ტა­სამ კა­რი­ე­რა ჟურ­ნა­ლის­ტო­ბით და­ი­წყო. ის 6 წე­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სლო­ვე­ნი­ის მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტი და წამ­ყვა­ნი. მას და­მა­ტე­ბი­თი ტრე­ნინ­გე­ბი აქვს გავ­ლი­ლი CNN-ში, BBC-ში, Reuters TV-სა და Granada TV-ში.

სლო­ვე­ნი­ის ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მას სურს, რომ სლო­ვე­ნია "ევ­რო­პის ძი­რი­თად ქვეყ­ნებს" და­უ­კავ­შირ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, რომ­ლებ­საც სჯე­რათ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის.

ის ევ­რო­პო­ლის ერ­თობ­ლივ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო ორ­გა­ნოს თავ­მჯდო­მა­რე­დაც მუ­შა­ობ­და. 2010-2021 წლებ­ში ნა­ტა­სა არა­ერ­თხელ მოხ­ვდა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან იუ­რის­ტთა ათე­ულ­ში.

2015 წლი­დან ნა­ტა­სას სა­კუ­თა­რი იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა Pirc Musar აქვს. მუ­სა­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ კლი­ენტს სლო­ვე­ნი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მე­ლა­ნია ტრამ­პი წარ­მო­ად­გენს. 2016 წელს ცნო­ბილ­მა სლო­ვე­ნი­ურ­მა ჟურ­ნალ­მა Suzy-მ სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც მე­ლა­ნია ტრამპს ეს­კორ­ტად მუ­შა­ო­ბას მი­ა­წე­რენ. სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, 1990-იან წლებ­ში მე­ლა­ნია კნავ­სი (მე­ლა­ნია ტრამ­პის იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ხე­ლი) სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც "მდი­და­რი კლი­ენ­ტე­ბის­თვის ეს­კორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და“. სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ პირს მუ­სარ­მა და მე­ლა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით საქ­მე შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­და.

ნა­ტა­სა პირც მუ­სა­რი 2015-16 წლებ­ში სლო­ვე­ნი­ის წი­თე­ლი ჯვრის პრე­ზი­დენ­ტიც იყო. აგ­რეთ­ვე, ის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ მი­ნი­მუმ ექ­ვსი წიგ­ნის ავ­ტო­რი ან თა­ნა­ავ­ტო­რია. მან­ვე და­ა­არ­სა ასო­ცი­ა­ცია OnaVe, რო­მე­ლიც ქალ ექ­სპერ­ტებს აერ­თი­ა­ნებს და ცდი­ლობს ხელი შე­უ­წყოს ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბას.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს მე­დი­ის დიდი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და პირც მუ­სა­რის და მისი მე­უღ­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყოფ კომ­პა­ნი­ებ­ზე. ნა­ტა­სას მე­უღლე, ალეშ მუ­სა­რი მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნია, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტი ქა­ლის მტკი­ცე­ბით, მათი ქო­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად და კა­ნო­ნი­ე­რად არის მო­პო­ვე­ბუ­ლი. პირც მუ­სარს ერთი ვაჟი ჰყავს. "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში, ის შვილს სა­არჩვე­ნო კამ­პა­ნი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ტა­სას ინ­ტე­რე­სებს, ცნო­ბი­ლია, რომ ის ბო­უ­ლინ­გი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი და რა­ო­დენ მო­უ­ლოდ­ნე­ლიც არ უნდა იყოს სლო­ვე­ნი­ის 54 წლის პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­კე­რია.

წყა­რო: sloveniatimes

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა ვიცი
2

"ბენჟამენ ისრაელების და ჩერჩილების" ეპოქა ჩაბარდა ისტორიას, აწი "ბაიკერების" ხელში ნეტა რა დღე დაგვადგება? 

ეკა
0

ა მესმის ქალი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ჟურნალისტი და იურისტი, რომელიც მელანია ტრამპის უფლებებს იცავდა - ვინ არის სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც მდიდარი ბიზნესმენის მეუღლეა?

ჟურნალისტი და იურისტი, რომელიც მელანია ტრამპის უფლებებს იცავდა - ვინ არის სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც მდიდარი ბიზნესმენის მეუღლეა?

სლოვენიის იტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა. 54 წლის ნატასა პირც მუსარია ყოფილი ჟურნალისტი, იურისტი და მონაცემთა კონფიდენციალურობის ექსკომისარი. მედიის ინფორმაციით, მემარცხენე კანდიდატმა, პირც მუსარმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 53.86% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პოლიტიკოსმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარმა - 46.14%.

1992 წელს, ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ნატასამ 1997 წელს ადვოკატთა ეროვნული გამოცდაც ჩააბარა. 2015 წელს კი ვენის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაც დაასრულა. ნატასა აქ არ შეჩერებულა და სალფორდის უნივერსიტეტში მედიის კვლევებიც შეისწავლა .

ნატასამ კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო. ის 6 წელის განმავლობაში იყო სლოვენიის მთავარი საინფორმაციო გადაცემის ჟურნალისტი და წამყვანი. მას დამატებითი ტრენინგები აქვს გავლილი CNN-ში, BBC-ში, Reuters TV-სა და Granada TV-ში.

სლოვენიის ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, მას სურს, რომ სლოვენია "ევროპის ძირითად ქვეყნებს" დაუკავშირდეს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც სჯერათ ადამიანის უფლებების და კონსტიტუციური ღირებულებების.

ის ევროპოლის ერთობლივ სამეთვალყურეო ორგანოს თავმჯდომარედაც მუშაობდა. 2010-2021 წლებში ნატასა არაერთხელ მოხვდა ქვეყნის ყველაზე გავლენიან იურისტთა ათეულში.

2015 წლიდან ნატასას საკუთარი იურიდიული ფირმა Pirc Musar აქვს. მუსარის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლიენტს სლოვენიაში დაბადებული მელანია ტრამპი წარმოადგენს. 2016 წელს ცნობილმა სლოვენიურმა ჟურნალმა Suzy-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც მელანია ტრამპს ესკორტად მუშაობას მიაწერენ. სტატიის მიხედვით, 1990-იან წლებში მელანია კნავსი (მელანია ტრამპის იმჟამინდელი სახელი) სამოდელო სააგენტოში მუშაობდა, რომელიც "მდიდარი კლიენტებისთვის ესკორტის სააგენტოს ფუნქციას ასრულებდა“. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პირს მუსარმა და მელანიამ ჟურნალის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მოგვიანებით საქმე შეთანხმებით დასრულდა.

ნატასა პირც მუსარი 2015-16 წლებში სლოვენიის წითელი ჯვრის პრეზიდენტიც იყო. აგრეთვე, ის ინფორმაციის თავისუფლების და კონფიდენციალურობის შესახებ მინიმუმ ექვსი წიგნის ავტორი ან თანაავტორია. მანვე დააარსა ასოციაცია OnaVe, რომელიც ქალ ექსპერტებს აერთიანებს და ცდილობს ხელი შეუწყოს ცოდნის გავრცელებას.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედიის დიდი ყურადღება გამახვილდა პირც მუსარის და მისი მეუღლის მფლობელობაში მყოფ კომპანიებზე. ნატასას მეუღლე, ალეშ მუსარი მდიდარი ბიზნესმენია, თუმცა პრეზიდენტი ქალის მტკიცებით, მათი ქონება სამართლიანად და კანონიერად არის მოპოვებული. პირც მუსარს ერთი ვაჟი ჰყავს. "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში, ის შვილს საარჩვენო კამპანიის განმავლობაში თანადგომისთვის მადლობას უხდის. რაც შეეხება ნატასას ინტერესებს, ცნობილია, რომ ის ბოულინგითაა გატაცებული და რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს სლოვენიის 54 წლის პრეზიდენტი ბაიკერია.

წყარო: sloveniatimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა